ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1784813649

ლევან ნიკოლეიშვილი: აბა თუ გახსოვთ, სად იყო "სწიოპა" როცა გირგვლიანი აწამეს, როცა ვაზაგაშვილი და რობაქიძე დახვრიტეს, როცა ნავთლუღში სამ აჭარელს სიცოცხლე ტყვიამფრქვევებით წაართვეს, ციხეებში პატიმრები აწამეს და სულში ჩააფურთხეს? სად იყო და სააკაშვილის და ნაცების უკანალში იყო თავით გარჭობილი და თრიაქით გაბრუებული

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ლევან ნიკოლეიშვილი, მომღერალ, სტეფანე მღებრიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ხელისუფლებამ “ ქვეყანა ჯოჯოხეთად აქცია.”ნიკოლეიშვილი საზოგადოებას რიტორიკული კითხვით მიმართავს თუ სად იყო სტეფანე მაშინ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმმა გირგვლიანს, ვაზაგაშვილს, რობაქიძესა და სხვა მრავალ ახალგაზრდას სიცოცხლე წაართვა. ის თავადვე სცემს კითხავს პასუხს და აცხადებს, რომ სტეფანე ამ დროს იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში და სააკაშვილის მხარდამჭერთათვის დასარიგებელ ფულს დაატარებდა.“აბა თუ გახსოვთ, სად იყო სწიოპა როცა გირგვლიანი აწამეს და შემდეგ პოლიციელები შეიწყალეს, როცა ვაზაგაშვილი და რობაქიძე დახვრიტეს, როცა ნავთლუღში სამ აჭარელს სიცოცხლე ტყვიამფრქვევებით წაართვეს, როცა ციხეებში პატიმრები აწამეს და სულში ჩააფურთხეს, როცა ბიზნესი დააწიოკეს და ხალხი სახლებიდან გამოყარეს? სად იყო სწიოპა და სააკაშვილის და ნაცების უკანალში იყო თავით გარჭობილი და თრიაქით გაბრუებული, ჩანთით დაატარებდა ფულს, მისნაირი მიშარასტებისთვის დასარიგებლად…”- წერს ნიკოლეიშვილი.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1784557440

ლევან ნიკოლეიშვილი ირან-ამერიკის ურთიერთობებზე: ვერც ერთი მხარე ვერ იკმაყოფილებს იმას, რაც მას მართებულად მიაჩნია. ეს ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ომი ასე ადვილად არ დასრულდება

რეალურად, არ ხდება შეთანხმება. ვერც ერთი მხარე ვერ იკმაყოფილებს იმას, რაც მას მართებულად მიაჩნია. ეს ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ომი ასე ადვილად არ დასრულდება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ირან-ამერიკის ურთიერთობების ახალ ფაზაზე საუბრისას.მისივე თქმით, მხარეები, თუნდაც, ხვალ რომ ერთმანეთში შეთანხმდნენ, შესაძლოა, მალევე ამოტივტივდეს ახალი კერა, რაც ახალი დაძაბულობის საგანი იქნება.„დღეს ირანის წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა, რომ ირანი არ დაუშვებს იმას, რომ ურანის გამდიდრების პროგრამა ჩაიშალოს, ვინაიდან ეს მათი ეროვნული ინტერესია და შესაბამისად, როდესაც ასეთი დაძაბულობაა და ამ დაძაბულობაში უკვე ჩართულია სამხედრო მექანიზმები, საუბარია, საავიაციო დარტყმებზე და საკმაოდ სერიოზულ ზარალზეა საუბარი, როგორც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ასევე სამხედრო ბაზების თვალსაზრისითაც, აქ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ რეალურად არ ხდება შეთანხმება. ვერც ერთი მხარე ვერ იკმაყოფილებს იმას, რაც მას მართებულად მიაჩნია. ეს ყოველთვის იძლევა იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ომი ასე ადვილად არ დასრულდება და თუნდაც, ხვალ რომ შეთანხმდნენ, შესაძლოა, მალევე ამოტივტივდეს ახალი კერა, რადგან მათ თავიანთი ინტერესების დაკმაყოფილებას ვერ მიაღწიეს.რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში უმთავრესი არის ენერგეტიკული ინტერესები, რომელიც ეკონომიკურ ინტერესებზეა გადაბმული და ეს ასე მარტივად არ დასრულდება“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1784556480

