საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

რკინიგზა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა, ბათუმისა და ფოთის მიმართულებით, დამატებით რეისებს ნიშნავს.

რკინიგზა დამატებული რეისების მოძრაობის განრიგს აქვეყნებს.

“ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით”, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.