„ქუთაისქალაქობა” - მსოფლიოში უძველესი ქალაქის დღე აღინიშნა

რეგიონი 1714661674

„ქუთაისქალაქობა” - მსოფლიოში უძველესი ქალაქის დღე აღინიშნა

ქუთაისი, არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქი 3500 წლიანი ისტორიით და ევროპული ღირებულებებით. დღეს, ამ ევროპული ქალაქის დღესასწაულია.,,ქუთაისქალაქობა 2024” ტრადიციულად ქალაქის დალოცვით დაიწყო. ბაგრატის ტაძარში, რომელიც გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა სადღესასწაულო წირვა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ აღავლინა.სადღესასწაულო ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.,,დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის დღესასწაულს - ,,ქუთაისქალაქობას” კიდევ, უფრო მეტი სიამაყით, სიამაყით, რომელიც თითოეული ქართველის გულში მას შემდეგ არის, რაც ჩვენმა ქვეყანამ კიდევ, ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ მიმავალ გზაზე და მიიღო კანდიდატის სტატუსი. ვფიქრობ, ის გზა, რომელიც ერთადერთია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და არის ევროპისკენ მიმავალი, იქნება ძალიან წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მხარისთვის. მჯერა, მალე ვიზეიმებთ ,,ქუთაისქალაქობას”უკვე, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსით” - ზვიად შალამბერიძე.,,ქუთაისქალაქობის” დღესასწაული ქუთაისს, დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლებმა და ბულგარეთის ელჩმა საქართველოში ვესელინ ვალკანოვმა მიულოცეს. სტუმრების მიღება რეაბილიტირებულ ოქროს ჩარდახში გაიმართა.,,ქუთაისქალაქობა 2024”-ის ფარგლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქუთაისის კოლორიტების ოთარ სულაბერიძის, ოთარ მამფორიას და ოთარ ქორქიას ხსოვნას პატივი მიაგეს და  ,,სამი ოთარის” ძეგლი ყვავილებით შეამკეს, ასევე ასსაფეხურიანი კიბეების მიმდებარედ გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო- გასართობი აქტივობები, ფოტოზონები, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, მსახიობთა დასის (პანტომიმა, თემატური კოსტიუმები, ოჩოფეხები), პერფორმანსები.ქალაქის დღესასწაულის ფარგლებში დღესვე საპატიო ქუთაისელების დაჯილდოება მოხდა.,,ქუთაისქალაქობა 2024“ კლასიკური მუსიკის კონცერტით დასრულდა. ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში მსმენელის წინაშე წარსდგა  მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე,  ტენორი სერხიო ესკობარ-პერესი,  სოპრანო მარიკა მაჩიტიძე, ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული  გუნდი და მელიტონ ბალანჩივაძის  სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი.

ნინო სურგულაძე

საზოგადოება 1714132920

„სამმა ქართველმა ერთად ვიმღერეთ იტალიაში… არაჩვეულებრივი წარმატებით ჩაიარა სპექტაკლებმა…“ - ნინო სურგულაძე

ქართველი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე აქვეყნებს ფოტოს, რომელიც კოლეგებთან ერთად იტალიაში, კერძოდ, ქალაქ ბარში გამოსვლის შემდეგ აქვს გადაღებული.ნინო აღნიშნავს, რომ სცენაზე ერთდროულად სამი ქართველი იდგა:„არაჩვეულებრივი წარმატებით ჩაიარა იტალიაში, კერძოდ ბარიში (წმინდა ნიკოლოზის ქალაქში) სპექტაკლებმა, სადაც სამმა ქართველმა ერთად ვიმღერეთ (რამაზ ჩიკვილაძე, მადინა სერებრიაკოვა კარბელი, ნინო სურგულაძე).მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა დიდი ყურადღებისთვის და სითბოსთვის, რომელიც ბარის გენერალურმა კონსულმა იტალიაში, ბატონმა ვატო ანდღულაძემ გამოიჩინა ჩვენ მიმართ.მადლობა კიდევ ერთხელ იტალიელ მაყურებელს და პეტრუცელის ულამაზესი თეატრის ყველა თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის…“ 

ungruli

კულტურა 1709289709

საქართველოს პატრიარქის მიერ შექმნილ "კირიე ელეისონს" ცნობილი უნგრული გუნდი შეასრულებს

