რამაზ გიგაური

ჰოროსკოპი 1698908327

ასტროლოგი ნოემბრის ყველაზე დაძაბულ დღეებს ასახელებს

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზს ასტროლოგი რამაზ გიგაური გვაცნობს და ასახელებს ამ თვის მნიშვნელოვან დღეებსა და მოვლენებს. ინგრესია:* 8 ნოემბერი > ვენერა სასწორის ზოდიაქოში* 10 ნოემბერი > მერკური მშვილდოსნის ზოდიაქოში* 22 ნოემბერი > მზე მშვილდოსნის ზოდიაქოში* 24 ნოემბერი > მარსი მშვილდოსნის ზოდიაქოშირეტროგრადული პლანეტები:* 4 ნოემბერი > სატურნის დირექტიულად მოძრაობის დაწყება* ნოემბერში რეტროგრადულია: იუპიტერი, ურანი, ნეპტუნი.* ახალმთვარეობა - 13 ნოემბერი (13:27 საათზე)* სავსემთვარეობა - 27 ნოემბერი (13:16 საათზე)დაძაბული დღეები: 3, 4, 10, 11, 12, 13, 18, 22, 23, 24, 25, 27ჰარმონიული დღეები: 14, 15ნოემბერი - 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბულია თვე იქნება (თუ ყველაზე დაძაბული არა). პირველ რიგში იმიტომ, რომ საერთოდ, ნოემბერი „მარსიანული“ თვეა (კლასიკურ ასტროლოგიაში ნოემბრის ზოდიაქოს ნიშანს სწორედ პლანეტა მარსი მართავს), მეორე რიგში კი, მთელი თვის განმავლობაში შენარჩუნდება მზე-მარსის შეერთება, რომელიც დაპირისპირებაში იქნება იუპიტერთან და ურანთან. ეს ცალსახად მიუთითებს კონფლიქტურობის, ავარიულობის, ხანძრებისა და ტერორისტული აქტების ალბათობის მომატებაზე. ადამიანებში ნერვული სისტემა დაძაბული, საერთო სიტუაცია კი ფეთქებადსაშიში გახდება.ბუნებრივია, ეს მაქსიმალური დაძაბულობა პირველ რიგში რუსეთ-უკრაინის ომზე და ისრაელ-ჰამასის შეიარაღებულ კონფლიქტს შეეხება. ამ თვეში შეტაკებები ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი იქნება, რაც აქამდე გვინახავს. უფრო მეტიც, ეს ყველაფერი ნოემბრის მეორე ნახევარში ნეგატიურად აისახება ამ ქვეყნების თუ ტერიტორიების მმართველებზეც კი. ეს შეიძლება იყოს როგორც რუსეთის, უკრაინის ან სულაც ამერიკის პრეზიდენტის, ასევე ისრაელის და ჰამასის მმართველი პირების საერთო მდგომარეობა. ერთი ასპექტი შესაძლოა იყოს, რომელიმე მმართველის სერიოზული პრობლემა ჯანმრთელობას დაკავშირებით ან რომელიმე მათგანს მოუწიოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც აქამდე არ მიუღია.ნოემბერი - ეს არის ერთგვარი შემოტრიალების წერტილი, რომელიც შეიძლება აღვიქვათ როგორც 2023 წლის დასასრულის დასაწყისი და 2024 წლის ერთგვარი გარიჟრაჟი. სწორედ ნოემბერი წყვეტს, თუ როგორ დასრულდება მიმდინარე წელი და როგორ დაიწყებს 2024 წელი განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს დაძაბულობა მაქსიმალური სიხშირით ამა წლის 24 ნოემბრამდე შენარჩუნდება, ანუ იქამდე სანამ მარსი მორიელის ზოდიაქოს არ დატოვებს.დადებითი კუთხით შეიძლება ითქვას, რომ ეს დაძაბული ენერგია ბევრ ადამიანს აიძულებს ბოლო-ბოლო განახორციელოს ის ცვლილებები, რომლებსაც ბოლო ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში ვერ ახერხებდა. მით უმეტეს, რომ 4 ნოემბერს პლანეტა სატურნი დირექტიულად დაიწყებს მოძრაობას (ის 17 ივნისიდან რეტროგრადულად მოძრაობდა). ეს მიანიშნებს, რომ ის წინაღობები, რომლებიც ივნისის მეორე ნახევრიდან დაწყებული შეიქმნა, ნელ-ნელა განეიტრალდება და მოსალოდნელია ეს ბევრი ადამიანის, კომპანიის თუ ორგანიზაციის ცხოვრებაში სისტემური ცვლილებების დაწყების საფუძველიც კი გახდეს. თუმცა ამ ყველაფრის რეალიზაცია უფრო 12 ნოემბრიდან დაიწყება. ეს იმიტომ, რომ ნოემბრის პირველ დეკადაში სატურნი სტაციონარული იქნება, ამიტომ ბევრი საკითხის გადაჭრა შეუძლებელი თუ არა, გართულებული იქნება. უფრო მეტიც, მოსალოდნელია გარკვეული საკითხები დამუხრუჭდეს კიდეც (აქედან გამომდინარე, ნოემბრის პირველ დეკადაში ხასიათის ყველაზე გამოსადეგი თვისება - მოთმინება იქნება). ინდივიდუალურ დონეზე 12 ნოემბრიდან ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება და წარსულში გაწეული შრომა დაფასდება. სწორედ ამ პერიოდიდან არის სასურველი