ლევან ნიკოლეიშვილი ევროკავშირზე: მათ აქვთ მუდმივი შიში რუსეთთან მიმართებაში და ცხადია აწყობთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გაგრძელდეს ისევ უკრაინაში, ვიდრე რუსეთმა მათთვის „მოიცალოს“

ევროკავშირისთვის მთავარია, რომ ომი გაგრძელდეს და ამით ნახონ პირად სარგებელთან ერთად ის გარკვეული სარგებელი, რასაც ჰქვია შეიარაღების სისტემასთან დაკავშირებით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.„ამჟამად აშშ შეიძლება მოიაზრებოდეს ერთადერთ ქვეყნად, რომელსაც შეუძლია, სერიოზულად მიაღწიოს გარკვეულ ნაბიჯებს რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ თუ აშშ ცალმხრივად იქნება ჩართული უფრო ირანისკენ და იქნება უფრო ორიენტირებული, ორ დიპლომატიურ ფრონტზე, ორ განსხვავებულ მიმართულებაზე ერთდროულად გამარჯვების მიღწევა მას გაუჭირდება, თან თუ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, არის მესამე მხარე, ევროკავშირი, რომელიც სხვა კუთხით უყურებს ყველაფერს, რაც რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ხდება.ევროკავშირისთვის მთავარია, რომ ომი გაგრძელდეს და ამით ნახონ პირად სარგებელთან ერთად ის გარკვეული სარგებელი, რასაც ჰქვია შეიარაღების სისტემასთან დაკავშირებით, ვინაიდან ბევრი ქვეყანა არის ამ საქმეში ჩართული და ეს არის ერთგვარი ფინანსური სარგებელი. მათ აქვთ მუდმივი შიში რუსეთთან მიმართებაში და ცხადია აწყობთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გაგრძელდეს ისევ უკრაინაში, ვიდრე რუსეთმა „მოიცალოს“ მათთვის“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამართალი 1784026259

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული რვა პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.საბოტაჟის საქმეზე დღეს, სასამართლოში მოწმის სახით არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე, ამავე ორგანიზაციის წევრი გელა ნიკოლაიშვილი, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ბიძინა გიორგობიანი და „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონული მდივანი ლევან ნიკოლეიშვილი დაიკითხებიან.ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სადაც ბრალდებულები ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან, გამოძიება სწორედ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1784019991

ყველა განცხადება, რაც საჯარო სივრცეში იყო გავრცელებული ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, ამოვკრიფეთ, ყველაფერი გვაქვს შეჯერებული ფაქტებზე დაყრდნობით - ლევან ნიკოლეიშვილი საბოტაჟის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესები გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე იკითხებიან "ნეიტრალური საქართველოს" წევრები, რომელთა საჩივრის საფუძველზეც 2025 წელს ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.8 პოლიტიკოსს კი ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის არის საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება."ყველა განცხადებები, რაც საჯარო სივრცეში იყო გავრცელებული ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის, მედია და ინტერნეტ სივრცეებში თუ სოციალურ ქსელებში, ამოვკრიფეთ. ყველაფერი გვაქვს შეჯერებული ფაქტებზე დაყრდნობით. ყველამ უნდა აგოს პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ვინმეს აქვს თავში განზრახვა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო შეარყიოს და კონსტიტუციური წყობილება შეცვალოს არაკანონიერი გზით. სასამართლო პროცესიც სწორედ აქედან გამომდინარე მიმდინარეობს, ერთია რომ გამოძიება ადგენს ფაქტების უტყუარობას, რა თქმა უნდა, უფლებადამცველებს და ადვოკატებს აქვთ იმის საშუალება, რომ თავიანთ კლიენტს მოემსახურონ ისე როგორც მათ მიაჩნიათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას", - აცხადებს პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" რეგიონული მდივანი ლევან ნიკოლეიშვილი.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1783089240

