ქეთი სვანიძე

საზოგადოება 1776803935

„პრემიერის წინა დღეს ცხარე ცრემლებით ვტიროდი…" – რას იხსენებს თინათინის როლის შემსრულებელი ქეთი სვანიძე

რობერტ სტურუას სპექტაკლში „ვეფხისტყაოსანი“ თინათინის როლის შემსრულებელი, მსახიობი ქეთი სვანიძე ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში იხსენებს, როგორი იყო პრემიერის წინა დღე, როდესაც რეჟისორმა მოულოდნელად ფინალური სცენა შეცვალა:„ამ როლმა გამომწურა, თუკი რაიმე არტისტული რესურსი არსებობდა ჩემში. ბავშვის გაჩენის შემდეგ ცოტა მოშვებული ვიყავი, წონა მომატებული მქონდა. სხვა სპექტაკლებში ეს ნაკლებად მეტყობოდა, თინათინის როლისთვის დაუშვებელი იყო. ავიყვანე მწვრთნელი, ვვარჯიშობდი, შევადგინე მენიუ, დღის გრაფიკი. ზოგჯერ ვფიქრობდი, ვერ გავუძლებ, წავიქცევი-მეთქი, მაგრამ როცა რაღაც ძალიან გინდა, შენში ახალი შესაძლებლობები იხსნება. შედეგად, დავიკელი 10კილო და ვარ ის თინათინი, როგორიც მაყურებელმა მნახა.აქვე გეტყვით, რომ ველოდებოდით აზრთა სხვადასხვაობას, მაგრამ ასეთს ნამდვილად არა… ჩემი კოლეგები და მეგობრები მეუბნებოდნენ, პრემიერის შემდეგ ასე გამოხატული უარყოფითი, შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო ყველაზე ძალიან გვეშინოდა, არ გატეხილიყავი და როლზე უარი არ გეთქვაო. არა, ჩემო მეგობრებო, არ ვარ ასეთი სუსტი, პირიქით, გამიათკეცდა ენერგია.ახლა უფრო მეტი მოტივაცია მაქვს…პრემიერის წინა დღეს სრულიად შეცვალა საფინალო სცენა, უბრალოდ, აგვიხსნა, თქვენ დაივიწყეთ, ახლა რაც გქონდათ გაკეთებული და ფინალში მოიქეცით ასეო… ხომ წარმოგიდგენიათ, რა რთულია გადაწყობა. ცხარე ცრემლებით ვტიროდი, მეგონა, არაფერი გამომივიდოდა. მაგრამ ის დარწმუნებული იყო ჩვენსშესაძლებლობებში და მართლაც ასე მოხდა…“

სვიმონ ჯანგულაშვილი

პოლიტიკა 1776426809

სვიმონ ჯანგულაშვილი: 40-მდე ვერ მოიცადეს ნაცისტებმა, ლორწოვანი იუდა გამოაჭენეს „ბრძოლის ველზე“. თქვენ მოკალით პატრიარქი, ასე ეთერებში გეჯდათ ცაავა და მისი სექტანტები და პატრიარქს ცილს სწამებდით

 ყველა, ვინც მუშაობთ „მთავარ“, „ტვ-პირველ“ და „ფორმულა“ კანალიზაციებში, მორალურად დამნაშავენი ხართ ჩვენი პატრიარქის წინაშე, - წერს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში.„40-მდე ვერ მოიცადეს ნაცისტებმა, მათმა სიბინძურის ღამის ქოთანმა „მედია-ვარსკვლავებმა“ და კვლავ ეს ლორწოვანი იუდა გამოაჭენეს „ბრძოლის ველზე“… ნანუკა ჟორჟოლიანი - ოლეებისა და აკაცუკების ბინძური, პერვერტი დედა აპიარებს ამ საზიზღარს.ყველა, ვინც მუშაობთ „მთავარ“, „ტვ-პირველ“ და „ფორმულა“ კანალიზაციებში, მორალურად დამნაშავენი ხართ ჩვენი პატრიარქის წინაშე! თქვენ გატეხეთ მისი ჯანმრთელობა! თქვენ მოკალით პატრიარქი სწორედ იმით, რომ 9 წლის მანძილზე, ასე ეთერებში გეჯდათ ცაავა და მისი სექტანტები და პატრიარქს ცილს სწამებდით. არაფერს ამბობდა, მაგრამ, მოტყდა და დაუძლურდა. მკვლელები ხართ, ნაცებო! მკვლელები და პატრიარქისა და ეკლესიის მტრები! ქართველმა ერმა არ მიიღო თქვენი ცილისწამება და პროპაგანდა და დაკრძალვის დღეებში გაჩუმდით შეშინებულები. და ეხლა ისევ დაიწყეთ!იფიქრეთ, რამხელა წყევლისა და ბოროტების ქვეშ აყენებთ თქვენს დამპალ სულებს და საბრალო შთამომავლობას! ღმერთი არსებობს!P.s. გაგიჟდები კაცი. ჭეშმარიტად, ბოროტება საკუთარ თავს ანადგურებს და „მით ოხერია“. ასე რომ აფურთხებენ ქართველ ერს სულში, ამის გამო აგებენ მუდამ და მაინც არ ეშვებიან ერთი და იგივე ბოროტების კეთებას - პატრიარქის, ეკლესიის მტრობას. და ერის დიდი შვილების მტრობას - თამარიდან დღემდე, რობერტ სტურუამდე, ყველას ლანძღავენ, ღვინოში აფსამენ, ათას სიგიჟეს აკეთებენ და მერე - არჩევნები გაყალბდაო…ბოროტები“, - წერს ჯანგულაშვილი.

თამარ ჩიბურდანიძე

პოლიტიკა 1775827140

თამარ ჩიბურდანიძე: დღევანდელი დღე არამარტო ქრისტეს ჯვარცმას, არამედ, ადამიანებისგან ჯვარცმულ პიროვნებებს გვახსენებს და ისიც არ ვიცით, დასრულდება კი ეს ოდესმე?

„ყველა დიდი ადამიანის ცხოვრება ჯვარცმაზე გადის“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და წითელი პარასკევის მნიშვნელობაზე, კაცობრიობის არსებობის მანძილზე პატიებისა და ღალატის, აღიარებისა და დევნის შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას.როგორც თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, მძიმეა ეს დღე მორწმუნეებისთვის, რადგან ამ დღეს ქრისტე ჯვარს აცვეს, თუმცა, ქრისტე აღდგა და ამაღლდა, მაგრამ კაცობრიობას საუკუნეების განმავლობაში ესმის ეს სიტყვები - „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი“.„დღეს ჯვარცმაა, უმძიმესი დღე ქრისტიანულ ცხოვრებაში. ქრისტე, რომელიც კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდლად მოვიდა, სწორედ ამ ხალხმა ჯვარს აცვა. მაცხოვარს, რომელსაც პალმის რტოებს უფენდნენ ფეხქვეშ იერუსალიმში შესვლისას, სულ რამდენიმე დღეში თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს, დიდი ლურსმნებით ძელზე მიაჭედეს და სისხლისგან დაცალეს. ხალხი, რომელიც მადლობას უხდიდა ქრისტეს სნეულთა განკურნებისთვის, „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი”-ის გაიძახოდა.მძიმეა ეს დღე, ძალიან მძიმე… ქრისტე აღდგა და ამაღლდა. კაცობრიობას კი, მთელი 20 საუკუნე მუდმივად ესმის ეს სიტყვები - „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი“… რატომ? რისთვის? ეს არავის აინტერესებს…ყველა დიდი ადამიანის ცხოვრება ჯვარცმაზე გადის. განა ილია ისევ საკუთარმა ხალხმა არ მოკლა? განა კირიონი ისევ ქართველებმა არ გამოასალმეს სიცოცხლეს და შემდეგ თვითმკვლელობა დააბრალეს…განა მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი და ბევრი კორიფე ისევ საკუთარმა ხალხმა არ გაწირა? განა რობერტ სტურუა „რიჩარდ მეორის” გამო ჯვარს არ აცვეს? შემდეგ კი ეს სპექტაკლი თავად ამ ხალხმა შედევრად აღიარა. განა ზვიად გამსახურდიას ცხოვრება არ იყო გზა ხალხის დიდებიდან ჯვარცმამდე? მახსოვს, ხელში აყვანილი სტადიონზე რომ შეიყვანეს და მალევე ტყვიებს ესროდნენ რუსთაველზე, მოკლეს და მასაც თვითმკვლელობა დააბრალეს… განა ჩვენს ღვაწლმოსილ პატრიარქს არ დასწამეს ენით აუღწერელი ცოდვები? პატრიარქის დაკრძალვის რიგში ხალხი საათობით იდგა, მაგრამ მის დანაბარებს ცოტა თუ ასრულებს -„გწამდეთ და გიყვარდეთ!“.სამყარო მეორედ მოსვლის მოლოდინშია. ითვლიან, მსჯელობენ, ვინ ჰგავს ანტიქრისტეს და ვინ რას მოიმოქმედებს, მაგრამ არავინ ფიქრობს საკუთარ ქმედებაზე. განა მეორედ მოსვლის ჟამს თითოელი ჩვენგანი არ განვიკითხებით? დღევანდელი დღე არამარტო ქრისტეს ჯვარცმას, არამედ, ადამიანებისგან ჯვარცმულ პიროვნებებს გვახსენებს და ისიც არ ვიცით, დამთავრდება კი ეს ოდესმე? ალბათ არასდროს! დავით გურამიშვილი ტყვედ ჩავარდა და სამშობლოდან შორს, იძულებით ცხოვრობდა, თორემ ალბათ მასაც ჯვარს აცვამდნენ მისი უკვდავი სიტყვებისთვის -„დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ვეფხისტყაოსანი

