კახა კალაძე

პოლიტიკა • 1791800261

კახა კალაძე: მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბერს სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული მოხდა, საპროცესო შეთანხმების გაფორმება ქართული სახელმწიფოს ჰუმანური დამოკიდებულებაა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ 4 ოქტომბერი ოპოზიციისთვის მარცხის დღე იქნებოდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსები და აქტივისტები დღეს მონანიებითა და ბოდიშის მოხდით თავისუფლდებიან, რაც ქართული სახელმწიფოსა და მთავრობის ჰუმანურობის მაჩვენებელია.„თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს მარცხის დღე იქნებოდა, იმიტომ რომ დღეს ქართული სახელმწიფო ძლიერია თავისი ინსტიტუციებით ისე, როგორც არასდროს. რა თქმა უნდა, ეს მოიტანა იმ პოლიტიკამ, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ეს არ არის შემთხვევითი, ამას დასჭირდა წლები, რათა სახელმწიფო ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე. 4 ოქტომბერს შესაბამისმა სამსახურებმა ძალიან მაღალ დონეზე იმოქმედეს. დღეს ყველანი ვხედავთ, ეს ადამიანები სად იმყოფებიან – ყოველდღე აღიარებითი ჩვენებებით, მონანიებითა და ბოდიშებით თავისუფლდებიან. ესეც სახელმწიფოს და საქართველოს მთავრობის ჰუმანური დამოკიდებულებაა, მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბერს უმძიმესი ფაქტი მოხდა და ეს იყო სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული“, – განაცხადა კახა კალაძემ.ამასთან, მან აღნიშნა, რომ საინტერესო არ არის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებული კონკრეტული პოლიტიკოსები მოახერხებენ თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას.„რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ? დღეს რეალურად ოპოზიცია არ არსებობს. არის კონკრეტული უსამშობლო მოღალატეების დაჯგუფება, რომელიც იმართება და ფინანსდება გარედან. თუ რაღაც სჭირდებათ, გარეთ გარბიან, რომ თავიანთ პატრონებს ჰკითხონ, მათგან მიიღონ დავალებები. ქართველ ხალხთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ, მოწყვეტილნი არიან. ვერ გეტყვით, რა დამოკიდებულება ექნება იმ ადამიანების ნაწილს, ვინც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას ამ ტიპის ქმედებებში მხარს უჭერს, თუმცა საინტერესო არ არის. იმდენად დაბალი მხარდაჭერა აქვთ საზოგადოებაში, რომ გულწრფელად ვიტყვი, ნამდვილად არ არის საინტერესო კონკრეტული რაღაც პარტიები ან სახელები და გვარები“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1791796655

კახა კალაძე: კაია კალასს რუკა რომ მიუტანო, ვერ გაჩვენებს, საქართველო სად არის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტერიალამდე კაია კალასის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვისაც სწორი დამოკიდებულება აქვს და პოლიტიკური სპეკულაციებით დაკავებული არ არის, ყველამ კარგად იცის საქართველოს მნიშვნელობა.კალაძის თქმით, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს საქართველოს რუკაზე პოვნაც კი გაუჭირდება.„კაია კალასს რუკა რომ მიუტანო, ვერ გაჩვენებს საქართველო სად არის, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? ყველა ნორმალურ ადამიანს, ვისაც აქვს სწორი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ადგილი არ აქვს რაღაც პოლიტიკურ სპეკულაციებს, იცის საქართველოს მნიშვნელობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, ვიცით რა არის მთავარი ინტერესი – როგორმე თავიანთი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები მოიყვანონ ქვეყნის სათავეში, რომ შემდეგ ქვეყანა საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ და გააკეთებინონ, რაც მათ უნდათ, რაც უკრაინაში ხდება. ეს არის მართლაც სამწუხარო და გულდასაწყვეტი მაგალითი“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისი თქმით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა როგორც ეკონომიკური, ისე დემოკრატიის განვითარების კუთხით.„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველამ ძალიან კარგად იცის საქართველოს მნიშვნელობა – ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და სხვა თვალსაზრისითაც საქართველო მოწინავე ქვეყანაა. გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში როგორია ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არა ისე, როგორც მათ აწყობთ, რომ აგინო, ბილწსიტყვაობა გამოიყენო, შეურაცხყოფა მიაყენო, დააბულინგო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები. თუ სხვანაირად ფიქრობ, გადაგივლიან. ეს მათთვის დემოკრატიაა, ჩვენთვის არ არის ეს დემოკრატია. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს და ასეთ ქვეყანას ვაშენებთ ჩვენ“, – აღნიშნა კალაძემ.ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა:„დღეს საქართველოს ძალიან მოკლედ განვიხილავთ, მაგრამ მექნება შეთავაზება, რომ იანვარში საქართველოსთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს“.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1791796591

კახა კალაძე: საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე მოგისმენიათ, რომ ევროპარლამენტის რომელიმე წარმომადგენელს ან მაღალი თანამდებობის პირს დაეგმო?

