რეზო ხარაზი

პოლიტიკა 1714464170

ხანდახან იტყვიან, რომ არ გვინდა ეგ რევოლუციაო, მაგრამ გვინდა რევოლუცია, ეგენი უნდა გადავაბრუნოთ - რეზო ხარაზი

ხანდახან იტყვიან, რომ არ გვინდა ეგ რევოლუციაო, მაგრამ გვინდა ეგ რევოლუცია, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რეზო ხარაზმა ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.მისი თქმით, მმართველი გუნდი უნდა "გადააბრუნონ". რაც შეეხება აქციაზე შეკრებილებს, ხარაზის განცხადებით, ყველა მათგანი "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს და ბოლომდე უნდა "მიაწვნენ"."ტვინებშიც გვინდა რევოლუცია და ზოგადად, ყველაფერში გვინდა რევოლუცია. უნდა გადავაბრუნოთ ეგენი, გადავაბრუნოთ უნდა, იმიტომ რომ, არ შეიძლება ძმაო, შენ მოხვიდე ჩემთან და ნიაზა დიასამიძეზე იძახო, რომ "ნაცია" და ეთერ თურაძეზე გამოხვიდე და იძახო რომ თურმე, რაღაც საშინელებებს სჩადიან და თურმე ვიღაცებზე რაღაცა იძახო. სრული იდიოტიზმია და რა ვიცი, ყველა "ნაცები" ვართ მე მგონი და "დავაი" მივაწვეთ ბოლომდე." - განაცხადა რეზო ხარაზმა.

ბიძინა ივანიშვილი

პოლიტიკა 1714416804

ბიძინა ივანიშვილი - არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა

 საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. არჩევნების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12 წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის“ იმსახურებს - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.მისი თქმით, არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა. „საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. არჩევნების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12 წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის“ იმსახურებს. არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი

პოლიტიკა 1714416257

ბიძინა ივანიშვილი - არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა

საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. არჩევნების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12 წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის“ იმსახურებს - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.მისი თქმით, არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა. „საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. არჩევნების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12 წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის“ იმსახურებს. არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი

პოლიტიკა 1714413768

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე:„მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! მივესალმები ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერის ღირსეულ შვილებს! ყველას მინდა მოგილოცოთ ბზობა და წინასწარ მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული!საქართველომ 33 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თუმცა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: „დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“. მერაბ კოსტავას ეს შეგონება თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს.საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ!2004-12 წლებში ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანები - სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები - საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნნენ.არადემოკრატიული წესით, გარედან დანიშნული ადამიანების მმართველობამ მკაფიოდ დაგვანახა, თუ რამდენად მძიმეა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი შედეგი. სისხლიანმა რეჟიმმა გადაავსო ციხეები, აწამა პატიმრები, შეიწირა ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, დააყაჩაღა ათასობით ბიზნესმენი, გააყალბა არაერთი არჩევნები, მიიტაცა მედია, დაკარგა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი.ბევრს ჰგონია, რომ ამ დანაშაულების მთავარი მიზეზი სააკაშვილის და მისი თანამზრახველების არაჰუმანური, სადისტური და არაპატრიოტული ბუნება იყო. თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, გარედან, მათი პატრონებისგან იყო დაკვეთილი და მართული. სწორედ ამიტომ იყო, რომ რეჟიმს ჰქონდა მწვანე შუქი ყოველგვარ უმსგავსობაზე იმ უცხოელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს სააკაშვილს, გვარამიას და კეზერაშვილს უმანკო კრავებად გვიცხადებენ და არსებული ხელისუფლების დასჯას ითხოვენ. ამ უცხოელებს დღეს ამოძრავებთ სურვილი, საქართველოში იგივე ადამიანების არაჰუმანური და სადისტური დიქტატურა დაგვიბრუნონ, რასაც არაფრის ფასად არ დავუშვებთ. როდესაც მწვანე შუქზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ რეჟიმის სადიზმი „ენჯეოებისგანაც“ სრული მხარდაჭერით სარგებლობდა.მინდა გავიხსენო ინდოელი ლიდერის, ჯავაჰარლალ ნერუს სიტყვები მცირე ადაპტირებით: „არ არსებობს საკუთარი ქვეყნის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილი ფსევდო-ელიტა“. უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილ ფსევდო-ელიტას რამდენიმე მთავარი თვისება გამოარჩევს. ის არის უსამშობლო, არ უყვარს არც საკუთარი ქვეყანა და არც საკუთარი ხალხი, რადგან მას სინამდვილეში საკუთრად არ მიიჩნევს. პირიქით, ასეთ ადამიანებს საკუთარი ქვეყანაც და ხალხიც ეთაკილებათ. ასეთი ადამიანი არის აკაკისეული ღამურა, რომელიც, საბოლოოდ, ვერც უცხოელდება და ქართველობასაც კარგავს. ასეთი ადამიანები იოლად ექვემდებარებიან გარედან მართვას, რადგან ისინი ყოველგვარი პრინციპებისგან არიან დაცლილი. სწორედ ასეთია დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის სახე და ასეთი იყო ამ ადამიანების სახე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც.როდესაც 2012 წელს გარედან დანიშნული უსამშობლო პოლიტიკოსების სისხლიანი რეჟიმი გავისტუმრეთ, ვფიქრობდი, რომ ჩემი მისია სრულად მქონდა შესრულებული. ქართველ ხალხს დავუბრუნეთ საარჩევნო უფლება, ციხიდან გავათავისუფლეთ 15 ათასი პატიმარი, სრულად აღვკვეთეთ პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა, დავასრულეთ ნაციონალური მოძრაობის მედია-მონოპოლია, გავათავისუფლეთ ბიზნესი, ქვეყანას მოვუტანეთ გრძელვადიანი მშვიდობა და გაძლიერებული უსაფრთხოება.კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ვფიქრობდი, რომ 2012 წელს ჩემი მისია სრულად შევასრულე. თუმცა, როგორც გაირკვა, ეს მიღწევები არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენ კვლავაც გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რათა ავასრულოთ ილია ჭავჭავაძის შეგონება, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“. ამიტომ, პრინციპულად და თავდადებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირადად მე, განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს, ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად.2022 წლის დასაწყისიდან დღემდე, საქართველომ გადაიტანა ურთულესი ბრძოლა ომის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. მათ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს. საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა.საზოგადოებაში ხშირად კითხულობენ, მაინც რატომ იბრძვიან უცხოეთიდან ასეთი გამალებით „ენჯეოების“ გამჭვირვალობის წინააღმდეგ? ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ამ შეკითხვას სწორი მიმართულებით პასუხობენ, თუმცა, სრული სიმართლის თქმას ისინი მაინც ერიდებიან. სრული სიმართლე კი ისაა, რომ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება გარედან შეგიძლია დანიშნო. მიზანია, საქართველო არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, არამედ გარედან დანიშნული „ღამურების“ - ახალი დროის სერგო ორჯონიკიძეებისა და გიგლა ბერბიჭაშვილების ხელით იმართებოდეს. ამის არდაშვება არის ჩვენი ვალი საქართველოს თავისუფლების იდეას შეწირული ქართველი მოღვაწეების წინაშე.„ენჯეოების“ დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში, თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება. შესაბამისად, ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან და პირიქით, ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს.დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროინდელი საქართველო და არც იანუკოვიჩის უკრაინა. დღეს საქართველოს მართავს ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ფასი. შესაბამისად, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა დღევანდელ საქართველოში შეუძლებელია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიფხიზლე უნდა დავკარგოთ და საქართველოს სუვერენიტეტისთვის გრძელვადიანი გარანტიის შექმნაზე არ უნდა ვიზრუნოთ. სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.შეიძლება დაისვას კითხვა - რატომ გაიწვია გუნდმა კანონი შარშან და რატომ ვიღებთ მას წელს. შარშან კანონის გაწვევას ორი მთავარი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. პირველი, შარშან შეძლეს და საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. შესაბამისად, ჩვენი ვალი იყო, თუნდაც, მოტყუებული თანამოქალაქეების შფოთვა გაგვეთვალისწინებინა. მეორე, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას, რასაც კანონის არგაწვევის შემთხვევაში, შარშან სირთულეები შეიძლებოდა შეჰქმნოდა.წელს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. „ნაციონალებმა“ და მათმა პატრონებმა ხალხი ვეღარ მოატყუეს და დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ენჯეოების“ გამჭვირვალობას მყარად უჭერს მხარს. გარდა ამისა, დღეს გვაქვს სრული რესურსი გამჭვირვალობის შესახებ კანონი სახელმწიფოს მდგრადობისთვის ზიანის მიყენების გარეშე მივიღოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთ. სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა. ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია.ასევე, საზოგადოებაში ისმის ხოლმე კითხვა, ხომ არ ჯობდა დროებითი სიმშვიდით მაქსიმალურად გვესარგებლა და ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონპროექტების განხილვის დაწყებით თავი ზედმეტად არ აგვეტკივებინა და თუნდაც, არჩევნების შემდეგ დაგვეწყო მისი განხილვა. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ მინდა გითხრათ: ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ კანონპროექტების გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ. შეგახსენებთ, თუ როგორი გამალებით ცდილობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს შერყევას. სასამართლოში დღემდე ითხოვენ ეგრეთწოდებულ ვეტინგს, ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს. მსგავს მიზანს ემსახურებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა სამართლიანად არ გაითვალისწინა.მიუხედავად იმისა, რომ ყველა დამოუკიდებელი საერთაშორისო კვლევის თანახმად, ქართული სასამართლო სამართლიანობისა და ეფექტიანობის კრიტერიუმებით არაერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის სასამართლოსაც კი უსწრებს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ასახელებენ ვერცერთ საქმეს, რომელიც სასამართლომ პოლიტიკური ხელისუფლების ზეწოლით ან ზოგადად, უსამართლოდ გადაწყვიტა, გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ.როდესაც ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომლებზეც წინასწარ იციან, რომ ხელისუფლება მათ არ გაითვალისწინებს, ცხადია, რომ ამ მოთხოვნების ერთადერთი მიზანი ხელისუფლებისთვის ხელოვნური უხერხულობის შექმნაა. ასეთ პირობებში, ცხადია, რომ იგივე ძალები, რომლებიც ორი და ოთხი წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ. ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ.ამიტომ, ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა: ერთი მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არა აქვს და მეორე მხრივ, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის. შესაბამისად, კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული. ამ პროცესებით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო ჩვენს მიმართ წყენა ისედაც არ აკლია.ბევრი ჩვენი თანამოქალაქე განაწყენებულია იმის გამო, რომ 2012 წელს „ნაციონალები“ სათანადოდ არ დავსაჯეთ. რეჟიმის არაერთმა ლიდერმა მრავალწლიანი სასჯელი მოიხადა. გასამართლდა რეჟიმის დანაშაულებრივი დავალებების მრავალი შემსრულებელი. ამჟამად სასჯელს იხდის რეჟიმის მთავარი დამნაშავე, მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, სამწუხაროდ, არ მომხდარა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ერთიანი დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი დაჯგუფების გასამართლება.საქმეში უშუალოდ ჩახედული ადამიანები დამეთანხმებიან, რომ მაშინ „ნაციონალების“ დასჯის არავითარი რესურსი არ გვქონდა, ურესურსოდ ნაბიჯების გადადგმა კი მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნებოდა. კარგად მახსოვს, 2012-13 წლებში კბილებით როგორ იცავდნენ სისხლიან დამნაშავეებს დასავლელი უმაღლესი თანამდებობის პირები. „ნაცმოძრაობა“ ზუსტად ისევე დაუნიშნეს საქართველოს გარედან რადიკალურ ოპოზიციად, როგორც მანამდე ხელისუფლებად დაგვინიშნეს. რადიკალიზმი, ე.წ. პოლარიზაცია და პერიოდული პოლიტიკური რყევები, რაც ჩვენს ქვეყანას და მის ეკონომიკას მთელი ამ წლების მანძილზე საკმაოდ ძვირი დაუჯდა, მთლიანად გარედან იყო ხელოვნურად თავს მოხვეული. რომ არა გარე მხარდაჭერა, საქართველო ეგრეთწოდებული პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეს უმოკლეს ვადებში გაარღვევდა.ყველამ იხილეთ ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული რეზოლუცია, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერებს კიდევ ერთხელ გამოექომაგნენ. ამ შემთხვევაშიც, გლობალურმა ომის პარტიამ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი. ამ ყველაფერს ორი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, საქართველოს საქმეებში კიდევ ერთხელ უხეშად ჩარევა სცადეს და მეორე მხრივ, ყველას კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ევროპარლამენტი მათ ერთ-ერთ მორიგ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც ნებისმიერ დროს როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ. ამ სრულიად არაევროპული რეზოლუციის დამტკიცებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამხელა გავლენა აქვს გლობალურ ომის პარტიას ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, რაც, ზოგადად, მისი ჩვეული ხელწერაა. ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით.საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. არჩევნების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12 წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის“ იმსახურებს.არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა!ჯერ კიდევ 2014 წელს დავაფუძნე „საზოგადოება 2030“. მაშინ ევროკავშირის წევრობა ძალიან შორეულ პერსპექტივად მოჩანდა და გაწევრიანებაზე საჯაროდ საუბარს ვერიდებოდი, რადგან საზოგადოებას ჩემი ჭარბი ოპტიმიზმი შეიძლებოდა არ მოსწონებოდა. თუმცა, ჯერ კიდევ მაშინ ვხედავდი, რომ საქართველოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება შეეძლო. დღეს, როდესაც 2030 წლამდე სულ რაღაც 6 წელია დარჩენილი, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების სიძლიერისა და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. საქართველოს ეკონომიკა იზრდება ყველაზე სწრაფად ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის.გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ უნიკალური ერი უნიკალური ისტორიით, ტრადიციებითა და იდენტობით. სწორედ ამ უნიკალური ეროვნული ტრადიციებითა და იდენტობით უნდა გავწევრიანდეთ საერთო ევროპულ ოჯახში, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ნამდვილი ფასი ევროკავშირს საქართველოსთვის და საქართველოს ევროკავშირისთვის.ჩვენი ფეხბურთელების წარმატებამ გაგვიმყარა რწმენა, რომ ოცნებების ახდენა შესაძლებელია. ქართველ გულშემატკივარს აუხდა 30-წლიანი ოცნება და საქართველოს ნაკრები პირველად ისტორიაში გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. მჯერა, რომ ეს უდიდესი წარმატება არის პირველი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ოცნებების ახდენის გზაზე.თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო, ევროკავშირის წევრი საქართველო, გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველო, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად ავიხდენთ.კიდევ ერთხელ წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! გისურვებთ სულიერ და ფიზიკურ მხნეობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენ და თქვენს ოჯახებს!გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ, სუვერენულ და ერთიან საქართველოს!“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714047106

ტექნიკურად იქნება ერთიანი სია თუ არ იქნება, სინამდვილეში არის ერთი სია, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რასაც ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე - შალვა პაპუაშვილი

2020 წელს, როდესაც დაწესებული იყო ერთპროცენტიანი ბარიერი, მიზანი და ამოცანა იყო, შანსი ჰქონოდათ პატარა, ახალ პარტიებს, პარლამენტში მანდატის მიღებით საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მათი პარტიის გარკვეული ალტერნატივები, მაგრამ ეს იყო მხოლოდ არითმეტიკული სიმრავლე პარლამენტში, თორემ არსობრივად მრავალფეროვნება და პლურალიზმი პარლამენტში არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.„რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, აქაც ვხედავთ რადიკალიზაციის მიმართულებას. ნიკა გვარამიას შეწყალება ზუსტად ამ სფეროდან არის. ვხედავთ კიდევაც, რომ ისე იქნა წარმოჩენილი, თითქოს ეს იყო დეპოლარიზაციის მიზნით, მათ შორის, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი გამოეხმაურა. როგორი დეპოლარიზაციები გამოიწვია მისმა შეწყალებამ, ამასაც ვხედავთ. ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს და ქალბატონი სალომეს ყოველი შემდეგი ნაბიჯი ადასტურებს, რომ ის არის ნაწილი იმ რადიკალური ჯგუფისა ოპოზიციაში, რომელიც უცხოეთიდან კარნახით მოქმედებს სწორედ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ყველა მისი ნაბიჯი არის დამატებითი დადასტურება, რომ ქვეყანა მიჰყავთ რადიკალური დღის წესრიგისკენ. სწორედ ამიტომ არის, მათ შორის, თუ 29 აპრილის შეკრებას გავითვალისწინებთ, ამ ჭრილშიც არის დასანახი, რომ საზოგადოებამ, მათ შორის, საკუთარი სიმრავლით, კიდევ ერთხელ დაანახოს ყველას, რომ არ დათმობს ქვეყნის სუვერენიტეტს, სტაბილურ განვითარებას, წინსვლას, რომელიც ქვეყანას აქვს და არ დააბრუნებინებს ამ ქვეყანას იმ რეჟიმის პირობებში, რომელშიც ის იყო მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. რადგან რეზოლუციაზეც ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ ვხედავთ სამწუხარო ჩრდილის მიყენებას ევროპული სტრუქტურებისთვის, როდესაც რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილი დადებით ჭრილში არის ხოლმე წარმოჩენილი. ასე ვხედავთ ჩვენ, რომ ეს არის ნაბიჯი დესტრუქციისკენ, ქალბატონი სალომეს ყოველი შემდეგი გადაწყვეტილება არის მხოლოდ ამის დასტური და საზოგადოებას ამ აზრს მხოლოდ უმყარებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ ოპოზიცია ერთიანი სიით წარდგება თუ არა, სინამდვილეში, ეს მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება.„ტექნიკურად ეს იქნება ერთიანი სია თუ არ იქნება ტექნიკურად, სინამდვილეში, ეს არის ერთი სია, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რასაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე. 2020 წელს, როდესაც იყო დაწესებული ერთპროცენტიანი ბარიერი, მიზანი და ამოცანა რა იყო? რომ შანსი ჰქონოდათ პატარა, ახალ პარტიებს, პარლამენტში მანდატის მიღებით საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მათი პარტიის გარკვეული ალტერნატივები. სამწუხაროდ, რაც ვნახეთ ამ ერთპროცენტიანი ბარიერის შედეგად, მართალია, ამის შედეგად შემოვიდა, თუ არ ვცდები, 14 საარჩევნო სუბიექტი და 18 პარტია გამოდიოდა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ არითმეტიკული სიმრავლე პარლამენტში, რაც დღეს გვაქვს, თორემ არსობრივად მრავალფეროვნება და პლურალიზმი პარლამენტში ამ მხრივ არ არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე თავისი არსითა და რაოდენობით არის ერთი, „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგა, რომლის ქვეშაც არიან პატარა დაჯგუფებები.„​საზოგადოებისთვის მუდმივი თვალში ნაცრის ყრა უკვე ბევრჯერ ვნახეთ. გვახსოვს, გიორგი ვაშაძე ვითომ როგორ გამოეყო „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორ იყო რადიკალურად განწყობილი თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. სად არის დღეს გიორგი ვაშაძე? „ნაციონალურ მოძრაობაში“. ვნახეთ სხვადასხვა გამოყოფილი ჯგუფი, „გირჩი“, ელენე ხოშტარია, ასე შემდეგ. სად არიან დღეს ისინი? ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილები არიან. ასე რომ, ამ ნაცრის ყრას აზრი აღარ აქვს. ეს სია იქნება ერთიანი სია თუ ცალკე სია, სინამდვილეში ეს იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სია და საქართველოს მოსახლეობას სწორედ ეს ექნება არჩევანი – არჩევანი ექნება საქართველოს განვითარებას, მშვიდობას, თითოეული ოჯახის ეკონომიკურ განვითარებას და, შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს თუ უჭერს მხარს ნგრევას, ტერორს, წამებას და იმ რეჟიმს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა შექმნილი და რომლის დაბრუნებისკენაც ისინი ისწრაფვიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რუსთავის საკრებულო

