რომში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს - რას ედავებიან ქართველებს
1765376447
მარიამ ტატანაშვილი, რომელმაც ავარიის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო, საზოგადოებას მიმართავს.
მარიამი წერს, რომ თურქმა ექიმმა მას მხედველობის აღდგენის გარკვეული შანსები მისცა.
„თქვენ იცნობთ 23 წლის მარიამს, რომელიც ჩარჩა იმ დროში როცა იყო 18 წლის და იყო 15 იანვრის საღამო, სანამ მოხდებოდა ეს ტრაგიკული შემთხვევა და დაკარგავდა მხედველობას. მე რეანიმაციაში გაღვიძების დღიდან რაც გავიაზრე, რომ დავკარგე მხედველობა იმის მერე დავისახე მიზნად და გახდა ჩემი ოცნება, რომ დამებრუნებინა მხედველობა, თქვენი დახმარებით მომეცა შანსი, რომ წავსულიყავი კონსულტაციაზე თურქ ექიმთან, რომ გამეგო მქონდა თუ არა მხედველობის დაბრუნების შანსი და ეს შანსები არსებობს, შანსები და იმედები მცირეა, თუმცა უიმედობა არ არის, იმედი არსებობს და ამ იმედში თქვენი იმედი მაქვს და მინდა მხარდაჭერა გთხოვოთ და გვერდში დამიდგეთ რომ ოპერაციის თანხა რაც არის ოცდათხუთმეტი ათასი დოლარი გთხოვთ რომ შემაგროვებინოთ და დამეხმაროთ იმ ოცნების ასრულებაში, რომელსაც ხუთი წელია გულით ვატარებ,“ – წერს მარიამ ტატანაშვილი.
@tatanashvili_mariami13 თქვენ იცნობთ 23 წლის მარიამს,რომელიც ჩარჩა იმ დროში როცა იყო 18 წლის და იყო 15 იანვარის საღამო ,სანამ მოხდებოდა ეს ტრაგიკული შემთხვევა და დაკარგავდა მხედველობას.მე რეანიმაციაში გაღვიძების დღიდან რაც გავიაზრე, რომ დავკარგე მხედველობა იმის მერე დავისახე მიზნად და გახდა ჩემი ოცნება ,რომ დამებრუნებინა მხედველობა ,თქვენი დახმარებით მომეცა შანსი რომ წავსულიყავი კონსულტაციაზე თურქ ექიმთან ,რომ გამეგო მქონდა თუ არა მხედველობის დაბრუნების შანსი და ეს შანსები არსებობს ,შანსები და იმედები მცირეა თუმცა უიმედობა არ არის ,იმედი არსებობს და ამ იმედში თქვენი იმედი მაქვს და მინდა მხარდაჭერა გთხოვოთ და გვერდში დამიდგეთ რომ ოპერაციის თანხა რაც არის ოცდა თხუთმეტი ათასი დოლარი გთხოვთ რომ შემაგროვებინოთ და დამეხმაროთ იმ ოცნების ასრულებაში ,რომელსაც ხუთი წელია გულით ვატარებ.@dilekaltun61 @dunyagozaze ♬ original sound - Mariam_tatanashvili13