ლევან ნიკოლეიშვილი: ირანთან, თურქეთთან, ნებისმიერ რეგიონულ მოთამაშესთან, საქართველომ უნდა დაამყაროს ის პრაგმატული პოლიტიკა და ის ურთიერთობები, რაც მას მიაჩნია მიზანშეწონილად

ირანთან, თურქეთთან, ნებისმიერ რეგიონულ მოთამაშესთან, საქართველომ უნდა დაამყაროს ის პრაგმატული პოლიტიკა და ის ურთიერთობები, რაც მას მიაჩნია მიზანშეწონილად, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.იგი ოპოზიციონერების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტი ირანში დაკრძალვაზე ჩასვლის გამო გააკრიტიკეს. ასევე მან კომენტარი გააკეთა კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებაზეც, რომელმაც აღნიშნულ ფაქტს „ანტიამერიკული პაქტის განმტკიცება უწოდა.მისივე თქმით, ჯო უილსონი ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური ფიგურაა.„თუკი მას საქართველოს კრიტიკა სურს, პირველ რიგში, კარგი იქნებოდა, თუ გააკრიტიკებდა თავისი ქვეყნის ადმინისტრაციას იმის თაობაზე, რომ ჩინეთთან ცდილობენ ურთიერთობების დამყარებას. თუკი მას საქართველოს კრიტიკა სურს, ასევე კარგი იქნებოდა, ტუკი იგი მოუწოდებდა აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ ირანთან შეწყვიტონ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები და აქედან გამომდინარე, მაშინ შესაძლოა, კიდევ დავფიქრებულიყავით, რომ უილსონის მოსმენა შეიძლება. ეს არის იაფფასიანი პოლიტიკანი, რომელსაც ალბათ, წარმოდგენაც არ აქვს, გეოგრაფიულად სად მდებარეობს საქართველო.ირანი არის რეგიონული მოთამაშე. ირანთან, თურქეთთან, ნებისმიერ რეგიონულ მოთამაშესთან, საქართველომ უნდა დაამყაროს ის პრაგმატული პოლიტიკა და ის ურთიერთობები, რაც მას მიაჩნია მიზანშეწონილად. აქედან გამომდინარე ამაში მე ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ, რომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს გაემგზავროს, ირანის ლიდერის დაკრძალვის ცერემონიაზე. ეს არის დიპლომატიური ჟესტი და პატივისცემის გამოხატვა იმ სახელმწიფოს მიმართ, ვისთანაც ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობა“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.მისივე თქმით, ირანთან, თურქეთთან თუ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას საქართველოს ვერავინ უნდა უკრძალავდეს.თეირანში ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება, რომელშიც რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თეირანში, მუსალას მეჩეთში ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ოფიციალურ სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1783087860

ლევან ნიკოლეიშვილი: ევროკავშირში ვხედავთ, რომ მისი პოლიტიკა ხშირად არის დაფუძნებული იმაზე, თუ რა უნდა ევროკავშირის ბიუროკრატიას და რა სჭირდება ევროკავშირს. ისინი არ ითვალისწინებენ თუ რა სჭირდება ცალკეულ სახელმწიფოებს

ევროკავშირში ვხედავთ, რომ მისი პოლიტიკა ხშირად არის დაფუძნებული იმაზე, თუ რა უნდა ევროკავშირის ბიუროკრატიას და რა სჭირდება ევროკავშირს. ისინი არ ითვალისწინებენ თუ რა სჭირდება ცალკეულ სახელმწიფოებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმანიკოლეიშვილის თქმით, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და მოქმედებს დამოუკიდებელი პოლიტიკით იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო გაძლიერდეს.„ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ვმოქმედებთ დამოუკიდებელი პოლიტიკით იმისათვის, რომ ქვეყანა უფრო გაძლიერდეს. მაგრამ, ამის საშუალება წაგვერთმეოდა სხვა შემთხვევაში, თუკი ჩვენ უკვე ვიქნებოდით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე - ჩვენ უნდა დავემორჩილოთ იმ ვალდებულებებს, რაც გააჩნია ევროკავშირს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირს უნდა განესაზღვრა საქართველომ ნებისმიერ ქვეყანასთან რა ურთიერთობა დაამყაროს და როგორი ეკონომიკური სარგებელი უნდა მივიღოთ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ამის უფლებას მოგვცემდნენ იმ შემთხვევაში, თუ დარჩებოდათ ე.წ. ხურდა.თუკი ქვეყანა არის დამოუკიდებელი, არის სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა გააჩნია, მას აქვს ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რომ ეკონომიკური კავშირები დაამყაროს ისე, როგორც მას წარმოუდგენია ქვეყნის ინტერესებისათვის და ქვეყნის განვითარებისათვის. მაგრამ ჩვენ ევროკავშირში ვხედავთ, რომ მისი პოლიტიკა ხშირად არის დაფუძნებული იმაზე, თუ რა უნდა ევროკავშირის ბიუროკრატიას და რა სჭირდება ევროკავშირს. ისინი არ ითვალისწინებენ თუ რა სჭირდება ცალკეულ სახელმწიფოებს“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1781187720

ლევან ნიკოლეიშვილი: რა შეეხება იმას დასავლეთი როგორ მოიქცევა, ეს მათზე არის დამოკიდებული. ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით, გზა არის ხსნილი, ხელი არის გაშვერილი ჩამოსართმევად. უბრალოდ ამ ყველაფერს სჭირდება დასხდომა და გაანალიზება, როგორ უნდა წარიმართოს ურთიერთთანამშრომლობა

რა შეეხება იმას დასავლეთი როგორ მოიქცევა, ეს მათზე არის დამოკიდებული. ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით, გზა არის ხსნილი, ხელი არის გაშვერილი ჩამოსართმევად. უბრალოდ ამ ყველაფერს სჭირდება დასხდომა და გაანალიზება, როგორ უნდა წარიმართოს ურთიერთთანამშრომლობა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ სამომავლო პერსპექტივებზე საუბრისას.მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს საქართველოსთან ულტიმატუმებით და შანტაჟის ენით საუბარი.„ნომერ პირველი ურთიერთთანამშრომლობისთვის გახლავთ თანასწორუფლებიან პირობებში უნდა მიმდინარეობდეს მოლაპარაკებები. არ შეიძლება ქვეყანა იყოს სუვერენული და მას ვიღაც სხვა ქვეყანა უწესებდეს დღის წესრიგს, როგორ მოიქცეს, როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს, როგორი ჯარი უნდა ჰყავდეს, როგორი უსაფრთხოება, როგორი ეკონომიკა ეს არის შეუძლებელი. როდესაც შენ შეერთებული შტატები იქნება იქნება, ევროკავშირის ქვეყნები თუ მთლიანად ევროკავშირი გეუბნება, რომ მოიქეცი ისე, როგორც მე მინდა, ჩვენ უნდა გავთვალოთ, გავაანალიზოთ და ჩამოვყალიბდეთ, რომ ჩვენ ისე კი არ უნდა მოვიქცეთ, რომ ეს ვინმეს ინტერესებში იყოს, არამედ მოვიქცეთ ისე, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. ამისთვის ქვეყანა უნდა იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1781187312

ლევან ნიკოლეიშვილი: თუნდაც დადგეს შედეგები იმის თაობაზე, რომ ვიზალიბერალიზაცია გაუქმდება საქართველოს მოსახლეობისთვის, დამერწმუნეთ, ეს არ არის ისეთი სახის ტრაგედია, რომ თავში ხელები ვირტყათ

ამ ფარსს უნდა დავანებეთ მხარე და უნდა გავხდეთ ნეიტრალური საქართველო, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას. მან აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ვერ იხსენებს ვერცერთ დადებით შემხვედრ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში განახორციელა, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას კი შანტაჟის მექანიზმად მიიჩნევს.„თუნდაც დადგეს შედეგები იმის თაობაზე, რომ ვიზალიბერალიზაცია გაუქმდება საქართველოს მოსახლეობისთვის, დამერწმუნეთ, ეს არ არის ისეთი სახის ტრაგედია, რომ თავში ხელები ვირტყათ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი ევროკავშირი. კარგად უნდა დავფიქრდეთ, ავწონ-დავწონოთ და ვთქვათ ის სიმართლე, რასაც საზოგადოება ელის ჩვენგან - ევროკავშირი არ არის ის ორგანიზაცია, სადაც საქართველო უნდა მიისწრაფოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონსტიტუციაში ჩაწერილი. აბსოლუტურად უსამართლოა ვიზალიბერალიზაციის საკითხის დაყენება საქართველოსთან მიმართებაში, ვინაიდან ამას აქვს პოლიტიკური კონტექსტი. ტექნიკური საკითხები თუ განიხილება, უნდა წარადგინონ ის, რაც საქართველომ „დააშავა“. ეს არის მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს შანტაჟის ჩვეულებრივი მექანიზმი“, - მიიჩნევს ნიკოლეიშვილი.მან პრემიერ-მინისტრის ყირგიზეთში ვიზიტის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რომელიმე ალიანსში, განსაკუთრებით კი ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველო შებოჭილი იქნება ქვეყნის ეროვნული ინტერესების სასარგებლო საგარეო პოლიტიკის წარმოებაში, ქვეყნის გადარჩენის გზა კი ნეიტრალიტეტშია, რომელიც მას „თავისუფლად სუნთქვის“ საშუალება ექნება და მას ვერავინ დააშანტაჟებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1779895477

ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვაზე: აქცენტები და მილოცვები ძალიან კარგია... მთავარია, ეს სულისკვეთება, რომელიც მილოცვებშია გამოხატული, რამდენად გადაიზრდება საქმეში

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი „დღის ქრონიკაში" გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვას, სადაც საუბარია მომავალსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე.ნიკოლეიშვილის თქმით, საქართველოს სჭირდება ქმედებები და არა მხოლოდ ტექსტები და მილოცვები.„აქცენტები და მილოცვები ძალიან კარგია, მაგრამ ეს არის ერთგვარი დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილი. მთავარია, რომ ეს სულისკვეთება, რომელიც მილოცვებშია გამოხატული, რამდენად გადაიზრდება საქმეში. გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე ჩვენ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მილოცვები გვაქვს, აღიარება გვაქვს, მაგრამ საქმე-საქმეზე როცა მიდგება, მაშინ ვერ ვხედავთ ისეთ ხელშესახებ შედეგებს, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის არის სასარგებლო. ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმ ეიფორიაში, რომ ამ მილოცვის შედეგად რაღაც სასწაული გადატრიალება მოხდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში. საქართველოს უკვე ჰყავს დანიშნული აშშ-ში ელჩი, რომელიც უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას, თუმცა ჩვენ ვერ ვხედავთ ამერიკის ელჩს საქართველოში, რომელიც იქნება სწორედ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი და რომელთანაც შესაძლებელი იქნება კონკრეტიკასა და ქმედით ნაბიჯებზე საუბარი. მილოცვები, ტექსტები ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგმება, ჩვენ არ უნდა ჩავვარდეთ ისეთ განწყობებში, რომ არიქა ავშენდით და ამერიკელებმა გაგვიღიმეს. ჩვენ ეს გაღიმება არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება, რომ მოგვექცნენ როგორც სტრატეგიულ პარტნიორს“,- აღნიშა ნიკოლეიშვილმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1779894120

ლევან ნიკოლეიშვილი: ვიცით, რომ დასავლეთს ვჭირდებით, მაგრამ ეს საჭიროებები ქმედებებში უნდა გადაიზარდოს

თუ საქართველო მიაჩნიათ სტრატეგიულ პარტნიორად, მათ უნდა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნების ურთიერთობის გაძლიერებას, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე საუბრისას.„ჩვენ ვიცით ჩვენი მდგომარეობა, ვიცით სად ვიმყოფებით სტრატეგიულად, ვიცით გეოგრაფიული მდებარეობა როგორი გაგვაჩნია, ვიცით, რომ დასავლეთს ვჭირდებით, მაგრამ ეს საჭიროებები ქმედებებში უნდა გადაიზარდოს, თორემ დელეგაციები, მილოცვები ძალიან კარგია, მაგრამ ქმედითი შედეგები სჭირდება საქართველოს მოსახლეობას, ხელისუფლებას და მთლიანად ქვეყანას იმისთვის, რომ თუკი აშშ უყურებს საქართველოს ისე, როგორც უნდა უყურებდეს ღირსეულად, მაშინ ეს ყველაფერი უნდა გაძლიერდეს“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვაშია ნათქვამი, ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1777558800

ლევან ნიკოლეიშვილი რადიკალებზე: მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, ქვეყანა რომ აინტერესებდეთ ან პროგრამას დადებდნენ, ან საზოგადოებას რეალურ შეთავაზებას გაუკეთებდნენ. მათთვის მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ უცხოეთიდან

მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, ქვეყანა რომ აინტერესებდეთ ან პროგრამას დადებდნენ, ან საზოგადოებას რეალურ შეთავაზებას გაუკეთებდნენ, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.ნიკოლეიშვილის თქმით, რადიკალებისთვის მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი ფული მიიღონ უცხოეთიდან და ამის საშუალებით არეულობა და დესტაბილიზაცია მოაწყონ ქვეყანაში.„რაც შეეხება პოლიტიკური ველის გასუფთავებას, პოლიტიკური ველი გასუფთავებული უნდა იყოს ზუსტად კრიმინალებისგან, ბანდიტებისგან, რომლებსაც პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ. კარგად შევხედოთ კიდევ ერთხელ, ვინ არიან ოპოზიციის ლიდერები. თითქმის ვერ მანახებთ ადამიანს, რომელსაც ან კრიმინალური წარსული არ ჰქონდეს, კანონი არ ჰქონდეს დარღვეული საქართველოში, ან ვერ მანახებთ ადამიანს, რომელსაც რაიმე სახის რეიტინგი გააჩნია.რაც შეეხება ახალი ოპოზიციური პარტიების თუ ახალი პარტიების წარმოქმნას, კი ბატონო, თუკი ასეთი მოთხოვნაა საზოგადოებაში, ამას ვერავინ ვერავის დაუშლის, მაგრამ კიდევ ერთხელ, პოლიტიკა დაკომპლექტებული უნდა იყოს პატიოსანი, ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანებით, რომლებიც უყურებენ ქვეყანაში მშვიდობის განვითარებას, სტაბილურობის განვითარებას, ეკონომიკის განვითარებას, უსაფრთხოების განმტკიცებას.შემიძლია ხაზი გავუსვა, ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც ვფიქრობთ და დამერწმუნეთ, ეს ასე იქნება, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება იმ პრინციპით, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს ისეთი, რომელიც შეესაბამება ერთი მხრივ, ეროვნულ ინტერესებს, მეორე მხრივ საზოგადოების მოთხოვნას.მე როდესაც ვიძახი იმის თაობაზე, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ნეიტრალური სახელმწიფო, ეს არის საზოგადოების შეკვეთა. ეს ჩვენმა ხალხმა გადაწყვიტა ასე, რომ ნეიტრალიტეტი უფრო სასარგებლოა მისთვის და რის გამოც, გარკვეული საკითხებიდან გამომდინარე პარტიად ჩამოვყალიბდით“, - აღნიშნა მან.