მარიამ ლამაზი

ტაბლოიდი 1765102665

„აეროპორტში ვარ…მიხარია, რომ პროექტმა გამიშვა...“ – მარიამ ლამაზი „ჰაუსის“ დატოვების შემდეგ

„რუსთავი 2-ის“ რეალითი შოუს „ჰაუსის“ მონაწილემ, ბლოგერმა და ინფლუენსერმა მარიამ ლამაზმა პროექტი დროზე ადრე დატოვა.როგორც რეალითი შოუს წამყვანმა მალხაზ ქვრივიშვილმა მონაწილეებს განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი მარიამის ემოციური მდგომარეობა და ოჯახური პრობლემები გახდა. მარიამ ლამაზი გვიზიარებს მიმართვას, სადაც ამბობს, რომ ამერიკაში თავის შვილებთან მიემგზავრება.„მოგესალმებით. ახლა სტამბოლის აეროპორტში ვარ და მივფრინავ ჩემს ბარტყებთან. ძალიან მიხარია. დავწყნარდი და დავმშვიდდი. მიხარია, რომ პროექტმა გამიშვა. ვიცი რომ დედიკო გაგიჟებული და გადაღლილია. მთელი ცხოვრება მემახსოვრება, რომ ასე დამეხმარება და გვერდში დამიდგა. ძალიან მომენატრნენ ჩემი ახალი მეგობრები „ჰაუსიდან“, – საუბრობს მარიამ ლამაზი

Mariam tatanashvili

საზოგადოება 1765044297

„მხედველობის დაბრუნების შანსები არსებობს...“ – მარიამ ტატანაშვილი საზოგადოებას მიმართავს

მარიამ ტატანაშვილი, რომელმაც ავარიის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო, საზოგადოებას მიმართავს.მარიამი წერს, რომ თურქმა ექიმმა მას მხედველობის აღდგენის გარკვეული შანსები მისცა.„თქვენ იცნობთ 23 წლის მარიამს, რომელიც ჩარჩა იმ დროში როცა იყო 18 წლის და იყო 15 იანვრის საღამო, სანამ მოხდებოდა ეს ტრაგიკული შემთხვევა და დაკარგავდა მხედველობას. მე რეანიმაციაში გაღვიძების დღიდან რაც გავიაზრე, რომ დავკარგე მხედველობა იმის მერე დავისახე მიზნად და გახდა ჩემი ოცნება, რომ დამებრუნებინა მხედველობა, თქვენი დახმარებით მომეცა შანსი, რომ წავსულიყავი კონსულტაციაზე თურქ ექიმთან, რომ გამეგო მქონდა თუ არა მხედველობის დაბრუნების შანსი და ეს შანსები არსებობს, შანსები და იმედები მცირეა, თუმცა უიმედობა არ არის, იმედი არსებობს და ამ იმედში თქვენი იმედი მაქვს და მინდა მხარდაჭერა გთხოვოთ და გვერდში დამიდგეთ რომ ოპერაციის თანხა რაც არის ოცდათხუთმეტი ათასი დოლარი გთხოვთ რომ შემაგროვებინოთ და დამეხმაროთ იმ ოცნების ასრულებაში, რომელსაც ხუთი წელია გულით ვატარებ,“ – წერს მარიამ ტატანაშვილი.  @tatanashvili_mariami13 თქვენ იცნობთ 23 წლის მარიამს,რომელიც ჩარჩა იმ დროში როცა იყო 18 წლის და იყო 15 იანვარის საღამო ,სანამ მოხდებოდა ეს ტრაგიკული შემთხვევა და დაკარგავდა მხედველობას.მე რეანიმაციაში გაღვიძების დღიდან რაც გავიაზრე, რომ დავკარგე მხედველობა იმის მერე დავისახე მიზნად და გახდა ჩემი ოცნება ,რომ დამებრუნებინა მხედველობა ,თქვენი დახმარებით მომეცა შანსი რომ წავსულიყავი კონსულტაციაზე თურქ ექიმთან ,რომ გამეგო მქონდა თუ არა მხედველობის დაბრუნების შანსი და ეს შანსები არსებობს ,შანსები და იმედები მცირეა თუმცა უიმედობა არ არის ,იმედი არსებობს და ამ იმედში თქვენი იმედი მაქვს და მინდა მხარდაჭერა გთხოვოთ და გვერდში დამიდგეთ რომ ოპერაციის თანხა რაც არის ოცდა თხუთმეტი ათასი დოლარი გთხოვთ რომ შემაგროვებინოთ და დამეხმაროთ იმ ოცნების ასრულებაში ,რომელსაც ხუთი წელია გულით ვატარებ.@dilekaltun61 @dunyagozaze ♬ original sound - Mariam_tatanashvili13