კულტურა 1775764360

"გაგრიდან ვართ, მამა ომში დაიღუპა..." - ექსკლუზიური ინტერვიუ თინათინის როლის შემსრულებელთან

რობერტ სტურუას სპექტაკლის "ვეფხისტყაოსნის" გარშემო ვნებათაღელვა ამ დრომდე არ წყდება. სპექტაკლში მთავარ როლს მსახიობი ქეთი სვანიძე ასრულებს, ის შოთა რუსთაველის გენიალური პოემიდან თინათინის როლს თამაშობს. ქეთი უკვე მრავალი წელია რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობია. ჰყავს მეუღლე და პატარა ვაჟი დანიელი. "პრაიმ ტაიმმა" ქეთისთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ბუნებრივია მასთან საუბარი გახმაურებული სპექტაკლით დავიწყეთ. - მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ბატონი რობიკო ამ სპექტაკლს 30 წელი დგამდა და როცა გადაწყვიტა დაედგა, მე  მასში მოვხვდი. მინდა, გავიხსენო ის პერიოდი, როდესაც პირველად მოვედი რუსთაველის თეატრში, ქალბატონმა მარინა ჯანაშიამ მითხრა, როდესაც შემოხვედი თეატრში, შენში "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟი დავინახე და დაიმახსოვრე, მე შეიძლება ცოცხალი აღარ ვიყო, მაგრამ ასე მოხდებაო. ქალბატონმა მარინამ მიწინასწარმეტყველა ეს და მას ვუძღვნი ამ როლს. ეს აქამდე ხმამაღლა არ მითქვამს, მაგრამ პრემიერა ჩემს გულში მას მივუძღვენი.- როცა დაგირეკეს თინათინის როლზე რა ემოცია გქონდა?- ვიცოდი, რომ ამ სპექტაკლს დიდი მოლოდინი ჰქონდა, საპასუხისმგებლო რეჟიმი გავიარე. სადღაც ორი წელი გვქონდა რეპეტიციები, გეტყვით რატომ მიყვარს ბატონი რობიკოს რეპეტიციები - ჩვენ ერთი და იგივე ვერსიებზე არ გვიმუშავია, სულ სხვადასხვა სცენებს ვდგამდით. კრიტიკისთვის მზად ვიყავი, ყველა პრემიერის დროს ასე ხდება.- როგორც ვიცი ფიზიკურადაც რომ ფორმაში ყოფილიყავი, რეპეტიციების პარალელურად აქტიური ვარჯიშიც დაიწყე...- კი, "ტრენერი" ავიყვანე და დავდიოდი დარბაზში, ასევე ვიყავი შესაბამის კვებაზე და დავიკელი 10 კილოგრამი. - რუსთაველის თეატრში როგორ მოხვდით?- ბატონმა რობიკომ რევაზ შატაკიშვილის სპექტაკლში "ზღაპარში"  მნახა, სამი დღის შემდეგ დამიბარეს თეატრში და მოვხვდი სპექტაკლში. - როგორც ვიცი მხიარული და ენერგიული ქეთის უკან არის პატარა ქეთი, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია და საკმაოდ რთული ბავშვობა გაიარა, ამის შესახებ გვიამბეთ...- გაგრიდან ვართ, მამა ომში დაიღუპა. დეიდაჩემი იყო ჩამოსული გაგრაში, რამდენიმე დღით წამომიყვანა თბილისში და სწორედ მაშინ დაიწყო ომი. დედა იქ ჩარჩა და გართულდა მისი გადმოსვლა.  დედაჩემმა ესმა მიქელაძემ ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა აქამდე რომ მოვსულიყავი. ვაკის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით და იმ ყველაფრის მიუხედავად ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა ყველას ერთმანეთთან. მე და დედა ფეხით დავდიოდით ვოკალზე და სხვადასხვა წრეებზე. "ერისიონში" ვცეკავდი. ჩემი რთული ბავშვობა დედამ გამიხალისა და მე მადლიერი ვარ. ისეთი რაღაცეები ამიხდა ცხოვრებაში, მრცხვენია იმის თქმა რომ რთული ბავშვობა მქონდა. იყო  ბულინგი დევნილობის გამო, სკოლაშიც არ ქონდათ კარგი დამოკიდებულება ჩემს მიმართ და რატომ არ ვიცი, დღეს კი პირიქით არის. ყველგან იყო პატარ-პატარა ბრძოლები, მაგრამ ყველაფერი დამიფასდა. - ალბათ დედას დიდი შრომა სჭირდებოდა იმისთვის, რომ სხვადასხვა წრეებზე ეტარებინე...- დედა ყველაფერს აკეთებდა, ნამცხვრების ჩაბარებიდან დაწყებული დალაგებით დამთავრებული და მეც ვეხმარებოდი.  პატარა ასაკში ჯანსუღ კახიძის ხელმძღვანელობით "კარმენში" ათ ბავშვი მე ვმღეროდი და ვიყავი სოპრანო. ვერ ვხვდები ამდენი რამ როგორ შეძლო. იმ წარმოუდგენელი ადგილიდან სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, სად მოვხვდით. - თქვენი ოჯახის შესახებ რას გვეტყვით...- მყავს შვილი - დანიელი და მეუღლე  ზურა ძიძავა.  ჩემი მეუღლე ბავშვთა ქირურგია. მსახიობის მეუღლეობა არაა მარტივი.  ხანდახან ალბათ რაღაცეები რთულია მისთვის, მაგრამ მიგებს და ყოველთვის გვერდით მიდგას. ვრცელ ვიდეო-ინტერვიუს "პრაიმ ტაიმის" სოციალურ პლატფორმებზე მალე ნახავთ. 

