დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
1754296105
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაუშვილი წერს.
მისი თქმით, ელდარ შენგელაიას მიერ შექმნილი პერსონაჟების ფრთიანი ფრაზები ყოველდღიური ქართული სასაუბრო ლექსიკის განუყოფელ ნაწილად იქცა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო.
ელდარ შენგელაიას კინო შედევრებს ღირსეული ადგილი უკავია არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები ერთნაირად შეიყვარეს თაობებმა, ხოლო ფრთიანი ფრაზები ყოველდღიური ქართული სასაუბრო ლექსიკის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ვუსამძიმრებ ბატონი ელდარის ოჯახს, მის ახლობლებს და ქართულ საზოგადოებას უდიდეს დანაკლისს, ბატონი ელდარის დანატოვარი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში და ქართული ხელოვნების ისტორიაში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
92 წლის ასაკში კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა.
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043