ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები და 2008 წლის ომის შედეგად დევნილი პირების გეგმური ამბულატორია

ამბულატორია

გეგმური ამბულატორიული მომსახურება უფინანსდებათ:

• ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ ოჯახებს
(შესაბამისი მუნიციპალური ორგანოს მიერ მიწოდებული სიის შესაბამისად)
 • ასევე, 2008 წლის საქართველო - რუსეთის ომის შედეგად,  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში  

🔵 100%-ით ფინანსდება: 

🔹 ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები 

🔹 ოჯახის/სოფლის ექიმის მიერ დანიშნული, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ქრონიკული მედიკამენტები 

🔹 ექიმ - სპეციალისტების მომსახურება: 

▪️ ენდოკრინოლოგი
▪️ გინეკოლოგი
▪️ უროლოგი
▪️ ოფთალმოლოგი
▪️ ნევროლოგი
▪️კარდიოლოგი
▪️ოტორინოლარინგოლოგი
▪️ქირურგი 

🔹 ინსტრუმენტული გამოკვლევები: 

▪️ ელექტროკარდიოგრაფია
▪️ საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია
▪️ შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია
▪️ გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია
 ▪️ ძვლების რენტგენოგრაფია 

🔹 კლინიკურ - ლაბორატორიული გამოკვლევები: 

▪️ სისხლის საერთო ანალიზი
▪️ შარდის საერთო ანალიზი
▪️ გლუკოზა პერიფერიულ სისხლში
▪️ კრეატინინი
▪️ ქოლესტერინი სისხლში
▪️ შრატში ლიპიდების განსაზღვრა
▪️ განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე
▪️ პროთრომბინის დრო
▪️ ჰემოგლობინი
▪️ ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST)
  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი (TSH)

🔵 გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად: 

🔹 საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პირი რეგისტრირებული უნდა იყოს მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ პირველადი ჯანდაცვის ცენტრში/პოლიკლინიკაში 

🔹 მიმართეთ ოჯახის/სოფლის ექიმს. სამედიცინო სერვისის მისაღებად, მისი დანიშნულება აუცილებელია 

🔵 ვმართოთ ჯანმრთელობა ერთად!