მარიამ შარმანიშვილი

ტაბლოიდი 1765043775

„ფოტო, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ახლა უკვე ნახატად იქცა...“- მარიამ შარმანაშვილი

მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში თავის სურათს გვიზიარებს. სოფი ლორენის ქართველი რძალი წერს, რომ აღნიშნული ფოტო, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა, ნახატად აქციეს.„ფოტო, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ახლა უკვე ნახატად იქცა, მადლობა ნათი ულამაზესი საჩუქრისთვის,“ – წერს მარიამი.ცნობისთვის, მარიამმა თავისი რჩეული, კარლო პონტი სოციალურ ქსელში გაიცნო.

გაზი

საზოგადოება 1764913576

5 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა - ნახეთ, აღდგენის დრო

ავტომობილის შეჯახების შედეგად გაზსადენის დაზიანების გამო, ლილოს დასახლებაში გაზის მიწოდება 5000 აბონენტს შეუწყდა.კერძოდ, „თბილისი ენერჯის“ ცნობით, გაზსადენზე ავტომანქანის შეჯახების გამო, დღეს, 5 დეკემბრის 01:45 საათიდან სამგორის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა:ლილოს დასახლების I კვ, კორპ. 5, 15, 16, 24, 26, ლილოს დას. II კვ, კორპ. 1ა, 2, 3, 4, 8, 9, 10, 11, 12, ლილო-ნამორაძის ქ. 2, ელენე გოკიელის ქ. 61, ლილოს დას. IV კვ, კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 10, 11, 12, 13, 14, ლილოს დას. V კვ, კორპ. 1, 2, ლილო, სოფ. წინუბანი, კორპ. 4ა, 5, 6, 7, 8, 11, 12, 13, 13ა, 14ა, ლოჭინის დას, კორპ. 1 და 2, ჭირნახულის ქ. 16-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ლილოს დას. 1-1, 1-2ბ, 1-2ბ-ს მიმდებარედ, 1-3, 1-11, 1-11-ის მიმდებარედ, 1-12, 1-13, 1-14, 1-22-ში (იგივე საქ. სოფ. მანქანის დას.), სადგური ლილო # 1 და # 2 საცხოვრებელი კორპუსების, აეროპორტის დას – რკინიგზის ჩიხის ტერიტორიაზე, სერგო გუჯეჯიანის, გიორგი ნახუცრიშვილის, ელენე გოკიელის ქუჩასა და ჩიხში, არსენ მეკოკიშვილის ქუჩისა და შესახვევის, იუმაშევის, ლილოს დას – ღლონტის, ხილბოსტანვაჭრობის ქ. 1, კამოს, სტურუას, მეფრინველეობის, ფრანგულიანის, ლეონტინმროველის, საქ. სოფ. მანქანის, მეფრინველეობის ფაბრიკის მიმდებარედ, მეფრინველეობის 1, 2, 3 ქუჩებზე (კოტეჯებში) ორახელაშვილის, რუსთაველის ქუჩებზე და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ლილოს დასახლება, საქსოფმანქანის დასახლებაში – ევგენი აფხაზავას ქუჩაზე, ჭირნახულის ქუჩაზე, ლილო, სოფ. წინუბანი – გუდამაყრის, ბეჩოს, იადონის, იალნოს, მერი მდივანის, მშვიდობის, რაჭის, ხევსურეთის, ლოჭინის დასახლებაში.