გაზი

მსოფლიო • 1791478920

Euronews: მკაცრი ზამთრის პირობებში, ევროკავშირს გაზის 15%-მდე დეფიციტი ემუქრება

ევროპა შესაძლოა ზამთარში ბუნებრივი აირის მოთხოვნის 12%-15%-იან დეფიციტს წააწყდეს, თუ კონტინენტს ძლიერი სიცივე დაატყდება თავს, ნათქვამია ევროკავშირის გაზის გადამცემი სისტემების ოპერატორების მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.გაფრთხილება იმ ფონზე ვრცელდება, როდესაც ევროკავშირი ზამთრის სეზონს გაზის საცავების მხოლოდ 72%-იანი შევსებით ხვდება. 2025 წლის 1-ლი ოქტომბრის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11 პროცენტული პუნქტით დაბალია, როდესაც საცავები 83%-ით იყო შევსებული. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ გაზის მარაგების შევსების სეზონი წელს „გამოწვევებით სავსე“ აღმოჩნდა.ევროპის გაზის გადამცემი სისტემების ოპერატორთა ქსელის (ENTSOG) ზამთრის მიწოდების პროგნოზი ორ სცენარს განიხილავს, რომლებიც რუსეთის მილსადენებით გაზის სრულ არარსებობას ეფუძნება. ევროკავშირმა რუსულ გაზზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა გამონაკლისები კვლავ რჩება ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უნგრეთი და სლოვაკეთი.ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონტინენტურ ევროპაში გაზის მიწოდების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არხის შეფერხება, ალჟირიდან მილსადენებით იმპორტის სრულ შეწყვეტასთან ერთად, ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.ბრიუსელმა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, მაქსიმალურად გაზარდონ გაზის საცავების შევსება ზამთრის დასაწყისში და შეინარჩუნონ მჭიდრო თანამშრომლობა, რათა საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნის შემცირების ტვირთი თანაბრად გადანაწილდეს.ანგარიში ასევე ხაზს უსვამს ევროპის მზარდ დამოკიდებულებას თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გლობალურ ბაზარზე. ევროკავშირის უმსხვილესი LNG-მომწოდებელი ამჟამად აშშ არის, რომელმაც რუსეთის მიერ ადრე დაკავებული წილის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაანაცვლა.ENTSOG-ის შეფასებით, ზამთრის ჩვეულებრივ პირობებშიც კი LNG-ის მიწოდების შემცირებამ შესაძლოა ევროპაში გაზის საცავების დონე 2027 წლის მარტისთვის მხოლოდ 13%-მდე დაიყვანოს, რაც ენერგოინტენსიურ საწარმოებს წარმოების შემცირებას აიძულებს.დამატებით რისკად სახელდება ჰორმუზის სრუტეში არსებული სატრანსპორტო შეზღუდვები. ეს სტრატეგიული მარშრუტი გლობალური LNG-ვაჭრობის დაახლოებით 20%-ს აკონტროლებს. ანგარიშის მიხედვით, 28 თებერვალს დაწყებული აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებების შემდეგ ირანის წინააღმდეგ, სრუტეში შექმნილმა პრობლემებმა კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების LNG-ის ექსპორტი მნიშვნელოვნად შეაფერხა.მიუხედავად იმისა, რომ ევროპის პირდაპირი დამოკიდებულება კატარულ გაზზე შედარებით დაბალია და დაახლოებით 8%-ს შეადგენს, ყველაზე მეტად კი იტალიაა დამოკიდებული, გლობალური მიწოდების შემცირებამ ევროპასა და აზიას შორის LNG-ისთვის კონკურენცია გაამწვავა. შედეგად გაიზარდა ფასების მერყეობა და ევროპის ენერგეტიკული ბაზარი დამატებითი ზეწოლის ქვეშ მოექცა.

ბათუმის საზღვაო აკვატორიაში წვრთნები ჩატარდა

საზოგადოება • 1791286812

ბათუმის საზღვაო აკვატორიაში წვრთნები ჩატარდა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმის საზღვაო აკვატორიაში ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის ეროვნული წვრთნები, GEO SAR & OSR EX 2026, ჩატარდა.წვრთნები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელობით წარიმართა და ორ ლოკაციას მოიცავდა.წვრთნების მთავარი მიზანია ზღვაზე ადამიანის ძებნა-გადარჩენის, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი გემებისთვის დახმარების აღმოჩენისა და ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის შესაძლებლობების შემოწმება და შესაბამის უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერება.სანაპირო ზოლის დაცვის მიზნით, წვრთნების ფარგლებში ასევე დამუშავდა ოპერაციის მართვის შტაბისა და მონაწილე უწყებების შეთანხმებული მოქმედებები.სცენარის მიხედვით, ოპერაციის ძირითადი ნაწილი ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში განხორციელდა. წვრთნების მეორე ნაწილი კი სანაპირო ზოლზე, ჟილინის არხის შესართავთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.წვრთნებში გამოყენებული იყო 18 ერთეული ტექნიკა, მათ შორის 3 გემი, 6 კატარღა, 2 ბუქსირი, 1 მცურავი ამწე, 4 სკუტერი, 1 დამხმარე კატარღა და შვეულმფრენი.

ირანი

მსოფლიო • 1790758899

„როიტერი“: ირანმა კატარის შუამავლებისგან მიიღო აშშ-ის პასუხი ნდობის აღდგენის შვიდდღიან გეგმასთან დაკავშირებით

ირანმა კატარის შუამავლებისგან მიიღო აშშ-ის პასუხი ნდობის აღდგენის შვიდდღიან გეგმასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი “ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აშშ-ის პასუხს თეირანში დღეს განიხილავს.„როიტერის“ თანახმად, კატარელმა შუამავლებმა აშშ-სგან მიღებული პასუხი ირანს 29 სექტემბერს გადასცეს.ოფიციალური პირის განცხადებით, გავრცელებული დოკუმენტი ითვალისწინებს ნდობის აღდგენის შვიდდღიან პერიოდს, რომლის მიზანია მხარეების დაბრუნება ივნისში შეთანხმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუმჯობესებულ ვერსიასთან; ეს უკანასკნელი მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ უთანხმოება ეხება არა გეგმის შემადგენელ კომპონენტებს, არამედ ნაბიჯების თანმიმდევრობას. ირანმა შვიდდღიანი გეგმა გასულ კვირას წარადგინა.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ გეგმის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა და ნაოსნობის ჩვეული რეჟიმის აღდგენა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეს წინადადება უარყო, რამაც კატარის მხრიდან შუამავლობის გაგრძელება განაპირობა.

ლაშა ხუციშვილი

პოლიტიკა • 1790679252

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, სიტყვით გამოვიდა ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე.გამოსვლისას, მან ისაუბრა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, რომელიც უკავშირდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ძირითადი ნაწილის მშენებლობის დასრულებას, საგზაო, სარკინიგზო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის, ასევე, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის შემდგომი გაძლიერების დღის წესრიგს.„წლევანდელი დიალოგის თემა „ხვალინდელი დღის ინფრასტრუქტურა: ზეგავლენა და ინოვაცია,“ კარგად ასახავს საერთო შეხედულებას, რომ ინფრასტრუქტურა აღარ იზომება მხოლოდ ჩვენ მიერ აშენებული გზებით, ხიდებითა, თუ ენერგოსისტემებით. კლიენტებისთვის მომსახურების გაღრმავებისა და გაფართოების მიზნით მასშტაბების გაზრდას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს არსებული საჭიროებების ფონზე, რათა შეიქმნას ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც აერთიანებს რეგიონებს და უზრუნველყოფს ღირებულებათა ჯაჭვების  შეუფერხებელ ფუნქციონირებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში, საშუალოდ, 9.3%-ზე მეტით გაიზარდა. ამასთან, ქვეყანამ უსაფრთხო დონეზე შეინარჩუნა ყველა ფისკალური პარამეტრი, ხოლო კაპიტალური ხარჯები - მაღალ ნიშნულზე.ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა AIIB-ის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ბანკის როლის გააქტიურებაზე.მან მადლობა გადაუხადა კატარის მთავრობასა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის გუნდს ფორუმის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის, ხოლო AIIB-ის ახალ პრეზიდენტს ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით ჩატარებისთვის.

ლაშა ხუციშვილი

პოლიტიკა • 1790666387

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრ ალი ბინაჰმედ ალ-კუვარის შეხვდა.მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საფინანსო, ვაჭრობისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები.ხაზი გაესვა საქართველოს ფისკალური რეფორმების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს და ფისკალური დისციპლინის როლს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში. ასევე, საუბარი შეეხო დაკავშირებადობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ამ მიმართულებით, საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების როლს.ლაშა ხუციშვილმა კოლეგას გააცნო მაღალი ეკონომიკური ზრდის მიმდინარე ტენდენციები და მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი.დასასრულს, მინისტრებმა თანამშრომლობის გაგრძელების და შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

აბას არაღჩი

მსოფლიო • 1790607600

აბას არაღჩი და თანმხლები დელეგაცია ნიუ-იორკში შუამავლებთან გამართავენ შეხვედრას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი და თანმხლები დელეგაცია ნიუ-იორკში შუამავლებთან გამართავენ შეხვედრას. ირანული მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრაზე განიხილება მიმდინარე მოვლენები და გაიცვლება მოსაზრებები აქტუალურ საკითხებზე.ამასთან, ირანში აცხადებენ, რომ აშშ-თან მოლაპარაკებები არ იგეგმება.რიგი დასავლური წყაროები იუწყებოდნენ, რომ ირანი და აშშ, შესაძლოა, ნიუ-იორკში, შუამავლების მონაწილეობით, მოლაპარაკებებს გამართავდნენ.წყარომ ასევე აღნიშნა, რომ გასულ სამშაბათს კატარელ შუამავალთან შეხვედრისას ირანულმა მხარემ ნათლად წარადგინა თავისი პირობები და წინადადებები ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით.

ყაზახეთში

მსოფლიო • 1790358240

ყაზახეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნების დროს, სულ მცირე, 14 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ყაზახეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნების დროს, სულ მცირე, 14 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.„ბიბისის“ ცნობით, ჯარისკაცები კასპიის ზღვამ გაიტაცა, კიდევ სამი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის საქმეზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამდებობის პირია დაკავებული. მათ სამსახურებრივ დაუდევრობასა და გემის მართვის წესების დარღვევაში სდებენ ბრალს. დაკავებულებს შორის არიან ყაზახეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარსარდლის პირველი მოადგილე, ორი სამხედრო ნაწილის მეთაური, ასევე საზღვაო ქვეითთა ასეულის და კატარღის მეთაურები.შემთხვევა 24 სექტემბერს, ყაზახეთის სამხრეთ-დასავლეთით, მანგისტაუს ოლქში მოხდა.ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, კანატ ბოზუმბაევმა განაცხადა, რომ ზღვამ 17 ადამიანი გაიტაცა. მისივე თქმით, შემთხვევა სასწავლო-საბრძოლო დავალების შესრულებისას, მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესებისა და ქარის გაძლიერების შედეგად მოხდა.ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა და 25 სექტემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

მსოფლიო • 1789973745

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გაემგზავრა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გაემგზავრა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.მათივე ცნობით, არაღჩი გაერო-ს შტაბ-ბინაში ირანის დიპლომატიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს. როგორც ცნობილია, ირანიდან ის კატარში გაფრინდა, საიდანაც ნიუ იორკში გაემგზავრება.„მინისტრმა კვირა საღამოს დატოვა თეირანი ნიუ იორკში გამგზავრებისთვის და მოკლე ვიზიტით დოჰაში გაემგზავრება რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციების გასამართად“, – იტყობინება ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA.ცნობისთვის, ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია (UNGA 81) 22-დან 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ემანუელ მაკრონი

მსოფლიო • 1789760441

უახლოეს კვირებში გვექნება „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა, რომელიც ენერგეტიკის საკითხებს დაეთმობა, ვითარება სერიოზულია - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში მოიწვევს „დიდი შვიდეულის“ სამიტს, რომელიც მსოფლიოში ენერგიის ფასების მკვეთრ ზრდას და ნავთობის მარაგების გამოშვების საკითხს დაეთმობა.„უახლოეს კვირებში გვექნება „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა, რომელიც ენერგეტიკის საკითხებს დაეთმობა –  თანამშრომლობის გასაძლიერებლად, ასევე  „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებსა და ჩვენს ძირითად პარტნიორებს შორის ზედმეტი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად. ვითარება, რომლის წინაშეც ვდგავართ, სერიოზულია. ის სერიოზულია საერთაშორისო მდგომარეობისა და ომების გამო, რომლებსაც ვუძლებთ. ამ კონტექსტში ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე.ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის, ერაყის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებთან ბოლოს გამართულ  შეხვედრებზე საფრანგეთისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდების უსაფრთხოების განმტკიცებას შეეცადა. მისივე თქმით, ნავთობპროდუქტებითა და გათხევადებული ბუნებრივი აირით ვაჭრობის საკითხს კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრაზეც განიხილავს.

დონალდ ტრამპ

მსოფლიო • 1789707877

ტრამპმა AXIOS-ს განუცხადა, რომ ირანთან ომში გადამწყვეტ გზაგასაყარამდე მივიდა

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა AXIOS-ს განუცხადა, რომ ირანთან ომში კრიტიკული ეტაპი ახლოვდება და მას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს - განაახლოს თუ არა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, რათა კონფლიქტი დასრულდეს.„წინ დიდი გადაწყვეტილება მელოდება. მინდა თუ არა, შევიდე იქ და გავანადგურო ისინი - ირანის რეჟიმი - თუ არ მინდა? ეს დიდი გადაწყვეტილებაა. ჩემგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ტრამპმა AXIOS-თან ინტერვიუში.მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს მსგავსი მუქარა ადრეც გაუჟღერებია, მისი ახალი განცხადებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ სამშაბათს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში, ის სპარსეთის ყურის ექვსი ქვეყნის - საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, ბაჰრეინის, ქუვეითისა და ომანის - ლიდერებს შეხვდება.შეხვედრამ შესაძლოა განსაზღვროს ომის შემდეგი ეტაპი, მათ შორის, გაგრძელდება თუ არა დიპლომატიური ძალისხმევა, თუ აშშ სამხედრო მოქმედებების გაძლიერების გზას აირჩევს. თუ ტრამპი ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების განახლებას გადაწყვეტს, მას ამისთვის რეგიონული მოკავშირეების მხარდაჭერა დასჭირდება.როგორც AXIOS-ი წერს, ბოლო დღეებში პრეზიდენტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ომი მალე დასრულდება. თუმცა, აშშ-ის ზოგიერთი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ კონფლიქტი არამდგრად ჩიხში შევიდა - მდგომარეობაში, რომელიც არც ომს ჰგავს და არც მშვიდობას. მათი შეფასებით, თუ შუალედურ არჩევნებამდე შეთანხმება ვერ შედგა, ტრამპმა შესაძლოა სამხედრო ოპერაციების ფართომასშტაბიანი განახლება გადაწყვიტოს.AXIOS-თან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის გამოყენება სურს, რათა რეგიონული მოკავშირეებისგან უშუალოდ მოისმინოს, როგორ ხედავენ ისინი ომის შემდგომ განვითარებას.„მინდა გავიგო, სად არიან ისინი და როგორ არიან. ჩვენ მათ ძალიან ვიცავდით“, - განაცხადა ტრამპმა.პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, მიიღებს თუ არა ირანთან ომის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას შუალედურ არჩევნებამდე თუ მის შემდეგ.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1789504876

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე გაანალიზებული და გააზრებული, რა სახის ჩარევა იყო 2024 წელს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს, თუ ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს არჩევნებში

ბრიუსელში ინსტიტუციურ კრიზისზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ ვგულისხმობთ ღირებულებით უკუსვლას და ასე ვთქვათ, დაკვეთილ, ან მავნე პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას.„ის, რაც დღეს პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა კორუფციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვითქვამს და ამისი ფაქტებიც არსებობს ირიბი. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში სამწუხაროდ, პოლიტიკური დაფინანსებები, გარე დაფინანსებები, ჯერჯერობით, კიდევ გაუმჭვირვალე არის, არ არიან მისული იმ დონეზე, სადაც ამერიკა, ან საქართველო არის კანონმდებლობის მხრივ. ამერიკაში მოქმედებს FARA და FARA-ს შემოვლით ვიგებთ ხოლმე ხანდახან რაღაც ისტორიებს ევროპასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ იყო თუ არ ვცდები, FARA-ში რომ გამოქვეყნდა ანგარიში ერთ-ერთი ლობისტური ორგანიზაციის, რომელშიც პირდაპირ ეწერა, რომ ამერიკული ორგანიზაციის ლობისტები წერდნენ რეზოლუციის პროექტებს ევროპარლამენტისთვის. ეს ეხებოდა საქართველოსთან დაკავშირებულ პროექტებს და იმიტომაც იყო შემდეგ, რომ ასეთ რეზოლუციებში აღმოვაჩენდით ხოლმე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, დიქტატორის, რომელიც საკუთარი დანაშაულების გამო სამართლიანად იხდის სასჯელს. რა თქმა უნდა, ამის უკან ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ იყო კორუფცია. ეს კორუფცია შეიძლება, ყოფილიყო ფინანსური ინტერესი და ჩვენ ვნახეთ პირდაპირ, რომ ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი დააკავეს და ამოუღეს თანხები, იყო სხვადასხვა ჩინოვნიკი ევროპარლამენტის, მეტიც, ევროკომისარი მართლმსაჯულების საკითხებში. მე რომ პარლამენტის თავმჯდომარე გავხდი 2022 წელს, განაცხადი რომ გვქონდა უკვე შეტანილი წევრობაზე, ვავსებდით და მაშინ ასე ვთქვათ, რომ იყო სხვადასხვა მცდელობა მართლმსაჯულების რეფორმის კრიტიკის და ასე შემდეგ, ბრიუსელში გახლდით ვიზიტით და შევხვდი ამ კომისარს, რომელიც მე მიხსნიდა, რას ნიშნავს მართლმსაჯულება, სასამართლო რეფორმა და ორი წელი არ იყო გასული, ამ კაცის ბინიდან ამოიღეს დიდძალი თანხა და კორუფციაში ამხილეს. ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩინოვნიკი, ევროკომისარი იყო, როგორც ქალბატონი კოსი, ან არ ვიცი, კალასი და ასე შემდეგ, გახლავთ მათი კოლეგა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი ეჭვები გვაქვს, როგორც პოლიტიკური კორუფციისა, ანუ პოლიტიკური ინტერესისა, ისე ფინანსური პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც არა ერთხელ გამოვლინდა ბრიუსელში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, თუ გავითვალისწინებთ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც მან ევროპარლამენტს პირდაპირ ქრთამის ამღებთა ბუდე უწოდა და კატარგეიტის საქმეც გაიხსენა, როდესაც ევროპარლამენტი საქართველოს დემოკრატიის, კორუფციისა და კანონის უზენაესობის ხარისხზე საუბრობს და ხარისხს აფასებს, მეორე მხრივ კი, საქართველოს ხელისუფლება ევროპულ ინსტიტუტებს აკრიტიკებს, ხომ არ არის ევროპარლამენტის ცალკეული კორუფციული საქმეების გამო მთლიანად ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაცია სახიფათო.შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „სტანდარტი“, როგორც ასეთი სიტყვა, უკვე დაივიწყა საქართველომ, როდესაც საქმე ეხება ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას, ხელისუფლებას, ბრიუსელს, ვინაიდან აქ სტანდარტებზე „აღარც უნდა ვიოცნებოთ, რომ რამე სტანდარტებთან გვაქვს საქმე საერთაშორისო პოლიტიკაში“.„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, რომელსაც სხვადასხვა ჯგუფი სხვადასხვა სიუხეშით ცდილობს, მიაღწიოს. ზოგი უფრო რბილია, ზოგი უფრო უხეში, მაგრამ საქმე ყოველთვის ერთში არის, აქვთ კონკრეტული პოლიტიკური მიზანი და ამ პოლიტიკური მიზნისკენ ისწრაფვიან. საქართველოსთან მიმართებით ეს მიზანი ძალიან ცხადად წარმოჩნდა და დადასტურდა. მიზანი 2024 წელს იყო საქართველოს ხელისუფლების შეცვლა ყველა საშუალებით. ჩართეს ყველაფერი, კანონიერი, თუ უკანონო მეთოდები, დაშვებული, თუ ბინძური მეთოდები, აბსოლუტურად ყველაფერი. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე გაანალიზებული და გააზრებული, თუ რა სახის ჩარევა იყო 2024 წელს სამწუხაროდ, ევროპის მხრიდან, ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს, თუ ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს არჩევნებში და ეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ. იმიტომ, რომ როდესაც რაღაც ცუდი ჩაივლის ხოლმე, ეს ჩვევა აქვს მაინც ზოგადად ადამიანს, რომ ივიწყებს, რახან ჩავლილია, მაგრამ გავიხსენოთ, ეს იყო რეკორდული ფულის დახარჯვა საქართველოში, ევროკავშირის თუ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მხრიდან, იყო პირდაპირი დაფინანსება სხვადასხვა სქემებით პარტიების. აგერ, დანიის სახელმწიფო აფინანსებდა საარჩევნო კამპანიას ოპოზიციური პარტიების, ავტეხეთ სკანდალი და დანიის ელჩისგან ერთ კომენტარს და სიტყვას ვერ ვეღირსეთ საქართველოს ხელისუფლება, არა თუ საზოგადოება; ვიდრე თავად დანიაში არ გახდა ეს სკანდალი, რომ დანიის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, მანამდე არაფერი არ მოხდა და როგორც კი გასკანდალთა პრესაში, ამას მოერიდნენ და დახურეს იმავე წუთში ეს პროექტი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ იმ პროექტის, რომელიც შეფუთული იყო არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ ასე ვთქვათ, მთელი ამ არასამთავრობო ორგანიზაციის შემადგენლობა აღმოჩნდა „ლელოში“ „თავისუფლების მოედნის“ სახელით. მთელი შემადგენლობა გადაბარგდა პირდაპირ „ლელოს“ პარტიაში, როდესაც მანამდე უცხო ფულით საარჩევნო კამპანიას აფინანსებდნენ. აღარაფერს ვამბობ სხვადასხვა ელჩის, თუ პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩარევაზე არჩევნები შემდეგ.ყველას შევახსენებ, როდესაც არჩევნები დასრულებული იყო, თუ არ ვცდები 12 ნოემბერი იყო, როდესაც შვიდი ევროპული ქვეყნის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, ხელისუფლების წარმომადგენლები, ბალტიის ქვეყნების, ე.წ. ნორდიკების, შვედეთი და ა.შ., საფრანგეთის, გერმანიის, შვიდი ქვეყნის საჯარო კომიტეტების თავმჯდომარეები, ხელისუფლების წარმომადგენლები დადგნენ რუსთაველზე და ქართველ ხალხს მოუწოდებდნენ მაიდნისკენ. გახსოვთ ეს თქვენ, ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, ხალხო, გამოდით მაიდანზეო და ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რას ნიშნავს მაიდანი, რომლისკენ ევროპელები მოუწოდებდნენ ქართველ ხალხს, მაიდანი ნიშნავს ას დაღუპულ ადამიანს პროტესტის დროს. აი, ამისკენ მოუწოდებენ და ამის შემდეგ, როდესაც ბოლომდე გაახურეს საკუთარი აქტივისტები საქართველოში, პარლამენტზე შტურმი მიიტანეს, შემდეგ ერთ წელიწადში პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმი მიიტანეს და არცერთ ამ ფაქტზე არც ბოდიში მოუხდიათ და არც კი გამიჯვნიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სოჭი

მსოფლიო • 1789019100

სოჭში უპილოტო კატარღების თავდასხმის შედეგად სანაპიროზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა რვა ადამიანი

რუსული მედიის ცნობით, სოჭში უპილოტო კატარღების თავდასხმის შედეგად სანაპიროზე ხანძარი გაჩნდა.კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დაშავდა რვა ადამიანი.თავდასხმის შედეგად, დაზიანდა პლაჟის ინფრასტრუქტურა და პრიმორსკის სანაპიროს მიმდებარე მონაკვეთი.ადგილზე ოპერატიული და სპეციალური სამსახურები მუშაობენ.

✕