მოგისმენიათ, რომ ევროპარლამენტის რომელიმე წარმომადგენელს ან მაღალი თანამდებობის პირს დაეგმო, რაც ხდება საფრანგეთში? საქართველოში კი ძალადობრივ ჯგუფებს უწოდებდნენ მშვიდობიან აქციას. ეს არის ორმაგი სტანდარტი, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას საფრანგეთში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ევროპელი პოლიტიკოსების დამოკიდებულებაზე.მისი თქმით, ეს არის ორმაგი სტანდარტი.„მოგისმენიათ, რომ ევროპარლამენტის რომელიმე წარმომადგენელს ან მაღალი თანამდებობის პირს დაეგმო ის ყველაფერი, რაც ხდება საფრანგეთში, ბრიუსელში? არ ყოფილა არც ერთი განცხადება. საქართველოსთან დაკავშირებით კი, იმ ძალადობრივ ჯგუფებს უწოდებდნენ მშვიდობიან აქციას. ეს არის სხვაობა და ამას ხალხი ხომ ხედავს? მერე უკვირთ, რატომ აქვს საზოგადოების უმრავლესობას ნეგატიური დამოკიდებულება ამ ვითომ ევროპელ პოლიტიკოსებზე, რომელთაც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვის „დიფ სთეითი“, იმას აკეთებენ და იმ განცხადებებით შემოიფარგლებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1791796048

კახა კალაძე: ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ბულინგი და შეურაცხყოფა, გარედან იმართება

ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.მისი თქმით, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ბულინგი და შეურაცხყოფის მიყენება, გარედან იმართება.„ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ – ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ბულინგი, შეურაცხყოფის მიყენება, ყველაფერი მოდის გარედან. ყველაფერი არის თავსმოხვეული გარე ძალების მიერ და რატომ გვიკვირს? ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც აფინანსებენ ამ ტიპის ორგანიზაციებს; ის, ვინც წლების განმავლობაში ქმნიდა ძალადობრივ ჯგუფებს. გვახსოვს, რა სახელებს არ არქმევდნენ და როგორ გამოიყენებდნენ შემდეგ ამ ახალგაზრდებს. ყველაფერი ნათელი და ცხადია. ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება ღონისძიებაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ჯგუფის მიწვევის საკითხს, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოში დიპლომატია არ არსებობს და ამ ფაქტში გასაკვირი არაფერია.„დღეს დიპლომატია არ არსებობს. აბა, დამისახელეთ ერთი დიპლომატი. რომელ დიპლომატიაზე ვსაუბრობთ? პირდაპირ აქციებისკენ, ძალადობისკენ მოუწოდებდნენ საზოგადოების წევრებს, ახალისებდნენ. რა დიპლომატიაზე ვსაუბრობთ? რომელ დიპლომატიაზეა საუბარი?“, – აღნიშნა კახა კალაძემ.  

კახა კალაძე

საზოგადოება • 1791544740

კახა კალაძე: ძალიან მალე ცნობილი გახდება კვლევის შედეგები, რომელიც დაადგენს, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ლოკაციაზე გადატანა

ლილოში არსებული ნაგავსაყრელი იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის დღესაა, კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით, - ამის თაობაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, ძალიან მალე ცნობილი გახდება კვლევის შედეგები, რომლის თანახმად გაირკვევა, რამდენად მიზანშეწონილი და შესაძლებელია ნაგავსაყრელის სხვა ლოკაციაზე გადატანა.„არსებული ნაგავსაყრელი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ეს არის პრობლემა ნაჟური წყლების (ლიჩეტის), რომელიც პირდაპირ არხში ჩაედინება და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით.შესაბამისად, პირველი, რაც გაკეთდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით და დაფინანსებით, არის გამწმენდი სისტემის მოწყობის პროექტი. უკვე არსებობს კონკრეტული კომპანია, დაწყებულია სამუშაოები, რომელიც 2027 წლის სექტემბრისთვის მთლიანად უნდა დასრულდეს. ამით სუნთან და ნაჟური წყლების არხში ჩადინებასთან დაკავშირებული პრობლემა მთლიანად მოწესრიგდება, თუმცა ეს ნაგავსაყრელის პრობლემას სრულად ვერ მოაგვარებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის განიხილება საერთაშორისო სტანდარტების ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობა და ნაგავსაყრელის გადატანის მართებულობაც.„გვექნება კვლევის შედეგები და გვეცოდინება სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა შესაძლებელი აღნიშნული ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა და რომელ კონკრეტულ ტერიტორიაზე შეიძლება ამის განხორციელება.რამდენიმე ალტერნატიული სივრცე არსებობს, სადაც მუნიციპალიტეტი განიხილავდა ნაგავსაყრელის გადატანის შესაძლებლობას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის რაღაცა საკუთარი ნივთი რომ აიღო და პირადად მე მივიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. საჭიროა კვლევები, თუ რამდენად სწორი იქნება ამის გაკეთება, რამდენად ოპტიმალური იქნება ხარჯების თვალსაზრისით და ბიუჯეტს მიადგება თუ არა ზიანი. შესაბამისად, ჩვენ დაქირავებული გვყავს უცხოური კომპანია, რომელიც აკეთებს მოკვლევას ამასთან დაკავშირებით და როგორც კი გვექნება პასუხები, საზოგადოებასაც ვაცნობებთ. ეს უკვე ძალიან მალე იქნება ცნობილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სამგორის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა

საზოგადოება • 1791543961

თბილისის მერმა სამგორის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა

კიდევ ერთი ახალი ბაღი თბილისს. სამგორში ახალ აშენებული 168-ე ბაღი 12-ჯგუფიანია და 400-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი.შენობაში დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტები - სივრცეები აღჭურვილია ვიდეო სამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით, დამონტაჟებულია ლიფტები შშმ პირთათვის და ტექნიკური პერსონალისათვის.ბაღს აქვს გამწვანებული ეზო და სათამაშო მოედნები ღია აქტივობებისათვის. ახალ აშენებული ბაგა- ბაღი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1791537694

კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს, რადგან ტყუილებით არის გაჯერებული

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ევროპული საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია გაუფასურებულია.როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, მიღებულ რეზოლუციებსა თუ განცხადებებს ფასი არ აქვს და ტყუილებით არის გაჯერებული"ჩვენ პირველად არ ვისმენთ და არც პირველად ვხედავთ ამ ტიპის რეზოლუციებს, რომელთაც არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ თუ შევხედავთ ბოლო წლების განმავლობაში მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მიღებულ რეზოლუციებს, ზოგადად ევროპარლამენტის ფუნქცია არის გაუფასურებული. აქ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მათი ყველა განცხადება და რეზოლუცია გაჯერებულია მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებით, არასამართლიანი დამოკიდებულებით კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მიკერძოებით და პოლიტიკური სპეკულაციებით. შესაბამისად, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს ან თუნდაც მიღებულ რეზოლუციებს, არანაირი ფასი არ აქვს", - აღნიშნა კახა კალაძემ. 

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1791537598

კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა მიმართულებით

თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში შეაფასა, რომლის თანახმადაც, საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას ინარჩუნებს.როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მიღწეული შედეგი მისასალმებელია და ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებები აქტიურად მუშაობენ.ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ქვეყანას წამყვანი პოზიციები სხვადასხვა სფეროში აქვს."რა თქმა უნდა, აღნიშნული მაჩვენებელი მისასალმებელია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ტრეფიკინგთან ბრძოლაში ჩვენი შესაბამისი უწყებების, სამსახურების საშუალებით, თუმცა ზოგადად თუ შევხედავთ გამოქვეყნებულ სტატისტიკებს სხვადასხვა მიმართულებით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ ტრეფიკინგთან ბრძოლაში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით", - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ქვეყნის პროგრესის აღიარება მნიშვნელოვანია როგორც დემოკრატიის განმტკიცებისთვის, ისე საერთო განვითარებისთვის."თქვენ თუ შეხედავთ ობიექტურ შეფასებებს კონკრეტული ორგანიზაციების მხრიდან, ჩატარებულ კვლევებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი მოწინავე, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც, რა თქმა უნდა, ქვეყანაზეც აისახება, აისახება დემოკრატიაზე, ქვეყნის განვითარებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც ხდება ამ ყველაფრის აღიარება", - აღნიშნა თბილისის მერმა.

 კახა კალაძე

საზოგადოება • 1791537557

კახა კალაძე ხმაურის რეგულაციებზე: გადაწყვეტილება უნდა იყოს ოპტიმალური - ავტო-მოტომოყვარულებიც კმაყოფილი დარჩნენ და მოსახლეობაც არ შეწუხდეს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხმაურის შემცირების მიზნით დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით, აუცილებელია ბალანსის დაცვა, რათა მოქალაქეების სიმშვიდე იყოს უზრუნველყოფილი და ამავდროულად, ავტო და მოტომოყვარულთა ინტერესები არ დაზიანდეს.როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, პირადად მიიღო არაერთი შეტყობინება ავტო და მოტო მოყვარულებისგან, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული."ერთი პრობლემა რაც არის, ეს არის ხმაურისგან შეწუხებული მოსახლეობა, განსაკუთრებით ღამის საათებში, კონკრეტულ ქუჩებზე, კონკრეტულ გამზირებზე, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის, თუმცა არის მეორე მხარე - ავტო და მოტომოყვარულები. დღეს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე. სხვათა შორის, მეც ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ, მოტომოყვარულმა და ავტომოყვარულმა მომწერა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუ შეიძლებოდა რაიმე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა ხაზი გაუსვა, რომ პროცესში ჩართულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო და დარგობრივი ფედერაციები."როგორც პრემიერმა ისაუბრა დღეს, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფები, როგორც ავტო-მოტო ფედერაციები კონკრეტული ადამიანების ჩართულობით, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამონაწილეობით. დარწმუნებული ვარ, ისეთი გადაწყვეტილება მიიღება, რომელიც ოპტიმალური იქნება ყველასთვის - როგორც ავტო და მოტომოყვარულთათვის, ასევე, ისე რომ არ შევაწუხოთ და დავაზიანოთ მოსახლეობა", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1791537448

კახა კალაძე პაატა ბურჭულაძის შეწყალებაზე: ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას - ხელისუფლებაც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დანაშაულთან გვქონდა საქმე

"რაც უფრო მეტი ადამიანი მოინანიებს, მოიხდის ბოდიშს, გაიაზრებს თავის დანაშაულს, სახელმწიფოსაც ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაგირება ექნება", - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებული პაატა ბურჭულაძის შეწყალების საკითხს.მისივე თქმით, დაკავებულები სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობდნენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია."კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს მთელი თვეების განმავლობაში პიარკამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, რომ აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. ამას ხელს უწყობდნენ უცხოეთიდან თავიანთი პატრონები, დამფინანსებლები. მთავარი მოტივი იყო ის, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ თავიანთი აგენტურის წარმომადგენლები ყველანაირ ფასად, თუნდაც სისხლის დაღვრით, რევოლუციის მოწყობით, ხელისუფლების დამხობით. ახლაც გრძელდება ეს შემოტევები, მუქარები, შანტაჟი. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე", - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული მსჯავრდადებულები თუ მოინანიებენ დანაშაულს, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს."ეს იყო ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული. დაკავებულები არიან კონკრეტული ადამიანები, თუმცა დღეს ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას, დანაშაულის აღიარებას. საქართველოს ხელისუფლებაც იქცევა შესაბამისად და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაული", - აღნიშნა კახა კალაძემ.„რაც უფრო მეტი ადამიანი მოინანიებს, მოიხდის ბოდიშს, გაიაზრებს თავის დანაშაულს, სახელმწიფოსაც ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაგირება ექნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებული პაატა ბურჭულაძის შეწყალების საკითხს.მისივე თქმით, დაკავებულები სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობდნენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია."კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს მთელი თვეების განმავლობაში პიარკამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, რომ აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. ამას ხელს უწყობდნენ უცხოეთიდან თავიანთი პატრონები, დამფინანსებლები. მთავარი მოტივი იყო ის, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ თავიანთი აგენტურის წარმომადგენლები ყველანაირ ფასად, თუნდაც სისხლის დაღვრით, რევოლუციის მოწყობით, ხელისუფლების დამხობით. ახლაც გრძელდება ეს შემოტევები, მუქარები, შანტაჟი. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე", - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული მსჯავრდადებულები თუ მოინანიებენ დანაშაულს, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს."ეს იყო ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული. დაკავებულები არიან კონკრეტული ადამიანები, თუმცა დღეს ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას, დანაშაულის აღიარებას. საქართველოს ხელისუფლებაც იქცევა შესაბამისად და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაული", - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერია

საზოგადოება • 1791405124

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დასაქმების მსურველთათვის - თბილისის მერის განცხადება

თბილისის მერიის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე - "ისწავლე და დასაქმდი" რეგისტრაცია იწყება.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ეხმარება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით გადამზადებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებაში."ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ეძებს სამსახურს და პარალელურად, არის ბიზნესსექტორი, რომელსაც სჭირდება კვალიფიციური, პროფესიონალი კადრები. ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც თავიანთ საქმიანობას სხვადასხვა სფეროში ახორციელებენ. გვაქვს ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით არის კადრების ნაკლებობა. შესაბამისად, მოქალაქეებს ვაძლევთ საშუალებას, გადამზადდნენ, აიმაღლონ კვალიფიკაცია, პარალელურად კი ვეხმარებით დასაქმებაში. ასევე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მუდმივად ხორციელდება კურსების განახლება. მიმდინარე სემესტრში პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი დაემატება", - განაცხადა კახა კალაძემ.ამასთან, თბილისის მერმა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კიდევ ერთ სიახლეზე - ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისზეც ისაუბრა."პროგრამის ფარგლებში გვაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი სიახლე - მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამას ემატება ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისი. ეს ნიშნავს, რომ წარმატებული კურსდამთავრებული გაივლის პრაქტიკას და ის იქნება ანაზღაურებადი", - აღნიშნა კახა კალაძემ.გარდა ამისა, დედაქალაქის მერის თქმით, გრძელდება კარიერული კონსულტირების სერვისი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე სემესტრში პროგრამის ყველა მონაწილეს გაეწევა სათანადო კარიერული კონსულტაცია.კახა კალაძის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება მიმდინარე წლის 7 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით ვებგვერდზე: www.dasakmdi.ge.თბილისის მერმა აქვე სასწავლო ორგანიზაციებს პროგრამაში ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან, სწავლა კი სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ.

საცობი

საზოგადოება • 1791399728

საყურადღებო სიახლე მძღოლებისთვის - საცობების განტვირთვის ახალი გეგმა ცნობილია

დედაქალაქში, იმ სატრანსპორტო კვანძზე, სადაც დიდია ავტომობილების ნაკადი და შუქნიშნით რეგულირების მიუხედავად პრობლემურია გზაჯვარედინის გადაკვეთა, საგზაო კვადრატების ქსელი, ე.წ. yellow box დაიხაზება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნულის საჭიროების წარმოქმნა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ შუქნიშანზე, მწვანე მაშუქის შემთხვევაშიც კი მძღოლი გადადის გზაჯვარედინზე, ჩერდება და აბრკოლებს მოძრაობას.„იცით, რომ თბილისში ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა. ქალაქში გადაადგილება კონკრეტულ უბნებში არის პრობლემა, საცობებია. დაწყებული გვაქვს ღონისძიებები, ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების დანერგვა, ასევე კონკრეტული პრობლემური არეალების მოწესრიგება განტვირთვის თვალსაზრისით. საინტერესოა სტატისტიკაც რამდენი ავტომობილი გადაადგილდებოდა 2012 წლამდე, დაახლოებით 180 ათასამდე კერძო ავტომობილი იყო. დღეს, პიკის საათში 900 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდება, რაც პრობლემაა.ყველას, ვინც საჭესთან ვართ, გვქონია შემთხვევა, როდესაც გზაჯვარედინზე, როდესაც ერთი კონკრეტული მიმართულებით გადატვირთვა არის, არის საცობი, ხშირია შემთხვევა, როდესაც მძღოლები, როდესაც მწვანეა ანთებულია და ხედავ წინ გადაადგილება შეუძლებელია, მაინც ცდილობენ გზაჯვარედინზე გასვლას და სხვა მიმართულებით მარცხნიდან, ან მარჯვნიდან როდესაც საცობი არაა, იმ ავტომობილის მძღოლებს არ აძლევენ გადაადგილების შესაძლებლობას. ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას იწვევს ყველა მიმართულებით. ეს საჭიროებს დარეგულირებას და მოწესრიგებას.საქართველოს საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონშიც არსებობს ჩანაწერი, რომ შუქნიშანზე მწვანე მაშუქის შემთხვევაშიც კი მძღოლი არ უნდა გადავიდეს გზაჯვარედინზე, თუ ის სავარაუდოდ, გაჩერდება და დააბრკოლებს მოძრაობას. რთულია ადმინისტრირება და ამ ნაწილში კანონის აღსრულება, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ გზაჯვარედინზე ძალიან კარგად მუშაობს საგზაო კვადრატების ქსელი, ე.წ. yellow box. ბევრ ქვეყანაში ეს აპრობირებული მეთოდია იმ სატრანსპორტო კვანძზე, სადაც დიდია ავტომობილების ნაკადი და შუქნიშნით რეგულირების მიუხედავად პრობლემურია გზაჯვარედინის გადაკვეთა.მინდა ვთხოვო ურბანულ სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დავიწყოთ მუშაობა აღნიშნულთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტა დაგვეხმარება გარკვეულწილად შევუმსუბუქოთ მძღოლებს გადაადგილება“,- აღნიშნა კალაძემ.

✕