artists

კულტურა 1702486804

ლეგენდები, არტისტები და ხელოვანები, რომლებსაც 2023 წელს დავემშვიდობეთ

2023 წელს ბევრი ხელოვანი დავკარგეთ. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ოცამდე არტისტის იმიერში გადასვლა, ბევრია... მით უფრო, როდესაც ამგვარი მასშტაბური ადამიანების წასვლით, ძალიან ვღარიბდებით. წლის დასაწყისში "მიმინო" გაგვიფრინდა... ეპოქალური ბუბა 15 იანვარს წავიდა... ნათლისღების დღეს, მშობლიურ ვერაზე, "წუთისოფლის ეტლმა, ჭენებ-ჭენებით გააქროლა" ჩვენი ლეგენდა. ვახტანგ კიკაბიძე საქართველომ გულიდან წამოსული ცრემლით გააცილა...ტაში და აღიარება, რომელიც მთელი ცხოვრება თესა, საბოლოოდ უკანასკნელ გზაზე მოიმკა და შლეიფივით თან გაიყოლა..."სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა..."  დიახ, ბუბას პროცესია ვარდისფერი იყო, სიყვარულის და ვარდის ფურცლებისფრად მეფურიც და ფაქიზიც.სევდიანი იყო სცენა, საიდანაც ჩვენი მიმინო ჯერ აფრინდა, შემდეგ მთელი ცხოვრება, დიადი კამარა შეკრა და 2023 წლის 19 იანვარს, მარადიულ განსასვენებლამდე, რამდენიმე საათით შეისვენა. შესვენება იყო ცრემლიან- ყვავილიანი. მადლიერი აპლოდისმენტებით გული იჯერა და ისე წავიდა. მაგრამ ეს სულ სხვა ტაში იყო. ის არაფრით ჰგავდა ბუბას შესრულებით აღტაცებულ აპლოდისმენტებს. იყო სევდიანი, მადლიერებით გაჟღენთილი და სამარის კარამდე მიმცილებელი.ბუბა ჩვენი ქვეყნის ერთგვარი ლოგო იყო... თავის გმირებსაც ჰგავდა... ჰქონდა ღირსება და დიდი სიკეთე" - ცნობილი ქართველები 84 წლის ლეგენდას ასე გამოემშვიდობნენ...მეორე ლეგენდა და მისი თაობის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი - ჯემალ ღაღანიძე მარადისობას 3 თებერვალს შეერთო. 89 წლის მსახიობმა უკანასკნელი წლები, ძირითადად, მწოლიარემ გაატარა. უბედნიერესს ხდიდა ყურადღება, მოკითხვა და სცენაზე დაბრუნების იმედი უთბობდა სიბერისგან გაფერმკრთალებულ წლებს. "კეთილშობილი, კომფორტული და ნამდვილი" - ეს იყო შეფასებები, რომლითაც არტისტს ახასიათებდნენ. მურმან ჯინორია: რა ხიბლი ჰქონდა ამისთანა ჯემალ ღაღანიძეს, რომ ის ხალხს უყვარდა? ეს ხიბლი ან გაქვს, ან არ გაქვს. მას ვერავინ მოგცემს. სცენაზე რომ გამოვიდოდა, ყველა მას უყურებდა, შენატროდა. იმ 70 წლის მანძილზე , რაც მან რუსთაველის თეატრის სცენაზე გაატარა, რამდენ ადამიანს მიანიჭა სიხარული. ეს სიხარული გაჰყვეს მას იმ ქვეყნად...ერთია, რომ კარგი მსახიობი ხარ, მეორეა, რომ ხარ კომფორტული ადამიანი. ის კომფორტული იყო ოჯახშიც, თეატრშიც, სამეგობროშიც, სუფრაზეც, სიმღერის დროსაც.12 აპრილს, 58 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, ბესო მეგრელიშვილი.ქეთი ქიტიაშვილი: 1 აპრილს სპექტაკლი ვითამაშეთ და იქიდან მხიარულები წამოვედით. ბესოზე რატომღაც გავიფიქრე, რა ყოჩაღად არის-მეთქი. მომეწონა, კარგად ითამაშა, კმაყოფილი ვუყურებდი კულისებიდან და ჩემი შეგრძნებები მახსოვს. მაგრამ ეს არ ყოფილა არანაირი წინათგრძნობა. ვერც ვიფიქრებდი, რომ რამდენიმე დღეში მასზე წარსულში მომიწევდა საუბარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუდმივები ვართ. არ ვუფრთხილდებით ჯანმრთელობას. არადა, რა არის ადამიანის ცხოვრება.9 მაისს გარდაიცვალა პოეტი ბერდია არაბული. ხევსურეთმა თავისი 61 წლის კაი ყმა იგლოვა. ეთერ თათარაიძე: როგორც ის დამამახსოვრდა, ეს მისგან წამოსული სინათლეა. თავისი კუთხის, ხევსურეთის ძალიან ერთგული იყო. მოუშორებლად იქ იყო. ქართულს ასწავლიდა.უთქმელი ადამიანი იყო. ნამდვილი მთის კაცი. როდესაც შეგვხვდებოდა, დიდი სითბოთი და სხვანაირი სიკეთით გამორჩეული მამახსოვრდებოდა, თავისი ნაღვლიანი ღიმილით. ეგეთი იყო. ძალიან არ გასამეტებელი ადამიანი იყო. მისნაირები უვლიან ხევსურეთს ახლა და აცოცხლებენ. თბილისში ისწავლა, თავის კუთხეში დაბრუნდა და იქაურობას შეეწირა. მაისში გარდაიცვალა 51 წლის პოეტი ლევან ალავერდაშვილიც. უავადმყოფია, როგორც ახლობლები წერენ. ლევანი მშობლიურ ქიზიყში ცხოვრობდა. დედაქალაქს მაშინ სტუმრობდა, როდესაც "საჭირო" იყო. არ უყვარდა ქალაქი. ფესვებთან ახლოს ყოფნითა და ვაზის მოვლით გართულს, მიწის სუნით გაბრუებულსა და ღვინისფრად შესხვაფერებულს, სამრეკლოში ნახავდით. ეს მისი სოფლის სახელია, ამგვარად რელიგიურად პოეტური.ლევანას (ასე ეძახდა თავის თავს) პოეზია გულიდან წამოსული რითმების სიმფონიაა, რომელიც კითხვისას გასხვაფერებს და უკეთესს გხდის. ***გასულ ზაფხულს მარიკუნა მიქატაძემ სრული შოკი მიგვაღებინა! გია ფერაძის 39 წლის ქალიშვილის მოულოდნელმა ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ზაფხული შუაზე გადატეხა.მარიკუნა 14 ივლისს საბერძნეთში გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მოტოციკლეტიდან გადავარდა... მარიკუნა მოდის სფეროში მოღვაწეობდა. ომის დაწყებამდე, ცხოვრობდა და მუშაობდა უკრაინაში.ნანახი თუ გყავდათ, ამ ტრაგიკული ბედის მანტიით მცხოვრები გოგონას სევდიან თვალებს, ვერასდროს დაივიწყებდით. ადვილი არ იყო მთელი ცხოვრება ევლო აჩრდილითა და ხმით - მამამ დედა მოუკლა...აპატია? ალბათ, ბოლომდე ვერც შეძლებდა ამის შენდობას. იყო ვარსკვლავური, მომხიბვლელი და სევდიანი...შავი თმით, ყურზე რგოლებით, გაბუტული ტუჩებითა და სევდიანი თვალებით - მარიკუნა სულ ასეთი ემახსოვრება ყველას... 17 ივლისს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული მოცეკვავე, ომარ მხეიძე. ნატალია მხეიძე: ბაბუ არ ტოვებდა არც ერთ კონცერტს, შეკრებას, დაჯილდოებას და მსგავს ღონისძიებებს. ძალიან ბევრს და ხშირად დადიოდა მთასა თუ ბარში. მისი პროფესიით ცოცხლობდა. მამა ხშირად სთხოვდა, რომ ასაკის გამო ამდენი აღარ ევლო, ცუდად რომ არ გამხდარიყო; ამაზე ომარი ბრაზდებოდა, რა დროს ეგ არისო. 86 წლამდე ამ რეჟიმით იცხოვრა. ძალიან უყვარდა სიცოცხლე. ბოლოს, როდესაც აღარც ჯანმრთელობა უწყობდა ხელს და აღარც მეხსიერება, არასოდეს დავიწყებია "სუხიშვილების" პერიოდი, არც ერთი დეტალი. არ ახსოვდა არაფერი, მაგრამ ახსოვდა "სუხიშვილები". ახსოვდა ყველა კონცერტი, ყველა ჯილდო81 წლის გოგი ხარაბაძემ თავისი უკანასკნელი განსასვენებელი, 20 აგვისტოს, მახათას მთაზე დაიდო.პირადმა ტრაგედიამ მოწყვიტა ყველაფერს და როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, შვილმკვდარი უფალს დაუახლოვდა... მგლოვიარეთათვის პატრიარქი აუწონავი ნუგეშისმცემელია; მსახიობი ხშირად სტუმრობდა მას და ერთ-ერთ ვიზიტზე, რომელსაც საქმიანი ეთქმოდა, ასეთი რამ მოჰყვა;გოგი ხარაბაძემ 14 წლის წინ „ბიბლიის“ პირველი სრული აუდიო ვერსია ჩაწერა, დაბადებიდან – აპოკალიფსის ჩათვლით. პატრიარქმა ორწლიანი ნაშრომი 2009 წლის 1 მაისს ჩაიბარა და მას "საუკუნის პროექტი" უწოდა. პროექტის პროდიუსერები მერაბ სანოძე, გიორგი ხარაბაძე (უმცროსი) და თამარ ცაგარეიშვილი გახლდნენ. ბუნებრივია, „ბიბლია“ პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და წინამძღვრობით ჩაიწერა. გოგი ხარაბაძე თითქმის ყოველ კვირა დადიოდა პატრიარქთან, ხშირად ესაუბრებოდა უწმინდესს, ლოცვა-კურთხევას იღებდა. მაქსიმალურად ემზადებოდა ამ პროექტისთვის. უზარმაზარი შრომა ჩადო, რომ მაღალ დონეზე შესრულებულიყო.20 აგვისტოს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი თემო გოცაძე."