ნიკოლოზ რაჭველი

საზოგადოება 1712680728

„ჩამორიგებული თანხები რაც მაქვს, ყველამ რომ დამიბრუნოს, კი გავწვდები ბინის ყიდვას…” – ნიკოლოზ რაჭველი

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ნიკოლოზ რაჭველი გადაცემაში „პირველი სტუდია”,  რამდენიმე  საკითხზე საუბრობს.გადაცემის წამყვანი სხვა თემებთან ერთად დაინტერესდა, თუ როგორ მოხდა, რომ მაესტრო დღემდე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს:„ვერ დავაგროვე ეს ფული, რაღაცნაირი მოთხოვნებიც მაქვს, ისეთ ბინაში ვერ ვიცხოვრებ პატარაში… როიალი მაინც უნდა დაეტიოს, ძალიან ნათელი უნდა იყოს, მიყვარს მზე და მუსიკის წერა სინათლეში, ეგეთი ბინები ძვირი ღირს, მე მთელი ცხოვრება ამ ფულს დავაგროვებ ხოლმე, შემდეგ ან რომელიმე ჩემს მეგობარს დაჭირდება და … მოკლედ ასეთი ჩამორიგებული თანხები რაც მაქვს, ყველამ რომ დამიბრუნოს, კი გავწვდები ბინის ყიდვას…” – ამბობს რაჭველი გადაცემის წამყვანის კითხვის პასუხად. 

ნიკოლოზ რაჭველი

ტაბლოიდი 1707041513

„რადგან ტრენდია, მეც გაგიზიარებთ“ - რა ფოტოს აქვეყნებს ნიკოლოზ რაჭველი

ნიკოლოზ რაჭველი სოციალური ქსელის ახალ „ჩელენჯს“ ეხმიანება და ფოტოს აქვეყნებს, რომელშიც 21 წლისაა.რადგან ტრენდია მეც გაგიზიარებთ ფოტოს, სადაც 21 წლის ვარ - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

ახალი წელი

საზოგადოება 1703589004

ცნობილია, ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისის მერიის კონცერტზე

ცნობილია, ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისში, გალაკონცერტზე - მომღერლების სიას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.ხელშეკრულების პირობებში წერია ყველა დეტალი, მათ შორის შემსრულებლების ვინაობა და მათი ჰონორარის ოდენობა. შემსრულებელთა ჰონორარი დაანგარიშებულია "პოზიციების" შესაბამისად.ახალი წლის ღამეს იმღერებენ:ნატო მეტონიძე;სტეფანე და სტეფანია (მღებრიშვილები);ეკა მამალაძე;ნუკრი კაპანაძე;ეკა კახიანი;ლიზა ბაგრატიონი;ნატა ქუთათელაძე;დათო ალადაშვილი;ნიკა კოჩაროვი;ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი;მაია ჯაბუა;გიორგი მახარაშვილი;სოფო გელოვანი;მარიამ ებრალიძე;ანრი ჯოხაძე;ანა დოიაშვილი;საბა მიქელაძე;ნინა სუბლატი;ლიკა სირაძე;სანდრო მოსეშვილი;საბა ჩაჩუა;თინათინ დათიკაშვილი;მარიამ როინიშვილი;კონსტანტინე ყიფიანი;ნიკოლოზ ქაჯაია.ანსამბლები:"ერისიონი";"შვიდკაცა";"მართვე";გორის გოგონათა გუნდი.დაუკრავს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. კონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გალაკონცერტი გაიმართება პირველი რესპუბლიკის მოედანზე."გალაკონცერტში ასობით არტისტი მიიღებს მონაწილეობას: ქართველი ესტრადის ვარსკვლავები, მუსიკალური გუნდები და ანსამბლები, ევროვიზიის მონაწილე ბავშვები, პროექტ VOICE-ის მონაწილეები", - თქვა თბილისის მერმა 26 დეკემბერს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კახა კალაძე

საზოგადოება 1703577790

საახალწლო გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება - კახა კალაძე

