წვიმა

საზოგადოება • 1790712300

„სიფრთხილე და პრევენციული ზომები უნდა იქნეს მიღებული“ – ამინდის პროგნოზი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ხვალინდელი დღის ამინდის პროგნოზს გვიზიარებს.„30 სექტემბერს, ოთხშაბათს, დასავლეთ საქართველოში დილიდან, აღმოსავლეთში კი საღამოს საათებიდან, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან კოკისპირული და ელჭექი, ასევე ნალექის დროს გაძლიერდება დასავლეთის ქარი. სიფრთხილე და პრევენციული ზომები უნდა იქნას მიღებული პოტენციური უარყოფითი ეფექტების, როგორიცაა; წყალდიდობა, მეწყერი, ელჭექი,ხილვადობის შემცირების გამო ტრანსპორტის შეფერხებები, წინააღმდეგ საბრძოლველად. გისურვებთ წვიმაშიც სილაღეს და ღიმილს“, – წერს კობა ფარტენაძე. 

ტაიფუნი

მსოფლიო • 1789991289

იაპონიას ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება - 1.6 მილიონზე მეტ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს, გაუქმდა ასობით ავიარეისი

იაპონია ძლიერი ტაიფუნისთვის ემზადება, რომელიც ტოკიოს უახლოვდება და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში რეკორდულად უხვ ნალექსა და ძლიერ ქარს ელოდებიან. სტიქიის გამო ხუთ პრეფექტურაში 1.6 მილიონზე მეტ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.იაპონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ევაკუაციის რეკომენდაცია იბარაკის, ჩიბას, ტოკიოს, კანაგავასა და შიზუოკას პრეფექტურებში მცხოვრებ 1 674 084 ადამიანს შეეხო. ევაკუაციის განკარგულება სავალდებულო არ არის, თუმცა მოსახლეობას ხელისუფლება უსაფრთხო ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდებს.ტაიფუნის გამო ქვეყანაში სატრანსპორტო მოძრაობაც შეფერხდა. გაუქმებულია დაახლოებით 300 ავიარეისი. მათ შორის, Japan Airlines-მა 135, ხოლო All Nippon Airways-მა 140 რეისი გააუქმა. გარკვეულ მიმართულებებზე შეჩერებულია მატარებლების მოძრაობაც.სტიქიამ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემებიც გამოიწვია. კანტოს რეგიონში დაახლოებით 4 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.ამასთან, მაშველები შიშობენ, რომ კანაგავას პრეფექტურაში მეწყერის შედეგად ჩამოშლილი ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ერთი ადამიანი იყოს მოყოლილი. მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია.იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ტოკიოს სამხრეთით მდებარე ქალაქ ოშიმასა და იზუს კუნძულების ნაწილში წყალდიდობისა და მეწყერის საფრთხის გამო მეხუთე — უმაღლესი დონის საგანგებო გაფრთხილება გამოაცხადა.მეოთხე დონის გაფრთხილება მოქმედებს იზუს კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილში, ასევე ჩიბას, კანაგავასა და შიზუოკას პრეფექტურებში.ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, სტიქიის პროგნოზის გათვალისწინებით, დროულად მიიღონ უსაფრთხოების ზომები და განსაკუთრებით ფრთხილად იყვნენ წყალდიდობისა და მეწყერის მაღალი რისკის ზონებში.

ფოტო

საზოგადოება • 1789838179

ქობულეთში მეწყერი ჩამოწვა - ბათუმი-ქუთაისის მატარებელი შეფერხდა

ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ჩაქვის სადგურში დაბრუნდა.მატარებელი ციხისძირის ტერიტორიაზე მეწყრის ჩამოწოლის გამო ნახევარ საათზე მეტხანს იყო გაჩერებული, რის შემდეგაც ჩაქვის სადგურში დაბრუნდა.მომხდარის გამო მატარებლის მოძრაობა შეფერხდა.ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. 

გურამ დადიანიძე

საზოგადოება • 1789467643

„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია...“ - ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს

„გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი მედიკამენტებს იღებდა“,- ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე ახალ დეტალებზე საუბრობს.როგორც კაკაბაძემ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია მას ჯუმბერ ბუჩაშვილმა მიაწოდა, რომელიც გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში იყო ჩართული.ადვოკატის თქმით, ბუჩაშვილს მასთან შეხვედრისას საქმესთან დაკავშირებით არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა, მათ შორის, გურამ დადიანიძის ფსიქოლოგთან ვიზიტისა და მისთვის დანიშნული მედიკამენტების შესახებ.„მე შევხვდი ჯუმბერ ბუჩაშვილს. მისი ინიციატივა იყო. ის უძღვებოდა სამძებრო საქმეს. როდესაც შევხვდი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდა. მათ შორის, ისიც, რომ მამიდას გურამი ფსიქოლოგთან დაჰყავდა. მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი წამლებს იღებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული შეკითხვები“,- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.ადვოკატის ინფორმაციით, გურამ დადიანიძის საქმეზე გამოკითხვის ოქმებში ფსიქოლოგსა და ფსიქიატრზეც არის საუბარი, ასევე ნახსენებია მედიკამენტები, რომლებსაც, მისი თქმით, ახალგაზრდა იღებდა.კაკაბაძე ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიმართეს მოთხოვნით, დადგინდეს იმ ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის ვინაობა, რომლებიც გურამს პირადად ხვდებოდნენ.მისივე თქმით, სურთ, რომ ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა გამოძიებასთან ითანამშრომლონ და მათთვის არსებული ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან, ადვოკატის შეფასებით, შესაძლოა, ამ ინფორმაციამ გამოძიება ახალი კვალისკენ მიიყვანოს.ტარიელ კაკაბაძე ასევე საუბრობს ჯუმბერ ბუჩაშვილის მიერ სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობის პერიოდზე. მისი თქმით, ბუჩაშვილი აცხადებს, რომ საქმეზე დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში მუშაობდა და ამ პერიოდში გურამის ოჯახის წევრებთან, მათ შორის სოფოსთან, კომუნიკაციაც ჰქონდა.ადვოკატის შეფასებით, კითხვებს აჩენს ის გარემოება, რომ სამძებრო სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოძიება მაშინვე არ დაწყებულა და, მისი თქმით, საქმეზე გამოძიება სამი წლის შემდეგ დაიწყო.„როცა თვენახევარში სამძებრო საქმე დასრულდა, რატომ მაშინვე არ დაიწყეს გამოძიება და რატომ დაიწყეს სამ წელში? ეს მაფიქრებინებს, რომ, სავარაუდოდ, გავლენიან პირებს საგამოძიებო ორგანო მფარველობდა. მერე მოიგონეს მეწყერის ვერსია და მიჩქმალეს ეს საქმე“,- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

გზა

საზოგადოება • 1789126578

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე მეწყერის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა-გამაგრება მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის 42-ე კმ-ზე მეწყერის შედეგად დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა-გამაგრებისა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს.აღნიშნულ მონაკვეთზე განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა გზის სავალი ნაწილი მნიშვნელოვნად დააზიანა. პრობლემის აღმოსაფხვრელად საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გამაგრების კომპლექსურ სამუშაოებს ახორციელებს.პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მეწყრული მონაკვეთის გამაგრება, გზის სავალი ნაწილის აღდგენა და წყალარინების მოწესრიგება. მოეწყობა ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, სანიაღვრე არხი და ბეტონის ბლოკები, ხოლო გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. ამ ეტაპზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.სამუშაოების დასრულების შედეგად აღდგება და გამაგრდება მეწყრის შედეგად დაზიანებული მონაკვეთი და უზრუნველყოფილი იქნება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება.პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 254 269 ლარით ფინანსდება, სამუშაოების დასრულება კი 2027 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

სს

შემთხვევა • 1788778523

რა ვითარებაა ამ წუთებში კურორტ გომისმთის გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია.კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში.გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ვიდეო: ბათუმელები

ნნ

მსოფლიო • 1788177780

„მეგონა, ორივე შვილი დავკარგე…“ - ნეპალის სტიქიის დროს გაუჩინარებული შვილები დედამ 48 საათის შემდეგ იპოვა

ნეპალში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის დროს 8 წლის ზოიალ გალემ სიცოცხლის გადასარჩენად ხეზე ასვლა შეძლო. ამ დროს კი დედამ, მატი მაია თამანგმა, არ იცოდა, ცოცხალი იყო თუ არა მისი შვილი.ზოიალი მეწყერის დროს სკოლაში იმყოფებოდა. როდესაც წყალი სწრაფად მოახლოვდა, ბიჭმა მეგობართან ერთად ტყისკენ გაქცევა მოახერხა.ბავშვებმა ხეებზე ასვლა გადაწყვიტეს, რათა ადიდებული წყლისთვის თავი დაეღწიათ. თუმცა ზოიალმა ფეხი მოიტეხა და სახეზეც დაზიანებები მიიღო.მეორე დღეს ზოიალი მაშველებმა იპოვეს და მოგვიანებით კატმანდუში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.ამ დროს მისი 28 წლის დედა, მატი მაია თამანგი, შვილებს ეძებდა. მას ინფორმაცია არ ჰქონდა არც ზოიალზე და არც მის მეორე შვილზე და უკვე ყველაზე ცუდს ელოდა.შემდეგ ყველაფერი ერთმა სატელეფონო ზარმა შეცვალა. ჟურნალისტმა ზოიალი საავადმყოფოში ნახა და მისი ოჯახის პოვნაში დახმარება შეძლო.როდესაც გაიგო, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო, ქალი საავადმყოფოში მივიდა. დედა და შვილი ერთმანეთს ორი დღის შემდეგ შეხვდნენ.