ყველაზე მეტად მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო, ამბობდა. ძალიან დააკლდა, განიცადა და მალევე წავიდა კიდეც.კი ვითომდა თავი ხელში აიყვანა, კუს ტბაზე დადიოდა, რომ გაევლო, გამოევლო, თითქოს სიძლიერე გამოიჩინა, მაგრამ მაინც არ გამოუვიდა.მე ვფიქრობ, რომ მარინა რომ ცოცხალი ყოფილიყო, თემოს სიცოცხლე გახანგრძლივდებოდა. მამაკაცი უფრო სუსტია, მოსავლელია, ამიტომ თემოს მარინა ძალიან დააკლდა, განიცადა და დაეტყო კიდეც; საყვარელი ქალის წასვლის შემდეგ, თავადაც საკმაოდ მალე წავიდა... " - ნანა ფაჩუაშვილი თემო გოცაძეს იხსენებსინგა ფერაძე 9 ოქტომბერს ბრიუსელში გარდაიცვალა. უკანასკნელი განსასვენებელი მახათას მთაზე, პანთეონში დაიდო... დრამატიზმით სავსე, დუდუკის ხმოვანი ვოკალის მუსიკოსი, მონატრებულ მშობლიურ მიწას საუკუნოდ შეუერთდა.პერიოდულად ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში ევან­გე­ლის­ტურ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ლობ­და.  ადამიანი, რომლის კეთილშობილებასაც არანაირი საზღვარი არ გააჩნდა, უანგაროდ ბოლომდე ერთგული... ყველაზე დიდი ოცნება საქართველო, სიმღერა იყო.28 ოქტომბერს შეუცვლელი არსაკიძე აღესრულა. კაცი, რომელმაც ისე განასახიერა ეს გმირი, რომ მას მართლა სვეტიცხოვლის აღმშენებელთან აიგივებდნენ.თენგიზ არჩვაძემ 91 წელი ისე გაატარა ამ მღვრიე წუთისოფელში, რომ არ გასვრილა."სულს აღზრდა უნდა. დღეს ვერ იცლიან ამისთვის თუ არ იცლიან, არ ვიცი. კუნთების ჩამოყალიბება ადვილია, სულისა - ძნელი... ამის გარეშე კი... ერთ მეგობარს ვუთხარი: რა არის, სულ ღორივით (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ უნდა ვთქვა) ძირს რომ იყურები, საშოვარზე. აიხედე, ნახე რა ზეცაა; შენ ისე ცხოვრობ, ცა არ გინახავს-მეთქი!მე სულ ზეპირად ვიცოდი ცარგვალის განლაგება, ირმის ნახტომი, დიდი დათვი, პატარა დათვი... თუშეთში ცეცხლს დავანთებდი, ნაბადში გავეხვეოდი და გარეთ ვწვებოდი დასაძინებლად, იმიტომ კი არა, რომ სახლში არ შემეძლო ღამის გათევა, გარეთ ცას მივჩერებოდი. ვუყურებდი, როგორ მოგზაურობდა ცისკრის ვარსკვლავი. მეც მათთან ერთად ვსერავდი ცის კაბადონს...სამზეოსკენ უნდა გაიხედო. იცით, რა არის სამზეო? მე კუს ტბაზე დავდიოდი ფეხით. იქ, ზევით, კაკლები ხარობს... უძოზეც ავდიოდი ხოლმე. იქიდან კოჯრამდე კილომეტრ ნახევარიღა რჩება. მზის ამოსვლას ვასწრებდი იქ ასვლას. რომ გადმოიხედავ და მზე ამოდის - ეს არის სამზეო. მატერიალურს აბსოლუტურად არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი რომ წამართვან, ამისი ნახვის უფლებას თუ დამიტოვებენ, უბედნიერესი კაცი ვიქნები. ეს უნდა შეიგრძნო. ბედნიერებას დანახვა უნდა. უნდა განასხვავო ღირებული და ნაკლებად ღირებული" - თენგიზ არჩვაძე.27 ოქტომბერს ბათუმში ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი გოგიბერიძე გარდაიცვალა. საერთაშორისო კინო ფესტივალის - "ბიაფის" წყალობით, ბათუმი  მსოფლიო კინო რუკაზე რომ მოხვდა, ამაში დიდი წვლილი ამ ხელოვანსაც მიუძღვის. გიორგის მიერ დაარსებული "ბიაფის" ფარგლებში, ხავერდოვან სეზონზე, ბათუმს მართლაც მსოფლიო დონის კინო ხელოვანები სტუმრობდნენ და შავი ზღვისპირა ლამაზი ქალაქის კულტურულ ცხოვრებას ეცნობოდნენ.48 წლის ხელოვანი, ბოლო ერთი წელი, მძიმე სენს ებრძოდა. ირაკლი კიკვაძე: სათნო და კეთილი ადამიანი გახლდათ. ყველა იცნობს, როგორც რეჟისორს და ხელოვანს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ გიორგი ხატებს წერდა ტაძრებისთვის.მე რომ ბოლოს ვნახე მამა გაბრიელის დიდ ხატზე მუშაობდა.14 ნოემბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულმა თეატრმა ზვიად სვანაძის გარდაცვალება ამცნო საზოგადოებას. მაკა შალიკაშვილი: ზვიადი ნიჭიერი მსახიობი იყო. "მაკბეტში", სადაც მიწვევით მეც ვთამაშობ, მას პატარა როლი ჰქონდა, მაგრამ იმ როლთან მიდგომაც ჰქონდა ძალიან ღირსეული, პროფესიონალური. მე ჩასული ვიყავი ქუთაისის თეატრში და ის იქაური და მნიშვნელოვანია, რომ შემხვდა თბილად.მსახიობის შვილი იყო. თვითონაც ნიჭიერი მსახიობი...იყო მორიდებული, მშვიდი, დიდი ადამიანი... ჩვენ სულ ლექსებზე ვლაპარაკობდით. ძალიან უყვარდა ლექსები...ქართულმა საოპერო სამყარომ, წლის მიწურულს, 3 დეკემბერს დაკარგა ლეგენდა სახელად მედეა ამირანაშვილი. მომღერალი, რომელსაც ახალგაზრდა თაობის დიდ გულშემატკივრად და ქომაგად აღიარებდნენ. უკანასკნელ დღეებში მეგობრებს ღიმილით მასპინძლობდა. ამ ღიმილში კი ერთად განვლილი წლების აღმართ-დაღმართი და სითბო იმალებოდა...იმერი კავსაძე: პეტრე ამირანაშვილის ხსოვნის საღამო იყო კონსერვატორიაში. მეორე დღეს მედეას შვილმა, მარინა ფარულავამ სახლში მიგვიწვია მე, რეზო ტაბიძე და ემზარ გეწაძე. ვნახეთ მედიკო. ეს იყო ბოლო ნახვა...ეტლით გამოიყვანა ქალიშვილმა. გვიყურა, გვიყურა. იმერი ვარ, ხომ გახსოვარ? ერთად რომ ვმღეროდით-მეთქი? მის თვალებში სითბო ვიგრძენი და გამიღიმა. ამ ღიმილში ჩვენი შეხვედრები და მეგობრობა იყო... ეს იყო ჩემთვის შთამბეჭდავი და.. ალბათ, ეს უკანასკნელი შეხვედრა და ღიმილი, არასდროს დამავიწყდება.ყველა გვიცნო, ყველაფერს ხვდებოდა, თვალებით, ღიმილით ვატყობდით, რომ ჩვენთან იყო, მაგრამ ვერ მეტყველებდა...მედიკო ჩემს მეხსიერებაში ჩარჩება როგორც დიდი მუსიკოსი, მომღერალი და ჩვენი ერის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. ქართული მუსიკალური სამყაროს ლეგენდა წავიდა ჩვენგან.12 დეკემბერს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მწერალი ზურაბ ქარუმიძე.ჯაზის დიდ გულშემატკივარსა და მოყვარულს, დღეს არა მხოლოდ ლიტერატურული წრე მისტირის, არამედ ჯაზმენებიც...მიხო მოსულიშვილი: ნამდვილი კულტურტრეგერი, ჯაზისა და ჯოისის აქცენტებით... 2012 წელია და ზურას ვხვდები უცებ, სახელდახელოდ.მეთქი, ზურა, შენი შარშან დაწერილი Dagny, or a Love Feast წავიკითხე... ერთ საიტზე იდო, იქიდან გადავიწერე და ისე.მართლაო, - უკვირს, - მართლა წაიკითხეო? ინგლისურადო?შენ ხო იცი, როგორი გაჭირვებული ინგლისურიც ვიცი, მაგრამ რაც გავიგე, - მაგარ!თან სჯერა, თან ეეჭვება ცოტაც...და მეთქი, ხო იცი, დამაინტერესებდა ძალიან და შენ რომ მანდ ვაჟა-ფშაველა გამოიყვანე, ზუსტად ეგ არი...ჰოო?ვახ, კი მეთქი, კი! აბა რა!შენ ხო მაგისი ბიოგრაფია დაწერე და ვაჟაზე რომ მაგას მეტყვი, მართლა კაია მაშინო...მარტო ვაჟათი კი არა, თავისი გურჯიევიან-სტალინიანად და დაგნიანად და ყველა დანარჩენებიანად მაგარია მეთქი...გაიხარე, გაიხარეო, მე მიბარებს და თავად არის გახარებული...აი, ეგეთი გახარებული ზურა მაგონდება ჩვენი მრავალგზისი შეხვედრებიდან...და დიდი ტკივილიც აქვეა, რომ ნაადრევად და მოულოდნელად წავიდა მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების გასაყარის ერთი საუკეთესო მწერალი და ნამდვილი კულტურტრეგერი, ჯაზისა და ჯოისის აქცენტებით...ასევე დაგაინტერესებთ:კერძები, რომლებიც გაცხელებისას მომწამვლელი ხდება„დედას ვკითხე, ვინ არის ღმერთი-მეთქი - შენ ხარო... როგორი კაციც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლებაო“ - ბუბა კიკაბიძე დედაზე"სიყვარული არის ზრუნვა...“ - კახის და ანუკის უთბილესი კადრები

