„ცოტა პატარა ასაკში რომ დავოჯახებულიყავი, აუცილებლად მეყოლებოდა 8, 10 შვილი. უფლის ნება თუ იქნება, მესამე შვილსაც გავაჩენ“ – ნანუკა გულუა

ნანუკა გულუა

მსახიობი ნანუკა გულუა, რომელიც რამდენიმე თვის წინ მეორე შვილის დედა გახდა, Instagram გამომწერებს მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან დაკავშირებით ესაუბრა. ნანუკამ ერთ-ერთი გამომწერის კითხვასაც უპასუხა, გეგმავს თუ არა მესამე შვილის გაჩენას.

„ნინას მშობიარობის შემდეგ ოდნავ დისკომფორტი მქონდა. იკუნას მერე ისეთი რთული მშობიარობის შემდგომი დეპრესია მქონდა, მართლა მესმის ყველა თქვენგანის ფიქრებიც და შფოთვები და ა.შ. უნდა იცოდეთ, რომ აუცილებლად გაივლის და ერთ მშვენიერ დილას რომ გაიღვიძებ, ჩაირთვები და იქნები შენ“, – ამბობს ნანუკა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მესამე ბავშვის გაჩენას, ნანუკა ამბობს, რომ ყველაფერი უფლის ნებაა და თუ ამის საშუალება ექნება, აუცილებლად გააჩენს.

„მე რომ ცოტა უფრო პატარა ასაკში დავოჯახებულიყავი, აუცილებლად მეყოლებოდა 8, 10 შვილი. ახლა, როცა 2 საკეისრო გავიკეთე და ამ საკეისროებს შორის შუალედი ცოტა გავაკეთე, ჩემი ჯანმრთელობისთვის, ფსიქიკისთვის, ბიოლოგიური აღდგენისთვის საჭიროა, რომ დრო გავიდეს. არ ვიცი.. ყველაფერი ღვთის ნებაა, მე არაფერს ვამბობ. თუ უფლის ნება იქნება, მესამე შვილსაც გავაჩენ, რა თქმა უნდა“, – ამბობს ნანუკა გულუა.