რობერტ სტურუა

საზოგადოება 1775711280

რობერტ სტურუა სპექტაკლის დადგმასთან დაკავშირებით კრიტიკოსებს პასუხობს

ცნობილი ქართველი რეჟისორი, რობერტ სტურუა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მის ახალ დადგმასთან დაკავშირებულ კრიტიკას პასუხობს.„წესიერ ქალწულებად“ შერაცხილ პოლიტიკოს ქალებს, გამორჩათ რუსთაველის ის სტრიქონი, რომელიც მის სპექტაკლში გამომწვევად მიჩნეულ სცენებს განმარტავს. „ასეც ვიცოდი - ნაცისტებს, ვითომ ქართველებს, „ვეფხისტყაოსანი“ არ წაუკითხავთ! გთხოვთ, ნუ ბაძავთ, ძმებო ნაცებო, ყველა იმ დიდ ქართველ გენიოსს, მიწაში რომ დებენ ბოღმით ამომხმარნი!!! იმათაც გამორჩათ (ისევე როგორც ძალიან წესიერ „ქალწულებს“ დაავიწყდათ), დიდი რუსთაველის სტრიქონი - შესაძლოა, ქართულს კარგად არ ფლობენ!როცა ავთანდილი თინათინმა იხმო: „გ ა ძ რ ც ვ ი ლ ს ა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი!“ აკაკიმ თქვა: ათას ქართველში ოთხს ან ხუთს თუ ექნება გადაკითხული „ვეფხისტყაოსანიო“! დღეს როგორაა საქმე - სავსებით ნათელია! ძალიან აღელდნენ „მარკიზ დე სადის“ მონაწილეები და ძალზე „წესიერი“, უშვერ სიტყვათა ოსტატი, ქალწულისმაგვარი პოლიტიკოსი ქალები (შემოსავალზე ფიქრობენ, ალბათ!). ვხსნი: „თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად“, 127-ე სტროფი, პირველი სტრიქონი. ნოდარ ნათაძის კომენტარი: „გ ა ძ რ ც ვ ი ლ ს ა - შიშველ ტანზე!“ გთხოვთ, სანამ წინასწარ დაწერილ სარეცენზიო აზრებს დაბეჭდავთ სპექტაკლზე, მაინც გადაიკითხოთ უდიდესი პოეტის უდიდესი პოემა!!!“,- წერს რობერტ სტურუა.ცნობისთვის რობერტ სტურუას სპექტაკლი, რომელიც შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით დაიდგა, განხილვის საგანი გახდა. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ პერსონაჟები ვულგარულები იყვნენ და მათ საერთო არაფერი აქვთ პოემის გმირებთან. 

სამინისტრო

კულტურა 1775657997

„გაუგებარი და მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება“ - კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კულტურის სამინისტრომ რობერტ სტურუას სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნისთვის“ განათების ძვირად ღირებული აპარატურა შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებაში.„გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კულტურის სამინისტრომ რობერტ სტურუას სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნისთვის“ განათების ძვირად ღირებული აპარატურა შეიძინა.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. განათების აპარატურა შეძენილ იქნა რუსთაველის ეროვნული თეატრის მუდმივი საჭიროებებისთვის და არა ერთი კონკრეტული სპექტაკლისთვის.რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდესი ტრადიციების მქონე კულტურის კერაა და იმისთვის, რომ მომავალშიც პასუხობდეს ყველა მოთხოვნას, მას სჭირდება თანამედროვე აღჭურვილობა.შესაბამისად, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, რაც რუსთაველის თეატრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნის“ გასანათებლად 820 400 ლარი დაიხარჯა.

რობერტ სტურუა

საზოგადოება 1773862200

რობერტ სტურუა პატრიარქზე: ის იყო ნამდვილად წმინდა ადამიანი, წმინდა ქართველი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება

ის იყო ნამდვილად წმინდა ადამიანი, წმინდა ქართველი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება და იქ ჩვენ შევხვდებით, - განაცხადა რეჟისორმა რობერტ სტურუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ პატრიარქზე საუბრისას.„საჯაროდ ლაპარაკი იმ ტკივილზე, რაც მისმა ამ სამყაროდან წასვლამ მომაყენა, ცოტა უხერხულად მეჩვენება, მაგრამ ორი სიტყვა მაინც უნდა ვთქვა, რადგან ამით ცოტა მოვირჩენ კიდეც იმ სიმძიმეს, რომელიც მაწვება. მოხდა დიდი ტრაგედია. ის იყო კაცი, რომელსაც ჩვენ ვუყურებდით და ვხვდებოდით, რომ თურმე შეიძლება იყო პატიოსანი, წესიერი და ნამდვილად ქრისტიანი ადამიანი“, - აღნიშნა მან.რობერტ სტურუამ გაიხსენა მისი და პატრიარქის ურთიერთობიდან რამდენიმე ეპიზოდი.„75 წლის რომ გავხდი, მაჩუქა ჯვარი და დავსხედით ბაღში, სადაც ერთმანეთს ორი სიტყვა ვუთხარით. შემდეგ ჩუმად ვიყავით დაახლოებით 45 წუთი, ერთი საათი, იმ სიჩუმემ უფრო მეტი მომცა მე, ვიდრე ქადაგებამ. ეს იყო მისტიკური რაღაც. აქ იყო ჩემი ღმერთი და მე ცოდვილი რეჟისორი ვიჯექი და ჩუმად ვიყავი.ნამდვილი ქართველი რაინდი, ვაჟკაცი, ყოველთვის დაიმახსოვრებს მის სახელს. მე მასთან ხელოვნებაზე ლაპარაკს ვერ ვბედავდი, არ მინდოდა ჩემი პრობლემებით შემეწუხებინა. ერთხელ მაჩუქა ლითოგრაფია რელიგიურ თემაზე - ქრისტე მიდის ჯვრით გოლგოთაზე და მეც დავპირდი, რომ ამ თემაზე ჩემს ნახატს მოგიტან-თქო. გადიოდა დრო და მეკითხებოდა - სად არის შენი დაპირებული ნახატიო. ვფიქრობდი, რა უნდა დავხატო ისეთი, რომ პატრიარქს ვაჩუქო-თქო. ბოლოს რაღაცას ვხატავდი, რაღაც ღვთაებრივი, უცნაური ხელით, თითქოს სხვა ხატავდა, გამომივიდა პორტრეტი. დავხედე და ვიფიქრე - ეს ქრისტე არ არის? ვკითხე ჩემ ცოლს, ვიღაცებს, ჰგავდა თუ არა ქრისტეს და მითხრეს, რომ ძალიან ჰგავდა. ვაჩუქე და წავაწერე - „ბატონო ილია, თქვენ გელით ჯვარცმა, სამაგიეროდ, თქვენ გელით აღდგომაც“. ვაჩუქე ეს და მითხრეს, რომ უკიდია სახლში ისეთ ადგილასო, - მოსწონსო.მან ყველაფერს აჯობა და სასაცილოა იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც კიდევ აწყენინებდა მას, როგორც 9 აპრილს აწყენინეს, როცა სთხოვდა მომიტინგეებს, ჩამოდით ქაშუეთში, იქნებ რუსეთის შემოტევას გადავურჩეთო. არ დაუჯერეს რევოლუციონერებმა, თვითონ გადარჩნენ და გოგოები მიახვრიტეს. ეს იყო ალბათ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ტანჯვის მომგვრელი მომენტი. ის იყო ნამდვილად წმინდა ადამიანი, წმინდა ქართველი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება და იქ ჩვენ შევხვდებით“, - განაცხადა რობერტ სტურუამ. 

ყაველაშვილი

კულტურა 1769407860

მიხეილ ყაველაშვილი რუსთაველის თეატრში სპექტაკლს „მიჯაჭვული პრომეთე“ დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რუსთაველის თეატრში კულტურის მინისტრთან თინათინ რუხაძესთან ერთად, სპექტაკლს „მიჯაჭვული პრომეთე“ დაესწრო.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რობერტ სტურუას და რუსთაველის თეატრის დასს უნიკალური სპექტაკლის შექმნისთვის და აღნიშნა, რომ უდიდესი ბედნიერებაა გამორჩეული და გენიალური რეჟისორის შემოქმედების ხილვა.„უდიდესი ბედნიერებაა ჩვენი გამორჩეული და გენიალური რეჟისორის შემოქმედების ხილვა, რომელიც  ყოველ ჯერზე ახალ  ინტერპრეტაციას გვთავაზობს დაგვაიძულებს, დავფიქრდეთ როგორც კაცობრიობის, ისე ერთი ადამიანის საზრისზე, ბედზე.კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ბატონ რობიკოს და რუსთაველის თეატრის დასს ამ უნიკალური სპექტაკლის შექმნისთვის“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.რუსთაველის ეროვნულ თეატრში სპექტაკლის „მიჯაჭვული პრომეთე“ პრემიერა 2024 წელს შედგა.