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი წლის დადგომასთან ერთად, გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.„სიხარულით სავსე დღეებში მთელ ქალაქში საახალწლო ღონისძიებები გელოდებათ. დედაენის ბაღში და ორბელიანის მოედანზე მოწყობილია „საახალწლო სოფელი“, სადაც მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობაა: კონცერტები, წარმოდგენები, საშობაო ბაზრობები, სანტას სახლი და უამრავი გასართობი პატარებისთვის. „საახალწლო სოფელში“ შეგიძლიათ, ყოველდღიურად მობრძანდეთ, წამოიყვანოთ პატარები. 31 დეკემბერს კი, ტრადიციულად, ერთად შევხვდეთ 2024 წლის შემობრძანებას. პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი წლის დადგომასთან ერთად,  გრანდიოზული გალაკონცერტი დაიწყება. ეს იქნება ორმოქმედებიანი თეატრალიზებული შოუ, მიუზიკლი, რომელიც საქართველოსა  და ევროპის კულტურას და ტრადიციებს გააერთიანებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, კონცერტის პირველ ნაწილში, ძველი ქართული, ყველასთვის საყვარელი, საახალწლო სიმღერების სრულიად განახლებული ვერსიები გაჟღერდება, ორკესტრის თანხლებით.„კონცერტის მეორე ნაწილში კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვიმოგზაურებთ და ბევრ საყვარელ სიმღერას თუ ფილმს გავიხსენებთ. გალაკონცერტში ასობით არტისტი მიიღებს მონაწილეობას: ქართველი ესტრადის ვარსკვლავები, მუსიკალური გუნდები და ანსამბლები, ევროვიზიის მონაწილე ბავშვები, პროექტ VOICE-ის მონაწილეები, მოცეკვავეები და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. ასე რომ, გელოდებით ყველას გალაკონცერტზე. ერთად გავაცილოთ 2023 წელი და ვისურვოთ ბედნიერი, წარმატებული ახალი წელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რ2 გადაცემები

საზოგადოება 1703161790

ეს არ უნდა გამოტოვოთ! - ახალი წლის ღამეს, „რუსთავი 2-ზე“ ორი ბინა და 10 ათასი ლარი გათამაშდება