ასევე, აბრამიშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე იუმაშევის ქუჩაზე და მიმდებარედ განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს – ფიზიკურ პირი ვლადიმერ მაჭავარიანს, შპს ,,თ-5”-ს, შპს ,,კონტაქტს”, ფ/პ ირაკლი ფიოლიას, ფ/პ გოჩა ჯაფარიძეს, , შპს ,,იბეროილს”, სს ,,ლილო-1”-ს, სკოლა # 168-ს, შპს ,,პსპ ფარმა”-ს (ლილოს ტერმინალი), შპს ,,ჯი-ემ-პი”-ს, შპს ,,თდკ”-ს, შპს ,,ფაბრიკა კრაფტს”, შპს ,,იტონგ კავკასუსს”, შპს ,,პოლიტეკსს”, შპს ,,ენარგიტს”, შპს ,,დელტა”-ს, შპს ,,რამ პოლიტექსს”, შპს ,,ბრეაქანოფარმა”-ს, სს ,,ლიბერთი ბანკს”, შპს ,,ჯორჯიან ფეიფერფროდაქშენს”, სს ,,ტერაბანკს”, შპს ,,სქაი ინნ”-ს, შპს ,,ბროკუს ჯე”-ს, შპს ,,ჯი ეს სი”-ს, ფ/პ ეკა ჭელიძეს, შპს ,,გ და პლასტს”, სს ,,მესხეთს”, შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”-ს, ისანი-სამგორის პოლიციის IV განყოფილებას, შპს ,,თბილისის რძის ქარხანა”-ს, ფ.პ. ელენე დარჯანიას– კახაბერ სოლომნია, შპს ,,ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრს”, სკოლა # 107-ს. შპს ,,ვი თი ჯგუფს”, შპს ,,ლორდს”, შპს ,,მარიამი 2018”-ს, შლუმბერჟე რუსთაველი ქომფანილიმითედს (ფილიალი) – საქართველო, სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ივეტა დარჩიძეს, შპს ,,პოულტრი ჯორჯია-მეფრინვ. ფაბრ.”-ს, შპს ,,ქართული ხილი და ბოსტნეულს”, შპს ,,ავერსი-რაციონალს”, შპს ,,მეღვინეობა ხარება”-ს, შპს ,,კალვე”-ს, შპს ,,ინთერნეიშენალ ბეიკერ ჰაუსს”, შპს ,,მადლიანი 2020”-ს, შპს ,,ემსიბი ჯორჯია”-ს, სს ,,არგო”-ს, შპს ,,სმილე მიX”-ს, შპს ,,მილენიუმმატერიალს ჯორჯია”-ს, შპს ,,ლილოს სახლს”, შპს ,,ჯეომილ”-ს, შპს ,,ამმა”-ს, შპს ,,როიალ ჯორჯია”-ს, შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანია”-ს, შპს ,,როიალ ჯორჯია”-ს, ი.მ ზ. მსუქნიშვილს, შპს ,,ლილო სითი”-ს, შპს ,,კაპიტალ მენეჯმენტ გრუპს”, ვლ.კახაბრიშვილისმცირე კომერციულ ფართს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა კომერციულ ობიექტებს.მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს დილის 11:00 სთ-დან და დასრულდება 19:00 საათამდე.„ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: ცხელი ხაზი: +995 32 2404004 სწრაფი რეაგირების სამსახური 114“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

shio

საზოგადოება 1764849690

მეუფე შიო: დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიიყვანება ტაძარში - ტაძარი გახლავთ ზეცის ანარეკლი დედამიწაზე, სადაც ადამიანს შეუძლია, როგორც სარკეში, იპოვოს თავისი თავი და გაიგოს თავისი დანიშნულება