10 მარტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი უნიკალური ჟღერადობის მქონე უნგრულ გუნდს უმასპინძლებს! პროექტის წარმდგენი ფონდი "იავნანა" გახლავთ.იმეირკარპატეთში დაბადებულმა უნგრელმა ვიქტორ პაპპმა, „უნკრაინული რეკვიემი”, უკრაინის ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლოებისა და უკრაინული კულტურისადმი პატივისცემის გამოხატვის მიზნით შექმნა. დასავლური ქრისტიანული სტილის სამგლოვიარო საგალობელი ლათინურ და უკრაინულ ენაზე დაიწერა და მისი პრემიერა 2023 წლის თებერვალში ბუდაპეშტის კონსერვატორიაში შედგა.რეკვიემი თბილისში პირველად იქნება წარმოდგენილი და მას დაეთმობა კონცერტის პირველი განყოფილება. შესვენების შემდგომ კი, ყველაზე პოპულარული უნგრული ვოკალური გუნდი, უნგრელი კომპოზიტორების ნაწარმოებს და ასევე გოსპელებს, ქართულ და ბერძნულ საგალობლებს, ინდურ და კონგოურ სიმღერებს შეასრულებს. მათ შორის, წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართული რელიგიური ნაშრომები: ქართულენოვანი ლოცვა, „მამაო ჩვენო“ და საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მიერ შექმნილი საგალობელი - „კირიე ელეისონ.”თუკი კონცერტის პირველი ეტაპი ხსოვნის ემოციებით იქნება აღვსილი, მეორე განყოფილება - იმედით, ნდობითა და მომავლის რწმენით იქნება განმსჭვალული. პროგრამის მეორე ნაწილი წმინდა ეფრემის სახელობის გუნდის მრავალმხრივობას წარმოგვიდგენს, შესაბამისად, ის აერთიანებს ისეთ სხვადასხვა მიმართულებებს, როგორიც არის - კლასიკური, საეკლესიო და ხალხური მუსიკა და ასევე ქროს-ოვერის ჟანრი. გუნდის შესახებ: უკვე 20 წელზე მეტია, რაც ბუდაპეშტში დაარსებული წმინდა ეფრემის სახელობის გუნდი უნგრულ და საერთაშორისო მუსიკალურ სცენებზე კონცერტებს მართავს. რვაწევრიანი აკაპელას რეპერტუარი უამრავ სტილსა და მუსიკალურ ეპოქას აერთიანებს - კონცერტებზე ხშირად პოპულარულ და კლასიკურ მუსიკასთან ერთად ბიზანტიურ ჰიმნსაც ასრულებს.შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი კონცერტების წყალობით, გუნდი აუდიტორიის საყვარელი ჯგუფი გახდა. ანსამბლს, რომელმაც „უნგრული მემკვიდრეობის პრემია“ მოიპოვა, ამ დროისათვის 17 ალბომი აქვს გამოცემული. დაუვიწყარი ემოციების მიღება თუ გადაწყვიტეთ, ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე. ასევე დაგაინტერესებთ: რას გვიმზადებს 91 წლის ვახტანგ ჯავახაძე - ეს არ უნდა გამოგრჩეთ!ნინო სურგულაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - „მიჭირს შევეგუო კარგი ადამიანის წასვლას ამ ქვეყნიდან“"მონატრება და სევდა მაქვს. ქართველი ბიჭები დედების მიმართ სიფაქიზით არ გამოირჩევიან. სინანულის გრძნობაც გიპყრობს, მისთვის ბოლომდე კარგი რომ არ იყავი..." - 20 თებერვალი განუმეორებელი მედეა ჯაფარიძის დაბადების დღეა

ნინო სურგულაძე

საზოგადოება 1709273998

ნინო სურგულაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - „მიჭირს შევეგუო კარგი ადამიანის წასვლას ამ ქვეყნიდან“

„საქართველოს დამსახურებული პედაგოგი“, ღირსების მედლის მფლობელი მუსიკოსი დოდო ცინცაძე გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ ავრცელებს.ქალბატონი დოდოს გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე.„ყოველთვის მიჭირს შევეგუო კარგი ადამიანის წასვლას ამ ქვეყნიდან. ქალბატონი დოდო ცინცაძე გარდაიცვალა. საოცარი პედაგოგი, მუსიკოსი და პიროვნება.არასოდეს არ დამავიწყდება მასთან სახლში ჩვენი ფორტეპიანოს გაკვეთილები, მიუხედავად იმისა რომ ათწლედში არ ვსწავლობდი, მასთან მქონდა პატივი ერთი პერიოდი მემეცადინა. იგი ყოველთვის ღიმილიანი მხვდებოდა და ყოველთვის მგულშემატკივრობდა ისევე, როგორც მის მიერ აღზრდილ ძალიან ბევრ მუსიკოსსა და ახალგაზრდას. ასეთი ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ. მადლობა ღვაწლისთვის და ადამიანობისთვის!ვიზიარებ ქალბატონი დოდოს ოჯახის და ყველა მისი ახლობლის მწუხარებას. ღმერთმა გაანათლოს მისი უკვდავი სული“,-წერს ნინო სურგულაძე.