კახა კუპატაძე

ისტორიები 1759307886

"52 წლამდე მაქვს ვადა, ბაბუაჩემმა მაგ ასაკში შეირთო ცოლი და 5 ვაჟი შეეძინა..." - მსახიობ კახა კუპატაძის სახალისო ისტორიები

რუსთაველის თეატრის მსახიობი კახა კუპატაძე მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და ეს ოცნება წარმატებულად აუხდა. მან არაერთი გამორჩეული თეატრალური და კინოროლი შექმნა. საკუთარი კარიერის და სხვა საინტერესო თემების შესახებ კახა „პრაიმ ტაიმს“ ესაუბრა.- მე წყალტუბოში დავიბადე და გავიზარდე. ერთხელ ბიძაჩემს გაუფუჭდა მანქანა, მაშინ დაახლოებით 7-8 წლის ვიყავი და ეს მანქანა დაგვიტოვა ეზოში. ძალიან შემიყვარდა ავტომობილი, შინდისფერი სალონი ქონდა და მამაჩემს ვუთხარი მინდა ამ მანქანის ტარება ვისწავლო-მეთქი და დავიწყე სწავლა. ძრავი არ მუშაობდა მანქანის, მაგრამ მაგნიტოფონი ირთვებოდა, ჩავრთავდი მუსიკას და მამა მასწავლიდა „ტარებას“. ვახმოვანებდი მანქანის ძრავის ხმებს და სიჩქარეებში ჩაგდებაც თეორიულად მასწავლა. როცა გაწვიმდებოდა წარმოვიდგენდი რომ შეყვარებული მყავდა, მანქანაში ვჯდებოდი და თითქოს ვატარებდი. ძალიან მომეწონა ჩემი თავი ამ როლში და ვფიქრობ სწორედ მაშინ გადავწყვიტე მსახიობობა. გაფუჭებულ მანქანაზე ვისწავლე ტარება.- რუსთაველის თეატრში როგორ მოხვდით რობერტ სტურუას დასში?- მეოთხე კლასში ვიყავი და ოტია იოსელიანის ნაწარმოებიდან შევიტყვე რობერტ სტურუას შესახებ პირველად. პატარ-პატარა ნაწყვეტები უნდა გვეჩვენებინა ოტია იოსელიანისთვის მისი ნაწარმოებებიდან, მოვიდა ბატონო ოტია და რომ ვაჩვენეთ თავისი ნაწყვეტები, თქვა თქვენთან არაფერი არა მაქვს პრეტენზია, მაგრამ დადგმას რაც შეეხება მსოფლიო დონის რეჟისორმა რობიკო სტურუამ უნდა შეაფასოს ეს ნაწილი, რადგან მაგან გადაატრიალა თეატრალური სამყაროო. სახლში როგორც კი დავბრუნდი, დედას ვკითხე ვინ არის რობერტ სტურუა-მეთქი და მაშინ მომიყვა პირველად დედამ ამ გენიოსი ადამიანის შესახებ. სკოლის დამთავრების შემდეგ, თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, მეოთხე კურსზე მოვხვდი გიგა ლორთქიფანიძის სპექტაკლში „წათეს წითელი წაღები“, სადაც რომაელ რაინდებს ვთამაშობდით. ჩემი მეგობრის რეკომენდაციით მოვხვდი რუსთაველის თეატრში, ბატონმა გიგამ დაგვამტკიცა როლზე. პრემიერის შემდეგ ახალი წლის პერიოდი ახლოვდებოდა და ბატონი რობერტი იწყებდა სპექტაკლს „სალამურას“ და ასე მოვხვდი მასთან.- პირველი სიყვარული თეატრალურ ინსტიტუტში მოვიდა? - პირველი სიყვარული სტუდენტობის დროს არ ყოფილა. არადა მქონდა სურვილი მყოლოდა შეყვარებული მსახიობი გოგონა, მაგრამ იმის მიუხედავად რომ ლამაზი გოგოები სწავლობდნენ ასე არ მოხდა. პირველი სიყვარული იყო ბაღში, მაგრამ საერთოდ არ მახსოვს ის გოგო. - ვიცი, რომ ნათესავები და ახლობლები ბევრს დარდობენ თქვენს დაოჯახებაზე? - ხშირად მეკითხებიან დაოჯახებაზე, როცა ვხვდები რომ დაოჯახებაზე უნდა მკითხონ, ვამბობ 52 წლამდე მაქვს ვადა, რადგან ბაბუაჩემმა 52 წლის ასაკში შეირთო ევგენია ლაბაძე რომელთანაც 5 ვაჟი შეეძინა-მეთქი და მეუბნებიან გაჩერდი ახლა მაშინ სხვა დრო იყოო., მამიდაჩემი მეუბნება შენ მამიდა რამე ხო არ გჭირს ცოლი რო არ მოგყავსო. 39 წლის ასაკში ცოლი რომ არ მყავს ვერ ვხვდები რატომ არის დაგვიანებული.- არასდროს გიფიქრიათ დაოჯახებაზე?- მქონდა რაღაც ურთიერთობები, მაგრამ ქორწილამდე არ მივიდა არცერთი. რა იყო ამის მიზეზი არ ვიცი. ერთხელ დავასრულე ურთიერთობა ჩემი გადაწყვეტილებით და ახლა როცა ვფიქრობ ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. ოჯახი რომ შემექნა მერე უფრო რთული იქნებოდა გადაწყვეტილების მიღება. ცხოვრება არის იმერელი ქალივით - ბებიაჩემივით. განცდებში ხარ, ხან მოწყენილი ხარ, ხან დასვენება გინდა, ხან ის და ხან ეს. ბებიაჩემს ას წელს მიღწეული ნათესავი გარდაეცვალა და იმის პანაშვიდზე მყავდა წაყვანილი, მეც იქვე ვიყავი და ტირის ბებიაჩემი, ვიცი, ვიცი ას წელს მიღწეული ხარ მაგრამ მენანებოდი მაინცო და ამ დროს ახალგაზრდა გოგო მოვიდა პანაშვიდზე. მესმის ბებიაჩემის ხმა - დედა, დედა, კახა ბებია გაახილე თვალები რა კაი გოგოაო. ვისი იყო ეს გოგო ხო არ იცითო იქვე იკითხა და უთხრეს ბუღალტერის გოგოაო და მეძახის ბებიაჩემი კახა ბებია ჩაეხუტე არ გაუშვა ეს გოგოო. ვრცლად, ნახეთ, ვიდეო: 

ლეგენდარული მსახიობის ქალიშვილი

ისტორიები 1758468418

"პირისპირ არასდროს შევხვედრივარ... არც გამიგია, ჩემი ნახვის სურვილი ჰქონოდა...“ – ლეგენდარული მსახიობის ქალიშვილის აქამდე უცნობი ისტორიები