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყველა დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულია ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. ჩვენ ვხარობთ, რომ მისი სახით სამყარომ უპასუხა ზეციურ მოწოდებას, უპასუხა ღმერთს მორჩილებით, სიყვარულით, რწმენით, ერთგულებით. ჩვენ ვხარობთ უფალ იესო ქრისტეს გამო, რომ ძე ღმერთი განკაცდა და გახდა ადამიანი, - განაცხადა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის მიყვანების დღესასწაულზე ქადაგებისას.მან შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებაზე ისაუბრა. მეუფის თქმით, ტაძარი არის „ზეცის ანარეკლი დედამიწაზე, სადაც ადამიანს შეუძლია, როგორც სარკეში, იპოვოს თავისი თავი და გაიგოს თავისი დანიშნულება“.„დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიიყვანება ტაძარში. მართალნი იოაკიმე და ანა ასრულებენ თავიანთ აღთქმას და მიჰყავთ ყრმა მარიამი ტაძარში, რომ მიუძღვნან უფალს. მათ ანთებული სანთლებით მიაცილებენ ქალწულები. ყრმა მარიამს დააყენებენ ტაძრისკენ მიმავალი კიბის პირველ საფეხურზე და ის ყველასთვის მოულოდნელად, როგორც ზრდასრული, უშიშრად იწყებს ასვლას თვითონ, დამოუკიდებლად ამ კიბეებზე. ზევით, შესასვლელთან მას დახვდა მღვდელმთავარი ზაქარია, რომელმაც, სულიწმინდისგან შთაგონებულმა, შეიყვანა ყრმა მარიამი ტაძარსა და თვით ტაძრის წმინდათა წმინდაში, სადაც ვერავინ შედიოდა, მღვდელმთავრის გარდა, ისიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ.იოაკიმესა და ანას მეშვეობით კაცობრიობამ მიართვა უფალს, შეიძლება ასე ითქვას, უმანკო არსება და ელოდა მაცხოვრის მოსვლას. ამიტომაც უგალობს დღეს წმინდა ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ასეთი სიტყვებით: „ტაძარსა შინა ღვთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს“. ამიტომაც იგალობება დღევანდელი დღიდან მოყოლებული ყველა ტაძარში საშობაო საგალობლები, რომლებიც ადიდებენ ქრისტეს შობას და მაცხოვრის მოსვლას დედამიწაზე.დღეს მიიყვანება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ტაძარში. როგორც გითხარით, იგი დააყენეს კიბის პირველ საფეხურზე და შემდეგ თვითონ დაიწყო აღმასვლა. ასეა ჩვენს სულიერ ცხოვრებაშიც. ნათლობისა და მირონცხების საიდუმლოებით წმინდა ეკლესია გვაყენებს სულიერი კიბის პირველ საფეხურზე, შემდეგ კი თვითონ უნდა ვიაროთ ამ გზით ღმერთისკენ, წმინდათა წმინდასკენ.რაოდენ სასიხარულოა ეს გზა, ძვირფასო ძმებო და დებო! ჩვენ არ ვართ მარტონი, რადგან ამ გზაზე გვეხმარება და გვამხნევებს თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მან ტაძარი იმდენად შეიყვარა, რომ არ განშორებია მას, სანამ იყო ამის საშუალება. თქვენ იცით, რომ იგი იქ ცხოვრობდა, სწავლობდა წმინდა წერილს, შრომობდა, ლოცულობდა და იქიდან გამოვიდა ის, ვინც გახდა დედა ღვთისა, მთელი კაცობრიობის დედა, მეოხი და შუამდგომელი.გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ დიდებულ დღესასწაულს. შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომ ნაწილობრივ მაინც ჩვენც ვეზიაროთ ტაძრისადმი ასეთ სიყვარულს და ნაცვლად ამსოფლიური შფოთისა, ამაოებისა, გაღიზიანებისა, ჩვენში, ჩვენს სულებში შემოვიდეს ტაძრისგან მიღებული მადლი და შთაბეჭდილებები.თქვენ იცით, ტაძარს ეწოდება ღვთის სახლი, ღვთის სამყოფელი, არამხოლოდ იმიტომ, რომ ის განსაკუთრებული წესით იკურთხება, არამედ ასევე იმიტომ, რომ აქ იკრიბებიან ადამიანები ქრისტეს გულისთვის, რომელმაც ბრძანა: „სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, იქ მე ვარ“ (მთ. 18, 20).ტაძარი გახლავთ ზეცის ანარეკლი დედამიწაზე, სადაც ადამიანს შეუძლია, როგორც სარკეში, იპოვოს თავისი თავი და გაიგოს თავისი დანიშნულება.დღეს წმინდა ყრმა შედის ტაძარში, ძვირფასო ძმებო და დებო, და ყველას მოუხმობს და მოუწოდებს თავისკენ; ვევედროთ მას, შეგვეწიოს, რომ შევისმინოთ მისი ეს მოწოდება და მის მაგალითს მივყვეთ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ჰაუსი