ბჯ

ტაბლოიდი 1706263063

„ზესტაფონელი დუა ლიპაო, წერდნენ…” - რას ჰყვება ბაბი კირკიტაძე

„სხვა რაკურსის“ მორიგი გადაცემა მიეძღვნა თემას, რა გავლენას ახდენს საზოგადოება თითოეულ ჩვენგანზე. ბაბი კირკიტაძემ სწორედ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მას ვარდისფერი კომბინეზონის გამო აკრიტიკებდნენ.„აღიარებით ჩვენებას მოგცემ ახლა. გადახვევა რომ შეიძლებოდეს ამ დღის, რა კარგად მოვიქცეოდი, ამ კომბინეზონს, რა თქმა უნდა, არ ჩავიცვამდი.დედას ვფიცავარ, 0. 01 %-იც არ დამიშვია, რომ ამ კომბინეზონს შეიძლებოდა ასეთი ხმაური გამოეწვია. ეს კომბინეზონი მქონდა, მაგრამ ვერსად ვერ დავასაქმე, იმიტომ, რომ აბსოლუტურად სასცენოა, ბრჭყვიალებით. რომ ჩავიცვი, ვნახე, რომ ძალიან გამჭვირვალე იყო. გავიხადე და შიგნიდან ელასტიკი ჩავიცვი.მეგონა, რომ კარგად გამოვიყურებოდი.  სცენაზე გაანათებს-მეთქი,  ვფიქრობდი. სახლიდან კონცერტზე ამ კომბინეზონით წავედი. კონცერტზე რომ მივედი, ყველამ მითხრა, როგორ გიხდებაო, თორემ რამეს მოვიცვამდი და ისე გავიდოდი.კარგი, დავუშვათ, არ მიხდებოდა, კრიტიკის  ფორმა იმდენად გამაოგნებელი იყო, გაოცებული ვიყავი. რა თქმა უნდა, კომენტარებს ვკითხულობდი. წერდნენ „ზესტაფონელი დუა ლიპა“, „ამას თავი ვინ ჰგონია, ბიონსე“? ისე, ძალიან კარგ მომღერლებს მადარებდნენ და ამით კმაყოფილი ვიყავი.გავნერვიულდი ამ კომენტარებზე და ცხარე ცრემლით ვტიროდი. ერთი ჩემი მეგობარი მომიბრუნდა და მითხრა, ამბიციები წინ ნუ გაგისწრებს. ქრისტეს არ გაჰყოლია 100 %-ით ხალხის სიყვარული და შენ ვინ ხარო. ეს იყო ჩემთვის ხსნა და შვება“. – იხსენებს ბაბი.ასევე ნახეთ:VIDEO: გამაოგნებელი ფარული ჩანაწერი, რომელსაც შსს ავრცელებს - როგორ აიძულებს მშობელი შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნასხვალ ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენგააკეთეთ ეს ქვიზი და გაიგეთ, 2024 წელს, შეხვდებით თუ არა თქვენს სიყვარულსრას ჰყვებიან თვითმხილველები 21 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე - ახალი დეტალებინინო სურგულაძის საოცარი გარდასახვა - ნახეთ, ფოტოები

სურგულა

ტაბლოიდი 1706254800

ნინო სურგულაძის საოცარი გარდასახვა - ნახეთ, ფოტოები

ნინო სურგულაძე ბელგიაში იმყოფება, სადაც წარმატებით შედგა სპექტაკლი „ქალთევზა“ მისი მონაწილეობით. ქართველმა მეცოსოპრანომ იეჟი ბაბას პარტია შეასრულა.ნინო თავისი გარდასახვის დამადასტურებელ საინტერესო ფოტოს გვიზიარებს სოციალურ ქსელში და წერს:„საოცრად წარმატებული პრემიერა მთელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის ბელგიაში, ლიეჟის სამეფო თეატრში. დვორჟაკის „ქალთევზა“.საოცრად ამაღელვებელი საღამო ზღაპრული მუსიკითა და არტისტებით და ბოლოს გვირგვინად უთბილესი მაყურებელი!ვულოცავ ამ დიდი წარმატებას ჩემს არაჩვეულებრივ კოლეგებს, ჩემს ქართველ კოლეგას სოფია ჯანელიძეს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ საოცარი სითბოსთვის ბელგიელ მაყურებელს.მადლობა უფალს!“,-წერს ნინო. 

