„სამმა ქართველმა ერთად ვიმღერეთ იტალიაში… არაჩვეულებრივი წარმატებით ჩაიარა სპექტაკლებმა…“ - ნინო სურგულაძე

ნინო სურგულაძე

ქართველი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე აქვეყნებს ფოტოს, რომელიც კოლეგებთან ერთად იტალიაში, კერძოდ, ქალაქ ბარში გამოსვლის შემდეგ აქვს გადაღებული.

ნინო აღნიშნავს, რომ სცენაზე ერთდროულად სამი ქართველი იდგა:

„არაჩვეულებრივი წარმატებით ჩაიარა იტალიაში, კერძოდ ბარიში (წმინდა ნიკოლოზის ქალაქში) სპექტაკლებმა, სადაც სამმა ქართველმა ერთად ვიმღერეთ (რამაზ ჩიკვილაძე, მადინა სერებრიაკოვა კარბელი, ნინო სურგულაძე).

მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა დიდი ყურადღებისთვის და სითბოსთვის, რომელიც ბარის გენერალურმა კონსულმა იტალიაში, ბატონმა ვატო ანდღულაძემ გამოიჩინა ჩვენ მიმართ.

მადლობა კიდევ ერთხელ იტალიელ მაყურებელს და პეტრუცელის ულამაზესი თეატრის ყველა თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის…“