„ბუნებამ მას ყველაფერი მისცა – სილამაზე, შესანიშნავი ხმა, ნიჭი და ერთში დაჩაგრა – არ მისცა ბედი!“ – ამბობდა რეჟისორი რობერტ სტურუა თათია ხაინდრავაზე.ულამაზეს მსახიობ თათია ხაინდრავას, მართლაც არ გაუმართლა სიყვარულში – 1957 წელს მსახიობ რამაზ ჩხიკვაძისგან ქალიშვილი შეეძინა, მაგრამ მათი თანაცხოვრება, სამწუხაროდ არ შედგა… როგორც თავად ამბობდა, სწორედ, ამ სიყვარულმა მისცა მას ყველაზე დიდი ბედნიერება – მირანდა. „მე ვიპოვე ბედნიერება, ჩემი შვილის სახით!“ – ამბობდა მსახიობი.თათია ხაინდრავას ქალიშვილმა, მარიამ (მირანდა) ხაინდრავამ „პრაიმტაიმთან“ მამაზე – რამაზ ჩხიკვაძეზე, აქამდე უცნობ ისტორიები გაიხსენა.გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც სამი წლის წინ ჩაიწერა.როგორც მირანდამ "პრაიმ ტაიმს" უთხრა, მის გამო, რამაზს ძალიან დიდი უსიამოვნებები ჰქონდა ოჯახში, ნატაშას მხრიდან. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, პირისპირ არასდროს შეხვედრია!ვარ მუსიკოსი – მევიოლინე. 8 წლამდე დედასთან და ბებიასთან ერთად ვცხოვრობდი.ბებია, (კონსტანტინე გამსახურდიას და), სოფიო გამსახურდია რომ გარდაიცვალა, მამის მხრიდან ბებია-ბაბუასთან, რამაზ ჩხიკვაძის მშობლებთან – გრიგოლ (გიგიშა) ჩხიკვაძე და ელენე გაჩეჩილაძესთან გადავედი საცხოვრებლად.– დიდხანს ცხოვრობდით ბ-ნ რამაზის მშობლებთან?რა თქმა უნდა, გარდაცვალებამდე ერთად ვცხოვრობდით, მათ გამზარდეს, ძალიან მიყვარდა ორივე. დადაჩემი, მსახიობი თათია ხაინდრავა (კონსტანტინე გამსახურდიას დისშვილი), ხშირად დადიოდა ჩვენთან სახლში, მაგრამ ძირითადად, ბებია-ბაბუა მზრდიდნენ. არ ვიცი, როგორ მოვიხსენიო რამაზი, არ მინდა, მამა ვუწოდო, რადგან ძალიან გულნატკენი ვარ.8 წლის ვიყავი, საცხოვრებლად რომ გადავედი. 1987 წელს, ორივე თითქმის ერთდროულად გარდაიცვალა. სახლი, სადაც ვცხოვრობდი, უზნაძის (კამოს) ქუჩა №4 -ში მდებარეობდა. ბაბუა გრიგოლ ჩხიკვაძე ღვაწლმოსილი ადამიანი იყო – პროფესორი, დოქტორი, ფოლკლორისტი, საქართველოში ფოლკლორის ფუძემდებელი.მისი მამა, ზაქარია ჩხიკვაძე საზოგადო მოღვაწე, ლოტბარი, პედაგოგი, მრავალი სამუსიკო სკოლის დამაარსებელი, საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, მრავალი ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლის შემგროვებელი, ქართულ სიძველეთა დამცველი.იყო. ამავე დროს, ვაჟა-ფშაველას ახლო მეგობარი.გრიგოლი, ძალიან დიდი კაცი იყო. ძირითადად, მან გამზარდა, სწორედ, მისი დამსახურებაა, დღეს რომ მევიოლინე ვარ! ვიოლინოზე კარგად უკრავდა და მეც ბავშვობიდან მასწავლიდა. მისი დამსახურებაა, რომ წარჩინებით დავამთავრე კონსერვატორია. მისი წყალობით დავეუფლე ჩემ პროფესიას, რა თქმა უნდა, დედაც არ მაკლებდა ყურადღებას და ზრუნვას, მაგრამ სულ სხვა იყო, რომ მუსიკალურ ოჯახში მომიწია ცხოვრება.– რატომ არ ცხოვრობდით დედასთან?რამაზის მშობლებმა გადაწყვიტეს მათთან მეცხოვრა, დედაც დათანხმდა და გადაწყვიტა, რომ ჩემთვის, ასე უკეთესი იქნებოდა. ძალიან დიდ პატივს სცემდა რამაზის მშობლებს და ასევე ისინიც. გარკვეული მიზეზების გამო, რამაზთან მშობლებს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, უფრო ბოლო წლებში აღადგინეს.– თუ საიდუმლო არ არის, რა იყო მიზეზი?ძირითადი მიზეზი, რის გამოც უთანხმოება ჰქონდათ, ოჯახში რამაზის ოჯახი იყო. დედისერთა იყო და ვერ გაწირეს ბოლომდე. არადა მეც ძალიან ვუყვარდი, ასევე მეც და ერთ-ერთ მიზეზად, ეს ფაქტიც მოიაზრება. ამიტომ მათი გარდაცვალება, ძალიან გამიჭირდა, მეგონა, რომ ნამდვილი მშობლები დავკარგე.მიუხედავად იმისა, რომ დედასთან ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა, ეს ადამიანები ჩემთვის დედაც და მამაც იყვნენ. 89 წლის იყო ბაბუა და 84 -ის ბებია როცა გარდაიცვალნენ. ამ დროს, უკვე 30 წლის ვიყავი, ფაქტობრივად, 22 წელი მათთან ერთად ვიცხოვრე.– ამ პერიოდში, დედასთან რა ურთიერთობა გჰქონდათ?კვირაში ორი დღე დედასთან ვიყავი, დანარჩენი ბებია-ბაბუასთან, მაგრამ ბოლო 10 წელი, ძირითადად, ჩხიკვაძეებთან ვცხოვრობდი. დედასთან, მხოლოდ კვირაში ერთხელ, კვირა დღეს დავდიოდი.– ულამაზესი თათია ხაინდრავა…დედა მართლაც ულამაზესი იყო. მართალია, იმ პერიოდში, ბევრი ლამაზი ქალი დადიოდა თბილისში, მაგრამ ერთ-ერთ ლამაზ ქალად მოიხსენიებდნენ. ბუნებრივი სილამაზე ჰქონდა – ცნობილი იყო ულამაზესი თმებით.75 წლის გარდაიცვალა და თმის ხარისხი, არ შეცვლია. მიუხედავად გარეგნობისა, პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა – არც პირადში და არც შემოქმედებითში.50 წლის იყო, როცა პირველი საღამო გამართა და მისი რეპერტუარი (პროზა, პოეზია) რობიკო სტურუას მოასმენინა. რობიკო ამ დროს, უკვე ძალიან ცნობილი რეჟისორი იყო. დედა ამბობდა, ძალიან მეუხერხულებოდა, რომ ახალგაზრდა კაცთან ამხელა ქალი უნდა დავმდგარიყავი და ლექსები წამეკითხაო, მაგრამ ძალიან მოეწონა და მონო-სპექტაკლი – „მზეო თიბათვისა“ დაუდგა, რასაც ძალიან დიდი წარმატება და პოპულარობა მოჰყვა.ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა რადიოში დაიწყო მუშაობა, სტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილები“ ჩაწერა, რაც ძალიან მოეწონა მსმენელს. თეტრშიც მუშაობდა, მაგრამ როლებს არ აძლევდნენ, თუ ვინმე ავად გახდებოდა, იმ შემთხვევაში მთავარ როლში შეჰყავდათ, ერთ დღეში უწევდა ყველაფრის სწავლა.ნიჭიერი იყო, თორემ ერთ დღეში შეუძლებელი იყო როლში შესვლა.ძალიან კარგი პლასტიკა ჰქონდა, კარგი სმენაც ჰქონდა, მღეროდა საოცრად, თითქმის ყველა ინსტრუმენტზე უკრავდა, მაგრამ ნოტები არ იცოდა.მამა, სიმონ ხაინდრავა რეპრესირებული იყო, 1937 წელს დაეღუპა. საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო იმ პერიოდში, მაგრამ ყველაფერი ჩამოართვეს – საცხოვრებელი სახლები პეროვსკაიას და ბორჯომის ქუჩაზე და ავლაბარში, ოროთახიან კომუნალურ, საშინელ ბინაში შეასახლეს. სხვათა შორის, ბებია სოფიოც, სწორედ, ამ სახლში გარდაიცვალა.დედა, ძალიან დიდი ოპტიმისტი იყო, მეორე დღით ცხოვრობდა. ყოველი დილის გათენება უხაროდა. ხშირად ამბობდა, მე მაინც ბედნიერი ქალი ვარ, რომ შვილი მყავს და ჩემ შვილს ვუყურებო. არ იყო ღვარძლიანი, არავის არაფერი არ შურდა, ყველას წარმატება უხაროდა, ყველა ადამიანის ნიჭს აფასებდა, ძალიან კეთილი იყო.– პირისპირ შეხვედრიხართ რამაზს?საბედნიეროდ, თუ საუბედუროდ ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, პირისპირ არასდროს შევხვედრივარ. როცა ბებია-ბაბუასთან მოდიოდა, ვერასდროს ვხვდებოდი, როცა სახლში ვიყავი, ერთხელ არ მოსულა.ვფიქრობ, რომ ბებიაჩემის და ბაბუაჩემის მოწყობილი იყო ეს ამბავი. ალბათ, გული რომ არ მტკენოდა. ვფიქრობ, რომ ნერვიულობდნენ, ცუდად არ მომქცეოდა. არადა, რა ვიცი, შეიძლება, სულაც არ შემხვედროდა ცუდად. ხშირად არ დადიოდა მშობლებთან და ალბათ, ეს არის მთავარი მიზეზი.