ექიმი

მსოფლიო 1701548261

როგორ იძიეს ქალებმა შური მოღალატე ქმრებზე - ფაქტები საგამოძიებო მასალებიდან

ოჯახურ ძალადობებთან დაკავშირებულ კრიმინალურ საგამოძიებო მასალებში ძალიან ბევრი საქმეა, როცა ქალებმა მოძალადე ან მოღალატე ქმრებზე საზარელი გზით იძიეს შური. საქმე კასტრაციას ეხება, რომელიც თურმე საკმაოდ ხშირი შემთხვევაა ქალთა მხრიდან განხორციელებულ დანაშაულში, რომელიც შურისძიების მიზნით განხორციელდა.36 წლის ჟანა ნურჟანოვა ყაზახეთის კრიმინალური ამბების მთავარ გმირად იქცა. მან მეუღლის ტელეფონში შემთხვევით იპოვა მიმოწერა, სადაც კაცი აღფრთოვანებული წერდა სხვა გოგონას და ეუბნებოდა, რომ უყვარდა.სასაუბრო ჩათში ფოტოებსაც აგზავნიდა. ნურჟანოვამ გაიგო, რომ ქმარი ღალატობდა, თუმცა სკანდალი არ მოუწყვია. ცოტა ხანს თავი ისე მოაჩვენა, თითქოს არაფერი იცოდა, სინამდვილეში კი საშინელი შურისძიების გეგმას ადგენდა. ერთ საღამოს პარტნიორს საწოლში თამამი ექსპერიმენტი შესთავაზა. მერე კი ყველაფერი გეგმაზომიერად განვითარდა და საბოლოოდ ბიჭი კლინიკაში მოხვდა, რადგან ქალმა მას სასქესო ორგანო მოაჭრა.კიდევ ერთი შემთხვევა 2015 წელს მოხდა. ჩინელმა ფენ ლუნმა, რომელიც მაშინ 21 წლის იყო, ქმარზე იგივე გზით იძია შური. მიზეზი ღალატი იყო. ამბის გაგრძელებას შემზარავია - დიდხნიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ მოჭრილი პენისი ვერ იპოვა.ყველაზე ცნობილი კასტრაციის ფაქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1993 წელს მოხდა. ლორენა ბობიტმა ქმარს, ჯონს პენისი მაშინ მოაჭრა, როცა მას ეძინა. დანაშაულის ჩადენა ქალმა მაშინ გადაწყვიტა, როცა ქმარი სახლში მთვრალი მივიდა და სექსუალურად იძალადა მასზე. ექიმებმა მამაკაცს რთული ოპერაცია ჩაუტარეს და ორგანოს მიკერება და ფუნქციების აღდგენა მოახერხეს.2017 წლის სექტემბერში 50 წლის სამხრეთკორეელმა ქალმა მეუღლეს სასქესო ორგანო მოაჭრა. მათი  ახლობლებისთვის ეს ამბავი სრულიად წარმოუდგენელი იყო, რადგან წყვილი ჰარმონიულად ცხოვრობდა. გაირკვა, რომ ქმართან დიდხნიანი ცხოვრების შემდეგ, ქალს ბევრი პრეტენზია დაუგროვდა. ძალიან ბრაზობდა, რომ კაცი მთელ თავისუფალ დროს საყვარელ გატაცებას, გოლფის თამაშს უთმობდა და თავად პაემანზე არ მიჰყავდა. პოლიციასთან თავი რომ ემართლებინა, თქვა, რომ ქმარი სცემდა.ასევე ნახეთ:„მძიმე დეპრესია მქონდა... ყველა კლინიკა მომატარა“ - ვისზე საუბრობს მაკა შალიკაშვილიდატბორილი საზღვაო კურორტები, დანგრეული ინფრასტრუქტურა, პარალიზებული სანიაღვრე სისტემა - მეორე დღეა, "საუკუნის შტორმი" შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს უტევს