ადმინისტრაციული თუ სამსახურებრივი ცვლილებები.8 ნოემბერს სიყვარულის და სილამაზის პლანეტა ვენერა თავის ნიშანში - სასწორში გადავა და იქ 4 დეკემბრამდე დარჩება. ეს მიანიშნებს, რომ ადამიანებში გაძლიერდება სილამაზისადმი და ესთეტიკისადმი მიმართ სიყვარული. ასე რომ, 8 ნოემბრიდან თვის ბოლომდე არა მხოლოდ კარგი დრო იქნება ხელოვნებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის, არამედ პირად ცხოვრებაში ცვლილებებისთვისაც. სასიკეთო შედეგებს მოიტანს მოლაპარაკებები და შეთანხმებები, რომელიც პირად ცხოვრებას უკავშირდება.10 ნოემბერს მერკური მშვილდოსნის ზოდიაქოში გადავა. აქედან გამომდინარე, აზროვნების პროცესი აქტიური, ენერგიული და რაც მთავარია, ფილოსოფიური გახდება. ბევრი ადამიანი მოიფიქრებს მასშტაბურ იდეებს, ასევე შეძლებს სწავლასთან, უცხოეთთან და მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.ბევრი ადამიანი მოიფიქრებს მასშტაბურ იდეებს, თუმცა მათი რეალიზაციისთვის საჭირო იქნება დიდი ძალისხმევის გამოვლენაც, რაც უფრო მეტად შესაძლებელი 14 ნოემბრიდან იქნება. ნოემბრის მეორე და მესამე დეკადა საკმაოდ კარგი იქნება გრძელვადიანი პროექტების დაგეგმვისთვის და რეალიზაციისთვის დაწყებისთვისაც (ოღონდ, ესეც 13 ნოემბრის, ახალმთვარეობის შემდეგ უნდა მოხდეს).13 ნოემბრის ახალმთვარეობა შესაძლებელია რთული დღე გამოდგეს, რადგან ეს იქნება მორიელის ნიშანში. ეს სირთულე და დაძაბულობის განცდა მაღალი იქნება 12 ნოემბერსაც. ამიტომ 12-13 ნოემბერს არასასურველია ცვლილებების განხორციელება, ახალი პროექტების დაწყება, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება. საერთოდ, 13 ნოემბერს დაფიქსირდება მზესა და ურანს შორის ზუსტი ოპოზიციური ასპექტი. ეს მკვეთრად გაზრდის სიტუაციის მოულოდნელად შემოტრიალების ალბათობას, ამიტომ 12-13 ნოემბერი სჯობს მშვიდად გავიაროთ, ანუ ყოველგვარი რისკის შემცველი გადაწყვეტილებების გარეშე.14 ნოემბრიდან ინდივიდუალურ დონეზე საერთო სიტუაციები შედარებით დაბალანსდება და დასტაბილურდება. ის, რისი კეთებაც ადამიანებს თუნდაც ნოემბრის პირველ დეკადაში უნდოდათ და ვერ შეძლეს, ნოემბრის მეორე ნახევარში შესაძლებელი გახდება. ბევრი ადამიანი პროცესებს უფრო მშვიდად და რაც მთავარია, ორგანიზებულად წარმართავს. საერთოდ, 14-24 ნოემბრის შუალედი, ანუ ახალმთვარეობიდან იმ პერიოდამდე, სანამ მარსი მორიელის ნიშანს დატოვებს, მიზანსწრაფვისა და პრინციპულობის გამოვლენით ბევრი საკითხის მოგვარება გახდება შესაძლებელი.22 ნოემბერს მორიელის ზოდიაქოს - მზე, ხოლო 24 ნოემბერს - მარსი დატოვებს. ამით დასრულდება 44 დღიანი მორიელის ნიშნის ეპოპეა, რომელიც დაკავშირებული იყო მზე-მარსის მორიელში მოძრაობასთან და ურანთან (კუროში) დაპირისპირებასთან. საერთო დაძაბულობის ხარისხი და ზემოთ ნახსენები შეიარაღებული შეტაკებების ალბათობა ბუნებრივია, მინიმუმამდე არ დავა, თუმცა რაღაც დონეზე საერთო სიტუაცია უფრო მეტად გამოსწორდება.27 ნოემბერს სავსემთვარეობა იქნება, რომელიც მთლიანობაში „მსუბუქად“ გამოვლინდება და დაუკავშირდება მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება-გადაცემას, ურთიერთობებს, კავშირებს და ამასთან დაკავშირებულ ცვლილებებს.29 ნოემბერს კი ვენერა შეუერთდება მთვარის დაღმავალ კვანძს, რაც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ნოემბრის ბოლო დღეებს კარმული მნიშვნელობა ექნება. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული საკითხები, რომლებიც წარსულიდან მოდის და ჯერ კიდევ გაურკვეველ-მოუგვარებელია, სწორედ ნოემბრის ბოლო რიცხვებში გააქტიურდეს. ეს განსაკუთრებით შეეხება პირად ცხოვრებასთან და ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე ნახეთ:VIDEO: მარიამ ციმინტია 2,11, 20, 29 რიცხვში დაბადებულ ადამიანებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს„...ამ პერიოდში არ გაასესხოთ ფული, არ შეიძინოთ ნივთები“ - ასტროლოგის გაფრთხილება

ასტროლოგია ფული

ჰოროსკოპი 1698901740

„...ამ პერიოდში არ გაასესხოთ ფული, არ შეიძინოთ ნივთები“ - ასტროლოგის გაფრთხილება

მთვარის „უკურსო მოძრაობის“ შესახებ, რომელიც ნოემბრის თვეშია, ასტროლოგი რამაზ გიგაური მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.„ასტროლოგიაში ე. წ. „მთვარის უკურსო მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე - საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყლის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.დროის ამ პერიოდებში რეკომენდებულია, რომ:* არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;* არ დაარეგისტრიროთ კომპანია, ორგანიზაცია;* არ შეიძინოთ ნივთები;* არ დაიწყოთ ახალი საქმე;* არ დააბანდოთ ან გაასესხოთ ფული;* არ დადოთ შეთანხმებები;* არ მოაწეროთ საბუთებს ხელი.ასევე ნახეთ:როგორ გამოიყურებოდა მარტა ბარამიძე წლების წინ - ნახეთ ფოტოებინახეთ, მიხეილ ცაგარელის პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რამაზ გიგაური

საზოგადოება 1697318405

„მოიმატებს შინაგანი დაძაბულობა, სასურველი იქნება, ინფორმაციის გასაიდუმლოება“ - 16-22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მომდევნო 1 კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს. მისი თქმით, „მიუხედავად „დაბნელებების დერეფნისა“ (14-29 ოქტომბერი), მომდევნო ერთკვირიანი მონაკვეთი ასტროლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო იქნება. განსაკუთრებით ეს შეეხება თანამშრომლობის საკითხებს და შეთანხმებებს, ასევე ისეთ თემებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება წარსულისგან გათავისუფლებასთან და მისი ნეგატიური გავლენისგან თავის დაღწევასთან. მით უმეტეს, რომ 20 ოქტომბერს მზე-მერკურის შეერთების პიკი იქნება, რომლის გავლენა 14-28 ოქტომბრის, ანუ თითქმის მთელი „დაბნელებების დერეფნის“ მანძილზე შენარჩუნდება. თან ეს შეერთება სასწორის ზოდიაქოში ხდება და სწორედ ეს მიანიშნებს ადამიანების შინაგან სურვილზე გაწონასწორდნენ, შინაგან ჰარმონიას მიაღწიონ და ეს ყოველივე ცხოვრების გარეგნულ ასპექტებშიც გამოვლინდეს.21 ოქტომბერს ზემოთ ნახსენები მზე-მერკურის შეერთება კვადრატულ ასპექტს შექმნის პლუტონთან (18-25 ოქტომბრის შუალედში). ეს აქტიური კომუნიკაციის პერიოდია, თუმცა მოიმატებს შინაგანი დაძაბულობა და ნევროზულობაც. ამის მიუხედავად, ეს მიუთითებს შინაგან მოტივაციისა და მიზანსწრაფვის გაძლიერებაზე, რომელიც მიზნის მიღწევის გზაზე დამატებითი იმპულსი გახდება. ამ დროს საჭიროა „ცივსისხლიანი“ მოქმედება და მსჯელობისა თუ კამათის დროს ემოციების მართვა. ასეთი მიდგომა წარმატების მიღწევის ალბათობას ერთი-ორად გაზრდის. ამ დროს ნეგატიური ინფორმაცია უნდა „გაიცხრილოს“ და „გაიფილტროს“. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ადამიანებს, რომლებსაც სუსტი ემოციური სისტემა აქვთ, შესაძლოა შინაგანი შფოთვა გაუძლიერდეთ და ძილთან დაკავშირებული დარღვევებიც გაჩნდეს.სასურველი იქნება საქმიანი ინფორმაციის გასაიდუმლოება. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებში საჭირო იქნება მოქნილების გამოჩენა. ულტიმატუმის ენით საუბარი მდგომარეობას უფრო გაართულებს.22 ოქტომბერი - ვენერა-იუპიტერის ტრინის პიკი იქნება (გავლენა: 17-27 ოქტომბრის შუალედი). ეს სასიკეთო პერიოდია ფინანსური და საერთოდ, მატერიალური საკითხების მოგვარებისთვის, ახალი შემოსავლის წყაროს მოძიებისთვის, ფინანსური ანალიზის ჩატარებისთვის და ამ მიმართულებით დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის. ეს სასიკეთო დროა შემოქმედებითი ენერგიის რეალიზაციისთვის, სხვადასხვა ინსტანციებთან კომუნიკაციისთვის და იურიდიული პრობლემების მოგვარებისთვის. მით უმეტეს, რომ 22 ოქტომბერი ასევე იქნება მერკური-სატურნის პიკი (გავლენა: 19-25 ოქტომბერი). ამ დროს ადამიანის აზროვნების პროცესი მოწესრიგებული და კონსტრუქციულია. ინტელექტუალური სამუშაო იოლად მიდის და სწავლის დაწყება-გაგრძელება უპრობლემოდ ხდება. აქედან გამომდინარე, ასევე სასიკეთოა კონფერენციების, ტრენინგების, სემინარებისა და ლექციების ჩატარებაც,“ - წერს ასტროლოგი.

რამაზ გიგაური

ჰოროსკოპი 1697309895

ასტროლოგი მომავალი ერთი კვირის ყველაზე რთულ დღეებზე გვაფრთხილებს - რა ტენდენციებს მოიტანს 14-29 ოქტომბრის „დაბნელებების დერეფანი“

ასტროლოგი რამაზ გიგაური მზის დაბნელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აზიარებს:ეს დაიწყება მზის დაბნელებით 14 ოქტომბერს (სასწორის 21-ე გრადუსი) და დასრულდება მთვარის დაბნელებით 29 ოქტომბერს (მორიელის მე-6 გრადუსი). პირველის „სიტყვა-გასაღები: „მე და შენ“ (კავშირი ან მტრობა). მეორის სიტყვა გასაღებია: „ჩემი და შენი“ (გაერთიანება ან გაყოფა).განსაკუთრებით რთულია მეორე, მთვარის დაბნელება, 29 ოქტომბერს, რადგან ამ დროს მზესთან შეერთებაშია ძლიერი მარსი (მორიელში), რაც მიანიშნებს აგრესიაზე, ბრძოლასა და ხიფათზე. თუმცა როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, მარსი 12 ოქტომბერს შევა მორიელში და 24 ნოემბრამდე დარჩება. ამ დროს მარსის გამოვლენა არის ძალიან აქტიური და ინტენსიური (როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე).როგორც უკრაინაში, ისე ისრაელში არის სასტიკი მოქმედებების პერიოდი.8 ოქტომბრის პროგნოზშიც დავწერე (ჩემს მეორე გვერდზე) ისრაელის შესახებ, რომ თუ 15 ოქტომბრის ჩათვლით აქტიური საომარი მოქმედებები გაჩერდა, მაშინ მოვლენები სწრაფად ჩაწყნარდება (თუმცა რასაც, ანუ პროგნოზის დაწერიდან მხოლოდ სამი დღის შემდეგ ვუყურებ, ამის შანსი მცირეა, სამწუხაროდ). მეორე, ნეგატიური სცენარი მიანიშნებს, რომ სხვადასხვა გამოვლენებით შესაძლოა ეს საომარი მოქმედებები საშუალოდ ერთ წელიც კი გაგრძელდეს.ინდივიდუალურ დონეზე (ზოდიაქოს ნიშნების კუთხით):„დაბნელებების დერეფანი“ აქტიური პირველ რიგში იქნება:* სასწორებისთვის და მორიელებისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვინც სასწორის მესამე და მორიელის პირველ დეკადაში არიან დაბადებულები (სადღაც 14 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე).* ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში სასწორის 20-დან მორიელის მე-7 გრადუსამდე აქვთ აქტიურად გამოვლენილი (ანუ 1 გრადუსიანი გადაცდომით), რაც ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს პირად ჰოროსკოპში 20-დან მორიელის მე-7 გრადუსამდე განთავსებული აქვთ არა მაინდამაინც მზე, არამედ ასცენდენტი, რომელიმე პლანეტა, შავი მთვარე და ა. შ.ასევე ყურადღებას ითხოვს ვერძი და კუროს ნიშნები. რატომ? იმიტომ, რომ ეს დაბნელებები ხდება სასწორში და მორიელში და „სარკული ანარეკლით“ (ოპოზიციური ასპექტი) გავლენა აქვს სწორედ ვერძსა და კუროზეც. მარსის მორიელში ყოფნა (12.10 - 24.11) აქტიური და ინტენსიური იქნება თვითონ მორიელებისთვის, როდესაც მარსი მათ ჰოროსკოპში ნატალურ მზეს შეურთდება, ეს იქნება აქტიური, წარმატებული ან სახიფათო დღეები (გააჩნია, კონკრეტული მორიელის ჰოროსკოპში რამდენად ჰარმონიულად არის მზე განთავსებული).მარსის ეს ინგრესია ასევე მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვისაც მარსი აქვთ მორიელში, მათთვის ორწლიანი პერიოდის შეჯამება იქნება. ამ 43-44 დღიან მონაკვეთში ისინი მიიღებენ შედეგებს. რას კონკრეტულად? რაც „დათესეს“ და რასაც „მოუარეს“ ამ ორ წელში. დანარჩენ ნიშნებთან შედარებით ნეიტრალურია. გარდა იმ შემთხვევისა, ვისაც როგორც უკვე აღვნიშნე, პირად ჰოროსკოპში სასწორის 20-დან მორიელის მე-7 გრადუსამდე აქვთ აქტიურად გამოვლენილი.გამარჯვება ისრაელს და უკრაინას! მშვიდობა ყველას და განსაკუთრებით ისრაელში და უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს! გამხნევებთ ყველას და გიგზავნით სიყვარულს!“,- წერს რამაზ გიგაური.ასევე ნახეთ:VIDEO: „მარტო ყოფნით დავიღალე... მინდა დედა მყავდეს, ამაზე მეტად, ჩემი მამიკო მინდა...“ - ქეთი ქველაძის ემოციური მონოლოგი, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვაVIDEO: „ერთ-ერთ გვირაბში აფეთქება მოხდება...“ - გოგა მანიას მორიგი წინასწარმეტყველებასამი მარტივი მეთოდი, ზედმეტი დანახარჯის გარეშე, გამათბობელის მუშაობის გასაუმჯობესებლად და ოთახის ტემპერატურის ასამაღლებლად

რამაზ გიგაური

ჰოროსკოპი 1697186120

გამაფრთხიებელი ინფორმაცია ასტროლოგისგან - რა ტენდენციებს მოიტანს 14-29 ოქტომბრის „დაბნელებების დერეფანი“

ასტროლოგი რამაზ გიგაური მზის დაბნელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აზიარებს:ეს დაიწყება მზის დაბნელებით 14 ოქტომბერს (სასწორის 21-ე გრადუსი) და დასრულდება მთვარის დაბნელებით 29 ოქტომბერს (მორიელის მე-6 გრადუსი). პირველის „სიტყვა-გასაღები: „მე და შენ“ (კავშირი ან მტრობა). მეორის სიტყვა გასაღებია: „ჩემი და შენი“ (გაერთიანება ან გაყოფა).განსაკუთრებით რთულია მეორე, მთვარის დაბნელება, 29 ოქტომბერს, რადგან ამ დროს მზესთან შეერთებაშია ძლიერი მარსი (მორიელში), რაც მიანიშნებს აგრესიაზე, ბრძოლასა და ხიფათზე. თუმცა როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, მარსი 12 ოქტომბერს შევა მორიელში და 24 ნოემბრამდე დარჩება. ამ დროს მარსის გამოვლენა არის ძალიან აქტიური და ინტენსიური (როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე).როგორც უკრაინაში, ისე ისრაელში არის სასტიკი მოქმედებების პერიოდი.8 ოქტომბრის პროგნოზშიც დავწერე (ჩემს მეორე გვერდზე) ისრაელის შესახებ, რომ თუ 15 ოქტომბრის ჩათვლით აქტიური საომარი მოქმედებები გაჩერდა, მაშინ მოვლენები სწრაფად ჩაწყნარდება (თუმცა რასაც, ანუ პროგნოზის დაწერიდან მხოლოდ სამი დღის შემდეგ ვუყურებ, ამის შანსი მცირეა, სამწუხაროდ). მეორე, ნეგატიური სცენარი მიანიშნებს, რომ სხვადასხვა გამოვლენებით შესაძლოა ეს საომარი მოქმედებები საშუალოდ ერთ წელიც კი გაგრძელდეს.ინდივიდუალურ დონეზე (ზოდიაქოს ნიშნების კუთხით):„დაბნელებების დერეფანი“ აქტიური პირველ რიგში იქნება:* სასწორებისთვის და მორიელებისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვინც სასწორის მესამე და მორიელის პირველ დეკადაში არიან დაბადებულები (სადღაც 14 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე).* ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში სასწორის 20-დან მორიელის მე-7 გრადუსამდე აქვთ აქტიურად გამოვლენილი (ანუ 1 გრადუსიანი გადაცდომით), რაც ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს პირად ჰოროსკოპში 20-დან მორიელის მე-7 გრადუსამდე განთავსებული აქვთ არა მაინდამაინც მზე, არამედ ასცენდენტი, რომელიმე პლანეტა, შავი მთვარე და ა. შ.ასევე ყურადღებას ითხოვს ვერძი და კუროს ნიშნები. რატომ? იმიტომ, რომ ეს დაბნელებები ხდება სასწორში და მორიელში და „სარკული ანარეკლით“ (ოპოზიციური ასპექტი) გავლენა აქვს სწორედ ვერძსა და კუროზეც. მარსის მორიელში ყოფნა (12.10 - 24.11) აქტიური და ინტენსიური იქნება თვითონ მორიელებისთვის, როდესაც მარსი მათ ჰოროსკოპში ნატალურ მზეს შეურთდება, ეს იქნება აქტიური, წარმატებული ან სახიფათო დღეები (გააჩნია, კონკრეტული მორიელის ჰოროსკოპში რამდენად ჰარმონიულად არის მზე განთავსებული).მარსის ეს ინგრესია ასევე მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვისაც მარსი აქვთ მორიელში, მათთვის ორწლიანი პერიოდის შეჯამება იქნება. ამ 43-44 დღიან მონაკვეთში ისინი მიიღებენ შედეგებს. რას კონკრეტულად? რაც „დათესეს“ და რასაც „მოუარეს“ ამ ორ წელში. დანარჩენ ნიშნებთან შედარებით ნეიტრალურია. გარდა იმ შემთხვევისა, ვისაც როგორც უკვე აღვნიშნე, პირად ჰოროსკოპში სასწორის 20-დან მორიელის მე-7 გრადუსამდე აქვთ აქტიურად გამოვლენილი.გამარჯვება ისრაელს და უკრაინას! მშვიდობა ყველას და განსაკუთრებით ისრაელში და უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს! გამხნევებთ ყველას და გიგზავნით სიყვარულს!“,- წერს რამაზ გიგაური.

ასტროლოგია

ჰოროსკოპი 1694677542

„ეს პერიოდი შედარებით რთული იქნება ნიშნებისთვის, რომელიც ...“ - ყველაფერი 15 სექტემბრის სავსემთვარეობის შესახებ

ასტროლოგი და ეზოტერიკოსი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში 15 სექტემბრის სავსემთვარეობის შესახებ ვრცელ პროგნოზს აქვეყნებს.მისი თქმით, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში შესაძლებელი გახდება წარსულში დაშვებული შეცდომების ანალიზი, სწორი დასკვნების გამოტანა და გამოსწორება.„სექტემბრის ახალმთვარეობა 15-ში, თბილისის დროით, 5:40 საათზე დადგება.ეს ახალმთვარეობა ქალწულის ზოდიაქოში დაფიქსირდება. ეს ბუნებრივია წინა პლანზე წამოსწევს ამ ნიშნის თვისებებს: ორგანიზებულობას, დისციპლინირებულობას, შრომისმოყვარეობას, პრაქტიკულობას, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილების უნარს. ნეგატიური კუთხით კი ადამიანებში გააქტიურდება კრიტიკულობა, მეწვრილმანეობა და ცინიზმი.ეს ახალმთვარეობა ქალწულის 22-ე გრადუსში იქნება, რომელიც უკავშირდება სიფრთხილეს და შეცდომების გათვალისწინება-გამოსწორებას. აქედან გამომდინარე, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში შესაძლებელი გახდება წარსულში დაშვებული შეცდომების ანალიზი, სწორი დასკვნების გამოტანა და გამოსწორება. ეს გრადუსი არის მე-9 გრადუსის სარკული ანარეკლი და თუ მე-9 გრადუსის გავლენა მიანიშნებს ჯერ მოქმედება და შემდეგ ფიქრი, 22-ე გრადუსის გავლენა პირიქით, მიანიშნებს ჯერ ფიქრი და შემდეგ მოქმედება. უფრო მეტიც, ხშირად ეს ფიქრი და ანალიზი იმდენად „იწელება“, რომ მოქმედებაზე გადასვლა გვიანდება და ხშირად საერთოდ, არც კი ხდება.ეს ახალმთვარეობა უპირისპირდება თევზებში განთავსებულ ნეპტუნს, რაც მიანიშნებს რაციონალურისა და ირაციონალურის დაპირისპირებაზე. ასე რომ, უახლოეს ერთ თვეში აუცილებელი იქნება შინაგანი თუ გარეგანი „ქაოსის“ - „კოსმოსად“ გადაქცევა, ანუ არეული სიტუაციების, მოვლენების, ურთიერთობების დალაგება-მოწესრიგება. ამ ერთთვიან პერიოდში სასურველი იქნება ყველა ადამიანი მყარად დადგეს მიწაზე და საკუთარ სიმართლეს თვალი გაუსწოროს. ეს საშუალებას მისცემს ილუზიებისგან გათავისუფლდეს და რეალობა კარგად დაინახოს, რაც ბუნებრივია, გაზრდის წინაღობების გადალახვისა და წარმატების მიღწევის ალბათობას. მეტეოროლოგიური თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, შენარჩულებული იქნება წყალდიდობებთან დაკავშირებული კრიზისები (რაც სექტემბრის პროგნოზში უკვე მივუთითეთ).დამატებით, ინდივიდუალური კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ ეს კარგი პერიოდია ემოციური მდგომარეობის დასტაბილურებისთვის, შინაგანი დაძაბულობის მოსახსნელად, გამაჯანსაღებელი პროცედურებისა თუ ვარჯიშის დასაწყებად. ასევე სასიკეთო იქნება განახლება, ცვლილებების განხორციელება, რეფორმების გატარება, უცხოეთთან და სწავლასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა პირველ სახლს უკავშირდება. ასე რომ, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მოსალოდნელია გააქტიურდეს ქვეყნის პოლიტიკის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა. მოსალოდნელია საგარეო კურსთან დაკავშირებით ახალი განცხადებები გაკეთდეს როგორც ქვეყნის ხელისუფლების, ისე საქართველოს პარტნიორების მხრიდან. წინ წამოიწევს რეგიონებთან დაკავშირებული საკითხებიახალმთვარეობა და ზოდიაქოს ნიშნებიეს ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ქალწულის ზოდიაქოს მე-20, 21-ე და 22-ე გრადუსებში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორი (მმართველი) იმყოფება. ამ ადამიანების ცხოვრებაში დაიწყება ერთთვიანი საინტერესო პერიოდი, რომელმაც მოსალოდნელია მოიტანოს ახალი ენერგიის გამოვლენა, ახალი პერსპექტივების დანახვა და მომავლის კორექციის შესაძლებლობა.* ბუნებრივია, ასევე მნიშვნელოვანი იქნება მიწის სტიქიის დანარჩენი ნიშნებისთვის - კუროებისთვის და თხის რქებისთვის. უახლოესი ერთთვიანი პერიოდი მათ მოუტანთ ახალ შანსს, პერსპექტიულ განვითარებას, თუმცა მათ მოუწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და საჭირო დროს რისკზე წასვლაც.* კირჩხიბებისთვის და მორიელებისთვის ეს ახალმთვარეობა ახალი შესაძლებლობების პერიოდი გახდება. მთავარი იქნება, რომ ამ ადამიანებმა დაინახონ და სწორად შეაფასონ შექმნილი მდგომარეობა და ამასთანავე, გარკვეული ძალისხმევაც გაიღონ. უმეტეს შემთხვევაში, მათ ეს დაუფასდებათ და სამყაროს მხრიდან დადებითი უკურეაქცია აუცილებლად იქნება.* რაც შეეხება თევზებს, ამ ადამიანებისთვის აუცილებელი იქნება საკუთარ თავში გადააფასონ წარსული და ნეგატიური გავლენისგან გათავისუფლდნენ. ამას კი კრიზისებისადმი პრაგმატული მიდგომითა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით მოახერხებენ.* სუსტად დისჰარმონიული იქნება ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის - ვერძებისთვის, ლომებისთვის და მშვილდოსნებისთვის. ამ ადამიანებს მოუწევთ სწორად განსაზღვრონ პირველ და მეორეხარისხოვანი საკითხები, ამასთანავე, მათი მოგვარება პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრონ. სწორად გამოიყენონ საკუთარი კაპიტალი და ფუჭად არ გაფლანგონ თავისი დრო, ფული და ენერგია.* ეს პერიოდი შედარებით რთული იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის - ტყუპებისთვის, სასწორებისთვის და მერწყულებისთვის. მათ უახლოეს ერთთვიან პერიოდში მოუწევთ არასაჭირო ინფორმაციის და კავშირების შეზღუდვა, რათა არ გადაიღალონ. ეს ადამიანები უნდა გაუფრთხილდნენ ნერვულ სისტემას და აუცილებლად დაისვენონ ხოლმე. ეს მათ დააზღვევთ ფიზიკური თუ მენტალური გამოფიტვისგან და უხეში შეცდომების დაშვებისგან.ყველას სასიკეთო პერიოდს, წინსვლას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!“,- წერს რამაზ გიგაური.ასევე ნახეთ:VIDEO: როგორ დავასრულოთ პირადი ურთიერთობა, თანამშრომლობა თუ მეგობრობა, როცა ის იმ ენერგიად არ ღირს, რომელსაც ვახმართროგორ შეცვალოთ დიეტა შემოდგომაზე, იმისთვის რომ წონაში არ მოიმატოთ

რამაზ გიგაური

ჰოროსკოპი 1693916894

„ბედის საჩუქარი, გამართლება, მიზნის იოლი მიღწევა“ - როგორი პერიოდი იქნება 10 სექტემბრამდე

იუპიტერი რეტროგრადულ სვლაზე გადადის. ასტროლოგი რამაზ გიგაური მნიშვნელოვან რეკომენდაციას გვიზიარებს.რამაზ გიგაური: - მიმდინარე პერიოდში ცის კაბადონზე საკმაოდ სასიკეთო ასპექტი „შეიკრა“ და ეს არის მზე-იუპიტერის ტრინი. ეს ასპექტი 31 აგვისტოს გააქტიურდა და მისი გავლენა 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება (პიკი: 8 სექტემბერი).მზე (ნათალურ ასტროლოგიაში) - ეს არის შინაგანი სამყარო, „მე“, ასე ვთქვათ, ასტროლოგიური იდენტობა. გარდა ამისა, ეს არის მამრული ენერგია, სასიცოცხლო ძალა, ვიტალურობა, შემოქმედებითი საწყისი, ადამიანის „ატმანისებური“ სხეული (ანტიკურ ასტროლოგიაში - სული).იუპიტერი - ეს არის წარმატება, გამარჯვება, იღბალი, სიმდიდრე, სიუხვე, შემოსავალი, ზრდა, სოციალური წინსვლა, ასევე მორალი, სამართალი, კანონი, უცხოეთისა და განათლების საკითხები (მათ შორის მოგზაურობა).ტრინი - (120 გრადუსიანი ასპექტი) ეს არის ორ (ან მეტ) პლანეტას შორის სასიკეთო კავშირი, რომელიც შეიძლება გაიშიფროს როგორც წარმატება, ბედის საჩუქარი, გამართლება, მიზნის იოლი მიღწევა.ამ ყველაფრის სინთეზს თუ მოვახდენთ, მივიღებთ, შედარებით წარმატებულ, იღბლიან პერიოდს, რომელიც სექტემბრის პირველ დეკადას მოიცავს. ამიტომ ამ პერიოდში გამართლების, წარმატების მიღწევის შანსი ძალიან მაღალია.ეს განსაკუთრებით შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც პირად ჰოროსკოპში სწორედ, მზე-იუპიტერის სასიკეთო კავშირი აქვთ (ტრინი, სექსტილი და ასევე შეერთებაც). ასევე იმ ადამიანებს, ვისაც მზისა და იუპიტერის სასიკეთო განთავსება აქვთ (მმართველობა და ეგზალტაცია).მთლიანობაში, ეს პერიოდი არა მხოლოდ ახალი პროექტების დაწყებისთვის, განვითარებისთვის, ჰორიზონტების გაშლა-განვრცობისთვის იქნება სასიკეთო დრო, არამედ ადრე დაწყებული პროექტების რეორგანიზებისთვის და მათი ხელახლა გააქტიურებისთვის. ეს შეიძლება იყოს ასევე მოგზაურობაც, სწავლის დაწყება-განახლება, საბუთების მოწესრიგება, იურიდიული დავის დაწყება და ა.შ.ეს პერიოდი ბევრ ადამიანს გამოუსწრებს ხასიათს და მოვლენების სასიკეთო განვითარების გამო, უფრო მეტ თავდაჯერებულობასა და მოტივაციას იგრძნობენ.კონკრეტულ სიტუაციაში, ბუნებრივია, შედეგები დამოკიდებული იქნება პირად ჰოროსკოპში მზისა და იუპიტერის განთავსებაზე.ასევე ნახეთ:„დიდი ბედნიერების“ პლანეტა რეტროგრადულ სვლაზე გადადის - რა უნდა ვიცოდეთVIDEO: გელა დაიაური მეუღლესთან და პატარა ვაჩესთან ერთად - ემოციური ნამღერი ვირუსულად გავრცელდა„როცა მეუღლე გარდამეცვალა, შვილს ვუთხარი: წინა კორპუსში ვიღაც გაასვენეს, მათგან ტახტი გადმოიტანე, რომ მამა დავასვენოთ-მეთქი... გაკვირვებულმა შემომხედა, იმდენად მშვიდად ვუთხარი"„თითქოს, ახალ სხეულზე მიმამაგრეს“ - სალომე კაპანაძე შესანიშნავ ფორმაშია

კარლ დენკე

ისტორიები 1693916220

"ადამიანებისგან ფეხსაცმელს, თასმებს და საკიდებს ამზადებდა" - გერმანელი კანიბალი, რომელიც პოლიციამ 23 წლის შემდეგ დააკავა

ერთი შეხედვით კარლ დენკე კეთილშობილი ადამიანი ჩანდა. კაცი ადგილობრივ ელესიაში ორღანზე უკრავდა, თავისუფალ დროს კი უსახლკარო ხალხს ეხმარებოდა. იმ დროს არავის წარმოედგინა, რომ დენკე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელი და კანიბალი გახლდათ.კარლ დენკე პოლონეთისა და გერმანიის საზღვართან მცხოვრები პატივცემული და შეძლებული ფერმერების შვილი იყო. ბიჭს ადრეული ასაკიდანვე ჰქონდა სკოლაში პრობლემები. ის ცუდი აკადემიური მოსწრების გამო 12 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა და მებაღეობა გადაწყვიტა. 25 წლის ასაკში მას მამა გარდაეცვალა. მისგან დარჩენილი მემკვიდრეობით კი კარლმა პატარა ფერმა შეიძინა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში ცუდმა ინფლაციამ აღმოსავლეთ ევროპაში ცხოვრება ძალიან გაართულა. დენკეს მოუწია გაეყიდა თავისი სახლი, რომელიც ინვესტორებმა ბინების კომპლექსად აქციეს, შემდეგ კი მან იქირავა ორი ოთახი და ერთი მაღაზია.მაღაზიის გამყიდველი ტყავის საკიდებს, ქამრებს, ფეხსაცმლის თასმებსა და ღორის ხორცის კონსერვებს ყიდდა.მაღაზიის გარდა, დენკე ადგილობრივ ეკლესიაში მოხალისე გახლდათ, სადაც ხშირად უკრავდა ორღანზე. ამასთან ერთად, კაცი დაკრძალვებისთვის ჯვრებსაც ატარებდა. სწორედ დასაფლავებებმა დააკავშირა ის ემიგრანტებთან და უსახლკაროებთან. კარლი მათ რამდენიმე ღამით თავშესაფარს სთავაზობდა და თავის სახლში იტყუებდა.კარლ დენკესთან მისული 40-მდე მიგრანტი სახლიდან ცოცხალი აღარ გამოსულა. ისინი არამხოლოდ დენკეს მსხვერპლები, არამედ მისი მაღაზიის პროდუქტებიც გახდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კაცი ადამიანის სხეულებს ამუშავებდა და მის მაღაზიაში გაყიდული ტყავის ფეხსაცმელი, თასმები და ტყავის საკიდები ადამიანებისგან მზადდებოდა. რაც შეეხება ხორცს, სინამდვილეში, კაცი ადამიანის ხორცსაც ყიდდა.დენკეს დანაშაულებრივი ქმედებების მიუხედავად, ქალაქში არავის უეჭვია, რომ კაცი სინამდვილეში სასტიკი მკვლელი და კანიბალი გახლდათ.ყველაფერი 1924 წლის 21 დეკემბერს შეიცვალა, როდესაც სისხლიანი კაცი, ვინმე ვინსენტ ოლივიე ქუჩაში ყვირილით გამოიქცა და გამვლელებს დახმარება სთხოვა. როგორც გაირკვა, დენკე მას ნაჯახით დაესხა თავს. მოგვიანებით კი კარლი დააკავეს. იმავე საღამოს, კარლ დენკემ ციხის საკანში თავი ჩამოიხრჩო.პოლიციამ მისი სახლის ჩხრეკისას საძინებელში უამრავი ადამიანის ძვალი და სისხლიანი ტანსაცმელი იპოვეს. მოგვიანებით კი გაირკვა, თუ ვინ იყო კარლ დენკე სინამდვილეში და რატომ მოიკლა მან თავი.ასევე ნახეთ:„ჩვენ ისტორია დავწერეთ!“ - თორნიკე შენგელია სპეციალურ მიმართვას ავრცელებსმივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა - ირაკლი კობახიძე„მთვარის უკურსო მოძრაობის“ პერიოდი - რამაზ გიგაური სექტემბრის მნიშვნელოვანი დღეების შესახებ წერს

ასტროლოგია

ჰოროსკოპი 1693600024

დაძაბული და ჰარმონიული დღეები - სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სრულად

ასტროლოგი რამაზ გიგაური ფეისბუკის პირად გვერდზე სექტემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:* 23 სექტემბერი > მზე სასწორის ზოდიაქოშირეტროგრადული პლანეტები:* 4 სექტემბერი > ვენერას რეტროგრადული ფაზის დასრულება* 4 სექტემბერი < იუპიტერის რეტროგრადულად მოძრაობის დაწყება (2023 წლის 31 დეკემბრამდე)* 16 სექტემბერი > მერკურის რეტროგრადული ფაზის დასრულება* სექტემბერში ასევე რეტროგრადულია: მერკური (15 სექტემბრის ჩათვლით), სატურნი, ურანი, ნეპტუნი, პლუტონი.* ახალმთვარეობა - 15 სექტემბერს (5:40 საათზე).* სავსემთვარეობა - 29 სექტემბერს (13:58 საათზე)დაძაბული დღეები: 18, 19, 29ჰარმონიული დღეები: 4, 8, 15, 21, 25, 30სექტემბერი - ეს იქნება თვე, როდესაც შესაძლებელი გახდება ბოლო 1,5-2 თვეში დაშვებული შეცდომების გამოსწორება. ბევრი თემა უფრო ნათელი, ხოლო პერსპექტივები - მკაფიო გახდება. ყველა ბუნდოვანი, საეჭვო და ორაზროვანი საკითხი, რომელიც ურთიერთობებს ეხება, შედარებით დარეგულირდება. ბევრი ადამიანი ფეხქვეშ მყარ ნიადაგს იგრძნობს და დადებითი ცვლილებების განხორციელების შანსი მიეცემა.ეს თვე საშუალებას იძლევა, რომ ბევრი რამ გავიგოთ, გავარკვიოთ და გავაცნობიეროთ. უფრო მეტიც, საშუალება მოგვეცემა, რომ ახალ გარემოებებთან ადაპტაცია შევძლოთ და გარემოებებს უმტკივნეულოდ მოვერგოთ. ამ ყველაფერში ტაქტიანი და მოქნილი მოქმედებები დაგვეხმარება.თითქმის მთელი სექტემბრის განმავლობაში ძლიერად გამოხატული იქნება მიწის სტიქიის გავლენა, რაც გააძლიერებს პრაქტიკულობას და პრაგმატულობას. ადამიანების მიდგომები უფრო კონკრეტული და რეალისტური გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მკვეთრად მოიმატებს შეცდომების დაშვების ალბათობა. რაციონალიზმი მკვეთრად აჯობებს ირაციონალიზმს და რეალური - ირეალურს. ფანტაზია მოითხოვს მყარ, პრაქტიკულ, ადეკვატურ გეგმებს, რათა ეს ფანტაზია ილუზიაში არ გადაიზარდოს.სექტემბრის პირველ და მეორე დეკადაში შესაძლებელი გახდება ბევრი რამის დალაგება და მოწესრიგება. ეს პერიოდი განსაკუთრებით საინტერესო იქნება პერფექციონისტი და ობსესიური ტიპებისთვის, რადგან ისინი შეძლებენ ბევრი რამის დალაგებას და მოწესრიგებას (როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ დონეზე).სექტემბრის განმავლობაში სჯობს უფრო მეტად გამოცდილ, ლოგიკურ და საიმედო ადამიანებს დავეყრდნოთ, ეს შესაძლო შეცდომებისგან მაქსიმალურად დაგვაზღვევს. ახალგაცნობილ ან ისტერიული ტიპებზე დაყრდნობამ სახიფათო თუ არა, შესაძლოა რთული სიტუაცია შექმნას. არ არის რეკომენდებული გაუაზრებელ რისკზე წასვლა.4 სექტემბრიდან ვენერა დაასრულებს რეტროგრადულ ფაზას და დირექტიულად დაიწყებს მოძრაობას. ეს სერიოზულ შვებას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებსაც ბოლო 1-1,5 თვის განმავლობაში პირად ცხოვრებაში, სასიყვარულო ურთიერთობებში პრობლემები შეექმნათ. ამ მიმართულებით ბევრი ადამიანი დაასრულებს ძებნას და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაც გაუადვილდება.თუმცა 4 სექტემბერს რეტროგრადული გახდება წარმატების მომტანი პლანეტა - იუპიტერი. ეს გარკვეულწილად დაამუხრუჭებს სოციალურ ურთიერთობებს, მსხვილმასშტაბიან პროექტებს და უცხოეთთან დაკავშირებულ საკითხებს. ამიტომ, ამბიციის მიუხედავად, სასურველია, რომ დიდი პროექტი რამდენიმე ნაწილად დაიყოს და ეტაპობრივად მოხდეს მისი დასრულება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 4-9 სექტემბრის პერიოდში მაინც შესაძლებელი იქნება მოლაპარაკების წარმატებულად წარმართვა თუ დასრულება.მით უმეტეს, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში ამ ყველაფრის ალბათობა კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან მერკური ასევე დაასრულებს რეტროგრადულ ფაზას. ასე რომ, ამ კუთხით სექტემბერი პირობითად შესაძლებელია ორ ნაწილად გავყოთ - 1-15 სექტემბერში შესაძლებელი იქნება იდეებისა თუ საქმეების კორექტირება, რეორგანიზება და მომზადება, ხოლო 15-30 სექტემბრის შუალედში შესაძლებელი გახდება ამ იდეების კონკრეტულად პროექტებად გარდაქმნა და რეალიზაცია.მით უმეტეს, რომ 15 სექტემბერს დაფიქსირდება ახალმთვარეობა, რაც ამ თვის სიმბოლურად შუაზე გაყოფის დამატებითი ასტროლოგიური ფაქტორი გახდება. 14-16 სექტემბრის შუალედი არა მხოლოდ შეაჯამებს ბოლო ერთთვიან ციკლს, არამედ შესაძლოა მთელი ზაფხულის ერთგვარ დამასრულებელ წერტილადაც კი იქცეს.სექტემბრის შედარებით რთულ დღეებად 17-21 სექტემბრის შუალედი შეიძლება მოვიაზროთ. ეს იქნება მზე-ნეპტუნის ოპოზიცია, რომელიც გავლენას მოახდენს ბუნდოვან სიტუაციებზე. ამ დღეებში მაღალი იქნება მოტყუებისა და ცდუნების ალბათობა. არ არის გამორიცხული ამინდის სწრაფად მკვეთრი გაუარესებაც (ეს განსაკუთრებით წყალდიდობებს და მსგავს მეტეოროლოგიურ მოვლენებს ეხება).23 სექტემბრიდან მზე სასწორის ნიშანში გადაინაცვლებს და კიდევ უფრო აქტუალური გახდება ურთიერთობებში ტაქტისა და დიპლომატიის მოყენება. ბევრი საკამათო საკითხი ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს შორის შესაძლოა შეთანხმებით დასრულდეს. თუმცა 25-30 სექტემბრის შუალედში ვენერა-ურანის კვადრატი პირად ცხოვრებაში განხეთქილების ალბათობას გაზრდის. ამიტომ ის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც 4-5 სექტემბრის შემდეგ დარეგულირდება, დაუფიქრებელი და იმპულსური გადაწყვეტილების გამო, შესაძლოა სექტემბრის ბოლოსკენ ისევ აირიოს.ამიტომ სექტემბრის ბოლოს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სასიყვარულო პარტნიორთან არც თუ კარგად აქვს საქმე, მაქსიმალური თავშეკავება და სიყვარულის გამოვლენა მართებს. თუმცა სექტემბრის ბოლო სასიკეთო იქნება მოგზაურობისთვის, ახალი შენაძენებისთვის და ფინანსური შემოსავლების გაზრდისთვის.ასევე ნახეთ:ნახეთ მისამართები, სადაც წყალი 12 საათით შეწყდებარა ეღირება დოლარი უქმეებზე„ვაიმე, ეს რა ცუდი ამბავი გავიგე“ - გლოვობენ 20 წლის გოგოს, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა

მარნეული

შემთხვევა 1693561275

მარნეულში მიკროავტობუსი ამოტრიალდა

მარნეულში „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი ამოტრიალდა. მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და გზის პირას ამობრუნდა.მიკროავტობუსის მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.ასევე დაგაინტერესებთ:„დღეს და ხვალ სიხარულის და სიყვარულის დღეა“ - ნახეთ, მიხეილ ცაგარელის რეკომენდაცია„ყოველ დღეს თქვენზე ფიქრი აღამებს... ჯერ კიდევ ველოდებით თქვენი ორი პატარის გამოჩენას“ - რას წერს ახლობელი ზაზა მესხის ოჯახზე„მთვარის უკურსო მოძრაობის“ პერიოდი - რამაზ გიგაური სექტემბრის მნიშვნელოვანი დღეების შესახებ წერს

ზაზა მესხის ოჯახი

საზოგადოება 1693559873

„ყოველ დღეს თქვენზე ფიქრი აღამებს... ჯერ კიდევ ველოდებით თქვენი ორი პატარის გამოჩენას“ - რას წერს ახლობელი ზაზა მესხის ოჯახზე

შოვში ტრაგიკულად დაღუპული ზაზა მესხის და მისი ოჯახის შესახებ ახლობელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.„ჩვენო ზაზა, გრძელდება ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიურობა. ზოგჯერ ვიცინით, ვხუმრობთ, გვიხარია ცხოვრების პატარა თუ დიდი სიხარულები, მაგრამ ყოველ დღეს თქვენზე ფიქრი აღამებს, ასე უაზროდ და ტრაგიკულად წართმეულ სიცოცხლეებზე ფიქრი და დარდი, თქვენზე, ყველაზე ერთად, იმ საშინელ დღეს.ჯერ კიდევ ველოდებით თქვენი ორი პატარის გამოჩენას. ჯერ თქვენი დაკრძალვაც კი არ ყოფილა. გვახსოვხარ, ზაზა ან კი როგორ უნდა დაგივიწყოთ?! ისევ ცოცხლობთ ჩვენ გულებში და ასე იქნება უსასრულოდ. შოვმა უდიდესი დაღი დაგვასვა სულში, მეგობარო“ასევე დაგაინტერესებთ:„ვაიმე, ეს რა ცუდი ამბავი გავიგე“ - გლოვობენ 20 წლის გოგოს, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა„მთვარის უკურსო მოძრაობის“ პერიოდი - რამაზ გიგაური სექტემბრის მნიშვნელოვანი დღეების შესახებ წერსპრეზიდენტმა იმდენი თხარა, თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა - გურამ მაჭარაშვილი

ramaz gigaur

ჰოროსკოპი 1693558140

„მთვარის უკურსო მოძრაობის“ პერიოდი - რამაზ გიგაური სექტემბრის მნიშვნელოვანი დღეების შესახებ წერს

ასტროლოგი რამაზ გიგაური ფეისბუკის პირად გვერდზე მთვარის უკურსო მოძრაობის კალენდარს აქვეყნებს და წერს, რომ ამ კონკრეტულ დროს არასასურველია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება:„ასტროლოგიაში ე. წ. „მთვარის უკურსო მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე - საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყელის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.დროის ამ პერიოდებში რეკომენდებულია, რომ:* არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;* არ შეიძინოთ ნივთები;* არ დაიწყოთ ახალი საქმე;* არ დააბანდოთ ან გაასესხოთ ფული;* არ დადოთ შეთანხმებები;* არ მოაწეროთ საბუთებს ხელიასევე ნახეთ:შთამბეჭდავი კადრები: რა ხდებოდა Imagine Dragons-ის კონცერტზე, რომელსაც ქართველი მსმენელი მოუთმენლად ელოდაEcxlusive: ქველმოქმედება, 2 ქორწინება, ტრაგედია ოჯახში, წარმატებული კარიერა უცხოეთში - გაიცანით, ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ტიკტოკერი,,თუ ადამიანის სახე დაკარგე, გინდა მღვდელი იყავი, გინდა პოლიტიკოსი, გინდა პედაგოგი, სიცარიელეა შენი ფასი..." - მამა პეტრე