ფოტო

მსოფლიო • 1791567825

საფრანგეთის 40-ზე მეტ ქალაქში მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები და აქტივისტები განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს უკვე მესამე კვირაა აპროტესტებენ - მიმდინარეობს შეტაკებები

"მაკრონ გადადექი“, "სკოლები ფულის გარეშე - ქვეყანა მომავლის გარეშე“ , "დაფინანსება და არა დასახიჩრება“, "ამბობენ, რომ გვისმენენ, მაგრამ ურჩევნიათ გაზით მოგვწამლონ“ - ამ ლოზუნგებით საფრანგეთის ორმოცზე მეტ ქალაქში მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები და აქტივისტები განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს უკვე მესამე კვირაა აპროტესტებენ.პარიზი, მარსელი, ლიონი, ლილი, ნანტი, სტრასბურგი, რენი, ბორდო, ტულუზა, დიჟონი, მეცი, გრენობლი და კანი. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით აქციებში 266 000-მდე პირი მონაწილეობს. სტუდენტური გაერთიანებების და პროფკავშირების შეფასებით კი დემონსტრანტთა რაოდენობამ 450 000-ს მიაღწია. საფრანგეთის მასშტაბით არსებული 3 700 სკოლიდან, დაახლოებით 900-ში სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივაა შეჩერებული. ამასთან ათობით სკოლა იმდენად დაზიანდა, რომ სწავლის განახლება კიდევ რამდენიმე კვირა ვერ მოხერხდება.მოსწავლეების მოთხოვნები უცვლელია. განათლების სექტორის დაფინანსების ზრდა; კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება; პედაგოგებისა და დამხმარე პერსონალის დეფიციტის აღმოფხვრა; ამორტიზებული შენობების რეაბილიტაცია; გადატვირთული სასწავლო გრაფიკის შეცვლა. სტუდენტები კი უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ერთიანი ეროვნული პლატფორმის გაუქმებას ან რეფორმირებას; სოციალური ბენეფიტების და დახმარებების შენარჩუნებას ითხოვენ.დემონსტრანტების ნაწილი წვავს და ანადგურებს ურნებს, ავტობუსის გაჩერებებს, სკოლის ჭიშკრებს, ელექტროსკუტერებსა და ავტომობილებს. რის გამოც ქუჩებში შეტაკებები მიმდინარეობს. აქციების დასაშლელად მობილიზებულია პოლიცია, ჟანდარმერია და სპეცდანიშნულების რაზმები. სამართალდამცველები იყენებენ: ცრემლსადენ აირს; რეზინის ტყვიებს; წყლის ჭავლს; ხელკეტებს. ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულია სულ მცირე 215 მოსწავლე, 85 პედაგოგი და 800-მდე სამართალდამცველი.სხვადასხვა მძიმე დაზიანება არაერთმა მოქალაქემ მიიღო. ქალაქ ლანსში 15 წლის მოზარდს პოლიციის მიერ ნასროლი ყუმბარის აფეთქების შედეგად მტევანი მოწყდა. ტურში 16 წლის ახალგაზრდამ რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა. სენ-უან-ლ'ომონში 14 წლის მოზარდს სახეში ახლო მანძილიდან მოხვდა ცრემლსადენი გაზის კაფსულა, რის გამოც ყბის მოტეხილობა აქვს.დაკავებულია 6,600-მდე პირი. უმეტესობა არასრულწლოვანია. სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაიწყო 1,800-ზე მეტი მოქალაქის მიმართ. ბრალდებებს შორისაა: ვანდალიზმი, ცეცხლის განზრახ წაკიდება, საჯარო წესრიგის დარღვევა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და თავდასხმა. ამასთან მთავრობა დაჩქარებული წესით განიხილავს ე.წ. „ვანდალიზმის საწინააღმდეგო“ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ინფრასტრუქტურის დაზიანებისთვის ფინანსური პასუხისმგებლობა შეიძლება მოზარდების მშობლებს დაეკისროთ.პროტესტი მიმდინარეობს ბელგიის ქალაქებშიც. სტუდენტები და მოსწავლეები, პროფკავშირებთან ერთად მთავრობის მიერ განათლების სფეროს ბიუჯეტის შემცირებას, განათლების გაძვირებას აპროტესტებენ. ბრიუსელის ქუჩებში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა. მომიტინგეები სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანს და ფოიერვერკებს ესროდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლს და ცრემლსადენ აირი გამოიყენა. დაკავებულია ათეულობით ადამიანი.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1791530986