პოლიცია

მსოფლიო 1701337636

საქორწილო წვეულებაზე საქმრომ პატარძალი და მისი ოჯახი მოკლა (უცხოეთი)

ქორწილის უჩვეულო დასასრული - დაქორწინებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, საქმრომ ესროლა თავისი ცოლს, დედას, უმცროს დას  და კიდევ სხვა სტუმარს. შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა  ჩრდილო-აღმოსავლეთ ტაილანდში მოხდა, შედეგად სულ 5 ადამიანი დაიღუპა. წვეულება თავიდან ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლის დროს საქმრო უკვე „საკმაოდ ნასვამი“ იყო. პოლიციამ განაცხადა, რომ სუკსუკმა თავისი იარაღი და საბრძოლო მასალა ლეგალურად შეიძინა გასულ წელს.დანაშაულის ადგილზე მისულმა გამომძიებლებმა ამოიღეს 9 მმ-იანი საბრძოლო მასალის 11 დახარჯული ვაზნა.საქორწინო წყვილი ქორწილამდე სამი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა. პოლიცია ამ დრომდე იძიებს სროლის მოტივს, მათ შორის, ქორწილის დღეს წყვილს შორის მომხდარი ჩხუბის ჩათვლით.ასევე ნახეთ:„მძიმე დეპრესია მქონდა... ყველა კლინიკა მომატარა“ - ვისზე საუბრობს მაკა შალიკაშვილიდატბორილი საზღვაო კურორტები, დანგრეული ინფრასტრუქტურა, პარალიზებული სანიაღვრე სისტემა - მეორე დღეა, "საუკუნის შტორმი" შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს უტევს

 გათბობა

რჩევები 1701326880

როგორ შევამციროთ გათბობის ხარჯები

ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რომელიც დაგეხმარებათ შეამციროთ გათბობის ხარჯები. 1. მოაშორეთ ავეჯი რადიატორებისგანდივნები, სკამები, მაგიდები და სხვა ავეჯი, რომლებიც განთავსებულია რადიატორის მოპირდაპირე მხარეს, ხელს უშლის სითბოს გავრცელებას მთელ ოთახში. დარწმუნდით, რომ ავეჯი არ "ბლოკავს" რადიატორის სითბოს, რათა ეფექტურად გაათბოთ სახლი.2. დააყენეთ თერმოსტატული რადიატორის ვენტილითერმოსტატული რადიატორის ვენტილი არეგულირებს ცხელი წყლის ნაკადს რადიატორში ისე, რომ ოთახი იყოს ისეთი თბილი, როგორიც გსურთ. ვენტილი საშუალებას იძლევა სხვადასხვა ოთახში სხვადასხვა ტემპერატურაზე დააყენოთ, ან გაათბოთ მხოლოდ ის ოთახები, რომლებიც გსურთ.3. გამოუშვით ჰაერი რადიატორებიდანთუ რადიატორში ზედმეტი ჰაერი გროვდება, ის არ თბება სათანადოდ, რადგან ხელს უშლის გაცხელებული წყლის ცირკულაციას... წაიკითხეთ ვრცლად.ასევე ნახეთ:„მძიმე დეპრესია მქონდა... ყველა კლინიკა მომატარა“ - ვისზე საუბრობს მაკა შალიკაშვილიდატბორილი საზღვაო კურორტები, დანგრეული ინფრასტრუქტურა, პარალიზებული სანიაღვრე სისტემა - მეორე დღეა, "საუკუნის შტორმი" შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს უტევს

ნაძვის ხე

რჩევები 1701278857

როგორ უნდა მორთოთ ნაძვის ხე, რომ სიმდიდრე მოიზიდოთ

შობა-ახალი წელი მოდის და ბევრმა უკვე დაიწყო ნაძვის ხის მორთვა. ითვლება, რომ ნაძვის ხეზე ზოგიერთ სათამაშოს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და შეიძლება გახდეს თილისმა სხვადასხვა სარგებლის მოსაზიდად. 1.ძველად ნაძვის ხეებს ალამაზებდნენ იმით, რაც ხელთ ჰქონდათ - კანფეტით, თხილით, ვაშლით. ეს მარტივი დეკორაციები შეიცვალა მრავალფეროვანი ბურთებით, ფიფქებით, გირლანდებით, ლენტებით, ვარსკვლავებით და სხვა.2.არსებობს უძველესი ტრადიცია, რომელსაც დღესაც ბევრი ადამიანი მისდევს. თუ გსურთ თქვენი სახლი და მთელი მომავალი წელი დადებითი ენერგიით დაამუხტოთ, ნაძვის ხის ტოტებს შორის ჩააგდეთ მონეტა. საჭიროა ქაღალდში შეფუთვა და წითელი ძაფით შეკვრა.3.თუ დაიცავთ ამ ჩვეულებას, მაშინ მომავალ წელს ბედნიერების, კეთილდღეობის, წარმატებისა და სიყვარულის გზა გაიხსნება. მონეტა ჩვეულებრივ იზიდავს სიმდიდრეს სახლში, ასევე, სტაბილურობას, წონასწორობას და ენერგიას მფლობელებისთვის. 4.როგორ დაიწყო ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია?5. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ახალი წლისთვის ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია სათავეს იღებს ზამთრის მზედგომის წარმართული დღესასწაულებიდან. ეს შეიძლება მომხდარიყო ბალტიისპირეთის ქვეყნებში მე-16 საუკუნეში.ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ პირველად ხე საშობაოდ მორთული იყო 1848 წელს - დედოფალ ვიქტორიას მეჯლისზე. სწორედ მან შემოიტანა ეს მოდა და მას მიჰყვა ჯერ გერმანია, შემდეგ კი მთელი ევროპა. თუმცა არსებობს მტკიცებულება, რომ ძველი ეგვიპტელებიც კი ამშვენებდნენ ღმერთებისადმი მიძღვნილ ტაძრებს ზამთრის მზედგომის დროს. ქრისტიანობის პერიოდამდე დიდი ხნით ადრე, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მცხოვრებლები არდადეგების დროს თავიანთ სახლებს მწვანე მცენარეებით რთავდნენ.წყარო ასევე ნახეთ:„მძიმე დეპრესია მქონდა... ყველა კლინიკა მომატარა“ - ვისზე საუბრობს მაკა შალიკაშვილიდატბორილი საზღვაო კურორტები, დანგრეული ინფრასტრუქტურა, პარალიზებული სანიაღვრე სისტემა - მეორე დღეა, "საუკუნის შტორმი" შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს უტევს

ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი 1701277056

2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ყოველი წლის ბოლოს ასტროლოგები ახალ რჩევებს თუ რეკომენდაციებს გვაძლევენ მომდევნო წლისთვის. ერთად გავიგოთ, თუ რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები მომდევნო 2024 წლისთვის.ვერძი2024 წელი ვერძებისთვის წარმატებული იქნება. თქვენი რეპუტაცია გაიზრდება და აღიარებას დაიმსახურებთ. დაელოდეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას 2024 წელს.წლის დასაწყისი კარგი დროა სასიყვარულო ურთიერთობების, ოჯახური საქმეებისა და ბიზნეს მცდელობებისთვის. ამ წელს ფინანსური წარმატება და სტაბილურობა გექნებათ.მათ, ვისაც ჯერ არ უპოვიათ პარტნიორი, შეიძლება 2024 წელს ნამდვილი სიყვარული იპოვონ. წლის დასაწყისი საუკეთესო დროა დასაოჯახებელი ვერძებისთვის, ამ დროს მოსალოდნელია სასიყვარულო ურთიერთობის წამოწყება და ქორწინებით დაგვირგვინებაც. აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში მეტად დაუახლოვდებით თქვენთვის საყვარელ ადამიანს და შესაძლოა ერთადაც იმოგზაუროთ.ასევე შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს თქვენს კარიერულ ცხოვრებაში. სატურნი პროფესიულ ცხოვრებაში სტაბილურობას და მნიშვნელოვან წინსვლის პერსპექტივას შეგიქმნით.2024 წელს შეიძლება შეგექმნათ ჯანმრთელობის უმნიშვნელო პრობლემები, როგორიცაა სისხლთან დაკავშირებული პრობლემები და თავის ძლიერი ტკივილები.კუროკუროს 2024 წლის ჰოროსკოპი პროგნოზირებს, რომ წლის დასაწყისში, იუპიტერი მეთორმეტე სახლში იქნება განლაგებული, რაც პოტენციურად გამოიწვევს ხარჯების გაზრდას.ვარსკვლავები კუროებს ურჩევენ ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობას. 2024 წლის დასაწყისშივე თქვენი თავდაუზოგავი შრომა და ერთგულება დადებით შედეგებს მოიტანს და შესაძლოა კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწიოთ. თქვენი შრომა და ერთგულება მეტად დაფასდება და ანაზღაურდება. გაიზრდება თქვენი სოციალური მდგომარეობაც, რაც გამოიწვევს სოციალური წრის გაფართოებას და თავდაჯერებულობის ამაღლებას.თუმცა, 2024 წლის დასაწყისში რომანტიკულ ურთიერთობებში მყოფ კუროებს ვარსკვლავები პოტენციურ რყევებს და ურთიერთობების დაძაბვას უწინასწარმეტყველებენ.რაც შეეხება ფინანსებს, ის 2024 წლისთვის მეტად გამყარდება. უფრო მეტიც, თავდაპირველად შეიძლება წარმოიშვას ფარული სიმდიდრის დაგროვების შესაძლებლობა, მაგრამ გაუთვალისწინებელი ხარჯი საგრძნობლად დაგაბრკოლებთ.რაც შეეხება ოჯახურ ცხოვრებას, მიუხედავად წლის ბოლოს თქვენი მშობლების ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესებისა, წლის დასაწყისი მშვიდი და სტაბილური გექნებათ.ტყუპებიტყუპების პლანეტების განლაგება 2024 წლის სასიამოვნოდ დაწყებას უზრუნველყოფს. იუპიტერის ყოფნა მეთერთმეტე სახლში გამოიწვევს უამრავ წარმატებას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს მათ ფინანსურ მდგომარეობას.ბედის მმართველის, სატურნის სტრატეგიული განთავსება ბედის სახლში, ხელს შეუწყობს ტყუპების კეთილდღეობას, სხვადასხვა საკითხების მოგვარებას და მიღწევებს, რაც გააძლიერებს მათ რეპუტაციას საზოგადოებაში.ოჯახური თანაცხოვრების დროს შეიძლება წარმოიშვას უთანხმოება და კონფლიქტები, ამიტომ რეკომენდებულია წინდახედული კომუნიკაცია. წელს შესაძლოა წარმატებას მიაღწიოთ სასიყვარულო და ქორწინების საკითხებშიც კი.მიუხედავად იმისა, რომ იუპიტერის პოზიცია წლის დაწყებისას მოგებიანია, გამოიჩინეთ სიფრთხილე არასახარბიელო გარემოებების თავიდან ასაცილებლად.კირჩხიბი2024 წლის დასაწყისში დაბალანსდება კირჩხიბების კარიერა და ოჯახური ცხოვრება. გაიზრდება თქვენი შემოსავალიც. ეს წელი საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის.წლის დასაწყისი ხელსაყრელი იქნება სასიყვარულო და ფინანსური საქმეებისთვის. თუმცა სიფრთხილით მოეკიდეთ ჯანმრთელობას და ხარჯების გონივრულ მართვას.მერკური და ვენერა 2024 წელს ახალ ენერგიას შემატებს თქვენს სასიყვარულო ცხოვრებას და რომანტიკული კავშირების გაღრმავებაც არ დააყოვნებს. წელს საუკეთესო დროა ქორწინებისთვის.რაც შეეხება კარიერას, წლის დაწყება ხელსაყრელი იქნება, თქვენი შრომა შედეგს მოიტანს და მნიშვნელოვანი დაწინაურებაც გელოდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური დაძაბულობამ შეიძლება იჩინოს თავი წლის დასაწყისში, ჰარმონიული ეტაპია მოსალოდნელი წლის შუა პერიოდიდან.ლომისატურნი მთელი წლის განმავლობაში იქნება ლომის მეშვიდე სახლში, რაც გააძლიერებს თქვენს ოჯახურ ცხოვრებას და ხელს შეუწყობს თქვენი პარტნიორის ხასიათის პოზიტიურ ტრანსფორმაციას.ამ წელს თქვენი ბიზნესი წარმატებას მიაღწევს. ასევე ეს წელი გპირდებათ გრძელ და საინტერესო მოგზაურობას. ვარსკვლავები ასევე პროგნოზირებენ, რომ წლის დასაწყისში შესაძლოა თქვენი რომანტიკული ურთიერთობები დაიძაბოს. მიუხედავად ამისა, იუპიტერის გავლენა თქვენს ნიშანზე აღადგენს ჰარმონიას, რაც საშუალებას მოგცემთ გამოასწოროთ ურთიერთობები პარტნიორთან.წლის დასაწყისში შეიძლება თავი იჩინოს ჯანმრთელობის პრობლემებმა, არსებობს ფიზიკური დაავადებების უეცარი გაჩენის ალბათობა; ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი ყურადღება დაუთმოთ ჯანმრთელობას. ზოგადად ვარსკვლავები ამ წელს ლომებს წინდახედულობისკენ მოუწოდებენ.ქალწულიწელს თქვენი ჯანმრთელობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ციური სხეულების მოძრაობის გამო, თუმცა სატურნის გავლენა ასევე გპირდებათ დახმარებას მათ მოგვარებაში. დაბალანსებული და დისციპლინირებული ცხოვრების წესის დაცვა, ქალწულებს გზას გაუხსნის წარმატებისკენ. ეს წელი კარიერულ ზრდას გპირდებათ.2024 წელს სასიყვარულო საკითხში მართეთ ემოციები, რადგან საყვარელ ადამიანთან სათანადო განხილვის გარეშე ლაპარაკმა შესაძლოა გაგიფუჭოთ ურთიერთობა.წლის საწყის ეტაპზე მერკურის და ვენერას მესამე სახლში ყოფნა ხელს შეუწყობს მეგობრებთან ჰარმონიულ კავშირებს და შესაძლოა ვინმესთან უნიკალური კავშირიც კი დაამყაროთ. მიუხედავად ამისა, მოერიდეთ ჭორების ნებისმიერ ფორმას და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.