Stormi

მსოფლიო • 1788076073

კვიპროსზე ძლიერი შტორმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

კვიპროსზე ძლიერმა შტორმმა სამი ნავი დააზიანა. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა.ძლიერმა წვიმამ და ქარმა კვიპროსის სხვადასხვა ნაწილში მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვია. დაიტბორა ქუჩები, რამდენიმე რაიონში მეწყერი ჩამოწვა, ძლიერმა ქარმა კი ხეები მოგლიჯა.

ნეპალი

მსოფლიო • 1787936398

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რიცხვი 2000-მდე გაიზარდა

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რიცხვი 2000-მდე გაიზარდა.ნეპალის პოლიციის განცხადებით, განახლებული მონაცემების თანახმად, დამანგრეველი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 1 924 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა, პოლიციის ცნობით, მათ შორისაა 36 სხვადასხვა ქვეყნის 575 მოქალაქე.როგორც ცნობილია, სტიქიას ინდოეთის 183, აშშ-ს 65, უკრაინის 62 და ბრიტანეთის 33 მოქალაქე ემსხვერპლა ან დაკარგულად ითვლება.ამასთან, ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 579-მდე გაიზარდა.რაც შეეხება ტიბეტს, სტიქიას აქ, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

ნი

საზოგადოება • 1787810419

ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა 1 500-მდე გაიზარდა

ნეპალსა და ტიბეტის რეგიონში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 1 500 ადამიანი, მათ შორის სულ მცირე 800 უცხოელი, დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 165-ს აჭარბებს.„ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან განვაახლეთ ძებნა და მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო მეტ ცხედარს ვიპოვნით“, - განუცხადა პოლიციის წარმომადგენელმა აბი ნარაიან კაფლემ Reuters-ს.პოლიციისა და ტურიზმის წარმომადგენლების თქმით, ნეპალში დაკარგულ 826 ადამიანს შორის თითქმის 600 უცხოელია.ამასთან, ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის, CCTV-ის ცნობით, ტიბეტის გირონგის ოლქში დაკარგულთა რიცხვი 558-ს შეადგენს, მათ შორის 260 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.ნეპალის არმიის პრესსპიკერის, რაჯა რამ ბასნეტის თქმით, ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში ვერტმფრენებიდან კარვებს, საკვებს და სხვა საგანგებო მარაგს ყრიან. გადარჩენილების მოსაძებნად და ცხედრების მოსაძებნად არმიისა და პოლიციის სამაშველო სამსახურის 5 000-ზე მეტი თანამშრომელია მობილიზებული.

ნეპალი

მსოფლიო • 1787756163

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალისა და ტიბეტის სასაზღვრო ზონაში გამანადგურებელი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა.ნეპალის პოლიციის ცნობით, 403 დაკარგულად ითვლება, მათ შორის 341 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დაკარგულთაგან 200 ქალია, ხოლო 203 მამაკაცი.ცნობისთვის, ნეპალისა და ტიბეტის სასაზღვრო ზონაში მეწყერი ჩამოწვა, რასაც ღვარცოფი მოჰყვა. სასაზღვრო პუნქტთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს წამებში როგორ გადაფარა ღვარცოფმა სასაზღვრო ზონა.გრუნტისა და წყლის მასამ თან ჩაიტანა მანქანები და ავტობუსები.სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც. ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, მეწყერი სავარაუდოდ მიწისძვრამ გამოიწვია.დატბორილია საზღვრისპირა დასახლებები. ადიდებულმა მდინარემ წაიღო საცხოვრებელი სახლები და ხიდებიც. ნიაღვარმა დააზიანა ტრიშულის ჰიდროელექტრო სადგურიც.

ნეპალი

მსოფლიო • 1787752555

„ნაპოვნია 18 ცხედარი, 400-მდე ტურისტი დაკარგულად ითვლება“ - ბოლო ცნობები ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე დატრიალებული ტრაგედიის ეპიცენტრიდან

გამანადგურებელი სტიქია ნეპალსა და ტიბეტში. სასაზღვრო ზონაში მეწყერი ჩამოწვა, რასაც ღვარცოფი მოჰყვა. სასაზღვრო პუნქტთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს წამებში როგორ გადაფარა ღვარცოფმა სასაზღვრო ზონა.გრუნტისა და წყლის მასამ თან ჩაიტანა მანქანები და ავტობუსები.ამ დროისთვის დაკარგულად მიიჩნევა 400-მდე ტურისტი. სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც. ნაპოვნია 18 ცხედარი, მაშველებმა წყალდიდობის ზონიდან 88 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, მეწყერი სავარაუდოდ მიწისძვრამ გამოიწვია.დატბორილია საზღვრის პირა დასახლებები. ადიდებულმა მდინარემ წაიღო საცხოვრებელი სახლები და ხიდებიც. ნიაღვარმა დააზიანა ტრიშულის ჰიდროელექტრო სადგურიც.

✕