ირაკლი კობახიძე: ვასრულებთ თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენას, რის შედეგადაც მგზავრობის დრო განახევრდება და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე

2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სარკინიგზო გადაზიდვები 13 პროცენტით გაიზარდა და ბოლო ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, სრულდება თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენა, რის შედეგადაც ძველი მგზავრობის დრო, 6 საათი განახევრდება და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე.„ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენასთან ერთად მიმდინარეობს არსებული მოძრავი შემადგენლობის რეაბილიტაცია. ასევე ვასრულებთ თბილისი-ახალციხის სარკინიგზო მიმართულების აღდგენას, რის შედეგადაც ძველი მგზავრობის დრო, 6 საათი განახევრდება და მხოლოდ 3 საათი დასჭირდება მგზავრობას თბილისიდან ახალციხემდე. ასევე, დაგეგმილია თბილისი-ქუთაისის ახალი სამგზავრო რეისის დანიშვნა და დაგეგმილია ჩვენთვის ძალიან მნისვნელოვანი, მგრძნობიარე პროექტის, ბორჯომი–ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის აღდგენა. თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო განხორციელებული ცვლილებების შედეგად უკვე საათ-ნახევრით შემცირდა, 5,5 საათიდან 4 საათამდე, რითაც სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი სტუმრები, ხოლო სატვირთო მატარებლების მიერ საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთის დრო განახევრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის. 2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სარკინიგზო გადაზიდვები 13 პროცენტით გაიზარდა და ბოლო ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია“, – განაცხადა პრემიერმა.

გზა

რეგიონი • 1791528418

გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის გზაზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაური (გვირაბის შემოსავლელი) კმ1-კმ7  მონაკვეთზე (გარდა კმ1,8-კმ5,4 კილომეტრებისა), პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება ჯამში 3.5 კმ-იან მონაკვეთს.სამუშაოები ითვალისწინებს გზის საფარის აღდგენას, გვერდულების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობას. ასევე, საგზაო ნიშნების მოწყობასა და გზის ჰორიზონტალურ მონიშვნას.პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ღირებულება 3.5 მლნ. ლარამდეა

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მეწყრულ უბანზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

რეგიონი • 1791375164

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მეწყრულ უბანზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუშინ ღამე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ჩამოვიდა კლდოვანი მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ამ დროისთვის, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ამასთანავე, უკვე გამოცხადებულია ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ26 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება 26.5 კმ. სიგრძის გზის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის სპეციალური ღონისძიებები გატარდება აღნიშნული გზის 26-კმ-ზე არსებულ მეწყრულ უბანზე, რაც სრულად მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.

ხიდი

საზოგადოება • 1791196187

ქვეშეთი–კობის გზაზე 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი–კობის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს თაღოვანი ხიდის მშენებლობა, რომლის სიგრძე 400 მეტრზე მეტია, ხოლო სიმაღლე ხეობის ფსკერიდან - 166 მეტრი. ხიდის თაღის სიგრძე 300 მეტრია და ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს.თაღოვანი ხიდი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა. თაღის ორი ნაწილის შეერთება ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება. თაღის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასზე ხიდის ბურჯები, შემდეგ კი მალის ნაშენი მოეწყობა.ქვეშეთი–კობის პროექტი ითვალისწინებს 23 კილომეტრიანი, ორზოლიანი ასფალტბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას, ასევე ერთი არსებული ხიდის რეაბილიტაციას. ხუთი ახალი ხიდიდან ოთხზე სამუშაოები მიმდინარეობს, ერთის მშენებლობა კი დასრულებულია.დასრულებულია 9 კილომეტრიანი ძირითადი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბების გაჭრა. ძირითად გვირაბში დასრულებულია სავენტილაციო ფილების დამზადება, ხოლო საევაკუაციო გვირაბში - რკინაბეტონით მოპირკეთება. ამ ეტაპზე ელექტრომექანიკური სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.ასევე დასრულებულია 1,5 კილომეტრიანი და 500 მეტრიანი გვირაბების გაყვანა და რკინაბეტონით მოპირკეთება.ახალი გზა კობის მიმართულებით გადაადგილების უსაფრთხოებასა და საიმედოობას გაზრდის და ზამთარში მოძრაობის შეზღუდვის პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ხადის ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობისთვის გაუმჯობესდება მთელი წლის განმავლობაში გადაადგილებისა და საჭირო მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობა.პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტის, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს.