ხელსაყრელი ფინანსური შედეგები ჰორიზონტზეა, თუმცა გამოიჩინეთ წინდახედულობა ზედმეტი ხარჯების მინიმუმამდე შემცირებით. განსაკუთრებული სიფრთხილის გმართებთ ჯანმრთელობის კუთხით, თუმცა, თვითდისციპლინით შეიძლება თავიდან აიცილოთ ეს გამოწვევაც.სასწორივარსკვლავები 2024 წელს სასწორებს შრომისმოყვარეობისა და კეთილსინდისიერებისკენ მოუწოდებენ, რადგან, რაც უფრო თავდადებული და სწორი იქნება თქვენი ძალისხმევა, მით ძლიერი გახდება თქვენი ურთიერთობები და ფინანსური საკითხები.საქმიანი და პირადი კავშირები გაძლიერდება და თქვენი შემოსავალი თანდათან გაიზრდება. გადაჭარბებულმა ხარჯებმა შეიძლება გამოიწვიოს გონებრივი დაძაბვა, თუმცა შუა წლიდან ეს საკითხიც მოგვარდება. წლის დასაწყისი სასწორებისთვის სასიყვარულო საკითხებში წარმატებული იქნება. ეს წელი სავსე იქნება რომანტიკული პერსპექტივებით და ბოლო თვეების განმავლობაში ქორწინების განხილვითაც კი.იუპიტერის კეთილგანწყობის დახმარებით შეგიძლიათ უზრუნველყოთ ახალი სამუშაო შესაძლებლობები და მიაღწიოთ ეტაპობრივ წინსვლას სამსახურში და ჰარმონიულ ოჯახურ ცხოვრებასაც.ჯანმრთელობის თვალსაზრისით, წელი რყევებით იქნება დამახასიათებელი. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის უგულებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები, ამიტომ იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.მორიელი2024 წელი მორიელებისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისია. როგორც კი წელი იწყება, ვენერას და მერკურის არსებობა თქვენს ნიშანში პოზიტიურობის განცდას შეგმატებთ. თქვენი უნარები და მაგნიტური ქარიზმა მიიზიდავს ადამიანებს.ეს წელი ფინანსურ წარმატებას გპირდებათ, თუმცა გაიზრდება თქვენი ჯანმრთელობის პრობლემები და ხარჯებიც. ჰარმონიული ურთიერთობები გექნებათ როგორც ქორწინებაში, ასევე პირად ურთიერთობებში. ვარსკვლავები მოგიწოდებენ სიფრთხილე გამოიჩინოთ იმპულსური გადაწყვეტილებების დროს, რათა თავიდან აირიდოთ სინანულის გრძნობა.თქვენი ამჟამინდელი სამუშაოსადმი ერთგულება დადებით შედეგს გამოიღებს და სამუშაოს შეცვლის შესაძლებლობებიც გამოჩნდება. შესაძლოა დაწინაურების პერსპექტივებიც გაჩნდეს. წლის პირველი ნახევარი ქორწინებისთვის არახელსაყრელად გამოიყურება.მშვილდოსანივარსკვლავები მშვილდოსნებს 2024 წელს იმედით სავსე წელს უწინასწარმეტყველებენ. თუმცა, წლის დასაწყისში მოსალოდნელია ემოციების მოზღვავება. მიზანშეწონილია თავი შეიკავოთ იმპულსური და ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან, რადგან ამ ქმედებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ თქვენს ბიზნესზე, არამედ თქვენს პირად ცხოვრებაზეც.2024 წელს თქვენი სასიყვარულო ცხოვრება ზენიტს მიაღწევს. თუმცა, თქვენს ნიშანში მარსის და მზის გავლენამ შეიძლება გამოიწვიოს მცირე გამოწვევები და ამ გამოწვევებში სიფრთხილით ნავიგაცია შექმნის საფუძველს სიყვარულით სავსე წლისთვის.შეიძლება წარმოიშვას კარიერული დაბრკოლებები და თავი ნაკლებად მოტივირებულად იგრძნობთ, ამ დროს მნიშვნელოვანია იმოქმედოთ გონივრულად.მოსალოდნელია, რომ ჯანმრთელობა დარჩეს აქტუალური საკითხი მთელი წლის განმავლობაში. აუცილებელია საკუთარი თავის მოვლა და ჩართვა იმ აქტივობებში, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს ჯანმრთელობას.თხის რქათქვენთვის 2024 წელს მოსალოდნელია ფინანსური წინსვლა. გექნებათ სხვადასხვა გამოწვევები, რასაც თქვენ გონივრულად და პირდაპირ უნდა დაუპირისპირდეთ. რომანტიკულ საკითხებში მნიშვნელოვანი წინსვლაა მოსალოდნელი.იუპიტერი არა მხოლოდ ბედნიერებას შემოიტანს თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში, არამედ ხელს შეუწყობს კარიერულ მიღწევებს.პოტენციურად გაიზრდება თქვენი წარმატებაბიზნეს საქმიანობაში. სხვის საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება თქვენი მიღწევების მთავარი ფაქტორი გახდება.2024 წელი თხის რქისთვის ოჯახური კავშირების გაძლიერების დროა. წლის დასაწყისი პარტნიორთან კავშირის გაღრმავებას გპირდებათ. ჯანმრთელობის საკითხში პოზიტიური წელი გელით.მერწყული2024 წელი ხელსაყრელი იქნება მერწყულებისთვის. იუპიტერი უზრუნველყოფს თქვენს მაღალ შემოსავალს და ხელსაყრელი გარემოს შექმნას ოჯახურ ცხოვრებაში. ელოდეთ ზრდას და ხელსაყრელ შედეგებს თქვენი ბიზნესის სწრაფვაში, რასაც თან ახლავს გაუმჯობესებული იღბალი.წლის დაწყებამ შესაძლოა გარკვეული დაძაბულობა გამოიწვიოს რომანტიკულ ურთიერთობებში მზისა და მარსის გავლენის გამო. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ეს დაძაბულობა პოზიტიურად გადაიქცეს წლის მეორე ნახევარში. თქვენი ძალისხმევა მიმართული იქნება თქვენი ურთიერთობების დალაგებაზე და უფრო მყარ ემოციურ კავშირებზე.წარმატებები გექნებათ როგორც კარიერაში, ასევე ბიზნესში, თუმცა, რეკომენდებულია ხარჯების გონივრული მართვა. ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ოპტიმისტური წელი გელოდებათ.თევზები2024 წელი თევზებისთვის იმედისმომცემი წელი იქნება. მთელი წლის განმავლობაში, იუპიტერი, თქვენი ზოდიაქოს მმართველი პლანეტა, იცხოვრებს თქვენს ნიშანში და დაიცავს თქვენს ფინანსებსა და ოჯახს. გაუმჯობესებული კომუნიკაცია გაამდიდრებს თქვენს ურთიერთობებს და კარგი ფინანსური მდგომარეობაც არ დააყოვნებს.გაიზრდება თქვენი ბიზნეს პერსპექტივები. ოჯახურ ურთიერთობებშიც დადებითი ცვლილებებია.მოემზადეთ საინტერესო მოგზაურობებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ მეგობრებთან ჰარმონიულ ურთიერთობას და იმპულსური გადაწყვეტილებების თავიდან აცილებას.წლის დასაწყისი რომანტიკულ ურთიერთობებს გპირდებათ, თუმცა სიფრთხილე მაინც გმართებთ, რადგან შესაძლოა უახლოეს ადამიანებთან გაგიფუჭდეთ ურთიერთობა.რაც შეეხება კარიერას, ეს წელი ოპტიმისტურია. სამსახურში გამორჩეული იქნებით და ზემდგომები დადებითად შეაფასებენ თქვენს საქმიანობას. შეიძლება წარმოიშვას ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორიცაა თვალის ან სახსრების პრობლემები.   ასევე ნახეთ:„მძიმე დეპრესია მქონდა... ყველა კლინიკა მომატარა“ - ვისზე საუბრობს მაკა შალიკაშვილიდატბორილი საზღვაო კურორტები, დანგრეული ინფრასტრუქტურა, პარალიზებული სანიაღვრე სისტემა - მეორე დღეა, "საუკუნის შტორმი" შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს უტევს