31 დეკემბერს, „რუსთავი 2“ ჯადოსნურ საახალწლო ეთერს გპირდებათ. ახალი წლის ღამეს 2 ბინა და 10 ათასი ლარი გათამაშდება.გემოების თამაში, კრეატივი, სერვირება და ერთი საათი მთავარი კერძის მოსამზადებლად - ყველაფერი, როგორც ნამდვილ სამზარეულოში, ეს გასტრონომიული მეგა პროექტი, „შეფების ლიგაა“, რომლის ფინალიც 31 დეკემბერს შედგება და გამარჯვებულის ვინაობა 19:50 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.ამავე საღამოსაა ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუს, „პრაიმ ჰაუსის“ ფინალი. 3-თვიანი ბრძოლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ვინ გაიმარჯვებს. მანამდე, მაყურებელს საშუალება ექნება, მონაწილეების საკონცერტო ნომრები იხილოს და საახალწლო განწყობა წინასწარ შეიქმნას. და ბოლოს, მორიგი სოლიდური პრიზი სამხრეთ კორეული სატელევიზიო შოუს ქართული ანალოგის, „გვაჩვენე შენი ხმის“ გამარჯვებულს გადაეცემა. ტრადიციულ და მოწვეულ ჟიურის წევრებს მოუწევთ, 12 საუკეთესოდან ერთის არჩევა, რომელსაც 10 ათას ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცემა.„რუსთავი 2-ის“ ჯადოსნურ საღამოზე, პრაიმტაიმს“  უფრო ვრცლად, პროექტების მთავარი პროდიუსერი, გიორგი ხაბურზანია ესაუბრა.გიორგი ხაბურზანია: ახალი წლის ღამე „რუსთავი 2-ზე“ ყოველთვის გამოირჩეოდა, თუმცა, წელს კიდევ უფრო გამორჩეული და ჯადოსნურია, რადგან სამი დიდი პრიზი ერთდროულად, ერთი და იგივე დღეს თამაშდება. 31 დეკემბერს „შეფების ლიგის“ სეზონი მთავრდება, გამარჯვებულს საჩუქრად ბინა გადაეცემა. ძალიან გვიხარია, რომ პირველი სეზონისთვის შევძელით და ჩვენს სპონსორებთან და პარტნიორებთან, „მონოლით“ ჯგუფთან ერთად ასეთი დიდი პრიზი დაწესდა. შემდეგ უკვე „პრაიმ ჰაუსის“ ფინალია. იქნება მთელი სეზონის შეჯამება, მხიარული სანახაობა, საახალწლო განწყობა. იქნება სხვადასხვა სეზონის „პრაიმ ჰაუსელების“ მუსიკალური ნომრები,  რა თქმა უნდა, მეოთხე სეზონის გამარჯვებული საჩუქრად ბინას მიიღებს. ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, ახალი წელი დადგება, საახალწლო სუფრასთან შემომსხდრები თვალს „გვაჩვენე შენი ხმის“  შემაჯამებელი საღამოს ადევნებენ. იქნებიან ისეზონის მანძილზე აღმოჩენილი მომღერლები და ის ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც აქამდე არ ვიცნობდით და ამ შოუმ არმოაჩინა. 12 ასეთი მომღერალი საკონკურსო ნომრით წარდგება მაყურებლის წინაშე და მათ ჟიური შეაფასებს. ასევე, გვყავს მოწვეული ჟიურიც, ნიკოლოზ რაჭველი და რუსა მორჩილაძე. რთულია 12-დან საუკეთესოს შერჩევა, მაგრამ 10 000 ლარიან პრიზს მხოლოდ ერთი მიიღებს. ასეთი ჯადოსნური ღამეა, ნონ-სტოპ რეჟიმში რომ დაიწყება დღე, პირველი იანვრის დილამდე გაგრძელდება. ახალი წლის რეიტინგებს „რუსთავი 2“ ყოველთვის იგებს ხოლმე. გვინდა, რომ წელსაც ყველამ ჩვენ გვიყუროს, რადგან მართლაც ჯადოსნური ღამეა, ასეთი არსად იქნება. გარდა ამისა, საახალწლო დღეებში რუსთავი 2-ზე იქნება „თეატრალური კვარტეტისა“ (3 იანვარს, 21:300 საათზე) და „შვიდკაცას“ (5 იანვარს, 21:30 საათზე) კონცერტები.

lasha glonti

საზოგადოება 1702132680

„მთელი ცხოვრება გამყვება ეს ვიდეო…” - როგორ მიულოცეს ლაშა ღლონტს დაბადების დღე

მომღერალი, ლაშა ღლონტი იუბილარია.მას სოციალურ ქსელში სპეციალური ვიდეოთი დაბადების დღეს ცნობილი კოლეგები ულოცავენ.ვიდეოში შეკრებილია ნინო ქათამაძის, ნიკოლოზ რაჭველის, ნატო გელაშვილის, დათო არჩვაძის, ლიზა ბაგრატიონის მილოცვები.„მადლობა ჩემებს! მთელი ცხოვრება გამყვება ეს ვიდეო…“,-  წერს ლაშა.ნახეთ, ვიდეოასევე ნახეთ:კიევში, ქალმა ლეკვი ფანჯრიდან გადააგდო - მას სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება„16 წლის გოგოს ავტომობილი გაუჩერა, გამოართვა ტელეფონის ნომერი და პირად ინფორმაციას სთხოვდა“ – ვანში მოზარდის მიმართ იძულების ბრალდებით, კაცი დააკავეს

ნიკოლოზ რაჭველი

ტაბლოიდი 1700989236

VIDEO: „შვიდკაცას“ კონცერტზე კულისებში აცეკვებული ლიზა ბაგრატიონი და ნიკოლოზ რაჭველი

ანსამბლი „შვიდკაცა“ 25 წლის გახდა და იუბილე, ერთგულ მსმენელთან ერთად, გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა.თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართულმა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, სადაც მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონიც იმყოფებოდნენ.ლიზა ბაგრატიონი Instagram-ზე გვიზიარებს კადრებს, როგორ აცეკვდა კულისებში ნიკოლოზ რაჭველთან ერთად.

guliko chafidze

რჩევები 1693248676

"ძილის წინ უნდა ვეცადოთ..." - იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს - გულიკო ჩაფიძის საჭირო რჩევები

რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს? "პრაიმტაიმის" მკითხველს ზოგად რჩევებს ლეგენდარული კარდიოლოგი - 92 წლის გულიკო ჩაფიძე აძლევს;გულიკო ჩაფიძე: მათ, ვინც იცის, რომ გულის დაავადებები აქვს, გაზაფხულ-შემოდგომაზე ექიმის გამოწერილი წამლების მიღება აუცილებელია. გარდამავალი პერიოდია და დაავადებების გამწვავება ხდება.ფეხით სიარული და აქტიურად ყოფნა ძალიან კარგია. თუმცა ზომიერების დაცვა საჭიროა. ზოგი საერთოდ არ დადის ფეხით, ზოგიც იმაზე მეტს დადის, ვიდრე უნდა დადიოდეს.ძნელია იმის თქმა, დღეში საშუალოდ რამდენი კილომეტრი უნდა გაიაროს ადამიანმა. ინდივიდუალურია და ადამიანის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ზოგს ნახევარი კილომეტრის გავლა უჭირს, ზოგი სამ და ხუთ კილომეტრს თავისუფლად გადის. თუ რაიმეს უჩივით, ექიმისგან უნდა აიღოთ კონსულტაცია, რამდენი კილომეტრის გავლაა კონკრეტულად თქვენთვის რეკომენდებული.ზოგადად ფეხით სიარული გულისთვისაც სასარგებლოა და ბევრი სხვა რამისთვის. მაგრამ ფეხით სიარულში ჰაერზე სიარული იგულისხმება და არა ოთახებში. დიასახლისები მეუბნებიან ხშირად, ყოველდღიურად იმდენს გავდივარო. სამზარეულოდან საძინებლამდე და უკან, არ ითვლება. გარეთ უნდა იაროთ, თორემ სახლში რაც არ უნდა ბევრი საქმე აკეთოთ, ეს ფეხით სიარულში არ ჩაგეთვლებათ.გულ-სისხლძარღვთა დაავადებულთათვის სირბილი არ არის საჭირო. მხოლოდ მშვიდი სიარული.აქტიურობა საჭიროა. წოლა და პასიურობა არ არის კარგი.რაც შეეხება კვებას. გულისთვის შაქრიანი და ზედმეტად ცხიმიანი საკვები სასარგებლო არ არის. წონა უნდა აკონტროლოთ. როგორც გასუქება არ ვარგა, ასევე - ძალიან გახდომაც. როგორც სიმსუქნეა პრობლემური, შეიძლება ზომაზე მეტად სიგამხდრე იმაზე პრობლემური გახდეს. აქაც ზომიერებაა საჭირო.ძილის წინ უნდა ვეცადოთ გარეთ გავიდეთ, ფეხით გავიაროთ ნახევარი საათი. მშვიდად ისეირნეთ, დაბრუნდით და დაწექით დასაძინებლად. საერთოდ ძილის წინ ეცადეთ მშვიდად იყოთ. მოფერება, თბილი სიტყვა - ეს აუცილებელია სიმშვიდისთვის როგორც დილას, ასევე საღამოს.არაჩვეულებრივია მუსიკის მოსმენა. ეს თერაპიაა. ვისაც რა ჟანრის მუსიკა უყვარს, იმას უსმინოს.გავთავისუფლდეთ ნეგატივისგან.ქართველებს ღამით კვება გვიყვარს. არ არის სასურველი. გამოიმუშავეთ წესად, რომ გვიან არ ჭამოთ.უარყოფითი სტრესი რომ არაფრისთვის ვარგა, ყველამ იცის. გარემო და ხალხი უნდა იყოს დაწყნარებული. მეტი სიყვარული და პატივისცემა უნდა იყოს ერთმანეთის მიმართ. ადამიანიც უკეთ იგრძნობს თავს. გარემოა აგრესიული და ეს უნდა დაითრგუნოს, არ შეიძლება. რაც მეტი სიმშვიდე იქნება, ადამიანებიც კარგად იქნებიან.მოფერება ყველას და ყველაფერს სჭირდება. ხომ გაგიგიათ, ბავშვი რომ ავად გახდებოდა და ინფექციური დაავადება (ბატონებს რომ ეძახიან) ემართებოდა, დედა, დეიდა თუ ბებია გიტარას უკრავდა, უმღეროდა, დადებითი ემოციით ავსებდა ბავშვს, ამშვიდებდა, ახალისებდა.სიყვარული და სითბოა საჭირო. სიყვარული, სიყვარული და სიყვარული! ნუ დაგვენანება, ვუთხრათ, მიყვარხარ, მომწონხარ.ბევრი თბილი გვაქვს და გავიმეტოთ ერთმანეთისთვის. ეს განწყობაზე მოქმედებს და ადამიანი უკეთ ხდება... ასევე დაგაინტერესებთ:  „არასდროს მეგონა, რომ ამის განცდა ასე ნაადრევად მომიწევდა... დღითი დღე უფრო მიჭირს“ - რას წერს მარიკუნა მიქატაძის ქალიშვილი„ვერ ვიზიარებ მის მწუხარებას, ჩემს ძალებს აღემატება…“ - ნიკოლოზ რაჭველი გიორგი დუდაშვილზესამ წუთში მოსამზადებელი სამარხვო წვნიანი - ვიტამინით სავსე "გასპაჩო""ლამარას" პასუხი CNN-ის 20-ში შეტანილ ხარჩოზე