გზა

დედაქალაქი • 1791191955

ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე, ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა და აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგა.პროექტის ფარგლებში ძველი, დაზიანებული ხიდის დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო რკინაბეტონის საავტომობილო ხიდი აშენდა.დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა დედაქალაქში. ეს არის ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე დიღმურაზე. აღნიშნულ პროექტს რეაბილიტაციას ვერ დავარქმევ, რადგან ფაქტობრივად, არსებული ხიდის სრული დემონტაჟი განხორციელდა და ახალი ხიდი აშენდა, რომელიც ყველანაირად მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში მოეწყო ტროტუარი, რომელიც წინა ხიდის შემთხვევაში არ არსებობდა. ასევე დამონტაჟდა გარე განათების ბოძები, ხიდი დაიხაზა და მისი გამოყენება დღეიდან უკვე შესაძლებელია. ამ პერიოდის განმავლობაში იყო გარკვეული დისკომფორტი, რადგან მოძრაობა შეზღუდული იყო და სამუშაოების დროს  გადაადგილება ფერხდებოდა, თუმცა დღეიდან მოსახლებას აქვს საშუალება, აღნიშნული ხიდი გამოიყენოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე ქსელი, საჰაერო სადენები განთავსდა მიწისქვეშა საკაბელო არხებში და დამონტაჟდა ლითონის მოაჯირები. პროექტი, რომლის ღირებულებამ ოთხი მილიონი ლარი შეადგინა, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.აღნიშნული საავტომობილო ხიდი ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. ძველი, 64 მეტრი სიგრძის ლითონის ხიდი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც მასზე გადაადგილება საფრთხის შემცველი ხდებოდა.უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე პერიოდულად იზღუდებოდა მძიმე და დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაც, რაც ადგილობრივ მოსახლეობასა და მძღოლებს დამატებით დისკომფორტს უქმნიდა.დღეის მდგომარეობით ახალი საავტომობილო ხიდი უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას როგორც მსუბუქი, ისე მძიმე და დიდგაბარიტიანი ავტომობილებისთვის, ასევე ქვეითებისთვის.დასრულებულ სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე, ასევე საკრებულოს წევრები შალვა პერანიძე და ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

მოძრაობის შეზღუდვა

დედაქალაქი • 1791004843

დღეიდან ერთი თვის განმავლობაში მოძრაობა შეიზღუდება - გაფრთხილება მძღოლებს

კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბრიდან ერთი თვის განმავლობაში ორთაჭალის ქუჩაზე, N88-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.თბილისის მერიის ინფორმაციით, წინანაურის ქუჩიდან ორთაჭალის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კრწანისის II შესახვევის, კრწანისის ქუჩის, დიმიტრი გულიას მოედნის, გია გულუას ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ვახტანგ გორგასლის ქუჩის გავლით, ძეგლთან მოხვევით. ხოლო ორთაჭალის ქუჩიდან წინანაურის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვახტანგ გორგასლის, კრწანისის ქუჩისა და კრწანისის II შესახვევის გავლით.აღნიშნულ პერიოდში მიკროავტობუსები N557 და N580 იმოძრავებენ ორთაჭალის ქუჩის N89ა-მდე, ხოლო N561 და N562 მიკროავტობუსები კრწანისის ქუჩიდან მოემსახურებიან ორთაჭალის ქუჩის მონაკვეთს - N92-დან კრწანისის II შესახვევამდე, ასევე კრწანისის II შესახვევს, ორთაჭალის ქუჩის კვეთიდან ვოლსკის ქუჩამდე.ამ ეტაპზე წინანაურის ქუჩაზე ეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები და სანიაღვრე ქსელი, რის შემდეგაც საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გაგრძელდება.პროექტს კრწანისის რაიონის გამგეობა ახორციელებს.