პოლიტიკა 1713940482

„ქართულმა ოცნებამ“ რუსთავში გახარია/ნაცმოძრაობის კოალიცია დაშალა - გადაყენებულია საკრებულოს თავმჯდომარე

 "ქართულმა ოცნებამ" ქალაქ რუსთავში გახარია/ნაცმოძრაობის კოალიცია დაშალა. გადაყენებულია საკრებულოს თავმჯდომარე - გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. თავმჯდომარის გადაყენებას მხარი დაუჭირა საკრებულოს 18-მა წევრმა.რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე დღის წინ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნულიყო რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნებოდა სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი.გავრცელებულ განცხადებაში ფრაქცია " ქართული ოცნება აღნიშნავდა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჯეროვნად ვერ ასრულებდა საკუთარ მოვალეობებს. არაერთხელ ჰქონდა ადგილი საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას, რაც გამოიხატებოდა ბიუჯეტის დამტკიცების ხელისშეშლაში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასებაში, კონკრეტული პროექტების შეფერხებაში, მოქალაქეების პოზიციების გაუთვალისწინებლობაში და ა.შ. საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევების გარდა შრომის ინსპექციამ და შემდეგ უკვე საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საკრებულოს ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედებები აპარატის თანამშრომელთა მიმართაც.ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და პარტიიდან გავიდა ფრაქციის ოთხი წევრი, რაც კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რომ დაეწყო რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის თანამდებობებიდან გადაყენების პროცესი.

თამთა მეგრელიშვილი

პოლიტიკა 1713617196

ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი ვინ მოუტანა ქართულ სახელმწიფოს და თითოეულ ახალგაზრდას? - „ქართულმა ოცნებამ“, ამ ძალის კბილებით შენარჩუნებულმა მშვიდობამ მოიტანა ისიც, რომ ქართული სახელმწიფო უკრაინიცაზიას ასცდა - თამთა მეგრელიშვილი

 ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი და სხვა ხელშესახები შედეგები ვინ მოუტანა ქართულ სახელმწიფოს და თითოეულ ახალგაზრდას? რა თქმა უნდა „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ძალის კბილებით შენარჩუნებულმა მშვიდობამ მოიტანა ისიც რომ ქართული სახელმწიფო უკრაინიცაზიას ასცდა - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი სტილისაგან განსხვავებით, დღეს ქართულ სახელმწიფოში არის დემოკრატია, ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი და პროტესტი და თუ ის არ გასცდება კანონით დადგენილ ნორმებს, მას ამაში არავინ ხელს არ უშლის მისივე თქმით, ახალგაზრდებს ჰგონიათ სიმართლეს იცავენ, სინამდვილეში კი ყველაზე რუსული ხელწერის მქონე ძალების გვერდით დგანან. სიმართლე კი ერთია - თუ ევროპული ინტეგრაციის გზაზე რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი, ეს არის „ქართული ოცნება“, სწორედ ამ ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული ქართული ძალა."ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი სტილისაგან განსხვავებით, დღეს ქართულ სახელმწიფოში არის დემოკრატია, ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი და პროტესტი (ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის კანონის პროექტის ირგვლივ) და თუ ის არ გასცდება კანონით დადგენილ ნორმებს მას ამაში არავინ ხელს არ უშლის.ამ უფლებების თავისუფლებას და ხელშესახებ განსხვავებას "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის კარგად ხედავენ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ დავალებული, მათი მმართველობის დროს საკუთარ უპირატესობას ჩვეული "ელიტის" წარმომადგენლები, მაგრამ ისინი მათზე კომპრომატების არსებობისა და სხვადასხვა მიზეზთა გამო "ნაციონალური მოძრაობის" ერთ დაძახილზე გამოდიან გარეთ და მზად არიან ფსევდო ევროპულობის სახელით ფეხქვეშ გაეგონ მათ. ახალგაზრდების დიდი ნაწილიც სამწუხაროდ პოლიტიკური დირექტივით გადამზადდა - მათ არ ახსოვთ "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი რეჟიმი და უაპელაციოდ იღებენ მათთვის კანვასისა თუ სხვა ტრენინგებზე მათთვის მიწოდებულ, საგანგებოდ მათზე გათვლილ პოლიტიკურ გზავნილებს, მზად არიან დაარღვიონ წესრიგი და მოლოტოვის კოქტეილი ესროლონ საკანონმდებლო ორგანოს და თითოეულ სამართალდამცველს.მათ ჰგონიათ, რომ იცავენ სიმართლეს, სინამდვილეში კი ისინი ყველაზე რუსული ხელწერის მქონე ძალების გვერდით დგანან. ამ ახალგაზრდებთან ჩვენ უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და სიმართლე უნდა ვუთხრათ მათ. სიმართლე კი ერთია თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“, სწორედ ამ ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული ქართული ძალა. ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი და სხვა ხელშესახები შედეგები ვინ მოუტანა ქართულ სახელმწიფოს და თითოეულ ახალგაზრდას? რა თქმა უნდა „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ძალის კბილებით შენარჩუნებულმა მშვიდობამ მოიტანა ისიც რომ ქართული სახელმწიფო უკრაინიცაზიას ასცდა.მათთან საუბრის პროცესი დაწყებულია, მაგრამ აუცილებელია განგრძობადი იყოს საუბარი მათთან. ახალგაზრდობამ უნდა იგრძნოს "ქართული ოცნების" პოლიტიკის ძალა, უნდა იცოდეს საკუთარი ქვეყნის გამოწვევები, უნდა გამოუმუშავდეს მეტი პოლიტიკური კულტურა და პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის განვითარების პროცესში მისი როლის მიმართ და უნდა გრძნობდეს მშვიდობის ფასსაც. უნდა გესმოდეთ, რომ სამართალდამცავისათვის მოლოტოვის კოქტეილის სროლა, საკუთარი სახელმწიფოს მიმართ ნასროლი იარაღია, სახელმწიფოს მიმართ რომლის ინტერესების დასაცავადაც თითქოს თქვენ გარეთ დგახართ. ახალგაზრდებო, ნუ მოიტყუებთ თავს, დადექით სიმართლის მხარეს, დადექით ქართული სახელმწიფოს გვერდით, თქვენ ხვალინდელი საქართველოსთვის საჭირო და აუცილებელი ძალა ხართ“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე. 

სააკაშვილი

პოლიტიკა 1713535285

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ - სააკაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობას" ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ამაყი, ძლიერი ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ადამიანი და რეგიონული ლიდერი, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ამ ერთიანობისთვის. ერთიანობა პირველ რიგში არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს. ამ საერთო სიაში თავისი წარმომადგენლების დელეგირებას პარიტეტული პრინციპით ყველა ძირითადი პროევროპული ძალა გააკეთებს. საარჩევნო ნომერი შემთხვევითი წესით შეიძლება შეირჩეს.ჩვენი დათვლებით, საერთო სიის შემთხვევაში, ოპოზიცია ოცნებას 70/30 პროპორციით დაამარცხებს. შემდეგ გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს და ძლიერი სპეციალისტებით დაკომპლექტდეს, რომლებიც ქვეყანაში ნამდვილად არიან და ამავე დროს, ამ ეტაპზე პოლიტიკის წინა ხაზზე არ არიან. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სასამართლოში ცვლილებებზე, დეოლიგარქიზაციის პრინციპებსა და მომავალ კონსენსუსურ საპრეზიდენტო კანდიდატზე ახლავე უნდა შეთანხმდნენ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.გარდა ამისა, როგორც მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, მან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" სთხოვა, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შექმნან და ბორდის თავმჯდომარედ თავად მიხეილ სააკაშვილი განიხილონ, ხოლო მის მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ.მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „რეჟიმს იზოლირებული ჰყავს“, მზად არის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთოს."რაც შეეხება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ საზოგადოებასთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, წინ უნდა წამოვწიოთ ბევრი ახალი სახე და წამოვაყენოთ ახალი იდეები. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმს ახლაც იზოლირებული ვყავარ და ჩემ მიმართ ახალ რეპრესიებს ამზადებს, მე მზად ვარ, კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთო და ყველა ხელოვნური დაბრკოლება გადავლახო. ამასთან დაკავშირებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ. სოფო ამ ბოლო დროს განსაკუთრებით წარმოჩინდა, როგორც წამყვანი და გამწევი ძალა. ის ახალი თაობის პოლიტიკოსებში უმნიშვნელოვანესი ახალი ლიდერი იქნება. ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის", თავისი უშიშრობით, კომუნიკაბელურობით, დაუღალაობით პარტიის არსებულ ლიდერშიფთან ერთად ერთიანობისთვის მუშაობას შეძლებს. ასევე, მე პირადად მიმაჩნია, კარგი იქნებოდა, რომ ის იმ დელეგატთა შორის პირველი ყოფილიყო, ვისაც ჩვენ საერთო ოპოზიციური გაერთიანების სიაში წარვადგენთ, რაც პარტიის სხვა ლიდერების დამსახურებასა და მნიშვნელობას არ ამცირებს.სოფოს თავისი ძალიან საინტერესო აქტივისტების ჯგუფი ჰყავს და ახალი ხალხის მოზიდვის უნიკალური უნარი აქვს, რომელიც ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის ეფექტური ნაწილი გახდება. მე მას სრულად ვენდობი, რაც მის საქმიანობაზე მრავალწლიან დაკვირვებასა და ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას ეფუძნება.ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, უახლოეს დღეებში რუსული რეჟიმის პოლიტიკური ხერხემალი უნდა გადავტეხოთ! მათ პროტესტისა და ჩვენი ხელახლა დანაწევრების საშუალება არ უნდა მივცეთ!ახლა "არა რუსულ კანონს" და "არა რუსულ რეჟიმს" განუყოფელი ლოზუნგებია.ამის გარდა, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებებსა და ნამდვილი, სანდო ადამიანებით დაკომპლექტებას უნდა მივაღწიოთ. ივანიშვილი რამდენჯერმე დაუძვრა ქართულ საზოგადოებას და ამჯერად, მას მოტყუებისა და ჩვენი მოშვების სივრცე არ უნდა დავუტოვოთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ანრი ოხანაშვილი