ძაღლი

მსოფლიო 1701277003

დეფორმირებული დრუნჩის მქონე ცუგამ, მოსიყვარულე პატრონი იპოვა

ზოი რამანიანო ლოს-ანჯელესის ცხოველთა სამაშველო სამსახურის დირექტორი და ვეტერინარია, რომელიც დეფორმირებული დრუნჩის მქონე ცუგას ცოტა ხნის წინ შეხვდა. როგორც ზოი ჰყვება, ცუგა თავშესაფრიდან ნახვისთანავე წამოიყვანა, რადგან მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდა.დეფორმირებული დრუნჩის მქონე ცუგას, რომელსაც პიკასო ჰქვია, სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. როგორც ზოი ამბობს, მართალია, ცუგას უნიკალური გარეგნობა აქვს, თუმცა ცხოვრებით ტკბობაში ეს ხელს სულაც არ უშლის.„დეფორმაციის მიუხედავად, ის სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობს. პიკასო დამოუკიდებლად ჭამს და ყნოსვის უნარიც განვითარებული აქვს. თამაშობს როგორც სხვა ცუგებთან, ასევე სათამაშოებითაც", - განაცხადა ზოიმ და ისიც დასძინა, რომ პიკასო ძალიან მოსიყვარულე, ჭკვიანი და ერთგული ცუგაა.პიკასოს ახალი მზრუნველი პატრონი სწორედ ზოია. როგორც კი ცუგას ვეტერინარული კლინიკიდან გამოწერენ, ზოი პიკასოს სახლში წაყვანას გეგმავს, სადაც მასზე განსაკუთრებულად იზრუნებენ.„პიკასოს კბილების გაწმენდა ყოველდღიურად სჭირდება. ოპერაციაზეც ვიფიქრეთ და სამ ქირურგთან კონსულტაცია უკვე გავიარეთ. თუმცა ქირურგიული ჩარევის რეკომენდაცია არცერთ მათგანს არ გაუცია, რადგან პიკასო თავს კომფორტულად გრძნობს და მისი ორგანიზმიც ნორმალურად ფუნქციონირებს", - დასძინა ზოიმ.ზოი იმედოვნებს, რომ პიკასოს ისტორია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ცუგებს მზრუნველი პატრონების პოვნაში დაეხმარება.ასევე ნახეთ:„მძიმე დეპრესია მქონდა... ყველა კლინიკა მომატარა“ - ვისზე საუბრობს მაკა შალიკაშვილიდატბორილი საზღვაო კურორტები, დანგრეული ინფრასტრუქტურა, პარალიზებული სანიაღვრე სისტემა - მეორე დღეა, "საუკუნის შტორმი" შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს უტევს

თაია

ტაბლოიდი 1701270005

VIDEO: “პრაიმ ჰაუსში“ დაძაბულობა პიკს აღწევს - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სოფი და თაია

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები, სოფი და თაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ეპიზოდს სრულად დღეს 23:00 საათზე „რუსთავი 2-“ის მაყურებელი ნახავს. ნახეთ, ვიდეო:ასევე ნახეთ:„ხიდიდან გადავარდა...“ - რას წერენ ქუთაისთან ავარიაში დაღუპულ ბიჭზენიგერიაში მიწისძვრისადმი გამძლე შენობებს პლასტმასის ბოთლებით აშენებენ„მძიმე დეპრესია მქონდა... ყველა კლინიკა მომატარა“ - ვისზე საუბრობს მაკა შალიკაშვილი

საქარე მინები

რჩევები 1701267600

რა დანიშნულება აქვს საქარე მინებზე გამოსახულ შავ წერტილებს

ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ მანქანის საქარე მინაზე შავ წერტილებს კონკრეტული დანიშნულება შეიძლებოდა ჰქონოდა? ეს მართლაც ასეა - კერამიკის საღებავისაგან "დახატულ" ამ წერტილების სარტყელს, ანუ "ფრიტას", სამი ძირითადი ფუნქცია აქვს: სტრუქტურული მხარდაჭერა, მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ესთეტიკური სრულყოფა.სტრუქტურული მხარდაჭერა"ფრიტა" ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქარე მინა ადგილზე დარჩეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შავი საღებავისაგან გაკეთებულ პატარა წერტილებს ამის უზრუნველყოფა მართლაც შეუძლია — კერამიკის უხეში საღებავი მეტად წებოვან ზედაპირს ქმნის წებოსთვის, რომელიც ფანჯარასა და ჩარჩოს აკავშირებს ერთმანეთთან; ამას გარდა, იგი წებოს ულტრაიისფერი სხივებისგანაც იცავს — წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მასალა დაიშლებოდა.უსაფრთხოებაშავი წერტილებისაგან შემდგარი სარტყელი უსაფრთხოების უზრუნველყოფაშიც გვეხმარება: ორნამენტი, რომელშიც პატარა წერტილები პანელის ცენტრში იყრის თავს, ანუ წერტილოვანი მატრიცა, ე.წ. ლინზირების პროცესს უშლის ხელს.ლინზირება ოპტიკური გამრუდებაა და უმეტესად საქარე მინის შექმნისას იჩენს თავს, როცა შუშის მოსაღუნად ფანჯრის პანელებს დაახლოებით 700 გრადუს ცელსიუს ტემპერატურას უქვემდებარებენ.კიდის გარშემო რომ მხოლოდ სქელი შავი სარტყელი ყოფილიყო, სითბურ ენერგიას იგი ბევრად უფრო სწრაფად შთანთქავდა, ვიდრე გამჭვირვალე შუშა. ტემპერატურის ასეთი სხვაობის შედეგად საქარე მინაზე სწორი ხაზები დაბრეცილი გამოჩნდებოდა ანდა შუშის ცენტრისაკენ გადაიხრებოდა.ამ პრობლემის გადასაჭრელად სწორედ წერტილოვან მატრიცას იყენებენ. იგი შავიდან გამჭვირვალემდე შედარებით ფაქიზ გადასვლას უზრუნველყოფს, საქარე მინაზე სითბო უფრო თანაბრად ნაწილდება და გამოსახულებაც სწორად ჩანს.ესთეტიკური დატვირთვაამ წერტილებს ესთეტიკის თვალსაზრისითაც აქვს თავისი დანიშნულება. ისინი საქარე მინისა და ჩარჩოს დამაკავშირებელ წებოს ფარავს. შესაბამისად, გადასვლა მეტად ჰარმონიულია.აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მანქანებში "მესამე წინაფრის ფრიტაც" გვხვდება. ამ დროს წერტილები ხელს უშლის მზის სხივებს, რომ მზისგან დამცავ წინაფრებს შორის შეაღწიოს და ხილვადობა გაართულოს.მაშასადამე, შავი წერტილები საავტომობილო ინჟინერიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად შეგვიძლია მივიჩნიოთ - მანქანების ამ განუყოფელ კომპონენტს მართლაც აქვს თავისი დანიშნულება.ასევე ნახეთ:„მძიმე დეპრესია მქონდა... ყველა კლინიკა მომატარა“ - ვისზე საუბრობს მაკა შალიკაშვილიდატბორილი საზღვაო კურორტები, დანგრეული ინფრასტრუქტურა, პარალიზებული სანიაღვრე სისტემა - მეორე დღეა, "საუკუნის შტორმი" შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს უტევს

