საზოგადოება • 1753120323
მარნეულში ქალი ხიდიდან გადავარდა
მარნეულში ქალი ხიდიდან გადახტა.ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების შესაბამისი ჯგუფი. კადრებს სოციალურ ქსელში რეგიონალური მედია ავრცელებს.ნახეთ კადრები აქ
კადრებს
საზოგადოება • 1753120323
მარნეულში ქალი ხიდიდან გადავარდა
მარნეულში ქალი ხიდიდან გადახტა.ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების შესაბამისი ჯგუფი. კადრებს სოციალურ ქსელში რეგიონალური მედია ავრცელებს.ნახეთ კადრები აქ
შემთხვევა • 1753093959
ძლიერი მიწისძვრა მოხდა რუსეთში
რუსეთში, 20 ივლისს, კამჩატკის ნახევარკუნძულზე რამდენიმე მიწისძვრა დაფიქსირდა, ყველაზე ძლიერის სიმძლავრემ 7.6 მაგნიტუდა შეადგინა. მოქალაქეები სოციალურ ქსელებში კადრებს ავრცელებენ, სადაც ჩანს, როგორ ზანზარებს სახლები, ირყევა ავეჯი და მაღაზიების დახლებიდან პროდუქტი ცვივა.მედიის ცნობით, რამდენიმე დასახლებულ პუნქტში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოსახლეობას წყალთან ახლოს ყოფნისგან თავის შეკავება სთხოვა.ნახევარკუნძულზე ბიძგები მთელი დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა. ამავდროულად, მაშველებმა შენობები, ძირითადად სოციალური დაწესებულებები დაათვალიერეს. სერიოზული ზიანი არ დაფიქსირებულა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, მსხვერპლი არ ყოფილა. საღამოსთვის ცუნამის საფრთხეც გაუქმდა.
ტაბლოიდი • 1753043843
„ბირჟას ამაგრებენ თოფურიები“ – მარიამ მათიაშვილი კადრებს გვიზიარებს
ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი 21 იანვარს უსაყვარლესი ქალიშვილის დედა გახდა. მარიამი ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ლეას ფოტოებს და ვიდეოებს, რომლებიც ყოველთვის დიდი მოწონებით და გულთბილი კომენტარებით სარგებლობს. ამჯერად, მარიამი „ინსტაგრამ-სთორის“ მეშვეობით გვიზიარებს უსაყვარლესი ლეას და მამიკოს ფოტოს.„ბირჟას ამაგრებენ თოფურიები“ - წერს მარიამ მათიაშვილი.
ტაბლოიდი • 1753026208
მარიამ შენგელია ახალ ფოტოებს გვიზიარებს
მარიამ შენგელია სოციალურ ქსელში ულამაზეს კადრებს გვიზიარებს. მარიამმა შესანიშნავი ფოტოები „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.„ვაიმე რა ლამაზი ხარ“…„ჩემი ულამაზესი.„ანათებ, ბრწყინავ და ბზინვარე ხარ“„რა სილამაზეა“…„როგორი ლამაზი ხარ“. „სიცოცხლე და სიყვარული“ – უწერენ მარიამს. View this post on Instagram A post shared by Mariam Shengelia (@mariam_shengeliaa1)
ტაბლოიდი • 1752940408
ილია თოფურიას მეუღლე შვილის ახალ კადრებს აქვეყნებს
UFC-ის ორი წონის ჩემპიონის, ილია თოფურიას მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუია ოჯახურ კადრებს ხშირად აზიარებს. ილიას და ჯორჯინას გოგონა დაბადებისთანავე სოციალური ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.ბევრი მას, დედას ამსგავსებს და წერს, რომ სილამაზით დედას ჰგავს. ამჯერად ჯორჯინამ და ილია თოფურიამ შვილის უახლესი კადრი ინსტაგრამზე გამოაქვეყნეს, სადაც ჩანს, როგორი გაზრდილია მათი გოგონა.ცნობისთვის, ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრის შემდეგ დაუმარცხებელია.