ტაბლოიდი 1764792343

„პროექტმა მიიღო გადაწყვეტილება“ - მარიამ ლამაზმა „ჰაუსი“ დატოვა

„რუსთავი 2-ის“ რეალითი შოუს „ჰაუსის“ მონაწილემ, მარიამ ლამაზმა პროექტი დროზე ადრე დატოვა. როგორც რეალითი შოუს წამყვანმა მალხაზ ქვრივიშვილმა მონაწილეებს განუცხადა, პროექტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მარიამის მძიმე ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე და მისი ოჯახური პრობლემების გათვალისწინებით მიიღო.„ეს არის შვილებთან მისი ყოფნის აუცილებლობა, რომლებიც ამერიკაში იმყოფებიან, პროექტმა მიიღო გადაწყვეტილება, მისცეს მარიამს საშუალება გაემგზავროს ამერიკაში მის ოჯახთან“, - განაცხადა რეალითი შოუს წამყვანმა.

ცოცხი

პოლიტიკა 1764623071

წინაპრებისგან გადმოცემული ნიშნები, რომლებიც ხელს გიშლით გათხოვებაში - ეზოტერიკოსების მოსაზრება

ჩვენი ბებიები ლეგენდების შეთხზვაში ისეთივე ოსტატურად გამოირჩეოდნენ, როგორც ჰოლივუდის სცენარისტები. „ნუ დაჯდები მაგიდის კუთხეში - შვიდი წელი ვერ გათხოვდები“,„ნუ დალევ ჩაის კოვზით - შენი საქმრო გაიქცევა“,„ნუ გაწმენდ კარს - შენს თავს ბედნიერებას წაართმევ“...და რა არის გასაკვირი: ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ვესაუბრებით ხელოვნურ ინტელექტს, დავფრინავთ კოსმოსში, მაგრამ მაინც გვეშინია ყავის მორევისა ფინჯანში, კოვზის გარეშე. დროა, ჩვენს სტატიაში გავაანალიზოთ ეს მითები და გავიგოთ, რატომ უნდა შევინახოთ ისინი მოძველებული ცრურწმენების მუზეუმში.7 აბსურდული ცრურწმენა, რომელიც, სავარაუდოდ, ხელს გიშლით დაქორწინებაში1. ჭიქაში კოვზი მოხუც ქალწულად გაქცევთერთ-ერთი უძველესი და ყველაზე აბსურდული ცრურწმენა. ითვლებოდა, რომ თუ გოგონა ჩაის ფინჯნიდან კოვზის ამოღების გარეშე დალევდა, ის ვერ გათხოვდებოდა.ეს „საშინელებათა ისტორია“ იმ დროიდან იღებს სათავეს, როდესაც ეტიკეტის ცოდნა კარგი მანერების ნიშნად ითვლებოდა. მართლაც ჩვეულებრივი იყო კოვზის ჭიქიდან ამოღება, მაგრამ მხოლოდ წესიერების გამო.დღეს მამაკაცები ქალებს ირჩევენ არა ჩაის კოვზის გამოყენების წესით, არამედ თავსებადობით, ხასიათითა და საერთო ღირებულებებით.