ელდარ შენგელაია

საზოგადოება 1754301757

საქართველოს კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს დიდი ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო

საქართველოს კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს დიდი ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო.„ელდარ შენგელაიას შემოქმედება ზედმიწევნით განასახიერებს ხელოვნების უმაღლეს დანიშნულებას - „მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა".ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას შვილმა ბრწყინვალედ გააგრძელა დიდი ოჯახის სახელოვანი ტრადიციები და ქართულ კინოხელოვნებას შესძინა შედევრები: „არაჩვეულებრივი გამოფენა", „შერეკილები", „სამანიშვილის დედინაცვალი", „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“... ჰუმანიზმითა და კეთილი იუმორით აღბეჭდილი ამ ფილმების ხსენებაც კი ადამიანებს სიხარულს ანიჭებს. ეს მხოლოდ ელდარ შენგელაიას კინოენა და მისი მსოფლხედვაა.საქართველოს კულტურის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს ელდარ შენგელაიას ოჯახს, ახლობლებს, მთელს საქართველოს“, - აღნიშნულია უწყების სამძიმრის წერილში.

ელდარ შენგელაია

საზოგადოება 1754301720

„დედა მოვიდა და მკითხა, სად არის ის გოგოო, მივიდა და...“ - რას იხსენებდა ელდარ შენგელაია ბავშვობასა და პირველ სიყვარულზე

92 წლის ასაკში კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნატო ვაჩნაძის ფონდი” ავრცელებს.გთავაზობთ ამონარიდებს რეჟისორის საარქივო ინტერვიუებიდან, სადაც, ის პირად ცხოვრებაზე საუბრობდა:გადაცემა „იმედის დღის“ რუბრიკას პერსონა ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად რეჟისორი ელდარ შენგელაია და ლეო ანთაძე სტუმრობდნენ. კლასელების შეხვედრა სკოლაში 84 წლის შემდეგ საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა.ელდარ შენგელაიამ მისი პირველი სიყვარული გაიხსენა. მანვე გაიხსენა სკოლაში ნატო ვაჩნაძის მისვლა.„პირველ კლასში ვიყავი, პატარა გოგონა იჯდა ჩემს გვერდით და შემიყვარდა. მეორე დღეს დედას მძივები მოვპარე და მას მივეცი. იმან საერთოდ არ მიაქცია ყურადღება. შემდეგ ეს მძივები სამასწავლებლოში დირექტორთან აღმოჩნდა, მკითხეს ვისიაო, ტირილი დავიწყე და ვუთხარი – დედასია.. დედა მოვიდა და მკითხა, სად არის ის გოგოო, მივიდა და აჩუქა..“, – აღნიშნა რეჟისორმა.

მიხეილ ყაველაშვილი

საზოგადოება 1754293887

პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო, უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამს.როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსლეში წერს, ელდარ შენგელაიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო.ელდარ შენგელაიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის. მან თავისი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ ქართულ კულტურაში, მისი შემოქმედება კი მაყურებელთა არაერთმა თაობამ შეიყვარა.სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ ელდარ შენგელაიას ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და მთელს ქართულ საზოგადოებას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.92 წლის ასაკში კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა.

ზურაბ აბაშიძე

საზოგადოება 1754293575

ზურაბ აბაშიძე ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

დიდი ქართველი რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სახელით მწუხარება გამოთქვა.როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ელდარ შენგელაიას შემოქმედება გასცდა საქართველოს ფარგლებს და ის, თავისი გამორჩეული ხელწერით, მუდამ დარჩება მაყურებელთა მეხსიერებაში.„თბილისის საკრებულოს სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. მისი ფილმები, რომლებიც სამარადჟამოდ დაგვამახსოვრებენ ელდარ შენგელაიას სახელსა და ღვაწლს, მართლაც განსაკუთრებული ფენომენია ქართულ და მსოფლიო კინემატოგრაფში. ბატონი ელდარის შემოქმედება გასცდა საქართველოს ფარგლებს და ის, თავისი გამორჩეული ხელწერით, მუდამ დარჩება მაყურებელთა მეხსიერებაში. ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახს, კოლეგებს, მთელ სახელოვნებო საზოგადოებასა და მის ერთგულ მაყურებელს“, - წერს ზურაბ აბაშიძე.ელდარ შენგელაია იყო მრავალი ქართული და საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი. მათ შორის, იგი ფლობდა წმიდა გიორგის ოქროს ორდენს და გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე

 შალვა პაპუაშვილი

საზოგადოება 1754293293

შალვა პაპუაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო, მისი პერსონაჟების ფრაზები ქართული სასაუბრო ლექსიკის ნაწილია

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაუშვილი წერს.მისი თქმით, ელდარ შენგელაიას მიერ შექმნილი პერსონაჟების ფრთიანი ფრაზები ყოველდღიური ქართული სასაუბრო ლექსიკის განუყოფელ ნაწილად იქცა.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო.ელდარ შენგელაიას კინო შედევრებს ღირსეული ადგილი უკავია არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები ერთნაირად შეიყვარეს თაობებმა, ხოლო ფრთიანი ფრაზები ყოველდღიური ქართული სასაუბრო ლექსიკის განუყოფელ ნაწილად იქცა.ვუსამძიმრებ ბატონი ელდარის ოჯახს, მის ახლობლებს და ქართულ საზოგადოებას უდიდეს დანაკლისს, ბატონი ელდარის დანატოვარი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში და ქართული ხელოვნების ისტორიაში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.92 წლის ასაკში კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1754290764

კახა კალაძე: ვწუხვარ ცნობილი ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო, უდიდესი დანაკარგი განიცადა ქართულმა კინოხელოვნებამ

ვწუხვარ ცნობილი ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო, უდიდესი დანაკარგი განიცადა ქართულმა კინოხელოვნებამ, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, მის ფილმები, არა მხოლოდ ქართული, მსოფლიო კულტურის ნაწილია, მისი კინოფრაზები კი საზოგადოების ყოველდღიურ დიალოგებად იქცა.„ელდარ შენგელაიას შემოქმედება, ქართული ტიპაჟებით, თვითირონიით, ინდივიდუალიზმით, ტკივილისა და იმედის განცდით - კარგა ხანია გასცდა ეკრანის ჩარჩოს და იქცა ქართველი ხალხის საკუთრებად.ვუსამძიმრებ ბატონი ელდარის ოჯახის წევრებს, კონოსაზოგადოებას, მთელ საქართველოს!“, - წერს კახა კალაძე.

კობახიძე

საზოგადოება 1754289885

ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ ოჯახს, მის ახლობლებს და მთელ საქართველოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს.როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, ელდარ შენგელაიას სახით ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი, რომლის ლეგენდარულმა ფილმებმა არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ, ზოგადად, ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა.„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ ოჯახს, მის ახლობლებს და მთელ საქართველოს.ელდარ შენგელაიას სახით, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი, რომლის ლეგენდარულმა ფილმებმა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „ცისფერი მთები“ და ა.შ. არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ, ზოგადად, ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა.როგორც ელდარ შენგელაიას გასაოცარი და ყველასთვის საყვარელი ფილმები, ისე ხსოვნა ლეგენდარულ ქართველ კინორეჟისორზე სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის გულებსა და ქვეყნის ისტორიაში“, - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძ

საზოგადოება 1754289703

ელდარ შენგელაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები სამძიმრის წერილს ავრცელებენ

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები კინორეჟისორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. ელდარ შენგელაია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი შემოქმედებით ქართული ხელოვნება გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა, ქართველი ხალხის გულებსა და ცნობიერებაში კი, წარუშლელი კვალი დატოვა.ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის. გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ დიდი რეჟისორის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელს ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილების სამძიმრის ტექსტში, რომელიც „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ელდარ შენგელაია

საზოგადოება 1754289127

ვცდილობ, იმ ადგილებზე გავიარო, სადაც ჩვენი შვილია ნამყოფი... - რას ჰყვებოდა ელდარ შენგელაია ტრაგიკულად დაღუპულ შვილზე

92 წლის ასაკში კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნატო ვაჩნაძის ფონდი” ავრცელებს.გთავაზობთ ამონარიდებს რეჟისორის საარქივო ინტერვიუებიდან, სადაც, ის პირად ცხოვრებაზე საუბრობდა:ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი განსაკუთრებულად იხსენებს შვილს, რომელიც ტრაგიკულად დაკარგა.როგორც შენგელაია ჰყვება, ტრაგედიის გადატანაში ოჯახს პატრიარქი ძალიან დაეხმარა, ახლა კი ცდილობენ ყველაფერი, რასაც გააკეთებენ საკუთარ შვილს მიუძღვნან.„მე და ელენე უაღრესად მოყვარული მამა-შვილი გახლდით. თითო-ოროლა შემთხვევა მახსოვს, როცა გამაბრაზა. სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ,,ჯიპას” მაგისტრატურაში ჩააბარა, ერთი თვის შემდეგ კი თქვა, ძალიან დავიღალე და მომავალ წელს თავიდან ჩავაბარებო – ამ ფაქტმა ცოტა გამანერვიულა. მეორედ მაშინ გავბრაზდი, როცა საჭესთან დაჯდომის სურვილი გამოთქვა. – ეგ შენი საქმე არ არის, უფლებას არ გაძლევ, – მივუგე.მერე რაღაცნაირად დამელაპარაკა და დავეთანხმე. სხვის მანქანაზე დაჯდა და… არ უნდა დავთანხმებოდი, ვფიქრობ, დამნაშავე ვარ. ასეთ დროს ძნელია, პირად პასუხისმგებლობას გაექცე. თუმცა უფლის ნებაა ყველაფერი – ამას მეუბნებიან პატრიარქი და ჩვენი მოძღვარი, მამა გიორგიც (ზვიადაძე). ამ ტრაგედიის გადატანაში დიდი როლი ითამაშა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. მეორე დღესვე მობრძანდა ჩვენთან.– გახსოვდეთ, მისი სული ცოცხალია, – გვითხრა უწმინდესმა და ამით დიდი ნუგეში გვცა.ეკლესიურ ცხოვრებას შევუდექით. უწმინდესთან ერთად იერუსალიმის წმინდა ადგილებიც მოვილოცეთ. უცხოეთში საქმიანი ვიზიტებით, ხან ფესტივალებზე მიწევს ყოფნა და მეუღლეც თან მახლავს. სადაც კი მოვხვდებით, ყველგან წმინდა ხატს ან მცირე სუვენირს ვყიდულობთ – ეს საჩუქარია ჩვენი ელენესთვის. მისი ოთახი ხელუხლებელია. იქ ამ ნივთებს ვალაგებთ.ელენემ თავის დროზე მრავალი ქვეყანა მოიარა. ჯერ მე დამყავდა კინოფესტივალებზე, შემდგომ თავად უწევდა საზღვარგარეთ ყოფნა. ახლა ვცდილობ, იმ ადგილებზე გავიარო, სადაც ჩვენი შვილია ნამყოფი – ამას მისი ვიდეოკასეტებიდან ვიგებთ, რომლებსაც სათუთად ვუფრთხილდებით…“,- ამბობს ელდარ შენგელაია. 

ნკ

საზოგადოება 1754287538

ელდარ შენგელაია გარდაიცვალა

92 წლის ასაკში კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნატო ვაჩნაძის ფონდი” ავრცელებს.ელდარ შენგელაიამ კინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში. 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო 1963 წელს თამაზ მელიავასთან ერთად. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს.ელდარ შენგელაიას ფილმებიდან აღსანიშნავია: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“), „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ექსპრეს-ინფორმაცია“, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“.მიღებული აქვს საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმიდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

საზოგადოება 1746437257

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარულინანა ბრეგვაძის, ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა.თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას, მის შენარჩუნებასა და ახალი სახით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას.სასცენო მოღვაწეობა ნანი ბრეგვაძემ 1956 წელს დაიწყო და დღემდე მისი შესანიშნავი ტემბრი და ვოკალური შესაძლებლობები, უკომპრომისო რეპერტუარი, დახვეწილი გემოვნება, სრულიად მისეული ფრაზირება, სიმღერის დრამატურგიის შეგრძნება, შესრულების დინამიკა და ნიუანსები, ყველა დროის თანამედროვეობას ეხმიანება და დღემდე განაგრძობს ახალი თაობის შთაგონებას.ნანი ბრეგვაძე არის მომღერალი, ვინც ქართული „საესტრადო“ სიმღერა და რომანსი კლასიკური მუსიკის საფეხურზე აიყვანა, ისევე, როგორც ფრანგული შანსონი აქცია კლასიკად ედიტ პიაფმა, იმპროვიზაციული ჯაზი – ელა ფიცჯერალდმა, მიუზიკლის რეპერტუარი – ბარბარა სტრეიზანდმა, არგენტინული ტანგო – ასტორ პიაცოლამ ან პორტუგალიური ფადო – სეზარია ევორამ.ნანი ბრეგვაძის ფენომენის დამსახურებით დღეს ქართული სიმღერის ჟანრში არსებობს ძალიან მაღალი სტანდარტი, რომელიც ჩვენი ერის მუსიკალური გენეტიკის ორგანული ნაწილი გახდა.სწორედ მისი შემოქმედებითი მოგზაურობის, 1957-დან 2024 წლამდე, 25 სიმღერას აერთიანებს ვინილი.წიგნი, რომელიც ნანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გვიამბობს, საარქივო და აქამდე უცნობ მასალებთან ერთად, აერთიანებს ამონარიდებსჯანსუღ კახიძის, რევაზ ლაღიძის, გიორგი ცაბაძის, ნიკოლოზ რაჭველის, ელდარ შენგელაიას, მორის ფოცხიშვილის, სესილია თაყაიშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის, ბელა ახმადულიანასა და შარლ აზნავურის სიტყვებიდან და წერილებიდან.როგორც ნანი აღნიშნავს: „უკვე წლებია მთელ ჩემს რეპერტუარს სულ სხვანაირად ვმღერი. ზოგადად სტუდიური „ჩანაწერები არ მიყვარს. სტუდიაში არ არის მთავარი - მსმენელი. მსმენელი მაძლევს სულ სხვა ადრენალინს, ენერგიას, შთაგონებას. პუბლიკა ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ოდნავი შიშით გავდივარ მის წინაშე. დარბაზთან ურთიერთობა სხვა ატმოსფეროს ქმნის. შეიძლება, ამიტომაც მომინდა წიგნის დაწერა და ამ გზით ხალხთან ურთიერთობის გაგრძელება,  რადგან იმდენ კონცერტს უკვე აღარ ვმართავ“.წიგნის თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარულინანა ბრეგვაძის, ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა.თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას, მის შენარჩუნებასა და ახალი სახით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას.სასცენო მოღვაწეობა ნანი ბრეგვაძემ 1956 წელს დაიწყო და დღემდე მისი შესანიშნავი ტემბრი და ვოკალური შესაძლებლობები, უკომპრომისო რეპერტუარი, დახვეწილი გემოვნება, სრულიად მისეული ფრაზირება, სიმღერის დრამატურგიის შეგრძნება, შესრულების დინამიკა და ნიუანსები, ყველა დროის თანამედროვეობას ეხმიანება და დღემდე განაგრძობს ახალი თაობის შთაგონებას.ნანი ბრეგვაძე არის მომღერალი, ვინც ქართული „საესტრადო“ სიმღერა და რომანსი კლასიკური მუსიკის საფეხურზე აიყვანა, ისევე, როგორც ფრანგული შანსონი აქცია კლასიკად ედიტ პიაფმა, იმპროვიზაციული ჯაზი – ელა ფიცჯერალდმა, მიუზიკლის რეპერტუარი – ბარბარა სტრეიზანდმა, არგენტინული ტანგო – ასტორ პიაცოლამ ან პორტუგალიური ფადო – სეზარია ევორამ.ნანი ბრეგვაძის ფენომენის დამსახურებით დღეს ქართული სიმღერის ჟანრში არსებობს ძალიან მაღალი სტანდარტი, რომელიც ჩვენი ერის მუსიკალური გენეტიკის ორგანული ნაწილი გახდა.სწორედ მისი შემოქმედებითი მოგზაურობის, 1957-დან 2024 წლამდე, 25 სიმღერას აერთიანებს ვინილი.წიგნი, რომელიც ნანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გვიამბობს, საარქივო და აქამდე უცნობ მასალებთან ერთად, აერთიანებს ამონარიდებსჯანსუღ კახიძის, რევაზ ლაღიძის, გიორგი ცაბაძის, ნიკოლოზ რაჭველის, ელდარ შენგელაიას, მორის ფოცხიშვილის, სესილია თაყაიშვილის, ჭაბუა ამირეჯიბის, ბელა ახმადულიანასა და შარლ აზნავურის სიტყვებიდან და წერილებიდან.როგორც ნანი აღნიშნავს: „უკვე წლებია მთელ ჩემს რეპერტუარს სულ სხვანაირად ვმღერი. ზოგადად სტუდიური „ჩანაწერები არ მიყვარს. სტუდიაში არ არის მთავარი - მსმენელი. მსმენელი მაძლევს სულ სხვა ადრენალინს, ენერგიას, შთაგონებას. პუბლიკა ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ოდნავი შიშით გავდივარ მის წინაშე. დარბაზთან ურთიერთობა სხვა ატმოსფეროს ქმნის. შეიძლება, ამიტომაც მომინდა წიგნის დაწერა და ამ გზით ხალხთან ურთიერთობის გაგრძელება,  რადგან იმდენ კონცერტს უკვე აღარ ვმართავ“.წიგნის შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ანდრო ვეკუა.გრაფიკული დიზაინი: დან ზოლბახი, ლიდკა ვალე.პროექტის ავტორი: გოგიკო საყვარელიძე.შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ანდრო ვეკუა.გრაფიკული დიზაინი: დან ზოლბახი, ლიდკა ვალე.პროექტის ავტორი: გოგიკო საყვარელიძე.

გივი, გივი, ჩვენ ვართ

ისტორიები 1744464706

„გივი, გივი, ჩვენ ვართ!“ - სინამდვილეში ვინ ყოფილა უჩინარი გივის რეალური პროტოტიპი

ელდარ შენგელაიას კინოკლასიკაში - "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" უამრავი ფრთიანი ფრაზაა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში მუდმივად არის, საუბარში დამკვიდრებულია. "გაიტანეთ", "ქუდიი", "საიდან შეგაქანათ", "არ გვჭირდება, მაგრამ მოიტანეს", "შესვენებაზე გავდივარ, შეიძლება არ დავბრუნდე", "რატომ ბრაზობ, სოსო?" გზაში დამაწიეთ", "დეფიციტში გარღვევაა", "გივი, ჩვენ ვართ". სწორედ ამ უკანასკნელს სულ ელოდები ფილმის მანძილზე, ეგებ გამოჩნდეს, ვინ არის, რას აკეთებს, რატომ აკითხავენ ან ვის ემალება?ამ გენიალური ფილმის სცენარის ავტორი, მწერალი რეზო ჭეიშვილი თავის ინტერვიუებში ამბობდა, რომ "ცისფერ მთებს" თავისი რეალური პროტოტიპები ჰყავდა, მათ შორის - ამ უჩინარ გივისაც.რეზო ჭეიშვილი: ვაჟა ზაზაევიჩს თავისი პროტოპი ჰყავდა. ბატონ ვასო ჩორგოლეიშვილის გმირსაც. ერთი ჩემი ახლო მეგობარი იყო გივი ძნელაძე, პოეტი (აწ განსვენებული), რომელსაც სულ ეძებდნენ რედაქციაში. "ცისკრის" და "საუნჯის" პოეზიის განყოფილებებში, ბევრი მასალა იყრიდა თავს; ყველასთვის პასუხის გაცემა ძალიან ძნელი იყო. გივი, ჩვენ ვართ, გივი სად არის, გივი, ამ ჩემს მეგობარს სულ ეძებდნენ. ასე გაჩნდა პერსონაჟი, რომელიც არ ჩანს! საერთოდ არ არის!