სურგულაძე

ტაბლოიდი 1695905957

„პატარა მებაღეები“ - ნინო სურგულაძე შვილების ფოტოებს აქვეყნებს

მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს.ის ყურადღებას საკუთარი პირადი ცხოვრებითაც იქცევს.ნინო სურგულაძესა და მის მეუღლეს, გიორგი ინწკირველს, ტყუპი, ზაქარია და ნატალია, 2020 წლის ივნისში შეეძინათ.ამჯერად ნინო სოციალურ ქსელში შვილების ფოტოებს გვიზიარებს.

suramelashvili

ტაბლოიდი 1692263940

VIDEO: „მთელი ჩვენი ერთად ყოფნის დროს, გღალატობდი“ - ვის მიმართავს გია სურამელაშვილი

მთელი ჩვენი ერთად ყოფნის დროს, გღალატობდი, იმიტომ, რომ ბოლომდე არ მჯეროდა შენი, - ამის შესახებ მომღერალმა გია სურამელაშვილმა განაცხადა და ვიდეო მიმართვა გაავრცელა.ასევე ნახეთ:VIDEO: ნინო სურგულაძის ოჯახური იდილია - მეცო-სოპრანო ქმარ-შვილის ვიდეოს გვიზიარებსVIDEO: „გამომყვები ცოლად?...“ - ხელის თხოვნა ქართულად თურქულ სერიალში - ნანუკასა და ჰალილის შთამბეჭდავი სცენა„პატარა დაჩი იოსელიანი გაქრისტიანდა“ - ნახეთ ნათლობის წვეულების ულამაზესი ფოტოებიVIDEO: „გაიღიმე, ცხოვრება მიდის...“ - ზღვაში ტრაგიკულად დაღუპულის ახალი ვიდეო ვრცელდებავრცლად ⇓  @giasuramelashvili0 #ფორიუზეა?foryou #გლობალ ♬ original sound - Gia Suramelashvili

გიორგი

ჯანდაცვა 1692216496

„როდესაც ქალს სარძევე ჯირკვალში ტკივილის შეგრძნება აქვს, ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს...“- გიორგი ღოღობერიძე

​ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:„სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობის პრობლემით ბევრი პაციენტი მომმართავს. მათ აინტერესებთ, უკავშირდება თუ არა ეს სიმსივნეს. სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა შემთხვევათა 98%-ში არ უკავშირდება სიმსივნეს და როგორც წესი, შედარებით კეთილთვისებიანი დაავადებებით არის გამოწვეული. სიმსივნით გამოწვეული ტკივილი გვხვდება მხოლოდ 0,2-2%-ში. როდესაც ქალს აქვს სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ფაქტორს: უკავშირდება თუ არა ის მენსტრუალურ ციკლს და როგორი ხასიათისაა.თუ ქალს სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა აწუხებს ორივე მხარეს, განსაკუთრებით ზედა გარეთა კვადრატებში და ის იწყება მენსტუაციამდე 2 კვირით, ერთი კვირით ადრე, ეს ციკლური ხასიათის მასტალგიაზე მეტყველებს და ყველაზე გავრცელებული ტკივილია ჩვენს რეალობაში. ამ დროს იმატებს თავის ტვინში პროლაქტინის გამოყოფა, რის გამოც ჯირკვლოვანი მასა იზრდება ზომაში. ეს ტკივილი არის ან მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობის და მენსტრუაციის დაწყებისას ჩაცხრება. ეს კეთილთვისებიანი ტკივილია.სარძევე ჯირკვლის აციკლური ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს მის უკან არსებული ქსოვილების დაზიანებით. ეს შეიძლება იყოს ძვლის, ხრტილის, კუნთის დაზიანება, ნერვის დაზიანება და ა.შ. ყურადღება მიაქციეთ ამ ტკივილს ახლავს თუ არა სხვა ნიშნები, მაგალითად, გამონაყარი სარძევე ჯირკვალზე, შეწითლება, შესიება იმდენად, რომ ტემპერატურა იმატებს, ხომ არ არის დვრილის მიდამოში გამონადენი ერთ ან ორივე მხარეს, ხომ არ არის დვრილის მიდამოში აქერცვლა, ქავილი, დვრილის ჩაბრუნება, ფორთხოლისებური კანის ფენომენი. თუ ამ ნიშნებს შენიშნავთ და დაინახავთ სარძევე ჯირკვლებს შორის გამოხატულ ასიმეტრიულობას, რომელიც აქამდე არ იყო და ახლა გაჩნდა, მაშინ სასურველია, რომ მიმართოთ მამოლოგს. ამ შემთხვევაში მეტი ყურადღება გვმართებს, რომ გავიგოთ, რამ გამოიწვია სარძევე ჯირკვლის მტკივნეულობა.თუ თქვენ ისინჯავთ კვანძებს, მიუხედავად იმისა ისინი მოძრაობს, თუ არ მოძრაობს, მაინც მიმართეთ მამოლოგს. აუცილებელია სარძევე ჯირკვლის სიმსივნის მუდმივი სკრინინგი. სხვადასხვა ქვეყანაში ეს სკრინინგი იწყება სხვადასხვა ასაკიდან, ზოგან 45 წლიდან, ზოგან 50-დან,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.ასევე ნახეთ:VIDEO: საღამოს 6 საათის შემდეგ თუ შევჭამთ, წონაში მოვიმატებთ? - გიორგი ღოღობერიძის პასუხიVIDEO: ილიკო სუხიშვილის უმშვენიერესი მეუღლის უცნობი კადრები - ტრაგედია, რომელმაც 2001 წელს ქვეყანა შეძრაშოვში ნაპოვნი კიდევ ერთი ცხედარია იდენტიფიცირებულიVIDEO: ნინო სურგულაძის ოჯახური იდილია - მეცო-სოპრანო ქმარ-შვილის ვიდეოს გვიზიარებს

