კახა კალაძე

საზოგადოება • 1791544740

კახა კალაძე: ძალიან მალე ცნობილი გახდება კვლევის შედეგები, რომელიც დაადგენს, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვა ლოკაციაზე გადატანა

ლილოში არსებული ნაგავსაყრელი იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის დღესაა, კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით, - ამის თაობაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, ძალიან მალე ცნობილი გახდება კვლევის შედეგები, რომლის თანახმად გაირკვევა, რამდენად მიზანშეწონილი და შესაძლებელია ნაგავსაყრელის სხვა ლოკაციაზე გადატანა.„არსებული ნაგავსაყრელი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ეს არის პრობლემა ნაჟური წყლების (ლიჩეტის), რომელიც პირდაპირ არხში ჩაედინება და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, როგორც სუნის, ისე გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით.შესაბამისად, პირველი, რაც გაკეთდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით და დაფინანსებით, არის გამწმენდი სისტემის მოწყობის პროექტი. უკვე არსებობს კონკრეტული კომპანია, დაწყებულია სამუშაოები, რომელიც 2027 წლის სექტემბრისთვის მთლიანად უნდა დასრულდეს. ამით სუნთან და ნაჟური წყლების არხში ჩადინებასთან დაკავშირებული პრობლემა მთლიანად მოწესრიგდება, თუმცა ეს ნაგავსაყრელის პრობლემას სრულად ვერ მოაგვარებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის განიხილება საერთაშორისო სტანდარტების ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობა და ნაგავსაყრელის გადატანის მართებულობაც.„გვექნება კვლევის შედეგები და გვეცოდინება სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა შესაძლებელი აღნიშნული ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა და რომელ კონკრეტულ ტერიტორიაზე შეიძლება ამის განხორციელება.რამდენიმე ალტერნატიული სივრცე არსებობს, სადაც მუნიციპალიტეტი განიხილავდა ნაგავსაყრელის გადატანის შესაძლებლობას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის რაღაცა საკუთარი ნივთი რომ აიღო და პირადად მე მივიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. საჭიროა კვლევები, თუ რამდენად სწორი იქნება ამის გაკეთება, რამდენად ოპტიმალური იქნება ხარჯების თვალსაზრისით და ბიუჯეტს მიადგება თუ არა ზიანი. შესაბამისად, ჩვენ დაქირავებული გვყავს უცხოური კომპანია, რომელიც აკეთებს მოკვლევას ამასთან დაკავშირებით და როგორც კი გვექნება პასუხები, საზოგადოებასაც ვაცნობებთ. ეს უკვე ძალიან მალე იქნება ცნობილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სამგორის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა

საზოგადოება • 1791543961

თბილისის მერმა სამგორის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა

კიდევ ერთი ახალი ბაღი თბილისს. სამგორში ახალ აშენებული 168-ე ბაღი 12-ჯგუფიანია და 400-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი.შენობაში დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტები - სივრცეები აღჭურვილია ვიდეო სამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით, დამონტაჟებულია ლიფტები შშმ პირთათვის და ტექნიკური პერსონალისათვის.ბაღს აქვს გამწვანებული ეზო და სათამაშო მოედნები ღია აქტივობებისათვის. ახალ აშენებული ბაგა- ბაღი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1791537694

კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს, რადგან ტყუილებით არის გაჯერებული

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ევროპული საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია გაუფასურებულია.როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, მიღებულ რეზოლუციებსა თუ განცხადებებს ფასი არ აქვს და ტყუილებით არის გაჯერებული"ჩვენ პირველად არ ვისმენთ და არც პირველად ვხედავთ ამ ტიპის რეზოლუციებს, რომელთაც არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ თუ შევხედავთ ბოლო წლების განმავლობაში მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მიღებულ რეზოლუციებს, ზოგადად ევროპარლამენტის ფუნქცია არის გაუფასურებული. აქ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მათი ყველა განცხადება და რეზოლუცია გაჯერებულია მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებით, არასამართლიანი დამოკიდებულებით კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მიკერძოებით და პოლიტიკური სპეკულაციებით. შესაბამისად, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს ან თუნდაც მიღებულ რეზოლუციებს, არანაირი ფასი არ აქვს", - აღნიშნა კახა კალაძემ. 