თუ პოტენციური საქმრო ფინჯანში ჩადებული კოვზით სერიოზულად განაწყენდება, ეს სინამდვილეში კარგია. ეს ნიშნავს, რომ ბედმა მე-19 საუკუნეში ჩარჩენილი მამაკაცისგან შორს წაგიყვანათ.2. მაგიდის კუთხეში ჯდომა: ბილეთი შვიდი წლის მარტოობისთვისერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცრურწმენა: თუ კუთხეში დაჯდები, მარტო დაბერდები.სინამდვილეში, ეს ბევრად უფრო მარტივია. წინათ მაგიდის კუთხეები დაბალი კატეგორიის  ადგილებად ითვლებოდა; ისინი, ვინც აღარ ითვლებოდნენ სასურველად, იქ ისხდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიზეზმა და შედეგმა უბრალოდ ადგილები გაცვალეს.დღეს კუთხეები ისეთივე ჩვეულებრივი ადგილია და ბევრი მაგიდა მრგვალიც კია. კუთხეში ჯდომა კი, მაქსიმუმ, ბებიის საშინელი ისტორიების გახსენებისა და სიცილის საბაბია.3. იატაკის „არასწორი მიმართულებით“ წმენდა ბედნიერებას გართმევსცრურწმენის თანახმად, ზღურბლიდან უნდა გაწმინდო - წინააღმდეგ შემთხვევაში, ბედნიერებას, საქმროს და ახალგაზრდობას ართმევ თავს. მაგრამ თუ წრეზე წმენდ, შენი ბედი გაფუჭდება.ლოგიკა მარტივია: ძველად, დიასახლისობა გოგონასთვის მთავარ თვისებად ითვლებოდა. აქედან გამომდინარე, მცდელობაა, საყოფაცხოვრებო უნარებს მისტიკური მნიშვნელობა მიანიჭონ.დღეს ადამიანების უმეტესობას აქვს მტვერსასრუტები, რობოტი საწმენდები და დასუფთავების სერვისები. ცოცხის მიმართულებას კი არანაირი გავლენა არ აქვს ბედზე. თუ სუფთა იატაკი გინდა, ისე გაწმენდ, როგორც გინდა. ბედნიერება ამის გამო ნამდვილად არ გაგექცევა.4. არ მოისინჯოთ სხვისი საქორწინო კაბები და ბეჭდებიოდესღაც ითვლებოდა, რომ საქორწინო ნივთებს ძლიერი ენერგია ჰქონდათ და თუ გაუთხოვარი გოგონა მეგობრის კაბას მოისინჯავდა, ის „წაიღებდა“ მეგობრის ბედნიერებას და საკუთარს გაანადგურებდა.სინამდვილეში, ეს უბრალოდ ძვირად ღირებული ნივთების დაზიანებისგან დასაცავი გზაა. აქ არანაირი მაგია არ არის ჩართული, მხოლოდ საღი აზრი: კაბა ფრთხილად ინახება ისე, რომ თავად პატარძლისთვისაც იდეალური დარჩეს.კაბის მოისინჯვა ან ბეჭდის გაკეთება ბედის ნიშანი არ არის. ისინი უბრალოდ ქსოვილი და ლითონია. და ადამიანები ქორწინდებიან ურთიერთობების გამო და არა მისტიციზმის.5. არ მისცეთ სხვას დანები ან სხვა ბასრი საგნებირწმენის თანახმად, დანა „მოჭრის“ ბედნიერებას და ჰარმონიას. განსაკუთრებით საშიშია ასეთი საჩუქრების მიღება მამაკაცებისგან - ამბობენ, რომ მას სურს „მოგწყვიტოს“ სხვა საქმროებისგან.საიდან მოდის ეს ყველაფერი? დანა ყოველთვის კონფლიქტის სიმბოლოდ ითვლებოდა და ადამიანები ცდილობდნენ ზედმეტი ასოციაციების თავიდან აცილებას.მაგრამ დღეს კარგი სამზარეულოს დანა ერთ-ერთი საუკეთესო და პრაქტიკული საჩუქარია. და უამრავი ბედნიერი წყვილია, რომლებსაც სახლში დანების მთელი კოლექცია აქვთ.6. აკრძალულია იმ ორ ადამიანს შორის ჯდომა, რომლებსაც ერთი და იგივე სახელი აქვთ.სავარაუდოდ, ბედი აგერევბათ და თქვენი საქმრო თქვენამდე ვერ მოვა.წარმოიდგინეთ თანამედროვე ოფისი სამი მარიამით და ხუთი ალექსანდრეთი. თუ ამ ცრურწმენას მიჰყვებით, გუნდის ნახევარი კედელთან უნდა იდგეს.სახელები თქვენს პირად ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს. მაგრამ მაგიდასთან ახალი ნაცნობების შეძენა სავსებით შესაძლებელია.7. აკრძალულია მამაკაცის წინაშე თავის მოწესრიგება.ამ ცრურწმენის მნიშვნელობა: მამაკაცმა მხოლოდ საბოლოო შედეგი უნდა დაინახოს და არა სილამაზის „ჯადოსნური პროცესი“. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გრძნობები გაქრება.სინამდვილეში, ჯანსაღი ურთიერთობები მიღებაზე, ნდობასა და გულწრფელობაზეა აგებული. თუ მამაკაცი კარგავს ინტერესს, როდესაც იდეალური ვარცხნილობის გარეშე გხედავთ, ის თქვენთვის შესაფერისი მამაკაცი არ არის. ნამდვილი ინტიმურობა შეუძლებელია ბუნებრიობისა და გახსნილობის გარეშე.რატომ არის ყველა ეს ცრურწმენა ასეთი მუდმივი?იმიტომ, რომ ისინი ქალს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებენ.ვერ შეძელით ურთიერთობის დამყარება? უფრო ადვილია კოვზის, მაგიდის კუთხის ან ცოცხის დადანაშაულება, ვიდრე საკუთარი შიშების, შეცდომების ან ჩვევების შეცვლის სურვილის არქონის აღიარება.მაგრამ ცხოვრება სხვაგვარად მუშაობს. სიყვარული მოდის არა მათთან, ვინც იატაკს „სწორი“ მიმართულებით წმენდს, არამედ მათთან, ვინც მზადაა ურთიერთობების დასამყარებლად, საკუთარ თავზე სამუშაოდ და სხვების მიმართ გახსნილია.

მომღერალი

ტაბლოიდი 1764511752

„უთხარით, რომ ნიჭიერია, ჩემი არ სჯერა“ - ნინი შერმადინი შვილის ვიდეოს აქვეყნებს

მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში შვილის კადრებს აქვეყნებს, სადაც მარიამი მღერის.„სპამებში ვუპოვე ჩუმჩუმელას. როგორ არ მღერის ხალხო უთხარით რომ ნიჭიერია. ჩემი არ სჯერა“, - წერს ნინი შერმადინი.ვიდეომ უამრავი მოწონება დაიმსახურა. 

ყველაზე ცნობილი ბავშვები

საზოგადოება 1764178754

„ჩვენ არ შევცვლილვართ...“ - როგორები არიან ყველაზე ცნობილი ბავშვები დღეს

სოციალურ ქსელში ყველაზე ცნობილი, მეგობარი ბავშვები - მარიამი და ბექა, სოფელ ქვეშეთიდან, დღეს რუსთავი2-ის მაყურებელმა გადაცემა „შუადღის“ ეთერში იხილა.ბექა და მარიამი საზოგადოებამ 6 წლის წინ გაიცნო და შეიყვარა. 2019 წელს, მარისა და ბექას ფოტო ფოტოგრაფმა გიორგი ნადირაშვილმა გადაიღო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.მათ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმისთვის საბჭოთა პერიოდის სამოსი ჩააცვეს და ფოტო გადაუღეს. ფოტომ პოპულარობა მალევე მოიპოვა და მას შემდეგ ყველა მარისა და ბექას შესახებ საუბრობდა.ისინი ახლა 13 და 12 წლისანი არიან.როგორც გაგრძელდა მათი მეგობრობა, როგორ სწავლობენ და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, ამის შესახებ მარიამ იმედაშვილის სიუჟეტიდან შეიტყობთ: 

პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა

საზოგადოება 1764162649

პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა. მთავრობის მეთაურმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.პროექტი მსოფლიო დონის ფინანსურ-ტექნოლოგიური პლატფორმა Tether-ის 18 მილიონი დოლარის თანაინვესტიციით ხორციელდება.პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრო კოლეჯის განვითარების გეგმის პრეზენტაციას, რომელიც Skillwill-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მარიამიძემ გამართა. Skillwill-ი ქვეყნის მასშტაბით 12 კოლეჯის გახსნას გეგმავს, სადაც  ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები და მონაცემთა ინჟინერია.Skillwill-ის კოლეჯი ფუნქციონირებს თბილისსა და ბათუმში, სადაც 1 350 სტუდენტი სწავლობს. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 5 ძირითადი მიმართულებით, რაც პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა  და კომპიუტერულ ქსელებს მოიცავს. 

ნიგერია

მსოფლიო 1763790724

ნიგერიაში კათოლიკურ სკოლას თავს დაესხნენ

ნიგერიაში კათოლიკურ სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის დროს 200-ზე მეტი მოსწავლე და 12 მასწავლებელი გაიტაცეს.„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, ინციდენტი პაპირის დასახლებაში მოხდა.ნიგერიის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გატაცება შესაძლებელი გახდა, რადგანაც სკოლამ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ხელისუფლების გაფრთხილება არ გაითვალისწინა და გააგრძელა სასწავლო პროცესი.„სამწუხაროდ, წმინდა მარიამის სკოლამ გააგრძელა სასწავლო პროცესი შტატის მთავრობის ნებართვის გარეშე, რითაც მოსწავლეები და პერსონალი იმ საფრთხეს წინაშე დააყენა, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო,“ – ნათქვამია განცხადებაში.პაპირის მცხოვრებლების თქმით, თავდასხმის დროს სკოლას მხოლოდ ადგილობრივი მცველები იცავდნენ, ხოლო პოლიციის ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების დანაყოფები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. ეს თავდასხმა ბოლო დღეებში რეგიონში მომხდარი ძალადობრივი დანაშაულების სერიის ნაწილია. პაპირის გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე მეზობელ შტატში შეიარაღებულმა პირებმა საშუალო სკოლაზე თავდასხმა განახორციელეს და 25 გოგონა გაიტაცეს.ცნობისთვის. ნიგერიაში შექმნილმა მდგომარეობამ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში ქრისტიანების დევნაზე ისაუბრა. ნიგერიის ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია უარყო.

ეკ

საზოგადოება 1763717774

„საბას ნათლობა და პირველი ზიარება“ - მარიამ ელიეშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

მომღერალი მარიამ ელეიშვილის ვაჟი გაქრისტიანდა. პატარა საბა აშშ-ში მონათლეს. მარიამმა ნათლობის და პირველი ზიარების კადრები გამომწერებს გაუზიარა. პატარა საბამ თბილი კომენტარი დაიმსახურა.მარიამის მამაკაცის ამერიკაში ბიზნესმენი გიორგი მჭედლიშვილი. წყვილი შვილთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს.