თამო ვაშალომიძე

ტაბლოიდი • 1791829828

„არ მეგონა, კიდევ რამე თუ ამატირებდა“ - თამო ვაშალომიძე

მოდელი და ინფლუენსერი, თამო ვაშალომიძე საუბრობდა, რომ გადაწყვიტა, მამა გაიცნოს. ახლახან კი, ამ ამბის გაგრძელება ამცნო საზოგადოებას:„ახლა ველაპარაკე დედაჩემს. მოკლედ, ასე მითხრა დედაჩემმა, რომ მამაჩემი არ არის ქართველი... ვარ ისეთი ქვეყნიდან... მამაჩემია ისეთი ქვეყნიდან, რისი წარმოთქმაც არ ვიცი, არ მინდა. მოკლედ, მეზობელი ქვეყნიდან, რუსეთიდან... თავიდან ძალიან ისეთი ემოციები მქონდა და ეს ყველაფერი იმიტომ დავიწყე, რომ... თავიდან სხვა ინფორმაცია მქონდა, როცა ჩვენ ამაზე გვისაუბრია ამ თემასთან დაკავშირებით, ვიცოდი, რომ ქართველი იყო, ვიცოდი, რომ ნახევარძმები მყავდა და რადგანაც სოფია მეზრდება, პლიუს ერთ ქალაქში ვცხოვრობთ... მაგრამ გადავწყვიტე, რომ უბრალოდ მენახა და გამეცნო, უბრალოდ მენახა... მოკლედ, სხვა განზრახვა არ მქონია, რაღაც მოდი, მამიკო, გენაცვალე, ეგეთი რაღაცა არასდროს მქონია, რა თქმა უნდა. მე ჩემს მამად ვთვლი კაკოს და მადლობას ვუთვლი კიდევ ერთხელ ამ ყველაფრისთვის... მოკლედ, ძალიან განვიცადე, ძალიან ვინერვიულე, ბევრჯერ ვიტირე, ყველაფერი ემოციური იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მერე დავურეკე თამუნა მუსერიძეს და ვუთხარი, რომ გამეკეთებინა ტესტი, რომელიც ეროვნების ვარ. დედაჩემი არის პოლონელ-უკრაინელი. მე თუ არ ვარ ქართველი, რა თქმა უნდა, უნდა ამოვიდეს სისხლში... აყვანილია დედაჩემი... ამ ისტორიას იმდენად არ დავუმძიმივარ, როგორც რაღაც-რაღაცებმა დამამძიმა, გულახდილად მელაპარაკა დედაჩემი, ყველაფერში გაუგე, ყველა პირადში... მეც დამენგრა პირადი, ხო? ყველა ადამიანს საკუთარი პირადი აქვს და რა თქმა უნდა, არავინ უნდა ვიკითხოთ, პირველ რიგში, დედაჩვენი... მაგრამ ერთადერთი, რამაც ჩემზე ძალიან ემოციურად იმოქმედა, ეს იყო ჩემი თავის ემოცია და ეს არის ის, რასაც ვერ ვაპატიებ...