„რატომ უნდა ვიცხოვრო ქირით, როცა შემიძლია, თავისუფალი დრო ჩემს ოჯახის წევრებთან, თბილ გარემოში გავატარო“ - სალომე კაპანაძე

სალომე კაპანაძე

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილის, სალომე კაპანაძის პირადი ცხოვრება, როგორც ჩანს, ბევრისთვის საინტერესოა. ეს მისი Instagram სთორებით ირკვევა, როცა გამომწერები სხვადასხვა სახის, ხშირად ინტიმურ კითხვებსაც უსვამენ.

ცხოვრობს თუ არა ქირით და მარტო სალომე კაპანაძე - იყო კითხვა, რომელიც „პრაიმ ჰაუსელმა“ შემდეგნაირად განმარტა:

ჩემს მშობლებთან, და-ძმასთან და ვიკისთან ერთად. ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვიცხოვრო ქირით და რატომ უნდა ვიყო ყოველ დღე მარტო, როცა შემიძლია, რომ ის თავისუფალი დრო რაც მაქვს, ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად გავატარო, სახლში, თბილ გარემოში. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. მთელი დღეები ისედაც, გასული ვარ, ადრე გავდივარ სახლიდან და გვიან მივდივარ,. მარტო რომ ვიყო, ჩემთვის კატასტროფა იქნება.

ვფიქრობ, რომ მარტო ცხოვრება ახალი ეტაპია ცხოვრებაში და მაგის დროც აუცილებლად მოვა და მომავალში მაგ საკითხზე ვიზრუნებ,“- თქვა სალომე კაპანაძემ.

ასევე ნახეთ:

როგორ მიაღწია სალომე კაპანაძემ სასურველ წონას - ყოფილი „პრაიმ ჰაუსელი“ გამოცდილებას გვიზიარებს

VIDEO: მსმენელების რეაქცია, როდესაც The Killers-მა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა - „არ დაუკრავთ ტაში არა! უსტვენდნენ“

“დოკუმენტური ფილმის გადაღება ნანიზე” - რა ფოტოს აქვეყნებს ნიკოლოზ რაჭველი

VIDEO: „გუშინ მქონდა საუბარი ზიგმუნდ ფროიდთან...“ - მარი ნაკანმა თქვა, რომ მიცვალებულს ესაუბრა

“მას შემდეგ ვართ ასე ბედნიერად…” - გიორგი გასვიანი მეუღლეს ემოციურად მიმართავს