თბილისის მერია

საზოგადოება • 1790965817

თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბრიდან ერთი თვის განმავლობაში ორთაჭალის ქუჩაზე, N88-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.წინანაურის ქუჩიდან ორთაჭალის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კრწანისის II შესახვევის, კრწანისის ქუჩის, დიმიტრი გულიას მოედნის, გია გულუას ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ვახტანგ გორგასლის ქუჩის გავლით, ძეგლთან მოხვევით. ხოლო ორთაჭალის ქუჩიდან წინანაურის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვახტანგ გორგასლის, კრწანისის ქუჩისა და კრწანისის II შესახვევის გავლით.აღნიშნულ პერიოდში მიკროავტობუსები N557 და N580 იმოძრავებენ ორთაჭალის ქუჩის N89ა-მდე, ხოლო N561 და N562 მიკროავტობუსები კრწანისის ქუჩიდან მოემსახურებიან ორთაჭალის ქუჩის მონაკვეთს – N92-დან კრწანისის II შესახვევამდე, ასევე კრწანისის II შესახვევს, ორთაჭალის ქუჩის კვეთიდან ვოლსკის ქუჩამდე.ამ ეტაპზე წინანაურის ქუჩაზე ეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები და სანიაღვრე ქსელი, რის შემდეგაც საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გაგრძელდება.პროექტს კრწანისის რაიონის გამგეობა ახორციელებს.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ანდრია ჯაღმაიძე

საზოგადოება • 1790951161

ანდრია ჯაღმაიძე: დიალოგი გვაქვს რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართული რეაბილიტაცის პროცესში

 რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც რუსეთი საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან.მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის მიმდინარეობს დიალოგი ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე.„თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ქართველი მოსახლეობაა რუსეთში. ისინი აღმსარებლები არიან. რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს რუსეთი და ჩვენ დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე. თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართულები რეაბილიტაციაში. ოკუპირებული ტერიტორიები, ძირითადი საკითხი დარჩება ისევ სასაუბროდ, რომ იქ საეკლესიო ცხოვრება მოწესრიგდეს, ასე რომ, თემა ბევრია“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

შეხვედრს

პოლიტიკა • 1790947760

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის და მთავრობის წევრების ჩართულობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს რევაზ სოხაძეს შეხვდა.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო საავტომობილო მაგისტრალური და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების განვითარებას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას, ასევე ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილ ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტებს.შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რეგიონში მიმდინარე სამუშაოების შესრულების დინამიკა და სამომავლო გეგმებიც შეაჯამეს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მჭიდრო და ინტენსიური კოორდინაცია მნიშვნელოვანია ყველა პროექტის დროულად და მაღალი ხარისხით განხორციელებისთვის.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აჭარაში არაერთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს და გეგმავს, რომლებიც რეგიონის სატრანსპორტო კავშირების, საგანმანათლებლო, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ემსახურება.სამუშაო შეხვედრას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე და ადმინისტრაციის უფროსი გოჩა ჯაში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანდრია ჯაღმაიძე

საზოგადოება • 1790940660

ანდრია ჯაღმაიძე: დიალოგი გვაქვს რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართული რეაბილიტაცის პროცესში

რუსეთთთან რადგანაც გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც, ურთიერთობა გრძელდება და ის გაგრძელდება, ეს ფაქტია, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.მისივე თქმით, რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც რუსეთი საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს.„ჩვენ თუ მოწვევას ვუწოდებთ, რაიმე კონკრეტულ თარიღს და ამისთვის სამზადისის დაწყებას, ასეთი რამე არ ყოფილ. თუმცა, ნებისმიერი ეკლესია როდესაც ჩამოდის, ან ჩვენ როდესაც ვსტუმრობთ მათ, ყოველთვის არის საუბარი, რომ საპასუხო ვიზიტი შედგეს. თუმცა კონკრეტული რაიმე არ ყოფილა. არ არის გამორიცხული, მაგრამ დღეს არაფერია ამის შესახებ კონკრეტული. ძალიან ხშირად ეკლესიებს შორის ურთიერთობა არასწორად აღიქმება, აღიქმება იმ სათვალით, რომელსაც პოლიტიკური თვალსაზრისით განსჯის ადამიანი. ეკლესიების ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა და მას თავისი საფუძვლები აქვს. რუსეთთთან რადგანაც გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც. ურთიერთობა გრძელდება და ის გაგრძელდება, ფაქტია ეს. ბევრი რამ ხდება სხვადასხვა ეკლესიებში, რომელიც მიუღებელი შეიძლება იყოს და ჩვენ ეს არ გავიმეოროთ და არ მივესალმოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევწყვიტოთ ურთიერთობა“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.ჟურნალისტის კითხვაზე, რა იყო საუბრის მთავარი თემა რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან, ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ ეს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგებას შეეხებოდა.„უმთავრესი საკითხი, რაც კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამისგან წამოიჭრა და იყო ამ საუბრის მთავარი ღერძი გახლდათ ოკუპირებული  ტერიტორიები, ჩვენი დევნილი მოსახლეობა, ის, რომ საქართველოს ეკლესიას იქ მსახურების განხორციელება არ შეუძლია და მოსახლეობას არ შეუძლია გასვლა, თუნდაც განსაკუთრებულ დღეებში, მათი წინაპრების საფლავებზე. ამ კუთხით იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია, გამოინახოს რაღაც გზები და ნაბიჯები, რომ ოდნავ მაინც რაღაც პოზიტივი შემოვიდეს. ჩვენ გვესმის, რომ ეკლესიას არ აქვს იმის ძალა, ოკუპაცია გააუქმოს, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა თვითონ წარმართოს, ასე რომ, გარკვეულწილად პოლიტიკური გარემოებების მძევლები ვართ. თქვენ იცით, რომ ძალიან დიდი ქართველი მოსახლეობაა რუსეთში, ისინი აღმსარებლები არიან, რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს რუსეთი და ჩვენ დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე. თავად  მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართულები რეაბილიტაციაში. ოკუპირებული ტერიტორიები ძირითადი საკითხი დარჩება ისევ სასაუბროდ, რომ იქ საეკლესიო ცხოვრება მოწესრიგდეს, ასე რომ, თემები ბევრია“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ქარელი

რეგიონი • 1790922112

ქარელის მუნიციპალიტეტში შაქშაქეთის დიუკერის რეაბილიტაცია იწყება

 ქარელის მუნიციპალიტეტში, ტაშისკარის სარწყავი სისტემის შაქშაქეთის დიუკერის, ავარიული ფარისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია იწყება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.„პროექტის ფარგლებში, განხორციელდება აღნიშნული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია, მოეწყობა საუბნო სახლი, მასთან მისასვლელი გზა და მიმდებარე ტერიტორია.შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, კომპანიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაგეგმილი სამუშაოების არეალი და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.„ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რომლის მიზანია საირიგაციო სისტემების გამართული ფუნქციონირება და სარწყავი წყლის საიმედო მიწოდება.აღნიშნული სამუშაოები ხელს უწყობს გარანტირებულად ირიგირებული ფართობების ზრდას და ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის უკეთესი პირობების შექმნას. შაქშაქეთის დიუკერის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი რეაბილიტაციის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო საირიგაციო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ამ ეტაპზე ტენდერი უკვე დასრულებულია და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეგიონში მცხოვრებ ფერმერებსა და ადგილობრივ მოსახლეობას სარწყავი წყალი სტაბილურად და შეუფერხებლად მიეწოდება“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულება 2027 წლის აპრილის ბოლოს იგეგმება.რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება შაქშაქეთის დიუკერისა და სათავე ნაგებობის მდგრადობა და საიმედოობა, რაც უზრუნველყოფს სარწყავი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და წყალმომხმარებლებისთვის სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

✕