ანუ ურთიერთობა მაქვს, ვზრუნავ, ვიზრუნებ ყოველთვის, მან გამაჩინა, მაგრამ ეს არის ის, რასაც ბოდიშს ვიხდი, უბრალოდ ვიხდი.... როდესაც მე გავჩნდი, ორი დღის ბავშვი რომ დამტოვეთ... ორი დღის ბავშვი, 91-ში, როდესაც საერთოდ პამპერსი არ იყო, საჭმელი... წარმოიდგინეთ, ორი დღის ბავშვი... და წავიდა... ამას რაც არ უნდა იყოს, მერე ისეთი სირთულეები გადამიტანია, ყველაზე ცუდი რაღაცები გადამიტანია და არასოდეს მიფიქრია, რომ... ამას ვერ გავიგებ, როგორ უნდა მიატოვო ორი დღის ბავშვი... მერე ისიც ვუთხარი, მერე რომ აღარ მოუშვეს ბებიამ და პაპამ, არ უნდა მოეშვი-თქო... ესეც ვუთხარი, იმიტომ, რომ მე არ მინდოდა ის ტანსაცმელები, ექვსი თვის მერე, მე დედა მინოდა, ვინც მაჭმევდა, ვინც ჩამეხუტებოდა...მოკლედ რას ვიქექები, იმიტომ დავიწყე ქექვა, რომ თუ ქალაქში ვართ და მყავს ეს ძმები, სოფია მეზრდება... მაგრამ მერე რომ თქვა, არ ხარო ქართველიო და რუსია ის ადამიანი, მერე ვიფიქრე, რომ გავიკეთებ ამ ტესტს...როცა ყველაფერს გავარკვევ, რა და როგორი იქნება, რანაირიც იქნება, მართლა ფილმი უნდა გადავიღო ჩემს ცხოვრებაზე... არ მეგონა დღეს რამე თუ კიდევ ამატირებდა, მაგრამ ძალიან იმოქმედა.ადამიანები ხომ განიცდიან და იძახიან, რომ რაღაც არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მე სამწუხაროდ ეს ემოცია ვერ მივიღე, რომ არ უნდა მექნა.ძალიან გთხოვთ, არ განსაჯოთ, არ განიკითხოთ დედაჩემი, ცუდი კომენტარები არ დაწეროთ, იმიტომ, რომ ყველაფერს კითხულობს და არ მინდა, ემოციურად რამე ზემოქმედება იყოს მასზე...მე ძალიან დიდი ვიყავი უკვე, რომ გავიცანი... იმიტომ მაქვს ალბათ ეს ჩაციკვლა ბავშვებზე... დედებო, რაც არ უნდა პრობლემა გქონდეთ, ჯობია ბავშვებთან ერთად გაჭირვებაც, ყველაფერი ერთად გადალახოთ, ვიდრე ცალ-ცალკე. არ მიატოვოთ დედებო შვილები, არასოდეს...“, - ამბობს თამო.

მარინა კაჭარავა

საზოგადოება • 1788725571

„ბებია ქალმა მითხრა, კი დაიბადა, მაგრამ ეს ბავშვი არ არისო“ - მარინა კაჭარავა უმძიმეს ისტორიას იხსენებს

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ თამუნა მუსერიძის პოდკასტში „ვეძებ“ თავისი ცხოვრების მძიმე ეპიზოდი გაიხსენა. მისი თქმით, წლების წინ გოგონა გააჩინა, რომელიც დაახლოებით 6 თვის ნაყოფი იყო. მისი თქმით, ბავშვი დაბადებისას ცოცხალი იყო, მან მისი ცისფერი თვალებიც დაინახა და ახალშობილმა დაახლოებით ორი დღე იცოცხლა. შემდეგ ექიმებმა უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. „ეს ჩემი ჩუმი ტრაგედიაა. ეს იყო 1992 წელი, ამ დროს მე უფროსი შვილი, ლუკა მყავდა უკვე. ვიყავი ფეხმძიმედ, აგვისტოში ველოდებოდი ბავშვს. 8 მაისს დამაწვინეს პირველ სამშობიაროში. იქ ძალიან სადღესასწაულო განწყობა იყო, ყველა სვამდა და ქეიფობდა. მოინდომეს, რომ ჩემთვის დამაჩქარებლები გაეკეთებინათ. მე ძალიან შემეშინდა. ბებიაჩემს ჰქონდა ინსულტი და დედა იქ იყო, ჩემს მეუღლეს არ უშვებდნენ. მარტო ვიყავი, ერთადერთი, ვლოცულობდი, იქნებ დავავიწყდე მეთქი, გადავიფარე საბანი და ვიყავი ჩუმად. მაშინ 32 წლის ვიყავი... 11-ში, ზუსტად არ მახსოვს, დამეწყო მშობიარობა. ჩემთვის მეორე მშობიარობაზე საკესირო უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ამის საშუალება არ იყო. საკმაოდ მტკივნეული იყო ეს მშობიარობა, დაიბადა გოგონა, დავინახე მისი ცისფერი თვალები, პროფილი, გავიგონე მისი ხმა... თითქოს, წრიპინი, ეს დღემდე ჩემი ჩუმი კოშმარია. ბებია ქალმა მითხრა, კი დაიბადა, მაგრამ ეს ბავშვი არ არისო... მერე გაახვიეს, ყველაფერს ვუყურებდი და გაიყვანეს... ამის მერე გამიყვანეს პალატაში, ყველასთან ბავშვები მიჰყავდათ და ძალიან განვიცდიდი. ერთადერთი რასაც ვაკეთებდი, ვლოცულობდი. ჩემმა მეუღლემ ნახა, რომ გაჩნდა ბავშვი, იყო გოგო, იმ პერიოდში, ცალკე აწვენდნენ. ამ ბავშვს ჩემთვის თეკლა ჰქვია...მერე ჩემთან შემოვიდა ვიღაც ქალბატონი და მითხრა, ბავშვი დაიღუპაო...რომც ეცოცხლა, მაინც არ ივარგებდა, 6-თვიანი იყო და იმდენი პრობლემა ექნებოდა, მადლობა უნდა თქვა, ასე რომ მოხდაო...გადაცემა „ვეძების“ შემდეგ ჩემი ახლობელი იურისტი დამეხმარა და ქაღალდი გამომიტანა, სადაც ეწერა, რომ ბიჭი დაიღუპა დაბადებისთანავე... ეს ტყუილია,“ - იხსენებს მარინა კაჭარავა.

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება • 1785436028

„ვეძებთ 1996-1998 წლებში დაბადებულ ბავშვს, რომელიც გაშვილდა სვანეთში“ - თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტმა და ორგანიზაცია „ვეძებ-ის“ დამფუძნებელმა თამუნა მუსერიძემ განაცხადა, რომ 1996-1998 წლებში სვანეთში გაშვილებულ პირებს გენეტიკური ტესტირების ჩატარებას უფასოდ სთავაზობენ. მისი თქმით, ამით დადგინდება ნატა ვიბლიანის გაშვილებული შვილის ვინაობა.„მინდა, მივმართო ყველა ბავშვს, რომელიც არის დაბადებული 1996 წლიდან 98 წლამდე. ამ წლებს იმიტომ ვასახელებ, რომ შეიძლება, ამყვანმა მშობლებმა შეცვალეს. ყველა ბავშვი, რომელიც არის გაშვილებული სვანეთში, ვისაც გაუჩნდება სურვილი, რომ გაიკეთოს გენეტიკური ტექსტი, მზად ვართ, გავტესტოთ უფასოდ. ჩვენი ინფორმაციით, ბავშვი არის გოგო, თუმცა, ნატა ვიბლიანს აძლევენ ინფორმაციას, რომ არის ბიჭი. არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ ბავშვს, ვინც გაშვილდა დალის ხეობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში, ადგილს არ ვაკონკრეტებთ, გენეტიკურ ტესტს გავუკეთებთ უფასოდ,“ - ამბობს თამუნა მუსერიძე.ვრცლად ↓

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება • 1779393272

„მოვიგე“ - თამუნა მუსერიძე იანუშ კორჩაკის სახელობის ჯილდოს მფლობელი გახდა

ჟურნალისტი და ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე იანუშ კორჩაკის სახელობის ჯილდოს მფლობელი გახდა.„მოვიგე“, - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში და ვარშავიდან დაჯილდოების კადრებს აზიარებს.მანამდე, თამუნა მუსერიძემ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ პირველი ქართველია, რომელიც იანუშ კორჩაკის სახელობის ჯილდოზეა წარდგენილი.მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ნომინაციაზე 220-ზე მეტი განაცხადი იყო შესული და მათგან მხოლოდ 40 მიიღეს.ნახეთ, ვიდეო:

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება • 1779381382

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი...“ - თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძე ვარშავაში, იანუშ კორჩაკის დაჯილდოებაზე, ერთ-ერთ ნომინაციაზეა წარდგენილი.სასიხარულო ინფორმაციას ჟურნალისტი და ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩემ ცხოვრებაში. ვარშავაში ტარდება იანუშ კორჩაკის დაჯილდოება, სადაც ერთ-ერთ ნომინაციაში ვარ წარდგენილი. განაცხადი შესულია 220-ზე მეტ ადამიანზე და ნომინირებულია 40 ადამიანი.მე ვარ პირველი ქართველი, ვინც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი...“, - ამბობს თამუნა მუსერიძე.სრულად, ნახეთ ვიდეო:

თამუნა მუსერიძე

ტაბლოიდი • 1778652209

„მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით...“ - თამუნა მუსერიძე მორიგ მიმართვას ავრცელებს

ჯგუ­ფის "ვე­ძებ" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ტელეწამყვანი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე, რომელიც მეუღლეს, სანდრო მიკუჩაძეს დაშორდა, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს."ჩემო მეგობრებო, ახლობლებო და ფეისბუქ-მეგობრებო!მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით...ჩემი და სანდროს შვილების ფოტოებზე ნუ დაწერთ სანდროს შესახებ შეურაცხმყოფელ კომენტარებს. მას ჰყავს სამი ქალიშვილი, რომლებიც ამ ყველაფერს კითხულობენ. მამაზე მსგავსი შინაარსის კომენტარების წაკითხვა მათ ფსიქიკაზე ძალიან მძიმედ აისახება.ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი დედისთვის, შვილების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა უპირველესია. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მსგავსი აგრესიისგან. ის ჩემი შვილების მამაა და მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა ჩვენს ურთიერთობაში, ის მათთვის ყოველთვის მამად დარჩება. გავუფრთხილდეთ ბავშვებს!დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა მაძლიერებს. მიყვარხართ!" - წერს თამუნა მუსერიძე.რამდენიმე დღის წინ თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც 12-წლიანი ურთიერთობის დასრულების შესახებ ისაუბრა.

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება • 1778565600

„მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით...“ - რას წერს თამარ მუსერიძე

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:„ჩემო მეგობრებო, ახლობლებო და ფეისბუქ-მეგობრებო!მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით ჩემი და სანდროს შვილების ფოტოებზე ნუ დაწერთ სანდროს შეურაცხმყოფელ კომენტარებს. მას ჰყავს სამი ქალიშვილი, რომლებიც ამ ყველაფერს კითხულობენ. მამაზე მსგავსი შინაარსის კომენტარების წაკითხვა მათფსიქიკაზე ძალიან მძიმედ აისახება.ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი დედისთვის, შვილების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა უპირველესია. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მსგავსი აგრესიისგან. ის ჩემი შვილების მამაა და მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა ჩვენს ურთიერთობაში, ის მათთვის ყოველთვის მამად დარჩება. გავუფრთხილდეთ ბავშვებს!დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა მაძლიერებს. მიყვარხართ!“

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება • 1778529196

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: „ჩემო მეგობრებო, ახლობლებო და ფეისბუქ-მეგობრებო! მოგმართავთ ყველას დიდი თხოვნით. ჩემი და სანდროს შვილების ფოტოებზე ნუ დაწერთ სანდროს შეურაცხმყოფელ კომენტარებს. მას ჰყავს სამი ქალიშვილი, რომლებიც ამ ყველაფერს კითხულობენ. მამაზე მსგავსი შინაარსის კომენტარების წაკითხვა მათ ფსიქიკაზე ძალიან მძიმედ აისახება. ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი დედისთვის, შვილების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა უპირველესია. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მსგავსი აგრესიისგან. ის ჩემი შვილების მამაა და მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა ჩვენს ურთიერთობაში, ის მათთვის ყოველთვის მამად დარჩება. გავუფრთხილდეთ ბავშვებს! დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა მაძლიერებს. მიყვარხართ!“, – წერს თამუნა მუსერიძე.ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მეუღლეს, მსახიობ სანდრო მიკუჩაძეს დაშორდა. თამუნა მუსერიძე იმ ქალს მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა

სანდრო

საზოგადოება • 1778525751

„ჩემი, ჩემი, ჩემი - ეს ყველაფერია“ - რა ფოტოს აქვეყნებს სანდრო მიკუჩაძე

რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ დაწერა, რომ 12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს დაშორდა.თამუნა მუსერიძის მიმართის შემდეგ სანდრო მიკუჩაძემ დაწერა - "ეს ისე უბრალოდ".„ჩემი, ჩემი, ჩემი, ჩემი სამი ერთში - ეს ყველაფერია“ - სანდრო მიკუჩაძე შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

თამუნა მუსერიძე

ტაბლოიდი • 1778442755

თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა

თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე ერთად 12 წელი ცხოვრობდნენ. წყვილს საერთო შვილი ჰყავს.დაშორების შესახებ თამუნა მუსერიძე გამომწერებს გულახდილად ესაუბრა.„ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ ასე ცუდად. დეტალებზე საუბარი არ მინდა… გეტყვით, რომ ჩვენს ურთიერთობაში დროებით ჩნდებოდნენ მესამე პირები, მაგრამ კატასტროფით ბევრი რამის გამო. ახლა უბრალოდ ვერ გავატარე…მადლობა მეგობრებს, ვინც ჩემთვის ამ მძიმე პერიოდში გვერდში მედექით. ცხოვრებაში ბევრი რამ გადამიტანია და ამასაც გადავიტან”, – ამბობს თამუნა მუსერიძე.ჟურნალისტი იმ მესამე ადამიანსაც მიმართავს,რომელთანაც ახლა მისი მეუღლეა.თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე:"აქ შემ­თხვე­ვით ვინ­მე ხომ არ ფიქ­რობს, რომ მე სუ­ლი­ე­რად და­ვე­ცი, ან გო­ნებ­რი­ვად, მო­რა­ლუ­რად, ან რა­მე­ნა­ი­რად?! ვინ­მე ხომ არ ფიქ­რობს, რომ მე რაც დავ­თმე, იმის დათ­მო­ბა არ მინ­დო­და?! რისი დათ­მო­ბაც მინ­დო­და, ის დავ­თმე. ეს წუ­თი­ე­რი სი­სუს­ტე­ე­ბი ყვე­ლას ეპა­ტი­ე­ბა, მთა­ვა­რია გვჯე­რო­დეს, რომ ხვალ უფრო კარ­გი დღე იქ­ნე­ბა, იმის შემ­დეგ, კი­დევ უფრო კარ­გი. თუ თქვენ და­ი­ჯე­რებთ, ეს ნამ­დვი­ლად ასე იქ­ნე­ბა. რაც და­სათ­მო­ბია, ის უნდა დათ­მო და უნდა გა­დას­ცე მას, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს, ეს ტვირ­თი თა­ვად ზი­დოს.ყვე­ლა­ფე­რი აუ­ცი­ლებ­ლად ძა­ლი­ან კარ­გად იქ­ნე­ბა, თუ დი­ლით გა­იღ­ვი­ძებ იმ ფიქ­რით, რომ ის დღე იქ­ნე­ბა კარ­გის მომ­ტა­ნი აუ­ცი­ლებ­ლად. მე ახლა ვი­ძი­ნებ იმ ფიქ­რით, რომ ყვე­ლა­ფე­რი ცუდი დავ­ტო­ვე უკან და ხვა­ლინ­დე­ლი დღე იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი.ბევ­რი რჩე­ვა მო­ვის­მი­ნე, მაგ­რამ მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია თა­ვად და­ვა­ჯე­როთ სა­კუ­თა­რი თავი, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­ტა­ნა შეგ­ვიძ­ლია. იმ ვი­ღა­ცებ­მა ვინც ცდი­ლობ­და უბე­დუ­რე­ბა მო­ე­ტა­ნა ჩვენ­თვის, იმათ­მა იჟიმ­ჟი­მონ ცოტა ხანი. ხვალ ახა­ლი დღეა, რა იცით ბედი რას უმ­ზა­დებს, რა იცით, თა­მუ­ნა რას უმ­ზა­დებთ.ათენ­ში ვი­ტი­რე, შეხ­ვედ­რა რომ მქონ­და დე­დებ­თან. იქ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად მა­ტი­რებ­და.ის 5-წუ­თი­ა­ნი ტი­რი­ლი საკ­მა­რი­სი იყო. ის ჩემი ახა­ლი "მე­გო­ბა­რი“ ნერ­ვი­უ­ლობს თურ­მე, რომ სა­ჯა­როდ არ ვთქვა მისი სა­ხე­ლი და გვა­რი. ფოტო არ დავ­დო. ინერ­ვი­უ­ლე დაო, ცოტა ხანი ინერ­ვი­უ­ლე ახლა, რა იცი, რა და­მარ­ტყამს თავ­ში", - წერს თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე.

თამუნა მუსერიძე

ტაბლოიდი • 1778358959

„ისე გადამიღე, რომ მიხვდეს რაც დაკარგა“ - რა კადრებს აქვეყნებს თამუნა მუსერიძე მეუღლესთან დაშორების შემდეგ

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მეუღლეს, მსახიობ სანდრო მიკუჩაძეს დაშორდა. ინფორმაცია თავად თამუნამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამჯერად იგი ახალ ფოტოს აქვეყნებს, რომელზედაც წერს:„ისე გადამიღე, რომ მიხვდეს რაც დაკარგა“, - წერს თამუნა მუსერიძე.ფოტოზე გულშემატკივრების გამამხნევებელ კომენტარებს ვკითხულობთ: „თამუ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ“„ერთ დროს საყვარელი ადამიანი იმდენად უცხო ხდება შენთვის“„თამუნა, შენ ძალიან ბევრ ადამიანს უყვარხარ, ყველაფერი კარგი წინ გელის, გაიხარე“- წერენ კომენტარებში.           View this post on Instagram                       A post shared by Tamuna Museridze (@tamuna_museridze)

თამუნა მუსერიძე

საზოგადოება • 1778356774

რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ

თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე ერთად 12 წელი ცხოვრობდნენ. წყვილს საერთო შვილი ჰყავს.დაშორების შესახებ თამუნა მუსერიძე გამომწერებს გულახდილად ესაუბრა. „ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ ასე ცუდად. დეტალებზე საუბარი არ მინდა… გეტყვით, რომ ჩვენს ურთიერთობაში დროებით ჩნდებოდნენ მესამე პირები, მაგრამ კატასტროფით ბევრი რამის გამო. ახლა უბრალოდ ვერ გავატარე…მესამე პიროვნებას არ ვადანაშაულებ, ჩვენ რომ მყარად ვმდგარიყავით, ეს არ მოხდებოდა…ჩვენი 12-წლიანი ურთიერთობა დამთავრდა.თუ სადმე სახეახეული ნახეთ, მიხვდებით რაშია საქმე.მადლობა მეგობრებს, ვინც ჩემთვის ამ მძიმე პერიოდში გვერდში მედექით. ცხოვრებაში ბევრი რამ გადამიტანია და ამასაც გადავიტან”, – ამბობს თამუნა მუსერიძე.თამუნა მუსერიძის მიმართვის გავრცელების შემდეგ სანდრო მიკუჩაძემ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე დაწერა:„ეს ისე უბრალოდ!!!!...“ 

✕