– არ ჰქონდა სურვილი რომ ენახეთ?როგორც ჩანს, არა. არ ვიცი თვითონ რას ფიქრობდა, მაგრამ არც გამიგია, რომ ჩემი ნახვის სურვილი ჰქონოდა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ სადმე ერთად მოვხვედრილიყავით, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ როდისმე, ან კარგად შემხვდა, ან ცუდად.ვიცი, რომ ჩემ გამო, ძალიან დიდი უსიამოვნებები ჰქონდა ოჯახში. მისი მეუღლე ნატაშა ჩხიკვაძე, ძალიან ცუდ როლს თამაშობდა, ჩვენ ურთიერთობაში.– როდის დაიწყო ეს ყველაფერი?ალბათ, ორი წლის ვიქნებოდი, როცა ცოლი შეირთო, მაგრამ ერთმანეთი რომ გაიცნეს, იმ დროიდან შეწყდა მე და რამაზს შორის ურთიერთობა. მისი შვილი იშვილა და ჩემკენ, გამოხედვა აღარ უნდოდა!არადა, იმ ბიჭს, საკუთარი მამა ცოცხალი ჰყავდა, მაგრამ რამაზმა, თავის გვარზე დაწერა. ამ ამბავში, არაფერი გასაკვირი არ არის, ბევრს მიუცია გვარი თავისი გერისთვის, მაგრამ მე რას მერჩოდა!– რამაზის მამამ რატომ არ მოგცათ გვარი?ძალიან ხშირად იყო, ოჯახში ამ თემაზე საუბარი, ბაბუას ძმა, რომელიც არაჩვეულებრივი იურისტი იყო, სულ ეუბნებოდა, ბავშვს გვარი მივცეთო, ფაქტობრივად მაგათი შვილიშვილი კი არა, შვილი ვიყავი, მაგრამ დედამაც უარი თქვა, მასაც ჰქონდა თავისი პოზიცია.– როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი თათიას და რამაზს?მოსწავლეთა (პიონერთა) სასახლიდან, ერთად მოდიოდნენ. თეატრალურ ინსტიტუტამდე, თითქმის ყველა მსახიობი, იქ წამოიჩიტნენნ. ინსტიტუტშიც ერთ კურსზე მოხვდნენ.აქედან დაიწყო მათი ურთიერთსიმპათია და სიყვარული, რომელიც დროთა განმავლობაში, სამწუხაროდ, დიდ სიძულვილში გადაიზარდა. სხვათა შორის, დედა რამაზის დიდი თაყვანისმცემელი იყო, არა როგორც ადამიანის, არამედ, როგორც მსახიობის.რატომღაც მგონია, რომ რადგან ჩემი ბებია და ბაბუა ასეთი კარგი ადამიანები იყვნენ, მათი შვილი, ძალიან ცუდი არ უნდა ყოფილიყო, არ მინდა, რომ ასე ვფიქრობდე. ამხელა მსახიობი კაცი იყო, მაგრამ პირად ცხოვრებაში, ვერ ჰქონდა კარგად საქმე აწყობილი. რა მოხდებოდა, რომ ჩემთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონოდა? გიჟდებოდა ნატაშა, რომ ბებია-ბაბუას ასე ძალიან ვუყვარდი.– დედამთილ-მამამთილთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა ნატაშას?არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, თან იცოდა, რომ ჩემზე გიჟდებოდნენ. ურეკავდა ხოლმე, მაგრამ, როგორც რძალი, რომ მოსულიყო, არ მახსენდება. მაგრამ როცა გარდაიცვალნენ, ყველა პანაშვიდზე იქ იყო.– ერთდროულად გარდაიცვალნენ?ბებიას ინსულტი დაემართა, ერთ თვეში კი, ბაბუა გარდაიცვალა. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, მეუღლემ, მისი სიკვდილი ვერც გაიგო. ფაქტობრივად, ერთმანეთს მიჰყვნენ, ვერც ერთმა ვერ გაიგო, ერთმანეთის გარდაცვალება – ვერ დაიტირეს ერთმანეთი. ალბათ ასე ჯობდა – მოსიყვარულე წყვილის, ლამაზი დასასრული იყო. ბაბუას დიაბეტი ჰქონდა და მეუღლე უვლიდა წლების განმავლობაში, ძალიან ინერვიულა და დაასწრო სიკვდილი.– რას გიყვებოდა დედა რამაზზე?ამბობდა, რომ ძალიან ლამაზი ურთიერთობები ჰქონდათ. სხვა თაობა იყო, უფრო დისტანციური, ძალიან უყვარდათ და მოსწონდათ ერთმანეთი, მაგრამ სამწუხაროდ არ შედგა მათი კავშირი. დაშორების შემდეგ, არასდროს აღარ შეხვედრილან ერთმანეთს.პატარა რომ ვიყავი, რამაზი ყველგან დამატარებდა და ზრუნავდა ჩემზე. როგორც კი, ის ქალი (ნატაშა) გამოჩნდა, ყველაფერი დამთავრდა. რა თქმა უნდა, ეს მე არ მახსოვს, მაგრამ დედასგან გადმოცემით ვიცი, რომ ჩემთან, კარგი ურთიერთობა, ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდა, მამობას მიწევდა.ნატაშას მერე დამთავრდა ყველაფერი. როგორც ვიცი, წინააღმდეგი იყო, ბებია-ბაბუასთან რომ ვცხოვრობდი. ასე ძალიან, რამ შეაყვარათ ეს ბავშვი, ვერ გავიგეო, ამბობდა. რატომ ვერ გაიგო, ვერ ვხვდები.შემიყვარა ამ ხალხმა და რა იყო ამაში გასაკვირი. რამაზზე ბევრი გაუაზრებელი და უაზრო გამონათქვამები გამიგია. უაღრესად დიდი პატივს ვცემ, როგორც უდიდეს მსახიობს. მართლა ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ როგორც პიროვნებას, არა.– როცა გარდაიცვალა მიხვედით?როცა მისი გარდაცვალება გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სისხლი და ხორცი იყო, აბსოლუტურად არ შემეხო. დედ-მამაზე ახლობელი, გენეტიკურად, არ არსებობს, მაგრამ ეს ადამიანი, ჩემთვის არ არსებობდა.არც დასაფლავებაზე წასვლის სურვილი მქონია, რომ მირეკავდნენ და მისამძიმრებდნენ ვეუბნებოდი, რომ დასანანია არა როგორც მამა, არამედ, როგორ დიდი მსახიობი მეთქი.რამაზის გერის შვილს, როგორც რამაზის შვილიშვილს, ისე იხსენიებენ. მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს, არც სურვილი გამჩენია.– თქვენი ოჯახი…საკმაოდ გვიან შევქმენი ოჯახი. ზურას დიდი ხანი ვიცნობდი. ახალგაზრდობაში ერთ-ერთ კამერულ ორკესტრში „კამერა“ ერთად ვუკრავდით. მთელი 30 წლის განმავლობაში, ერთმანეთის მიმართ, პატარა სიმპათიები გაგვაჩნდა, სულ ვამბობ, ერთად თუ უნდა გვეცხოვრა, უკეთესი იქნებოდა, ცოტა ადრე შეგვექმნა ოჯახი, შვილი მაინც გვეყოლებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ასე იყო საჭირო – უფალმა, ასე ინება.– ნანობთ, რომ მამასთან ურთიერთობა არ გქონდათ?როგორ შეიძლება ადამიანს რაღაც სინანული არ ჰქონდეს, ელემეტარულად, როცა მამა არ გყავს, უკვე ცუდია. დედას სხვა მიმართულება აქვს. მამა რომ მყოლოდა, რატომ იქნებოდა ცუდი?მამას, ბაბუასთან ცხოვრება მივსებდა. დედასთან რომ მეცხოვრა და ბებია-ბაბუასთან არ მქონოდა ურთიერთობა, ეს დანაკლისი, სავარაუდოდ, უფრო მწვავე და მძაფრი იქნებოდა.სულ მესმოდა, როგორ ჰგავს რამაზს, გარგნულად სულ რამაზია. დედას, საერთოდ არ ვგავდი, არადა წესით, ან დედას უნდა გავდე, ან მამას. სხვათა შორის, რომ მესმოდა, მამას ჰგავსო, ვღიზიანდებოდი, დედაჩემი ძალიან ლამაზი იყო და მინდოდა მას ვმგვანებოდი.სხვათა შორის, ძალიან კარგი სამსახიობო ნიჭი მქონდა. ძალიან კარგად გამომდიოდა იმიტაციები. ჩხიკვაძეებთან ოჯახში, სტუმრებთან, ხშირად ვმართავდი კონცერტებს. რატომღაც დედამ არ მოინდომა ჩემი მსახიობობა.საკმაოდ რთული პროფესია ავირჩიე – მევიოლინეობა. ყველა პროფესიას თავის სირთულე აქვს, მაგრამ მსახიობობას, მაინც არ შევადარებ მუსიკოსობას.– მსახიობი რომ გამხდარიყავით, რამაზს რა რეაქცია ექნებოდა?სწორედ რამაზის გამო შეიკავა თავი დედამ. ამბობდა, როგორც მსახიობს, ძალიან კარგი მონაცემები მქონდა, მაგრამ არაფერი არ მქონდა – არც კინო და არც თეატრიო. სიკო დოლიძემ გადაიღო ერთადერთ ფილმში – „კაცია ადამიანი?!“ სადაც ელისაბედის როლს ასრულებს.მართალია, პატარა როლი იყო, მაგრამ ძალიან კარგად შეასრულა, დიდი მოწონება დაიმსახურა. „დიდოსტატის მარჯვენაშიც“(1970 წ.) გადაიღეს, ჯერ მარიამ დედოფლის როლზე იყო დამტკიცებული, მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე მისი ბიძა იყო, რეჟისორმა ვ. ტაბლიაშვილმა რატომღაც მოხსნა.ფოტოები მაქვს ნანახი და მართლაც ულამაზესი იყო. ამის შემდეგ, ცოქალის როლი შესთავაზეს, მაგრამ საბოლოოდ, რამდენიმე ფრაგმენტი დარჩა, რომ არ ვიცოდე, რომ დედაჩემია, ვერც მიხვდები. სულ მეუბნებოდა, მე არ გამიმართლა და შენ, თან რამაზის შვილს, ვინ გაგახარებსო.რამაზი არ იყო ცნობილი როგორც ინტრიგანი, ამბიციური, ბოროტი ადამიანი, რატომღაც მაინცდამაინც ჩემს მიმართ გამოიჩინა არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება. ცნობილია, როგორც ძალიან უბრალო, უშუალო ადამიანი.არ უნდოდა დედას, რომ რიგით მსახიობად დავრჩენილიყავი, ეს იყო ყველაზე დიდი მიზეზი. რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, თუ არ გაგიმართლა, არაფერი გამოგივა, თან კიდევ, როცა ვინმე ხელს გიშლის.ამიტომ ავირჩიე სხვა პროფესია. დღემდე ორკესტრში ვუკრავ, ბედნიერი ვარ ჩემი არჩევანით.– დედის გარდაცვალების შემდეგ, რა შეიცვალა თქვენ ცხოვრებაში?თათია, 75 წლის ასაკში, სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. ძალიან გამიჭირდა, მისი ამ ქვეყნიდან წასვლა. ფაქტობრივად, 6 თვეში დამთავრდა ყველაფერი. ტრაგიკულად იცხოვრა, ოჯახი აღარ შეუქმნია. ვფიქრობ, რომ მეც მისი ბედი დამყვა.ისე გავიარე მთელი ცხოვრება, ოჯახი არ მყოლია. ბევრი კარგი იყო ჩემ ცხოვრებაში, ბევრი მეგობარი მყავს და ძალიან კარგი სანათესავო. ყველაზე მნიშვნელოვანი, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახთან ურთიერთობა იყო. მთელი ბავშვობა, კოლხურ კოშკში გავატარე.ბაბუად მეკუთვნოდა კონსტანტინე, ძალიან ბევრი კარგი მახსოვს მისგან. მირანდას, დედაჩემის ბიცოლას, კონსტანტინეს მეუღლის პატივსაცემად მეძახდნენ. არაჩვეულებრივი გარემო იყო, კარგად მახსოვს მასთან ურთიერთობა.მერე კოკოც (კონსტანტინე გამსახურდია) გაჩნდა, დღემდე ერთად მოვდივართ. ზვიადთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, მასაც ძალიან ვუყვარდი.ასეთ ხალხთან ურთიერთობა, მართლაც დიდი ბედნიერებაა. ძალიან ახლო ურთიერთობები მქონდა დედაჩემის ბიძაშვილ (მამის მხრიდან) ლევან ხაინდრავასთან (გოგა და ივლიანეს მამა).საოცარ გარემოში ვიზრდებოდი, რაც ერთგვარი ბედნიერებაა – ისეთი ბავშვობა მქონდა, რომ უამრავი ცნობილი ადამიანი მყავდა გვერდით.– მაგრამ მამის სითბო გაკლდა…რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივია! მაგრამ არ ვთვლი, ამ ამბავს ტრაგედიად. რამაზის სპექტაკლებს, ბებია-ბაბუასთან ერთად ხშირად ვესწრებოდი, მაგრამ არასდროს მქონია სურვილი, სპექტაკლის შემდეგ, მასთან მივსულიყავი.ვგრძნობდი, რომ ჩემთვის არასასურველი სიტუაცია იყო. რატომ მივსულიყავი იმ ადამიანთან, ვისაც არ ვუნდოდი.– ანუ, გააზრებული გქონდათ, რომ ამ ადამიანს არ უნდოდით…კი, ნამდვილად ასე იყო. სულ მინდოდა, ოფიციალურად დამემტკიცებინა რამაზისთვის, რომ ნამდვილად მისი შვილი ვიყავი.  თუ საჭიროება მოითხოვდა, გენეტიკური ანალიზიც გამეკეთებია. იმ პერიოდში, ცოცხალი იყო მამაც და დედაც, მაგრამ საბოლოოდ, ამ ყველაფერზე უარი, ისევ თათიამ განაცხადა.ბევრი იფიქრებს, რომ დედამ დამაძალა ამის გაკეთება, მაგრამ არ ვიცნობ ადამიანს, ვინც ასე მოიქცეოდა. ყველაფერი დავკარგე, სახლიც რომელიც მე მეკუთვნოდა, არადა, მე ვიყავი, მათი ერთადერთი შვილიშვილი.მართალია გვარი არ მქონდა, მაგრამ გვარს რა მნიშვნელობა აქვს. – რატომ არ გადადგა ეს ნაბიჯი ბაბუამ?შვილის გამო, რამაზს ულტიმატუმი ჰქონდა წაყენებული მშობლებთან – იმ შემთხვევაში, თუ ბინაში ჩამწერდნენ, მათ დაკარგავდა. ერთადერთი შვილი ჰყავდათ და ვერ გაწირეს. – ვის დარჩა რამაზის მშობლების ბინა ბინა?ერთი ქალი იყო ჩაწერილი, მათი შორეული ნათესავი და მას დარჩა. არც რამაზი იყო იქ ჩაწერილი. მე დედასთან ვიყავი, ერთოთახიანი ბინა ჰქონდა და ვერ მიიღებდა ახალ ბინას, თავისთან რომ არ ჩავეწერე. დათმობდა დედაჩემი იმ ბინას, მაგრამ არც ამათმა არ მოინდომეს ჩემი ჩაწერა.რამაზ ჩხიკვაძის ნახევარი ქონება, ჩემი საკუთრება გახდებოდა, მაგრამ დედამ არ მოინდომა. არ გინდა, ნუ მოიყვან სასამართლოზე, ნერვებს აგიშლისო.ვეუბნებოდი, ამაზე მეტი, რა უნდა ამიშალოს-მეთქი, მეტი რაღა უნდა გამიკეთოს, მთელი ცხოვრება მაწამა მეთქი. რა უნდა, კაცის მკვლელი, ქურდი, რეციდივისტი, უსაქმური, ნარკომანი ვარ, ნეტა რას მერჩის-მეთქი? რას მეტყოდა, მხოლოდ ერთს – ჩემი შვილი არ ხარო! არადა, გავიკეთებდი გენეტიკურ ანალიზს და დავუმტკიცებდი.– რატომ გითხრათ დედამ უარი?უნდოდა, რომ რამაზისგან დიდ თავდასხმას და უბედურებას ავერიდებინე. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი. ერთ-ერთი ადვოკატი იყო ამ ამბავში ჩართული, რომელიც ამბობდა, რომ გენეტიკური ანალიზი, არც იყო საჭირო. წერილი, რომელიც რამაზს მისწერე, ყველაფერს ნიშნავსო.– წერილი მისწერეთ რამაზს?დედაჩემის გარდაცვალებამდე, ორი წლით ადრე მივწერე. მართალია, სარჩელი აღარ შევიტანეთ, მაგრამ რამაზს, ჩემი წერილი გადასცეს. ადვოკატი გაოგნებული იყო, მითხრა, ხელი უკანკალებდა, წერილს რომ კითხულობდაო.პირველ ნახვაზე, ადვოკატს, ძალიან ცუდი პასუხები გასცა, დედაჩემზე ისიც კი უთქვამს, ამ ქალს, საერთოდ არ ვიცნობდიო, მაგრამ მეორე შეხვედრაზე, როცა ყველა ფაქტი, პუნქტებად ჩამოვწერე, რომ წაუკითხავს, ძალიან ცუდად გამხდარა, ფერი დაუკარგავს.ვიფიქრე, რამე არ დაემართოს-მეთქი, ხომ შეიძლება, მართლა რამე მოსვლოდა. ეს ისეთი ამბავია, სიმართლე, ყველამ იცის, მაგრამ სასამართლო, მაინც სხვა საკითხია. ვიცი, რომ ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი და დავანებე თავი. იმ ქვეყნად წაიღო ეს ცოდვა..სახალხო არტისტი ხარ, თუ უბრალო ადამიანი, ზეციურ საქართველოში, არავის აინტერესებს. მთავარია, შენი პიროვნება და რაც მთავარია, ვის რა გაუკეთე. კარგად მოქცეოდა იმ თავის გერს, ვინ უშლიდა, მაგრამ ჩემგან რა უნდოდა, რატომ მომექცა ასე.– ბებიის ან ბაბუის დასაფლავებაზეც ვერ შეხვდით რამაზს?ვერა, რადგან არ მივსულვარ – ასე ვამჯობინე, არ შემეძლო. როგორც დედის, ისე დავდივარ მათ საფლავზეც. რომ გარდაიცვალნენ, ყველა მირეკავდა და მეკითხებოდა, რამაზმა არ დაგირეკა, არაფერი არ გითხრაო?როგორ დამირეკავდა, სად ჰქონდა ამის ვაჟკაცობა. ადვოკატისთვის უთქვამს, ვიცი, რომ ძალიან კარგი გოგო, კარგი ადამიანიაო. რატომ არ ვიქნებოდი კარგი, ცხოვრებაში ერთი პრეტენზიაც კი არ გამომითქვამს.ყველაზე საყვარელი ადამიანი, ჩემს ცხოვრებაში დედა იყო. ძალიან კეთილი და წესიერი ადამიანი იყო. იცით რას ამბობდა ხოლმე? მე რამაზ ჩხიკვაძე მეტად ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ყოველ დილით, ჩემს შვილს ვუყურებო.ბაბუა, ძალიან განიცდიდა ჩემ მდგომარეობას, მაგრამ რა ექნა, ერთადერთი შვილი, ჩემ გამო ვერ დაკარგა.

რობერტ სტურუა

კულტურა 1753956260

კულტურის სამინისტრო რეჟისორ რობერტ სტურუას დაბადების დღეს ულოცავს

რეჟისორი რობერტ სტურუა დღეს 87 წლის გახდა.„საქართველოს კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს რეჟისორსა და პედაგოგს, რობერტ სტურუას, უსურვებს მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემოქმედებით წარმატებებს“, - აღნიშნულია მისალოც ტექსტში.რობერტ სტურუა 1938 წლის 31 ივლისს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეტრში. 1979 წლიდან თეატრის მთავარი რეჟისორია, 1980-2011 წლებში იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელიც.1965 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე სტურუამ დადგა ა. მილერის „სეილემის პროცესი“, რამაც რეჟისორს პირველი ნამდვილი წარმატება მოუტანა. თეატრალური ფორმის ოსტატობა გამოჩნდა მის მეორე მნიშვნელოვან ნამუშევარში, დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, რომელიც თ. ჩხეიძესთან ერთად დადგა. მნიშვნელოვანი წარმატება მოჰყვა სპექტაკლს „ხანუმა“, რომელშიც მხიარული, კომიკური, მაგრამ რეალისტური პერსონაჟები ბუნებრივად ებმებიან პირობით თამაშში.1970-იან წლებში უკვე გაჩნდა ცნება „რობერტ სტურუას თეატრი“. პ. კაკაბაძის „ყვარყვარეში“ რეჟისორი სვამს სცენას ბ. ბრეხტის პიესიდან „არტურ უის კარიერა“. აქედან იწყება სტურუას შემოქმედებაში ბრეხტის პერიოდი, რაც რეალობის თეატრალურ მოდელირებას გულისხმობს. ამ დროს რეჟისორი მჭიდროდ თანამშრომლობდა რ. ჩხიკვაძესთან, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა სტურუას მსოფლიო მნიშვნელობის სპექტაკლებში: უ. შექსპირის „რიჩარდ III“ (1979) და ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ (1975).1980-იანი წლები განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო სტურუას შემოქმედებაში. ამ პერიოდში იდგმება: თ. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ (1980), მ. შატროვის „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“ (1980), რ. სტურუას, ლ. ფოფხაძისა და ა. ვარსიმაშვილის „ვარიაციები თანამედროვე თემაზე“ (1981), რ. იბრაგიმბეკოვის „დაკრძალვა კალიფორნიაში“ (1983) და ა.შ.1987 წელს სტურუამ დადგა „მეფე ლირი“. მასში გამოიკვეთა რეჟისორის მიდრეკილება ფილოსოფიური რეჟისურისადმი, რომელშიც სამყაროს თეატრალური ხედვა ტრაგიკულ ფინალს ერწყმის. კალდერონის პიესით, „ცხოვრება სიზმარია“, სტურუას შემოქმედებაში უკვე მეტაფიზიკური რეალობა შემოდის.1994 წელს სტურუამ ი. გოგებაშვილის დედაენის მიხედვით დადგა სპექტაკლს „იაკობის სახარება“. 1996 წელს იქმნება „ლამარა“, გ. რობაქიძის ლირიკულ-მითოლოგიური დრამის მიხედვით. 1997 წელს ლ. თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმული „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“ განსაკუთრებით პოპულარული ხდება ახალგაზრდა თაობაში. 1998 წელს რეჟისორ დ. საყვარელიძესთან ერთად სტურუამ დადგა კ. გოცის პიესა „ქალი-გველი“. ამავე წელს მოსკოვში თეატრ „სატირიკონში“ იდგმება სტურუას „ჰამლეტი“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს კ. რაიკინი. 2000 წელს ისევ მოსკოვში, თეატრში „Et cetera“ იდგმება „შეილოკი“ (უ. შექსპირის „ვენეციელი ვაჭრის“ მიხედვით).რეჟისორს მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში დადგმული აქვს შექსპირის, სოფოკლეს, მოლიერის, ჩეხოვის, ბრეხტის პიესები. მიღებული აქვს მრავალი თეატრალური პრემია.

კახი კავსაძის 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

კულტურა 1749804492

რუსთაველის ეროვნულ თეატრში კახი კავსაძის 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ საიუბილეო საღამოზე კახი კავსაძე გაიხსენეს რუსთაველის ეროვნული თეატრის დირექტორმა რობერტ სტურუამ, მსახიობის მეგობრებმა, კოლეგებმა და ოჯახის წევრებმა.კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საღამოში, რომელსაც თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე და მსახიობი ირაკლი კავსაძე უძღვებოდნენ, მონაწილეობდნენ რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობები, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“, დავით მაზანაშვილის ბენდი, თეატრალური სივრცე „თოჯინების სახლი“ ნიკოლოზ საბაშვილის ხელმძღვანელობით.საიუბილეო საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე დაესწრო.