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1791537598

კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: საქართველო მოწინავე ქვეყანაა ყველა მიმართულებით

თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში შეაფასა, რომლის თანახმადაც, საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას ინარჩუნებს.როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მიღწეული შედეგი მისასალმებელია და ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებები აქტიურად მუშაობენ.ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ქვეყანას წამყვანი პოზიციები სხვადასხვა სფეროში აქვს."რა თქმა უნდა, აღნიშნული მაჩვენებელი მისასალმებელია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ტრეფიკინგთან ბრძოლაში ჩვენი შესაბამისი უწყებების, სამსახურების საშუალებით, თუმცა ზოგადად თუ შევხედავთ გამოქვეყნებულ სტატისტიკებს სხვადასხვა მიმართულებით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ ტრეფიკინგთან ბრძოლაში, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით", - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ქვეყნის პროგრესის აღიარება მნიშვნელოვანია როგორც დემოკრატიის განმტკიცებისთვის, ისე საერთო განვითარებისთვის."თქვენ თუ შეხედავთ ობიექტურ შეფასებებს კონკრეტული ორგანიზაციების მხრიდან, ჩატარებულ კვლევებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი მოწინავე, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც, რა თქმა უნდა, ქვეყანაზეც აისახება, აისახება დემოკრატიაზე, ქვეყნის განვითარებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც ხდება ამ ყველაფრის აღიარება", - აღნიშნა თბილისის მერმა.

 კახა კალაძე

საზოგადოება • 1791537557

კახა კალაძე ხმაურის რეგულაციებზე: გადაწყვეტილება უნდა იყოს ოპტიმალური - ავტო-მოტომოყვარულებიც კმაყოფილი დარჩნენ და მოსახლეობაც არ შეწუხდეს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხმაურის შემცირების მიზნით დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით, აუცილებელია ბალანსის დაცვა, რათა მოქალაქეების სიმშვიდე იყოს უზრუნველყოფილი და ამავდროულად, ავტო და მოტომოყვარულთა ინტერესები არ დაზიანდეს.როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, პირადად მიიღო არაერთი შეტყობინება ავტო და მოტო მოყვარულებისგან, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული."ერთი პრობლემა რაც არის, ეს არის ხმაურისგან შეწუხებული მოსახლეობა, განსაკუთრებით ღამის საათებში, კონკრეტულ ქუჩებზე, კონკრეტულ გამზირებზე, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის, თუმცა არის მეორე მხარე - ავტო და მოტომოყვარულები. დღეს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე. სხვათა შორის, მეც ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ, მოტომოყვარულმა და ავტომოყვარულმა მომწერა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუ შეიძლებოდა რაიმე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა ხაზი გაუსვა, რომ პროცესში ჩართულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო და დარგობრივი ფედერაციები."როგორც პრემიერმა ისაუბრა დღეს, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფები, როგორც ავტო-მოტო ფედერაციები კონკრეტული ადამიანების ჩართულობით, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამონაწილეობით. დარწმუნებული ვარ, ისეთი გადაწყვეტილება მიიღება, რომელიც ოპტიმალური იქნება ყველასთვის - როგორც ავტო და მოტომოყვარულთათვის, ასევე, ისე რომ არ შევაწუხოთ და დავაზიანოთ მოსახლეობა", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1791537448

კახა კალაძე პაატა ბურჭულაძის შეწყალებაზე: ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას - ხელისუფლებაც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დანაშაულთან გვქონდა საქმე

"რაც უფრო მეტი ადამიანი მოინანიებს, მოიხდის ბოდიშს, გაიაზრებს თავის დანაშაულს, სახელმწიფოსაც ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაგირება ექნება", - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებული პაატა ბურჭულაძის შეწყალების საკითხს.მისივე თქმით, დაკავებულები სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობდნენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია."კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს მთელი თვეების განმავლობაში პიარკამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, რომ აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. ამას ხელს უწყობდნენ უცხოეთიდან თავიანთი პატრონები, დამფინანსებლები. მთავარი მოტივი იყო ის, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ თავიანთი აგენტურის წარმომადგენლები ყველანაირ ფასად, თუნდაც სისხლის დაღვრით, რევოლუციის მოწყობით, ხელისუფლების დამხობით. ახლაც გრძელდება ეს შემოტევები, მუქარები, შანტაჟი. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე", - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული მსჯავრდადებულები თუ მოინანიებენ დანაშაულს, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს."ეს იყო ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული. დაკავებულები არიან კონკრეტული ადამიანები, თუმცა დღეს ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას, დანაშაულის აღიარებას. საქართველოს ხელისუფლებაც იქცევა შესაბამისად და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაული", - აღნიშნა კახა კალაძემ.„რაც უფრო მეტი ადამიანი მოინანიებს, მოიხდის ბოდიშს, გაიაზრებს თავის დანაშაულს, სახელმწიფოსაც ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაგირება ექნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებული პაატა ბურჭულაძის შეწყალების საკითხს.მისივე თქმით, დაკავებულები სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობდნენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია."კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს მთელი თვეების განმავლობაში პიარკამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, რომ აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. ამას ხელს უწყობდნენ უცხოეთიდან თავიანთი პატრონები, დამფინანსებლები. მთავარი მოტივი იყო ის, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ თავიანთი აგენტურის წარმომადგენლები ყველანაირ ფასად, თუნდაც სისხლის დაღვრით, რევოლუციის მოწყობით, ხელისუფლების დამხობით. ახლაც გრძელდება ეს შემოტევები, მუქარები, შანტაჟი. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე", - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული მსჯავრდადებულები თუ მოინანიებენ დანაშაულს, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს."ეს იყო ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული. დაკავებულები არიან კონკრეტული ადამიანები, თუმცა დღეს ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას, დანაშაულის აღიარებას. საქართველოს ხელისუფლებაც იქცევა შესაბამისად და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაული", - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერია

საზოგადოება • 1791405124

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დასაქმების მსურველთათვის - თბილისის მერის განცხადება

თბილისის მერიის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე - "ისწავლე და დასაქმდი" რეგისტრაცია იწყება.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ეხმარება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით გადამზადებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებაში."ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ეძებს სამსახურს და პარალელურად, არის ბიზნესსექტორი, რომელსაც სჭირდება კვალიფიციური, პროფესიონალი კადრები. ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც თავიანთ საქმიანობას სხვადასხვა სფეროში ახორციელებენ. გვაქვს ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით არის კადრების ნაკლებობა. შესაბამისად, მოქალაქეებს ვაძლევთ საშუალებას, გადამზადდნენ, აიმაღლონ კვალიფიკაცია, პარალელურად კი ვეხმარებით დასაქმებაში. ასევე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მუდმივად ხორციელდება კურსების განახლება. მიმდინარე სემესტრში პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი დაემატება", - განაცხადა კახა კალაძემ.ამასთან, თბილისის მერმა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კიდევ ერთ სიახლეზე - ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისზეც ისაუბრა."პროგრამის ფარგლებში გვაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი სიახლე - მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამას ემატება ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისი. ეს ნიშნავს, რომ წარმატებული კურსდამთავრებული გაივლის პრაქტიკას და ის იქნება ანაზღაურებადი", - აღნიშნა კახა კალაძემ.გარდა ამისა, დედაქალაქის მერის თქმით, გრძელდება კარიერული კონსულტირების სერვისი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე სემესტრში პროგრამის ყველა მონაწილეს გაეწევა სათანადო კარიერული კონსულტაცია.კახა კალაძის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება მიმდინარე წლის 7 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით ვებგვერდზე: www.dasakmdi.ge.თბილისის მერმა აქვე სასწავლო ორგანიზაციებს პროგრამაში ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან, სწავლა კი სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ.

საცობი

საზოგადოება • 1791399728

საყურადღებო სიახლე მძღოლებისთვის - საცობების განტვირთვის ახალი გეგმა ცნობილია

დედაქალაქში, იმ სატრანსპორტო კვანძზე, სადაც დიდია ავტომობილების ნაკადი და შუქნიშნით რეგულირების მიუხედავად პრობლემურია გზაჯვარედინის გადაკვეთა, საგზაო კვადრატების ქსელი, ე.წ. yellow box დაიხაზება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნულის საჭიროების წარმოქმნა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ შუქნიშანზე, მწვანე მაშუქის შემთხვევაშიც კი მძღოლი გადადის გზაჯვარედინზე, ჩერდება და აბრკოლებს მოძრაობას.„იცით, რომ თბილისში ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა. ქალაქში გადაადგილება კონკრეტულ უბნებში არის პრობლემა, საცობებია. დაწყებული გვაქვს ღონისძიებები, ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების დანერგვა, ასევე კონკრეტული პრობლემური არეალების მოწესრიგება განტვირთვის თვალსაზრისით. საინტერესოა სტატისტიკაც რამდენი ავტომობილი გადაადგილდებოდა 2012 წლამდე, დაახლოებით 180 ათასამდე კერძო ავტომობილი იყო. დღეს, პიკის საათში 900 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდება, რაც პრობლემაა.ყველას, ვინც საჭესთან ვართ, გვქონია შემთხვევა, როდესაც გზაჯვარედინზე, როდესაც ერთი კონკრეტული მიმართულებით გადატვირთვა არის, არის საცობი, ხშირია შემთხვევა, როდესაც მძღოლები, როდესაც მწვანეა ანთებულია და ხედავ წინ გადაადგილება შეუძლებელია, მაინც ცდილობენ გზაჯვარედინზე გასვლას და სხვა მიმართულებით მარცხნიდან, ან მარჯვნიდან როდესაც საცობი არაა, იმ ავტომობილის მძღოლებს არ აძლევენ გადაადგილების შესაძლებლობას. ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას იწვევს ყველა მიმართულებით. ეს საჭიროებს დარეგულირებას და მოწესრიგებას.საქართველოს საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონშიც არსებობს ჩანაწერი, რომ შუქნიშანზე მწვანე მაშუქის შემთხვევაშიც კი მძღოლი არ უნდა გადავიდეს გზაჯვარედინზე, თუ ის სავარაუდოდ, გაჩერდება და დააბრკოლებს მოძრაობას. რთულია ადმინისტრირება და ამ ნაწილში კანონის აღსრულება, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ გზაჯვარედინზე ძალიან კარგად მუშაობს საგზაო კვადრატების ქსელი, ე.წ. yellow box. ბევრ ქვეყანაში ეს აპრობირებული მეთოდია იმ სატრანსპორტო კვანძზე, სადაც დიდია ავტომობილების ნაკადი და შუქნიშნით რეგულირების მიუხედავად პრობლემურია გზაჯვარედინის გადაკვეთა.მინდა ვთხოვო ურბანულ სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დავიწყოთ მუშაობა აღნიშნულთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტა დაგვეხმარება გარკვეულწილად შევუმსუბუქოთ მძღოლებს გადაადგილება“,- აღნიშნა კალაძემ.

ფული

საზოგადოება • 1791390390

პრაქტიკა ანაზღაურებადი იქნება - რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო - კარგი სიახლე მერიისგან

თბილისის მერიის პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი" 22 ახალი პროფესიული კურსი ემატება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.„ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ეძებს სამსახურს და პარალელურად, არის ბიზნესსექტორი, რომელსაც სჭირდება კვალიფიციური, პროფესიონალი კადრები.ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც თავიანთ საქმიანობას სხვადასხვა სექტორში ახორციელებენ და გვაქვს ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით არის კადრების ნაკლებობა.შესაბამისად, ჩვენი ჩართულობით, ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას, გადამზადდნენ, კიდევ უფრო აიმაღლონ კვალიფიკაცია და პარალელურად, რა თქმა უნდა, ვეხმარებით დასაქმებაში.მინდა გითხრათ, რომ ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მუდმივად ხორციელდება კურსების განახლება. მიმდინარე სემესტრში პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი დაემატება", - განაცხადა კახა კალაძემ.ამასთან, თბილისის მერმა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ კიდევ ერთ სიახლეზე - ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისზეც ისაუბრა.„პროგრამის ფარგლებში გვაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი სიახლე - მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამას ემატება ანაზღაურებადი პრაქტიკის სერვისი, რომელიც აქამდე არ ყოფილა.ანუ წარმატებული კურსდამთავრებულისთვის, რომელმაც შემდეგ პრაქტიკა უნდა გაიაროს, აღნიშნული პრაქტიკა ანაზღაურებადი იქნება, ხელფასს მიიღებს, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კახა კალაძემ.კახა კალაძის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება მიმდინარე წლის 7 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით. მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ ვებგვერდზე: www.dasakmdi.ge.როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან, სწავლა კი სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ.„არაფერი გადასახადი არ გაქვთ. ჩვენთვის მთავარია, მონდომება და გქონდეთ სურვილი, ჩაერთოთ აღნიშნულ პროგრამაში და აიმაღლოთ კვალიფიკაცია. რა თქმა უნდა, პარალელურად, როდესაც კურსს დაამთავრებთ, მერია სამსახურის მოძიებაში დაგეხმარებათ“, - აღნიშნა კალაძემ.

იუსტიციის სახლის გლდანი

საზოგადოება • 1791356910

იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყო

იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიზანიშვილის ქუჩის N81-ში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ბოლო გაჩერება მოეწყო.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა."დედაქალაქში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ერთ-ერთი ასეთი პროექტი თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელა. მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის ხიზანიშვილის ქუჩის N81-ში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 5 000-მდე კვ.მ ფართობზე შესრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის საფარი, რაც ავტოსადგომის სიმტკიცესა და გამძლეობას უზრუნველყოფს, ასევე, ტროტუარები, მგზავრთა მოსაცდელები და კუნძულები. დაიხაზა შესაბამისი საგზაო მონიშვნებიც. შშმ პირთა კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით ტერიტორია აღიჭურვა პანდუსებითა და ტაქტილური ბილიკებით", - განაცხადა თბილისის მერმა.ამასთან, მისივე თქმით,  თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაირგვება ხე-მცენარეები.

ტრანსპორტი

საზოგადოება • 1791356429

თბილისის მერმა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, შსს-თან ერთად, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვაზე მუშაობა დაავალა

თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში  არსებულ  გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის (ე.წ. Yellow box-ის) დანერგვის შესახებ.როგორც კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საერთაშორისო პრაქტიკაში ეს არის აპრობირებული მეთოდი იმ სატრანსპორტო კვანძებზე, სადაც საავტომობილო ნაკადი დიდია და მხოლოდ შუქნიშნით მოძრაობის რეგულირება საკმარისი არ არის.„ალბათ, ყველას, ვინც საჭესთან ვართ, შევსწრებივართ შემთხვევებს, როდესაც გზაჯვარედინზე ანთებულია მწვანე, მაგრამ წინ გადაადგილება შეუძლებელია, მძღოლები მაინც ცდილობენ გზაჯვარედინზე გასვლას, ამით კი სხვა მიმართულებით მოძრავი ავტომობილების მძღოლებს არ აძლევენ გადაადგილების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას იწვევს ყველა მიმართულებით. ყოველდღიურად გვხვდება მოძრაობის ასეთი ჩაკეტვა, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და პრობლემად იქცევა.  შესაბამისად, ეს საჭიროებს დარეგულირებას. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ შუქნიშანზე მწვანე მაშუქის შემთხვევაშიც კი, მძღოლი არ უნდა გადავიდეს გზაჯვარედინზე, თუ ის, სავარაუდოდ, გაჩერდება და დააბრკოლებს მოძრაობას, თუმცა რთულია ადმინისტრირება და ამ ნაწილში კანონის აღსრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე განმარტებით, მსგავსი პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით.„საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ გზაჯვარედინებზე ძალიან კარგად მუშაობს საგზაო კვადრატების ქსელი (ე.წ. Yellow box). ბევრ ქვეყანაში ეს აპრობირებული მეთოდია იმ სატრანსპორტო კვანძებზე, სადაც დიდია ავტომობილების ნაკადი და, შუქნიშნით რეგულირების მიუხედავად, პრობლემურია გზაჯვარედინის გადაკვეთა. ამ ტიპის პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით. შესაბამისად, მინდა, დავავალო ჩვენს სამსახურს - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, დაიწყონ მუშაობა ამ საკითხებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტა დაგვეხმარება იმაში, რომ გარკვეულწილად მძღოლებს გადაადგილება შევუმსუბუქოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა ისაუბრა ბოლო წლებში თბილისში გაზრდილი კერძო ავტომობილების რაოდენობის შესახებაც და აღნიშნა, რომ სტატისტიკის თანამხმად, დღეს პიკის საათში 900 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება.„თბილისში ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა და ქალაქში გადაადგილება, განსაკუთრებით კონკრეტულ უბნებსა და რაიონებში, პრობლემურია და გვაქვს საცობები. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, რამდენი ავტომობილი გადაადგილდებოდა, პირობითად 2012 წლამდე, ეს იყო, დაახლოებით, 180 000 კერძო ავტომობილი, დღეს კი უკვე პიკის საათში 900 000-მდე ავტომობილი მოძრაობს, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა და სერიოზული გამოწვევაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისი თქმით, მოძრაობის განტვირთვის მიმართულებით დაწყებულია მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება - „ჭკვიანი“ შუქნიშნების დანერგვა, კონკერტული პრობლემური არეალების მოწესრიგება, ასევე, საგზაო კვადრატების ქსელის შექმნა და ა.შ.

გაჩერება

საზოგადოება • 1791355737

იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყო

იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიზანიშვილის ქუჩის N81-ში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ბოლო გაჩერება მოეწყო.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.„დედაქალაქში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ერთ-ერთი ასეთი პროექტი თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელა. მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის ხიზანიშვილის ქუჩის N81-ში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 5 000-მდე კვ.მ ფართობზე შესრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის საფარი, რაც ავტოსადგომის სიმტკიცესა და გამძლეობას უზრუნველყოფს, ასევე, ტროტუარები, მგზავრთა მოსაცდელები და კუნძულები. დაიხაზა შესაბამისი საგზაო მონიშვნებიც. შშმ პირთა კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით ტერიტორია აღიჭურვა პანდუსებითა და ტაქტილური ბილიკებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.ამასთან, მისივე თქმით,  თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაირგვება ხე-მცენარეები.

✕