ნიკოლოზ რაჭველი

საზოგადოება 1693067123

„ვერ ვიზიარებ მის მწუხარებას, ჩემს ძალებს აღემატება…“ - ნიკოლოზ რაჭველი გიორგი დუდაშვილზე

რაჭაში, სტიქიის შედეგად დაღუპული ნატო ჭელიძე და მისი სამი შვილი – ლუკა, ანდრია და ანასტასია დუდაშვილები დღეს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა, სადაც ნატოს მეუღლე და ბავშვების მამა გიორგი დუდაშვილიც იმყოფებოდა.აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს ნიკოლოზ რაჭველი.„უსამართლობაცაა და უსამართლობაც… ტანჯვაცაა და ტანჯვაც… უბედურებასაც ქონია გრადაციები… გააზრებაც კი შეუძლებელია მისი შემზარავი მდგომარეობის… რა ვუსურვო ეგეც არ ვიცი… მასზე ფიქრს ვერ ვწყვეტ, მაგრამ ვერ ვიზიარებ მის მწუხარებას, ჩემს ძალებს აღემატება…“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.ცნობისათვის, ამ დრომდე კვლავ გრძელდება 2 დაკარგული ადამიანის ძენბა-შველის სამუშაოები. 25 აგვისტოს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ მედიას აცნობა, რომ ნაპოვნი 31 ადამიანიდან უკვე ამოცნობილია 28 ადამიანი.

ნინო ქათამაძე

კულტურა 1692638456

,,გამორჩეული, ძლიერი, საინტერესო და მასშტაბური არტისტის დაბადების დღეა..." - ნინო ქათამაძე იუბილარია

დღეს ცნობილი ქართველი შემსრულებელი ნინო ქათამაძე იუბილარია. ის 50 წლის გახდა. მას განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ულოცავს მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი:„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თვითმყოფადი, გამორჩეული, ძლიერი, საინტერესო და მასშტაბური არტისტის დაბადების დღეა! ჩემთვის კი უპირველესად მეგობრის, უძვირფასესის და უახლოესის!ჩვენი ერთობის 25-წლიანი გზა იმდენად მეტყველი და სავსეა ალბათ, წიგნის ენა თუ შეძლებს გადმოცემას. ხვალიდანაც ძალიან საჭირო და დროულ მარშრუტს დავადგებით და უმნიშვნელოვანეს ფურცელს დავუმატებთ ჩვენს ერთობლივ კეთილ და საინტერესო ისტორიას…“ასევე ნახეთ:ვინ არის ვიქტორ სანიკიძის უმშვენიერესი მეუღლეTwitter-ი დაბლოკვის ფუნქციას ზღუდავსუნიკალური ოპერაცია - ადამიანის ორგანიზმში ერთი თვის წინ ღორის თირკმელი გადანერგეს და გამართულად მუშაობსVIDEO: „აი, ქართველი დედამთილი...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნეკა დოროყაშვილი