ტაბლოიდი • 1752940293
„არ ვფიქრობ, რომ 21 წლის ასაკში ოჯახის შექმნა ადრეა“ - თათა ვასაძე გამომწერებს პასუხობს
ლევან ვასაძეს შვილი, თათა ვასაძე, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს. თათა ცოტა ხნის წინ დედა გახდა, მას გოგონა ეყოლა, რომელსაც ნინა დაარქვეს. ამჯერად თათა საკუთარ გვერდზე გამომწერების კითხვებს პასუხობს.„როგორ გადაწყვიტე ასეთ პატარა ასაკში ოჯახის შექმნა და დედობა?“ - ეკითხება ერთ-ერთი გამომწერი- თათამ განმარტა, რომ მისთვის ეს ნაადრევი ქორწინება არ ყოფილა.„ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ 21 წლის ასაკში ოჯახის შექმნა ადრეა, ყველას თავისი „სწორი" ასაკი აქვს ოჯახისთვის. მე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ამაზე. ყველას ვუსურვებ იმის პოვნას, რასაც ეძებს"
ტაბლოიდი • 1752834097
ამერიკელმა გარეტ გიმ, რომელიც სათავგადასავლო ბლოგერი და ჟურნალისტია, ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელმაც მაყურებელი ერთდროულად შეაშინა და შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს 4 მილიონამდე ნახვა აქვს. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ბლოგერი საკუთარ 7 წლის ვაჟს, გართობის მიზნით კლდიდან წყალში აგდებს. ვიდეო კადრებს სოციალურ ქსელში ძალიან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. კადრებში ჩანს, რომ ბიჭს წყალში გადახტომის ეშინია, თუმცა მამამ ის მაინც გადააგდო.კადრები არიზონასა და იუტას შტატებს შორის მდებარე წყალსაცავის, პაუელის ტბის თავზე მდებარე კლდეზეა გადაღებული.პატარა ბიჭის წყალში გადაგდების შემდეგ, ბლოგერის უფროსი ვაჟები წყალში თვითონ გადახტნენ.ბლოგერის განმარტებით, მისი, როგორც მშობლის ფილოსოფია, ხაზს უსვამს უსაფრთხოებას, გამბედაობასა და კვლევას და ის ოჯახთან ერთად მოგზაურობს მთელ მსოფლიოში, რათა შვილებს ეს გამოცდილება მისცეს.
მსოფლიო • 1752672793
ისრაელმა სირიის სამთავრობო ძალებზე საჰაერო იერიშები განახორციელა - ბოლო ცნობები
ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს, რომ მათ ცოტა ხნის წინ დამასკოში დრონებით იერიში მიიტანეს და სირიის სამხედრო შტაბ-ბინის შესასვლელს დაარტყეს.„ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაარტყა სირიის რეჟიმის სამხედრო შტაბ-ბინის შესასვლელს დამასკოში“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.სირიულ მედიაში მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის არმიის შტაბ-ბინაზე ისრაელმა ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა. ამასთან, ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში.ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოკადრებს და წერს, რომ ძლიერი დარტყმები დაიწყო.მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა სირია გააფრთხილა, რომ ძლიერი დარტყმები იმ შემთხვევაში დაიწყებოდა, თუ სირიის რეჟიმის ძალები ქვეყნის სამხრეთში მდებარე დრუზების ქალაქიდან, ელ-სუვაიდიდან უკან არ დაიხევდნენ.„როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელმა სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობას, სულ მცირე, ორი დრონით მიაყენა დარტყმა.გარდა ამისა, ისრაელის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა სირიის პრეზიდენტის სასახლეზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ევროკავშირი შეშფოთებულია სირიაში დრუზებით დასახლებულ რეგიონში მიმდინარე დაპირისპირების გამო და ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრიუსელი ყველა გარე აქტორს მოუწოდებს, სრულად სცენ პატივი სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს განცხადება ევროკავშირმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ავიაიერიში მიიტანა სირიის თავდაცვის სამინისტროზე.ცნობისთვის, ორდღიანი სისხლიანი შეტაკებების შემდეგ სირიის სამთავრობო ძალები ქალაქ სუვეიდაში შევიდნენ. ეს სირიის სამთავრობო ძალების სუვეიდაში განლაგების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც დეკემბერში პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დაამხეს.უმცირესობათა ბევრი თემი - მათ შორის დრუზები - ეჭვის თვალით უყურებენ დროებითი პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას მთავრობას. აქამდე სუვეიდას პროვინცია ძირითადად დრუზების გასამხედროებული დაჯგუფების კონტროლის ქვეშ რჩებოდა, რომლებიც უსაფრთხოების ძალებში გაწევრიანების მოწოდებებს ეწინააღმდეგებიან.სირიის ომის მონიტორის ცნობით, სუვეიდას პროვინციაში შეტაკებების შედეგად სულ მცირე 248 ადამიანი დაიღუპა.სუვეიდაში განვითარებული მოვლენების ფონზე ისრაელის თავდაცვის ძალები სირიის სამთავრობო ძალებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებს.
ისტორიები • 1752666621
ერთი შეხედვით, პიტერ სკალი ჩვეულებრივი კაცი გახლდათ, რომელიც ოჯახთან ერთად მელბურნის გარეუბანში ცხოვრობდა, თუმცა, ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც, 2011 წელს, პოლიციისგან თავის დაღწევის მიზნით, ის ფილიპინებში გაიქცა.როგორც გაირკვა, სკალი ბავშვთა პორნოგრაფიისა და მათი წამების კადრების გავრცელებით იყო დაკავებული.მან შექმნა საერთაშორისო ქსელი, რომელიც ქმნიდა ჰარდკორ კონტენტს ბავშვების წამებითა და სექსუალური ძალადობით. მისი ვიდეო სახელწოდებით Daisy's Destruction გავრცელდა დარკნეტში. გააუპატიურა და აწამა 18 თვის ბავშვი. ის ასევე აიძულებდა ბავშვებს გაეთხარათ საკუთარი საფლავები, სანამ თოკით დაახრჩობდა მათ.კაცი ღარიბ და სასოწარკვეთილ ოჯახებს არწმუნებდა, რომ მათი შვილები საზღვარგარეთ განათლებასა და უზრუნველ ცხოვრებას მიიღებდნენ, თუმცა, სინამდვილეში მათ აწამებდა, სექსუალურად ავიწროებდა, პორნოგრაფიულ ვიდეოებს უღებდა და ყიდდა.ის 2015 წელს დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, 2018 წელს კი 129 წლიანი პატიმრობა დაუმატეს. 2022 წელს კი საქმის პროკურორებმა ფილიპინების ხელისუფლებას სპეციალურად სკალისთვის, სიკვდილით დასჯის აღდგენა სთხოვეს.სკალის მალევე მიენიჭა მსოფლიოს ყველაზე "ცუდი" პედოფილის სტატუსი.პიტერ სკალი 1963 წელს ავსტრალიის დედაქალაქ მელბურნში დაიბადა. კაცი დაქორწინდა და მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად მელბურნის გარეუბანში დასახლდა.მოგვიანებით, მან ოჯახი დატოვა და საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა. მეზობლების დახასიათებით ის არაფრით გამორჩეული, მორცხვი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.ქალაქში მან დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავა, რომლითაც 20 ინვესტორისგან 2,68 მილიონ დოლარზე მეტის მიღება მოახერხა. მან მალაიზიელი შეყვარებული გაიჩინა, რომელიც იმ დროს თინეიჯერი გახლდათ და მასთან ერთად გარეუბნის სექს-წვეულებებზე სიარული დაიწყო.2009 წელს პიტერი ფინანსური პოლიციის ყურადღების ცენტრში მოექცა, რის გამოც მას ორი წლის შემდეგ გაქცევა მოუწია. ის კუნძულ მინდანაოზე, ფილიპინებში დასახლდა და იმპერიის შენება დაიწყო.კაცმა პედოფილების საერთაშორისო რგოლი შექმნა, რომელიც არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობასა და მათ წამებას ეფუძნებოდა. მან დააარსა წარმოება No Limits Fun (ულიმიტო გართობა), საიდანაც ის კლიენტების მიერ ჩარიცხული თანხების სანაცვლოდ ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობის კადრებს ინტერნეტში, ეგრედწოდებულ Dark Web-ში ავრცელებდა.სკალი ღარიბ და დაუცველ ბავშვებს იტაცებდა. ის გაჭირვებაში მყოფ მშობლებს ჰპირდებოდა, რომ მათ შვილებს საკვებითა და განათლებით უზრუნველყოფდა. დამნაშავე ორ თანამხრახველ ქალთან ერთად, კარმე ენ ალვარესთან და ლიზილ მარგალოსთან ერთად მუშაობდა, რომლებიც სკალის ვიდეოებშიც ჩნდებოდნენ.პიტერის კონტენტი იმაზე შემაშფოთებელი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა. გაუპატიურებისა და წამების ამსახველ ვიდეოებში 18 თვის ასაკის ბავშვზეც კი ძალადობდნენ. ვიდეოში, სახელწოდებით Daisy's Destruction (დეიზის განადგურება), ნაჩვენებია ერთი წლის ლიზასა და ორი წლის დეიზის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობა. კადრები იმდენად შემზარავი იყო, რომ ბევრი გამომძიებელი თვლიდა, რომ მისი არსებობა უბრალოდ მითი იყო.როგორც ცნობილია, პიტერს მოკლული ჰყავდა 11 წლის ბავშვი, რომელიც მან დაახრჩო და ცხედარი სახლის ქვეშ დამარხა.ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ სკალის უამრავი მომხმარებელი ჰყავდა. ადამიანები ერთი ვიდეოს ნახვაში 10 000 დოლარს იხდიდნენ.ამავდროულად, კიდევ ერთი ავსტრალიელი პედოფილი - 22 წლის მეთიუ დევიდ გრეჰემი, იგივე "ლუქსი" გამოჩნდა, რომელიც პიტერის ძალადობრივმა ვიდეომ შეიპყრო. ის Dark Web-ის ერთ-ერთ ცნობილ საიტს, Hurt2theCore-ს მართავდა, რომელზედაც მცირეწლოვანი ბავშვების ვიდეოები იდებოდა. კონტენტი ცნობილია, როგორც პორნოგრაფიის ფორმა, რომელიც არასიმულირებულ ტკივილსა და წამებას შეიცავს.სწორედ ლუქსმა გადაიღო პიტერის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კადრები და საკუთარ საიტზე განათავსა, რითაც დიდი აუდიტორია მიიზიდა. ვიდეოში ისმის ჰოლანდიურ ენაზე საუბარი, რამაც ნიდერლანდების პოლიციის ყურადღება მიიპყრო. საბოლოოდ დადგინდა, რომ პირი არ საუბრობდა ჰოლანდიურად და მას უბრალოდ ძლიერი ავსტრალიური აქცენტი ჰქონდა, თუმცა, სამართალდამცველებმა ლუქსის წინააღმდეგ უამრავი მტკიცებულება შეაგროვეს და 2015 წელს საქმე საერთაშორისო სასამართლომდე მიიტანეს.სკალის დაჭერა რთული აღმოჩნდა, თუმცა, ხანგრძლივი სამძებრო სამუშაო წარმატებით დასრულდა და კაცი 2015 წელს ლუქსთან ერთად დააკავეს, რომელსაც 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.ამავე წელს, პიტერის სამუშაო ოთახში საეჭვოდ გაჩნდა ხანძარი, რომელმაც არაერთი მტკიცებულება გაანადგურა. აღნიშნული მოიცავდა აპარატურას, მეხსიერების ბარათებს, კამერებსა და ჯაჭვს, რომელსაც ის ძალადობის დროს იყენებდა. თუმცა, მის წინააღმდეგ წარდგენილი სხვა მტკიცებულებები მისი ბრალეულობის დასადგენად საკმარისი აღმოჩნდა."ყველაზე გამანადგურებელი რამ არის, რაც კი ოდესმე მინახავს. ამაზე საუბრის დროსაც კი ტირილი მინდება" - აღნიშნა ერთ-ერთმა ადვოკატმა.პიტერის წინააღმდეგ ჩვენება სასამართლოს მინიმუმ ათმა მსხვერპლმა მისცა. სკალის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, რასაც მოგვიანებით კიდევ 129 წელი დაემატა. მიუხედავად ამისა, ფილიპინები ბავშვთა ძალადობისა და ექსპულატაციის ცენტრად რჩება. დეტექტივი პოლ ჰოპკინსის თქმით, პიტერ სკალი, უბრალოდ, ერთ-ერთია იმ დამნაშავეებიდან, რომლებიც ამ საქმიანობას ეწევიან.
საზოგადოება • 1752585025
როგორ გამოიყურება შორენა ბეგაშვილის დედა - ვრცელდება უახლესი კადრები
ტელეწამყვან, შორენა ბეგაშვილს საზოგადოებას კარგად იცნობს.მას ჰყავს ერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, რომელიც ზურაბ ბარბაქაძესთან ქორწინებაში 2001 წელს შეეძინა. შორენა ბევრს მოგზაურობს, კადრებს კი ერთგულ გამომწერებსაც უზიარებს.ამჯერად ის გამომწერებს, დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს უზიარებს.„ულამაზესი დედა გყავს შორე“ „გავგიჟდი რა ლამაზი ქალია“ „აი თურმე ვის გავს“,- წერენ კომენტარებში.
ტაბლოიდი • 1752439778
ანუკი არეშიძე პატარა ნიკოლას კრივში ვარჯიშის სახალისო კადრებს აზიარებს
დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში აქტიურია. გამომწერებს ხშირად უზიარებს ოჯახურ კადრებს. ამჯერად ის უმცროსი შვილის, ნიკოლა კალაძის კრივში ვარჯიშის კადრებს აზიარებს. „სუპერ“, – ამბობს ანუკი არეშიძე ვიდეოს დასასრულს.ცნობისთვის, ანუკი არეშიძეს და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს ოთხი შვილი ჰყავთ. მათ შორის ნიკოლა ყველაზე პატარაა.
ტაბლოიდი • 1752413403
ვიდეოგრაფი გიორგი ჯობავა ყველასთვის ნაცნობი სახეა. მას სხვადასხვა პლატფორმაზე აქვს შექმნილი არხი, სადაც საკუთარ ნამუშევრებს, ქორწილების თუ პერსონალურ ვიდეოებს პერიოდულად აქვეყნებს. ბოლო ერთი თვეა ვიდეოგრაფმა გადაწყვიტა მთელი თავისი რესურსი მხოლოდ „იუთუბის“ და საკუთარ თავს დაუთმოს, შესაბამისად უარი თქვა ქორწილებისა და წვეულებების გადაღებაზე.იგი ერთი თვეა, რაც „იუთუბიზე“ გამოჩნდა, განათავსა ორი ვიდეო, რომლებმაც უამრავი ნახვა და უკვე 63 ათასამდე გამომწერი მოუტანა. მისმა მეუღლემ, სალი წვერავამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკვადორში ჩასული გიორგი ჯობავა გაძარცვეს. გიორგი ჯობავამ გზა მაინც გააგრძელა და ამაზონის ჯუნგლებს ესტუმრა, საიდანაც კადრებს გვიზიარებს და წერს:„მოგზაურობა ამაზონის ჯუნგლებშიარასდროს დამავიწყდება ის ემოციები, რაც აქ მივიღე…შებიჯება სრულიად სხვა სამყაროში, ცხოვრება ადგილობრივ ტომთან და შეჯახება იმ შიშთან, რაც აქამდე მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი…ჩემი ყველაზე დიდი ფობია - გველი აქ ჩემს ფობიას ცხვირწინ დავუდექი, ხელით შევეხე და ჩავიდინე ის, რასაც, მეგონა, რომ ვერასოდეს ჩავიდენდი - პირდაპირ მდინარეში გადავხტი, რომ საკუთარი ხელით ამომეყვანა ანაკონდა… რადგან არ ვიცი, აქ ოდესმე თუ ისევ მოვხვდები, მინდოდა ეს ჩემს ცხოვრებაში გაკეთებული მქონოდა… ამას ნახავთ იუთუბ ვიდეოში…ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება, რომ საკუთარი თვალით მენახა, როგორია ამაზონის ჯუნგლები და ეს ოცნება დღეს მე ავიხდინერამდენიმე დღეში ვიქნები საქართველოში და საოცრად საინტერესო, ემოციურ და სანახაობრივ იუთუბ ვიდეოს გამოვაცხობდაელოდეთ“,- წერს გიორგი ჯობავა.