ვიზიტი

საზოგადოება • 1794310432

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია, სასაზღვრო პოლიციის უფროსის, გენერალ-მაიორ დავით თამაზაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია საერთაშორისო საზღვაო გამოფენას „ევრონავალი“ (EURONAVAL) დაესწრო, სადაც დელეგაციის წევრები საზღვაო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებს გაეცნენ.„ევრონავალი“ საზღვაო სივრცის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და ომის ვეტერანთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ქალაქ ბრესტში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის შენაერთებსაც ეწვია. შეხვედრები საზღვაო ინფორმაციის თანამშრომლობისა და სიტუაციური ცნობიერების, ასევე საზღვაო ოპერაციების ცენტრებში გაიმართა.სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა პრეზენტაციები წარადგინეს და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება საზღვაო სივრცეში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ერთიანი ოპერაციული სურათის მართვისა და ამ მიმართულებით არსებული ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესახებ.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა

სამართალი • 1794293485

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია, სასაზღვრო პოლიციის უფროსის, გენერალ-მაიორ დავით თამაზაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია საერთაშორისო საზღვაო გამოფენას „ევრონავალი“ (EURONAVAL) დაესწრო, სადაც დელეგაციის წევრები საზღვაო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებს გაეცნენ.„ევრონავალი“ საზღვაო სივრცის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და ომის ვეტერანთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ქალაქ ბრესტში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის შენაერთებსაც ეწვია. შეხვედრები საზღვაო ინფორმაციის თანამშრომლობისა და სიტუაციური ცნობიერების, ასევე საზღვაო ოპერაციების ცენტრებში გაიმართა.სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა პრეზენტაციები წარადგინეს და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება საზღვაო სივრცეში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ერთიანი ოპერაციული სურათის მართვისა და ამ მიმართულებით არსებული ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესახებ.ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სამართალი • 1793860649

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვია.- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, სულხან თამაზაშვილი ყაზახ და ყირგიზ კოლეგებთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის აკადემიას ეწვია, სადაც სასწავლო დაწესებულების სტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნო.მათივე ცნობით, მინისტრები ასევე ეწვივნენ ყაზახეთის რესპუბლიკის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ცენტრს, სადაც საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტების გამოფენა გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში ისინი ცენტრში დანერგილ თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს გაეცნენ.

სულხან თამაზაშვილმა ყაზახ კოლეგასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა

პოლიტიკა • 1793860485

სულხან თამაზაშვილმა ყაზახ კოლეგასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა

ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ყაზახ კოლეგასთან, ერჟან სადენოვთან შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე მინისტრებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საპოლიციო სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე. ასევე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.შეხვედრის დასასრულს სულხან თამაზაშვილმა ყაზახ კოლეგას მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.ოფიციალურ ვიზიტში ასევე მონაწილეობენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.

ფოტო

პოლიტიკა • 1793800096

ჩვენი საერთო მიზანია უსაფრთხო ციფრული გარემოს უზრუნველყოფა და მოქალაქეთა უფლებების დაცვა - სულხან თამაზაშვილი

კიბერდანაშაული გლობალური გამოწვევაა, რომლის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა ქვეყნების ერთობლივ ძალისხმევასა და კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, კონფერენცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტნიორობის გაღრმავებასა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი, ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმაში.„კიბერდანაშაული გლობალური გამოწვევაა, რომლის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა ქვეყნების ერთობლივ ძალისხმევასა და კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართალდამცავ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ინფორმაციის დროულ გაცვლასა და სწრაფ რეაგირებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კიბერდანაშაულთან ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაზე, თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფერენცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტნიორობის გაღრმავებასა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი, ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმაში. ჩვენი საერთო მიზანია უსაფრთხო ციფრული გარემოს უზრუნველყოფა და მოქალაქეთა უფლებების დაცვა. საქართველო მზად არის, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს პარტნიორ სახელმწიფოებთან ამ მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენცია ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის მხარდაჭერით გაიმართა.

სულხან თამაზაშვილი

პოლიტიკა • 1793791934

სულხან თამაზაშვილი ყაზახეთში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის მხარდაჭერით გაიმართა.კონფერენციაზე სულხან თამაზაშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ასევე, ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კიბერდანაშაულთან ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.„კიბერდანაშაული გლობალური გამოწვევაა, რომლის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა ქვეყნების ერთობლივ ძალისხმევასა და კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართალდამცავ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ინფორმაციის დროულ გაცვლასა და სწრაფ რეაგირებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კიბერდანაშაულთან ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაზე, თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. დარწმუნებული ვარ,რომ ეს კონფერენცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტნიორობის გაღრმავებასა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი, ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმაში. ჩვენი საერთო მიზანია უსაფრთხო ციფრული გარემოს უზრუნველყოფა და მოქალაქეთა უფლებების დაცვა. საქართველო მზად არის, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს პარტნიორ სახელმწიფოებთან ამ მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.ღონისძიებას სულხან თამაზაშვილთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - რონი მესხი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები.კონფერენცია მიზნად ისახავს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, სამართალდამცავ უწყებებს შორის გამოცდილების გაზიარებას და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთობლივი მექანიზმების დანერგვას.

შინაგან საქმეთა მინისტრი

პოლიტიკა • 1793717130

სულხან თამაზაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია.შსს-ს ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილს ასტანის ნურსულთან ნაზარბაევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ერჟან სადენოვი დახვდა.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი  ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად იმყოფება.ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი კიბერდანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.

შინაგან საქმეთა მინისტრი

პოლიტიკა • 1793691240

სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი მონაწილეობას მიიღებს კიბერდანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაში.ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ერჟან სადენოვთან. 

შს

სამართალი • 1793219438

საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფთჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს.მხარეებმა ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მცხეთა-  თიანეთი

პოლიტიკა • 1793168815

მცხეთა-მთიანეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები განიხილეს

მცხეთა-მთიანეთის მხარეში 2027 წელს განსახორციელებელი სამელიორაციო ღონისძიებების განსაზღვრისას ადგილობრივი გამოწვევები და მუნიციპალიტეტების პრიორიტეტები იქნება გათვალისწინებული.ამ საკითხებზე „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა მცხეთაში, სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.შეხვედრაზე განიხილეს სარწყავი სისტემების არსებული მდგომარეობა, მიმდინარე პროექტები და დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მის გამართულ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.„კომპანია 2027 წლის სამელიორაციო სამუშაოების გეგმას არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს გამოწვევების დროულ გამოვლენასა და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრას“, – განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.შეხვედრას „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

შეხვედრა

სამართალი • 1792752413

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, საქართველოშიინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით კუმარმიშრასთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისპერსპექტივები განიხილეს.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და უწყებათაშორისი კავშირებისგაძლიერებას.შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სამინისტროსსაქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ინდოეთისრესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის შემდგომიგანვითარებისა და ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას

„მამისონი“ რაჭაში საზღვრის პატრულირება

პოლიტიკა • 1792152371

აშშ-ის საელჩო: „მამისონი“ რაჭაში საზღვრის პატრულირებას შეუწყობს ხელს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს

შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასაზღვრო სექტორ „მამისონის“ გახსნა რაჭაში საზღვრის პატრულირებას შეუწყობს ხელს.„შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კორტნი ოსტრიანი ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მამისონის“ გახსნას დაესწრო, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის მხარდაჭერით აშენდა. ახალი სექტორი რაჭაში საზღვრის პატრულირებას შეუწყობს ხელს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის – „მამისონის“ ახალი შენობა გახსნა.

✕