რაჭველი

საზოგადოება 1692352895

„ბედნიერი ვარ, რომ მყავს მე, გვყავს მთელს საქართველოს და ჰყავს პლანეტას“ - ნიკოლოზ რაჭველი

ვირტუოზი ქართველი მუსიკოსი ცოტნე ზედგინიძე იუბილარია. მას 14 წელი შეუსრულდა.კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი ცოტნეს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ემოციურად ულოცავს.„დღეს ჩემი ყველაზე გენიალური მეგობარი 14 წლის გახდა! ბედნიერი ვარ რომ მყავს მე, გვყავს ჩვენ მთელს საქართველოს და ჰყავს პლანეტას, როგორც უმაღლესი ნიჭიერების სიმბოლო! ♥️HAPPY BIRTHDAY , ცოტნე.P.s. ახლაც უმნიშვნელოვანეს ფესტივალზეა გერმანიაში, შლოს ელმაუში, მსოფლიოს წამყვან მუსიკოს-შემსრულებლებთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადღების ეპიცენტრში და დღეს იქვე საზეიმო ვახშმით აღნიშნავენ მის დაბადების დღეს“!- წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.ასევე ნახეთ:დღეს საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 39 წლის გახდებოდა„შუაღამეა და უცებ მესმის ფანჯრიდან განწირული კივილი, თან გოგოს ხმაა“ - რა შეემთხვა გურამ შეროზიას„ეს იქნება დღე, ღამე თუ მგზავრობისას...“ - პატრიარქი მრევლს მიმართვასქართველ დედას, რომელმაც ახალშობილი იტალიაში, ნაგვის ურნებთან დატოვა, ბავშვის დაბრუნება სურს

სალომე კაპანაძე

ტაბლოიდი 1692185280

„რატომ უნდა ვიცხოვრო ქირით, როცა შემიძლია, თავისუფალი დრო ჩემს ოჯახის წევრებთან, თბილ გარემოში გავატარო“ - სალომე კაპანაძე

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილის, სალომე კაპანაძის პირადი ცხოვრება, როგორც ჩანს, ბევრისთვის საინტერესოა. ეს მისი Instagram სთორებით ირკვევა, როცა გამომწერები სხვადასხვა სახის, ხშირად ინტიმურ კითხვებსაც უსვამენ.ცხოვრობს თუ არა ქირით და მარტო სალომე კაპანაძე - იყო კითხვა, რომელიც „პრაიმ ჰაუსელმა“ შემდეგნაირად განმარტა:„ჩემს მშობლებთან, და-ძმასთან და ვიკისთან ერთად. ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვიცხოვრო ქირით და რატომ უნდა ვიყო ყოველ დღე მარტო, როცა შემიძლია, რომ ის თავისუფალი დრო რაც მაქვს, ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად გავატარო, სახლში, თბილ გარემოში. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. მთელი დღეები ისედაც, გასული ვარ, ადრე გავდივარ სახლიდან და გვიან მივდივარ,. მარტო რომ ვიყო, ჩემთვის კატასტროფა იქნება.ვფიქრობ, რომ მარტო ცხოვრება ახალი ეტაპია ცხოვრებაში და მაგის დროც აუცილებლად მოვა და მომავალში მაგ საკითხზე ვიზრუნებ,“- თქვა სალომე კაპანაძემ.ასევე ნახეთ:როგორ მიაღწია სალომე კაპანაძემ სასურველ წონას - ყოფილი „პრაიმ ჰაუსელი“ გამოცდილებას გვიზიარებსVIDEO: მსმენელების რეაქცია, როდესაც The Killers-მა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა - „არ დაუკრავთ ტაში არა! უსტვენდნენ““დოკუმენტური ფილმის გადაღება ნანიზე” - რა ფოტოს აქვეყნებს ნიკოლოზ რაჭველიVIDEO: „გუშინ მქონდა საუბარი ზიგმუნდ ფროიდთან...“ - მარი ნაკანმა თქვა, რომ მიცვალებულს ესაუბრა“მას შემდეგ ვართ ასე ბედნიერად…” - გიორგი გასვიანი მეუღლეს ემოციურად მიმართავს