ბეკაური

საზოგადოება 1692177296

ლაშა ბექაური ყაზბეგის მონასტრიდან გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ყაზბეგში ისვენებს. ის ბერებთან გადაღებულ კადრებს instagram გამომწერებს უზიარებს. როგორც ჩანს, მან ყაზბეგის მამათა მონასტერი მოინახულა. ასევე ნახეთ:ლაშა ბექაური შეყვარებულია - ნახეთ, ვინ არის ჩემპიონის რჩეულიგააფრთხილეთ ყველა... მაქსიმალური ყურადღება ბავშვებს!... - ასტროლოგის საგანგებო მიმართვა მშობლებსVIDEO: ნინო სურგულაძის ოჯახური იდილია - მეცო-სოპრანო ქმარ-შვილის ვიდეოს გვიზიარებს1-ლი ივნისიდან 23 ივლისის პერიოდში, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის, 9 არასრულწლოვანიანახეთ, ფოტოები:

სურგულაძე

ტაბლოიდი 1692174120

VIDEO: ნინო სურგულაძის ოჯახური იდილია - მეცო-სოპრანო ქმარ-შვილის ვიდეოს გვიზიარებს

მსოფლიოში აღიარებული ქართველ მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში უსაყვარლეს ვიდეოებს გვიზიარებს.კადრებში ნინოს პატარები მამასთან ერთად არიან.„მამა და ბუთქუჩები“ – წერს ნინო სურგულაძე და ვიდეოებს აქვეყნებს.„უსაყვარლესი ოჯახი, ბედნიერად“ „გაიხარეთ, ტკბილი, თბილი და კარგი ოჯახი ხართ“ – წერენ კომენტარებში. ასევე ნახეთ: ხანძარი თბილისში - ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სახურავს გაუჩნდაVIDEO: „მწვადს ვწვავთ და მეზობლებს ხანძარი გონიათ“ - ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვაგუდაურში გარდაცვლილი პილოტის ცოლმა ქმრის სიკვდილი სიზმარში წინასწარ ნახა - „სხვა ბიჭებიც იყვნენ და მანიშნეს, არ შეიმჩნიო, რომ გარდაცვლილიაო“

ნინო სურგულაძე დედასთან ერთად

faceამბები 1691012725

,,ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც დედა მახლავს მოგზაურობაში…" - ნინო სურგულაძის ემოციური პოსტი

მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, სოციალურ ქსელში, თვითმფრინავში გადაღებულ კადრებს ავრცელებს და დედის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:,,მგზავრობით დაღლილი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც დედა მახლავს მოგზაურობაში… ის კი ბედნიერია, რომ ჩემს გამოსვლას დაესწრება, როგორც, ალბათ, ყველა მშობელი იქნებოდა. ყველაზე დიდი სიხარული ჩემთვის, მისი ბედნიერებაა, მისი ღიმილი, მისი შეფასება და საერთოდ, მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში. რომ არა დედა, არაფერი გამოვიდოდა… მოვუფრთხილდეთ და მოვეფეროთ მშობლებს.მათ ყველაზე მეტად ვუყვარვართ და ყველაზე გულწრფელი, ერთგული მეგობრები და ადამიანები არიან ჩვენთვის", - წერს ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში.ასევე ნახეთ:უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზიVIDEO: ,,ზამთარი ზაფხულში" - დაუჯერებელი კადრები ორბეთიდან3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი