ნანუკა გულუა

ტაბლოიდი 1714370541

„ჩემი პოზიტივი მშველის ყველა სირთულის დაძლევაში“ – ნანუკა გულუა

ტელეწამყვანი ნანუკა გულუა რუბრიკაში „უცნობი ფაქტი ჩემ შესახებ“ მონაწილეობდა. მსახიობმა აღნიშნა, რომ ყველა სირთულის დაძლევაში მას პოზიტივი ეხმარება.“მე ჩემი პოზიტივი მშველის ყოველდღიურად ყველა სირთულის დაძლევაში, ყველგან თავის დამკვიდრებაში. აი  ყველგან ეს იუმორი და პოზიტივი მშველის და მგონია, რომ მის გარეშე არ არსებობს.ადამიანებსაც ასე ვირჩევ ჩემ გარშემო, ვისაც აქვს იუმორი და ვისაგანაც მოდის პოზიტივი,“ – აღნიშნა ნანუკამ. 

ნი

faceამბები 1713792060

“შეუყვარდა" - ნანუკა გულუა უსაყვარლესი შვილების კადრებს გვიზიარებს

ტელეწამყვანი, ნანუკა გულუა, უსაყვარლესი შვილების ფოტოებს აქვეყნებს: "იკა და ნინა. შეუყვარდება"-წერს ნანუკა.

ნანუკა

faceამბები 1713616869

“მინდა მივმართო ქალებს, ვინც შედარებით გვიან დაოჯახდა, 40 წლის ასაკში გავაჩინე მეორე შვილი“ - ნანუკა გულუა

ტელესახე და მსახიობი ნანუკა გულუა ახლახან მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, კახა კაშიას ქალიშვილი ნინა და ვაჟი – იკუნა ჰყავთ. ნანუკა და კახა თავადაც აქტიურად არიან ჩართულები შვილების მოვლაში და ოჯახის წევრებიც მუდმივად ხელს უწყობენ დამხმარე ქალთან ერთად, რომლის მიმართ ნანუკა უდიდეს მადლიერებას გამოხატავს. ორი შვილის და ოჯახის პარალელურად, ის ახერხებს, თავისი საქმითაც იყოს დაკავებული და წარმატებული კარიერა შექმნას. ნანუკა მიიჩნევს, რომ მაგალითია იმ ქალებისთვის, რომლებიც შედარებით გვიან ასაკში დაოჯახდნენ – „მეორე შვილი 40 წლისამ გავაჩინე და მინდა ვუთხრა ყველა ქალს, რომ სისულელეა ის ზეწოლა, რაც გარემოსგან აქვთ, როცა ეუბნებიან – ვაიმე, ოღონდ გათხოვდი და შვილი გააჩინე და მერე თუ გინდა გაშორდიო…“ნანუკა, მიიღეთ ჩვენგან ცოტა დაგვიანებით მილოცვა მეორე შვილის შეძენასთან დაკავშირებით. გვითხარით, რა განსხვავება იგრძენით, როცა მეორე შვილის დედა გახდით?უფრო მშვიდად ვარ და უფრო გამოცდილი ვარ, ვიცი, რის შემდეგ რა მოდის. პირველ შვილზე ისტერიკა მემართებოდა, როდესაც ტიროდა, იკუნაზე უკვე ვიცი, რამ შეიძლება ეს გამოიწვიოს და მეც არ ვტირი მასთან ერთად. რაღაც რომ აწუხებს, შემიძლია, დავამშვიდო და აქეთ არ გავხდე დასაწყნარებელი…თქვენი მეუღლე როგორ არის ჩართული ბავშვების მოვლაში?როგორც მე შემიძლია გამოვუცვალო პამპერსი, დავიცვა ჰიგიენური ნორმები ბავშვთან დაკავშირებით, გავასეირნო, გავართო, ყველაფერი შეუძლია გააკეთოს კახამაც. ყველაფერშია ჩართული. ბავშვები გიჟდებიან მასზე. ჩვენი შვილები ორივე მშობელზე არიან დამოკიდებულები. ჩვენთან არ არის ის შემთხვევა, როცა დედა ყველაფერს აკეთებს და მამა წამოწოლილია. თუ კახა მთელი დღე სამსახურშია და დაღლილი მოდის, მაინც თავად უნდა, რომ ღამე ჩაერთოს ამ რუტინაში. თავად აქვს სურვილი, შვილებთან კონტაქტი ჰქონდეს… ჩემთვის ეს ახალი არ არის, რადგან მთელი ბავშვობა მამაჩემიც ზუსტად ასევე იყო ჩართული ჩვენს აღზრდაში. ძალიან მინდოდა, ჩემი მეუღლეც ასეთივე ყოფილიყო…განაგრძეთ კითხვა:

ნანუკა

ტაბლოიდი 1713415440

VIDEO: ნანუკა გულუა უსაყვარლესი ქალიშვილის ვიდეოს გვიზიარებს

მსახიობი ნანუკა გულუა ხშირად გვიზიარებს სოციალურ ქსელში უსაყვარლესი ქალიშვილის ნინას და მისი ძმის იკას ფოტოებსა და ვიდეოებს. გამოქვეყნებული კადრები დიდი მოწონებით სარგებლობს.ამჯერად ნანუკამ Instagram story-ის მეშვეობით ნინას ვიდეოები გაგვიზიარა, რომელიც დედასთან ერთად სეირნობს.უსაყვარლესმა ნინამ ულამაზესი ქურთუკი და სათვალე მოირგო, რომელშიც ძალიან მოდურად გამოიყურება.

ნანუკა გულუა

საზოგადოება 1712859669

„ამ გოგოს ამბავმა გამაქვავა...“ - რას წერს ნანუკა გულუა

მსახიობი ნანუკა გულუა "ინსტაგრამ სთორის“ აქვეყნებს და ყაზახეთში მომხდარ ფემიციდის შემთხვევას ეხმაურება."ამ გოგოს ამბავმა გამაქვავა, ამ კაცის ხორცის ამოგლეჯის სურვილი მიჩნდება და სერიოზულ მკვლელს ვგრძნობ ჩემში, როცა ვისმენ ისტორიებს და ვუყურებ მოკლულ ქალებს“, – წერს ნანუკა გულუა.შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კუანდიკ ბიშინბაევმა ცოლს, სალტანატ ნუკენოვას, სიკვდილამდე სცემა. სასამართლოს მსვლელობისას, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს, პროკურატურამ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიდანაც დასტურდება, რომ ბიშინბაევი ცოლს რეგულარულად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა."

ნანუკა გულუა

ტაბლოიდი 1712311910

VIDEO: „ვგიჟდები ამ გოგოზე“ - ნანუკა გულუა პატარა ნინას უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა შვილის მორიგ უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს.„ჩემი ვარსკვლავი“, – წერს ნანუკა.ნინას მორიგმა ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.„ვგიჟდები ამ გოგოზე“,„ჩემი თოჯინა“,„რა ლამაზია“, – წერენ სოციალურ ქსელში.            View this post on Instagram                       A post shared by Nanuka Gulua (@nanukagulua)

ნანუკა გულუა

საზოგადოება 1712207445

რა ფოტოს აქვეყნებს ნანუკა გულუა მძიმე ავარიის შემდეგ

მსახიობი ნანუკა გულუა, რომელიც ავარიაში მოჰყვა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და ყურადღებისთვის ყველას მადლობას უხდის.„ჩემო ძვირფასებო, მადლობა ამ სითბოსთვის და ყურადღებისთვის! კარგად ვარ! იღბლიანი ვარ და ღმერთს ვუყვარვარ! უნაკაწროდ გამოვედი საშინლად ნაავარიევი მანქანიდან, ყველას გესიყვარულებით“, – წერს ნანუკა გულუა და ფოტოს აქვეყნებს. 

ნანუკა გულუა

საზოგადოება 1712175926

რას წერს ნანუკა გულუა მძიმე ავარიის შემდეგ

მსახიობი ნანუკა გულუა, რომელიც წუხელ ავარიაში მოჰყვა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და ყურადღებისთვის ყველას მადლობას უხდის.„ჩემო ძვირფასებო, მადლობა ამ სითბოსთვის და ყურადღებისთვის! კარგად ვარ! იღბლიანი ვარ და ღმერთს ვუყვარვარ! უნაკაწროდ გამოვედი საშინლად ნაავარიევი მანქანიდან, ყველას გესიყვარულებით“, – წერს ნანუკა გულუა.ასევე ნახეთ:„ვერ გპასუხობთ, შოკიდან გამოვალ...“ - რა შეემთხვა ნანუკა გულუას„მანქანას შევასკდი მთელი სიჩქარით, სანაპიროზე... გადავრჩი!“ - ნანუკა გულუა

ნანუკა გულუა

საზოგადოება 1712086116

„მანქანას შევასკდი მთელი სიჩქარით, სანაპიროზე... გადავრჩი!“ - ნანუკა გულუა

მსახიობი ნანუკა გულუა ავარიაში მოყვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.„მეგობრებო, ვერ გპასუხობთ, მაპატიეთ! გადავრჩი, მეორედ დავიბადე, ღვთის წყალობით... შოკიდან გამოვალ და ყველას გიპასუხებთ... ავარიაში მოვყევი, საჭესთან მე ვიჯექი, მარტო ვიყავი მანქანაში... წინ გაჩერებულ მანქანას შევასკდი მთელი სიჩქარით, სანაპიროზე... არაფერი მჭირს, გადავრჩი!“ - წერს მსახიობი. 

ნანუკა გულუა

საზოგადოება 1712084986

„ვერ გპასუხობთ, შოკიდან გამოვალ...“ - რა შეემთხვა ნანუკა გულუას

მსახიობი ნანუკა გულუა ავარიაში მოყვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.„მეგობრებო, ვერ გპასუხობთ, მაპატიეთ! გადავრჩი, მეორედ დავიბადე, ღვთის წყალობით... შოკიდან გამოვალ და ყველას გიპასუხებთ... ავარიაში მოვყევი, საჭესთან მე ვიჯექი, მარტო ვიყავი მანქანაში... წინ გაჩერებულ მანქანას შევასკდი მთელი სიჩქარით, სანაპიროზე... არაფერი მჭირს, გადავრჩი!“ - წერს მსახიობი. 

ნანუკა გულუა

ტაბლოიდი 1710432581

„ცოტა პატარა ასაკში რომ დავოჯახებულიყავი, აუცილებლად მეყოლებოდა 8, 10 შვილი. უფლის ნება თუ იქნება, მესამე შვილსაც გავაჩენ“ – ნანუკა გულუა

მსახიობი ნანუკა გულუა, რომელიც რამდენიმე თვის წინ მეორე შვილის დედა გახდა, Instagram გამომწერებს მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან დაკავშირებით ესაუბრა. ნანუკამ ერთ-ერთი გამომწერის კითხვასაც უპასუხა, გეგმავს თუ არა მესამე შვილის გაჩენას.„ნინას მშობიარობის შემდეგ ოდნავ დისკომფორტი მქონდა. იკუნას მერე ისეთი რთული მშობიარობის შემდგომი დეპრესია მქონდა, მართლა მესმის ყველა თქვენგანის ფიქრებიც და შფოთვები და ა.შ. უნდა იცოდეთ, რომ აუცილებლად გაივლის და ერთ მშვენიერ დილას რომ გაიღვიძებ, ჩაირთვები და იქნები შენ“, – ამბობს ნანუკა.კითხვაზე, აპირებს თუ არა მესამე ბავშვის გაჩენას, ნანუკა ამბობს, რომ ყველაფერი უფლის ნებაა და თუ ამის საშუალება ექნება, აუცილებლად გააჩენს.„მე რომ ცოტა უფრო პატარა ასაკში დავოჯახებულიყავი, აუცილებლად მეყოლებოდა 8, 10 შვილი. ახლა, როცა 2 საკეისრო გავიკეთე და ამ საკეისროებს შორის შუალედი ცოტა გავაკეთე, ჩემი ჯანმრთელობისთვის, ფსიქიკისთვის, ბიოლოგიური აღდგენისთვის საჭიროა, რომ დრო გავიდეს. არ ვიცი.. ყველაფერი ღვთის ნებაა, მე არაფერს ვამბობ. თუ უფლის ნება იქნება, მესამე შვილსაც გავაჩენ, რა თქმა უნდა“, – ამბობს ნანუკა გულუა.

ნანუკა გულუა

საზოგადოება 1709929800

“გული მეწვის, ისე მენანები…” - ნანუკა გულუა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ტელეწამყვანი ნანუკა გულუა ახალგაზრდა კაცის, რაულ ჯაყელის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.როგორც ირკვევა, რაულ ჯაყელი სამკურნალოდ იყო წასული."რაული ჯაყელი - საუკეთესო ადამიანი იყავი, ყველა კომუნიკაცია შენთან უსაზღვროდ ტკბილად და თბილად გამახსენდება! გული მეწვის ისე მენანები… ვუსამძიმრებ შენს ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, "მოდუსის" ყველა თანამშრომელს…" - წერს ტელესახე.