პოლიტიკა 1713532427

ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ? - ანრი ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს

ქალბატონო ნატო, ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, კადრებია ოფიციალური, ხომ ადასტურებთ, რომ შეხვედრიხართ? ამის გამო ჩაგსვათ სიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“? თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ? - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ნატო ჩხეიძეს და მოსკოვში შეხვედრის დამადასტურებელი ფოტოები აჩვენა.ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიაც შეახსენა.„რაც შეეხება რუსულ საქმეს, ვინ და როგორ აკეთებდით, გრიგოლ ვაშაძე ხომ გახსოვთ? ხომ არ შეგახსენოთ მისი ბიოგრაფია, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილება, შემდგომ კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების განყოფილება. ეს კაცი რა თანამდებობას იკავებდა ხომ გახსოვთ? საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომ იყო რუსული პასპორტით, ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი? შემდეგი - ქალბატონი ნატო [ჩხეიძე] გვესწრება აქ, სხვათა შორის ამ მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არის შემოსული და ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მოსკოვში, სადაც რუსეთის დუმასა და ფედერაციის საბჭოს წევრებთან შეხვედრები გამართეს. ქალბატონო ნატო, ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? პროპორციულ სიაში ხომ ხართ „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით შემოსული? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, ნუ აღელდებით, კადრებია ოფიციალური, ეს უნდა იცოდეთ, ხომ ადასტურებთ, რომ შეხვედრიხართ? ამის გამო ჩაგსვათ სიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“? თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ? სიმართლე მწარეა“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რუსთავის საკრებულო

პოლიტიკა 1713510131

რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის შემადგენლობა უკვე ორ წელზე მეტია, ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს - რუსთვის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრების განცხადება

რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის ანუ ამჟამინდელი საკრებულოს შემადგენლობა უკვე ორ წელზე მეტია, ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს -  ამის შესახებ განცხადებას რუსთვის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრები ავრცელებენ.მათ ცნობით, ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ ჰქონდა ადგილი საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას მუნიციპალიტეტის გამართული მუშაობის და შესაბამისად, ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის წინააღმდეგ, რაც გამოიხატებოდა ბიუჯეტის დამტკიცების ხელისშეშლაში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასებაში, კონკრეტული პროექტების შეფერხებაში, მოქალაქეების პოზიციების გაუთვალისწინებლობაში და ა.შ."საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევების გარდა შრომის ინსპექციამ და შემდეგ უკვე საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საკრებულოს ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედებები აპარატის თანამშრომელთა მიმართაც, თუმცა მათთვის სასამართლოს გადაწყვეტილება შემაფერხებელი არ აღმოჩნდა, რომ კვლავინდებურად გაეგრძელებინათ პოლიტიკური მავნებლობა.ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და პარტიიდან გავიდა ფრაქციის ოთხი წევრი, რაც კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რომ დავიწყოთ რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის თანამდებობებიდან გადაყენების პროცესი.ამ მიზნით, ჩვენ კანონის შესაბამისად, პროცედურების დაცვით, უკვე მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნება სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი.მიგვაჩნია, რომ არსებულ სიტუაციაში, როდესაც ჩვენი საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა ისედაც ყველა შანსს იყენებდა პოლიტიკური რევანშისთვის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ახლა მით უმეტეს არ აქვთ ერთიანი პოზიცია, დაშლილი ნაცმოძრაობის და გახარიას ფრაქციის იმედად ყოფნა ჩვენი ქალაქისთვის არის სრულიად გაუმართლებელი.ამიტომ მივმართეთ კანონით ჩვენთვის მონიჭებულ უფლებას და ვიწყებთ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურას", - წერია განცხადებაში.

სოზარ სუბარი

პოლიტიკა 1713351942

26 მაისს თქვენ გადაკეტეთ ყველა გასასვლელი, რომ ვერავინ ვერ გაქცეულიყო და დაგესაჯათ უსასტიკესად ქართველი ხალხი - ამიტომაც ქართველმა ხალხმა ადგილი ისტორიის სანაგვეზე მიგიჩინათ - სოზარ სუბარი ოპოზიციას

ყველაფერზე ლაპარაკობენ კანონის გარდა და ჰგონიათ, რომ თუ ხმამაღლა იხავლებენ, ამით გადაფარავენ შინაარსს, მაგრამ ვერ გადაფარავთ. საქართველო არის ევროპაში. იყვირეთ, იყვირეთ, ეგ არის თქვენი დავალება. კი, ბატონო! , - ასე მიმართა ოპოზიციას პარლამენტის ტრიბუნიდან  „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.მანვე ოპოზიციას 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევა გაახსენა და აღნიშნა, რომ ყველა გასასვლელის ჩაკეტვით მათ არ მიცეს ხალხს გაქცევის საშუალება, რათა უსასტიკესად დაესაჯათ ქართველი ხალხი და სწორედ ამიტომ ქართველმა ხალხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ადგილი მიუჩინა ისტორიის სანაგვეზე.„ლაპარაკობთ მიტინგზე, ძალიან კარგად გვახსოვს ამ პარლამენტის წინ მოკლული 2 ადამიანი, რომლებიც შემოდეს მაღაზიის თავზე, ხოლო შემდეგ ერთ-ერთის მეუღლეს უთხრეს, თუ ხმას ამოიღებ შენს მოკლულ ქმარზე, შენს შვილს, რომელიც ციხეშია, მოვკლავთ და იმასაც სახლში მოგისვენებთო. ხმა ვერ ამოიღო იმ დედამ. აი, ესა ხართ თქვენ! ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ადამიანებს კლავენ და შემდეგ მაღაზიის თავზე დებენ! ძალიან კარგად გვახსოვს თქვენი ლიდერი, თქვენი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი როგორ ითხოვდა ორ გვამს და შემდეგ შეუსრულეს, კრაილაშვილი დახვრიტეს და ოთანაძე ძლივს გადარჩა, ორი გმირი ადამიანი.გუშინ დევი ჭანკოტაძე, თქვენი გენერალი ლაპარაკობდა, რომ შეიძლება ადამიანი მოკვდესო, ლაპარაკობდა ადამიანი, რომელიც ზარბაზნებს ესროდა ამ შენობაში მყოფ ხელისუფლებას და დღეს ქალბატონი ხერხეულიძე იმ ადამიანის გვერდით ზის, რომელიც პრეზიდენტ გამსახურდიას ესროდა ზარბაზანს და დღეს, ის ადამიანი იმუქრება მკვლელობით. კარგად გვახსოვს ის 26 მაისი, მე 9 აპრილს აქ ვიდექი, როდესაც საბჭოთა იმპერიის ყველაზე სასტიკმა სპეცრაზმმა დაგვარბია და აქ იდგნენ ჩემი კოლეგები, ირაკლი ქადაგიშვილი ხელმძღვანელობდა მიტინგს და მაშინაც კი არ გადაუკეტიათ ყველა გასასვლელი, რაც თქვენ გააკეთეთ 26 მაისს, გადაკეტეთ, რომ ვერავინ ვერ გაქცეულიყო, რომ დაგესაჯათ უსასტიკესად ქართველი ხალხი. ამიტომაც არის, რომ ქართველმა ხალხმა თქვენ მიგიჩინათ ადგილი ისტორიის სანაგვეზე“, - განაცხადა სუბარმა.

ანრი ოხანაშვილი

პოლიტიკა 1713351049

მოსმენა არის ევროპული, მონობა არის რუსული, რასაც აკეთებთ- ჩვენ ვირჩევთ ღირსებით ევროპას, არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა რადიკალიზმს, ეს დაიმახსოვრეთ კარგად - ანრი ოხანაშვილი რადიკალურ ოპოზიციას

„მოსმენა არის ევროპული, მონობა არის რუსული, რასაც აკეთებთ. ევროპულობა ნიშნავს მოსმენის კულტურას, აზრთა ჭიდილს და არა ყვირილს. ჩვენ ვირჩევთ ღირსებით ევროპას, არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა რადიკალიზმს, ეს დაიმახსოვრეთ ძალიან კარგად“-ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ოპოზიციას არანაირი არგუმენტი არ წარმოუდგენია და ეს განხილვა მათი მხრიდან იყო ტყუილებით სავსე.„რაც შეეხება კანონპროექტს- თუ ვინმეს რაიმე არგუმენტი ჰქონდა, უნდა წარმოედგინა, მაგრამ როდესაც ამ ხალხის მხარეს არ არის არგუმენტი, მაშინ აბრახუნებენ აქ. უშინაარსობა არის მათი მხარე. ჩვენი მხარეა არგუმენტირებულობა და შესაბამისად, ჩვენ ვართ მართლები ჩვენი ხალხის და საზოგადოების წინაშე. ამიტომ, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ წარმოვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ეფუძნება ევროპულ, ამერიკის შეერთებული შტატების  გამოცდილებას და აქედან გამომდინარე, ეს არის ქართული მოდელი, რომელიც ეფუძნება სწორედ დასავლურ გამოცდილებას. ჩვენი ამოცანაა, ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური წვდომა გამჭვირვალობაზე დაფინანსებასთან დაკავშირებით. საიდან შემოდის ფინანსები, მიზნობრიობა, როგორ იხარჯება. ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. მთელი ეს განხილვა მათი მხრიდან იყო ტყუილებით სავსე. ამბობდნენ, რომ ეხება ფიზიკურ პირებს, კანონპროექტის პირველივე მუხლში წერია, რომ ეს არ ეხება არცერთ ფიზიკურ პირს და ეს ეხება იურიდიულ პირებს, ამ შემთხვევაში NGO-ებს.“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.