ანსამბლი „რუსთავი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1765132691
„რუსთავი 2-ის“ რეალითი შოუს „ჰაუსის“ მონაწილემ, ბლოგერმა და ინფლუენსერმა მარიამ ლამაზმა პროექტი დროზე ადრე დატოვა.
როგორც რეალითი შოუს წამყვანმა მალხაზ ქვრივიშვილმა მონაწილეებს განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი მარიამის ემოციური მდგომარეობა და ოჯახური პრობლემები გახდა. მარიამ ლამაზი გვიზიარებს მიმართვას, სადაც ამბობს, რომ ამერიკაში თავის შვილებთან მიემგზავრება.
„მოგესალმებით. ახლა სტამბოლის აეროპორტში ვარ და მივფრინავ ჩემს ბარტყებთან. ძალიან მიხარია. დავწყნარდი და დავმშვიდდი. მიხარია, რომ პროექტმა გამიშვა. ვიცი რომ დედიკო გაგიჟებული და გადაღლილია. მთელი ცხოვრება მემახსოვრება, რომ ასე დამეხმარება და გვერდში დამიდგა. ძალიან მომენატრნენ ჩემი ახალი მეგობრები „ჰაუსიდან“, – საუბრობს მარიამ ლამაზი