Squid Game

შოუბიზნესი 1701266940

Squid Game-ის რეალითი შოუს მონაწილეები ნეტფლიქსს ჩივილით ემუქრებიან

სერიალ Squid Game-ზე დაფუძნებული რეალითი შოუს მონაწილეები ნეტფლიქსს გადაღებებისას ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ჩივილით ემუქრებიან და ამტკიცებენ, რომ ჰიპოთერმია და ნერვის დაზიანება აღენიშნებათ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. რეალითი შოუს ორი მონაწილე ნეტფლიქსს ანონიმურად სდებს ბრალს და ამბობს, რომ არ იცოდნენ, თუ გადაღებებზე დიდი ხნის განმავლობაში სიცივეში გაუნძრევლად ჯდომა მოუწევდათ, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობას გაიუარესებდნენ.თამაში გადაიღეს დიდ ბრიტანეთში, ბედფორდშირში, სამეფო საჰაერო ძალების ყოფილ ბაზაზე გადაიღეს. Netflix-მა დაადასტურა, რომ 456 კონკურსანტიდან სამმა საჭირო სამედიცინო დახმარება ადგილზე მიიღო, თუმცა ბრალდება, რომ სერიოზული ტრავმების გამო გადასაღები მოედნიდან მოთამაშეები საკაცით გაიყვანეს, უარყო.პოპულარული სამხრეთკორეული სერიალის, Squid Game-ის, მიხედვით ნეტფლიქსმა რეალითი შოუ 22 ნოემბერს გამოუშვა. სერიალის მსგავსად, შოუშიც 456 მონაწილე ერთმანეთს $4,56 მილიონის სანაცვლოდ უპირისპირდება.მართალია, რეალითი შოუში საფრთხე არავის სიცოცხლეს ემუქრება, თუმცა შოუ Squid Game-თან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოსა და თამაშებს გვიჩვენებს — მონაწილეებს სერიალის პერსონაჟების მსგავსად აცვიათ და იგივე თამაშებში ერთვებიან. რაც მთავარია, რეალითი შოუში ყველასათვის ცნობილ და საშიშ რობოტ თოჯინასაც ვხედავთ.შეგახსენებთ, რომ Squid Game-მა 2021 წლის შემოდგომაზე, გამოსვლიდან 25 დღეში, რეკორდი დაამყარა და 111 მილიონი ნახვით ნეტფლიქსის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა. მართალია, ეს სტატუსი მალევე ჩამოართვა სხვა სამხრეთ კორეულმა სერიალმა (Hellbound), მაგრამ Squid Game პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს.ასევე ნახეთ:„მძიმე დეპრესია მქონდა... ყველა კლინიკა მომატარა“ - ვისზე საუბრობს მაკა შალიკაშვილიდატბორილი საზღვაო კურორტები, დანგრეული ინფრასტრუქტურა, პარალიზებული სანიაღვრე სისტემა - მეორე დღეა, "საუკუნის შტორმი" შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს უტევს

ნიგერია

მსოფლიო 1701247828

ნიგერიაში მიწისძვრისადმი გამძლე შენობებს პლასტმასის ბოთლებით აშენებენ

ნიგერიაში მიწისძვრისადმი გამძლე შენობებს პლასტმასის ბოთლებით აშენებენ.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ გზით ისინი თანხის დაზოგვასა და გარემოზე ზრუნვას ცდილობენ. როგორც „უნილადი" წერს, ყოველწლიურად ნიგერიაში 2,5 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენია, რომელიც საგრძნობლად აბინძურებს ბუნებას.  სწორედ ამიტომ, ნიგერიელებმა მათი გამოყენება გადაწყვიტეს და პლასტმასის ბოთლების გადამუშავება დაიწყეს. მათი თქმით, პლასტმასი გადამუშავების შედეგად საკმაოდ მდგრადი ხდება და არაჩვეულებრივად ანაცვლებს ტრადიციულ სამშენებლო მასალებს.  ერთი სახლის ასაშენებლად დაახლოებით 14 000 ბოთლია საჭირო.  ნიგერიის განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, პლასტმასის ბოთლებს ქვიშით ავსებენ, შემდგომ კი ერთმანეთზე ამაგრებენ. „ბოთლის შიგნით დატკეპნილი ქვიშა აგურზე 20-ჯერ უფრო ძლიერი და მდგრადია",- აცხადებენ ნიგერიის განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში. ასევე ნახეთ:„მძიმე დეპრესია მქონდა... ყველა კლინიკა მომატარა“ - ვისზე საუბრობს მაკა შალიკაშვილიდატბორილი საზღვაო კურორტები, დანგრეული ინფრასტრუქტურა, პარალიზებული სანიაღვრე სისტემა - მეორე დღეა, "საუკუნის შტორმი" შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს უტევს

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1701245280

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებიც 2023 წლის დეკემბერში შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ

მორიელის სეზონიდან მშვილდოსნის სეზონზე გადასვლა ბევრი ადამიანისათვის შესამჩნევი იქნება და არაერთ ცვლილებას აღმოაჩენენ. გარდა ამისა, 22 ნოემბერს მზე მშვილდოსანში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზრდილ მოტივაციასა და ენთუზიაზმს, ამაღლებულ განწყობას ვიგრძნობთ. მაგრამ, ასტროლოგები ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანს ასახელებენ, რომელთათვისაც 2023 წლის დეკემბერი შესაძლოა, შედარებით რთული და საყურადღებო იყოს და თითოეულ მათგანისთვის რეკომენდაციებსაც გასცემენ, თუ როგორ უნდა აირიდონ პრობლემები თავიდან:ტყუპებიტყუპებისთვის შესაძლოა, დეკემბერი საკმაოდ ემოციური პერიოდი აღმოჩნდეს და ერთგვარი გაურკვევლობაც იგრძნოთ. თქვენს გეგმებთან და მიზნებთან დაკავშირებით ეჭვები გაგიჩნდეთ და ვეღარ მიხვდეთ, რეალურად მიღწევადია, თუ არა ის, რასაც გეგმავთ. 6 დეკემბერს პლანეტა ნეპტუნი თევზების ნიშანში შედის, რაც თქვენს თავდაჯერებულობასა და ხასიათის ცვლილებაზეც აისახება და ოპტიმისტური ფიქრებიც გაგიჩნდებათ. ასტროლოგები მთავარი რჩევაა, რომ არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, ყველა შანსი გამოიყენეთ და ნუ მიეცემით იმედგაცრუებას. ემოციური პერიოდი მალე გადაივლის, საკუთარ თავში მოტივაციას კვლავ იპოვით და შეძლებთ იმ მიზნებისა და ოცნებების განხორციელებას, რაზეც უკვე დიდი ხანია, ფიქრობთ.კირჩხიბი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები დეკემბრის თვეში უენერგიობასა და უმოტივაციობას იგრძნობენ. ემოციურმა ფონმა კი შესაძლოა, კომუნიკაცია გაგირთულოთ, საყვარელ ადამიანებთან, საქმიან გარემოში კონფლიქტის წამოწყების ინიციატორი გახდეთ და თავი ცუდად იგრძნოთ. ეს ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ ზედმეტად გადაიღალეთ. საკუთარ თავზე აიღეთ ის პასუხისმგებლობები, რომლებიც საერთოდ არ იყო თქვენი ვალდებულება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ დრო განტვირთვისთვის, მშვიდად ყოფნისთვის აუცილებლად გამონახოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემოციურად თავს ცუდად იგრძნობთ და გარკვეული საქმეების შესასრულებლად მოტივაცია აღარ გეყოფათ. ეს კი შედეგზეც აისახება...წაიკითხეთ ვრცლად.. ასევე ნახეთ:„მძიმე დეპრესია მქონდა... ყველა კლინიკა მომატარა“ - ვისზე საუბრობს მაკა შალიკაშვილიდატბორილი საზღვაო კურორტები, დანგრეული ინფრასტრუქტურა, პარალიზებული სანიაღვრე სისტემა - მეორე დღეა, "საუკუნის შტორმი" შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს უტევს