სტიქია წალენჯიხაში - დაიტბორა რამდენიმე სოფელი, ნაკვეთები, ჩამოწვა მეწყერი

სტიქია

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში.

დატბორილია სოფლები: მიქვა, საჩინო, ფახულანი, ლია, ნინოშვილის ქუჩა, ჭველეს და მაზანდარას უბნები.

უჩვეულოდ უხვად მოსულმა ნალექმა დატბორა საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი.

სოფელ ფახულანში კი მეწყერი ჩამოწვა.