კრისტა პაიკი

მსოფლიო • 1791701275

კლინიკიდან ისევ საკანში - სიკვდილმისჯილი კრისტა პაიკის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი

50 წლის კრისტა პაიკი, რომელიც სიკვდილით დასჯის დროს ორი სასიკვდილო ინიექციის შეყვანის შემდეგ გადარჩა, ციხეში დააბრუნეს. ინფორმაციას მისი ადვოკატები ავრცელებენ.პაიკი საავადმყოფოდან გაწერეს და ქალთა ციხეში გადაიყვანეს, სადაც ის ბოლო 30 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.„ის მადლიერია საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებისა და სამედიცინო პერსონალის, ამ განსაკუთრებულ გარემოებებში გაწეული მზრუნველობისთვის. ის ციხეში კვლავ იღებს სამედიცინო დახმარებას და ჩვენ თვალს მივადევნებთ მისი გამოჯანმრთელების პროცესს“, - განაცხადეს ადვოკატებმა.1996 წელს, ამერიკის ტენესის შტატის სასამართლომ კრისტა პაიკს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა მკვლელობისთვის, რომელიც მან თავის ბოიფრენდთან, თადარილ შიპთან ერთად ჩაიდინა. განაჩენი აღსრულებაში 30 სექტემბერს უნდა მოეყვანათ. პაიკი გახდებოდა პირველი ქალი ტენესიში ბოლო 200 წლის განმავლობაში, რომელიც სიკვდილით დასაჯეს, თუმცა ის ორი სასიკვდილო ინიექციის შემდეგ გადარჩა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 6 ოქტომბერს გონს მოვიდა. სამედიცინო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ციხის პერსონალმა ინტრავენური კათეტერები არასწორად ჩადგა, რის გამოც პენტობარბიტალი ვენაში კი არ შედიოდა, არამედ ქსოვილებში გროვდებოდა.

ტრამპი

მსოფლიო • 1791629529

დონალდ ტრამპი – ნობელის მშვიდობის პრემია მიანიჭეს ნავი პილაის, რომლის შესახებაც არავის სმენია, მე კი რვა ომი დავასრულე, ნობელის ერთი პრემიის ნაცვლად, რვა უნდა მიმეღო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ მას მშვიდობის ნობელის პრემია არ მიანიჭეს.ტრამპი ნორვეგიას მწვავედ მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც კომიტეტმა მიმდინარე წლის პრემია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, ნავი პილაის მიანიჭა. სწორედ ის ხელმძღვანელობდა გაერო-ს ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა.დონალდ ტრამპის განცხადებით, ნავი პილაის არაფერი გაუკეთებია, თავად კი რვა ომი დაასრულა. ამასთან, მისივე თქმით, მას არა ერთი, არამედ რვა პრემია ეკუთვნოდა.„ეს ის ქალია, რომელსაც მშვიდობის ნობელის პრემია მიანიჭეს დიდებული ამერიკის შეერთებულi შტატების ნაცვლად, მაშინ როდესაც მისმა წარმომადგენელმა – ანუ მე – რვა ომი დავასრულე და მრავალი სხვა პრობლემა მოვაგვარე. ამ ქალის შესახებ არაფერი ვიცი და არც სხვამ იცის რამე! სინამდვილეში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მის შესახებ არავის არასდროს სმენია, გარდა იმისა, რომ მას აშკარად სძულს ისრაელი. არ ვიცი, ამ ქალს რა გაუკეთებია. მე რვა ომი მოვაგვარე. იმ ქვეყნების პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა, რომლებსაც დავეხმარე, ნორვეგიის ნობელის კომიტეტს წერილები გაუგზავნეს. ახლა კი კიდევ ორი კონფლიქტის მოგვარებას ან მოგებას ვაპირებ – ირანის და რუსეთ-უკრაინის ომის. ორივე პროცესი წარმოუდგენლად სწრაფად ვითარდება, მაგრამ, მოდი, ეს დროებით გვერდზე გადავდოთ და იმ რვა ომზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლებიც უკვე მოვაგვარე. თითოეული მათგანი, განსაკუთრებით კი პაკისტანსა და ინდოეთს შორის კონფლიქტი, სრულიად საკმარისი იქნებოდა ნობელის პრემიის მოსაპოვებლად. სინამდვილეში, ერთი ნობელის მშვიდობის პრემიის ნაცვლად, რვა პრემია უნდა მიმეღო.ეს რვა ომია: კამბოჯასა და ტაილანდს შორის; კოსოვოსა და სერბეთს შორის; კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის; პაკისტანსა და ინდოეთს შორის; ისრაელსა და ირანს შორის; ეგვიპტესა და ეთიოპიას შორის; სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის; ისრაელსა და „ჰამასს“ შორის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რვა ომის დასრულების გარდა, მან სხვა მრავალი პრობლემაც მოაგვარა. მაგალითად, ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში შეუშალა ხელი, რითაც, მისი თქმით, მთელი ახლო აღმოსავლეთის და, საბოლოოდ, ბევრად უფრო ვრცელი ტერიტორიების განადგურება აიცილა თავიდან.დონალდ ტრამპის თქმით, მან ისტორიაში ნებისმიერ სხვა ადამიანზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა და გაიხსენა მარია კორინა მაჩადოს სიტყვები, რომელმაც გასულ წელს თავისი ნობელის მშვიდობის პრემია ტრამპს გადასცა. მაშინ მაჩადომ აღნიშნა, რომ „დონალდ ტრამპმა მრავალი ომი მოაგვარა და ნობელის მშვიდობის პრემიას იმაზე მეტად იმსახურებს, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ეს პრემია ოდესმე მიუღია“.„ჩემი სამშვიდობო მიღწევების გათვალისწინებით – ისეთი შედეგების, რომლებსაც აქამდე ვერავინ მიაღწია – მეც ვეთანხმები ამ შეფასებას! ისრაელში ყველა მძევლის, მათ შორის ბოლო 28 მძევლის, როგორც ცოცხლების, ისე გარდაცვლილების, დაბრუნებას მივაღწიე და ამ საქმეში „ჰამასთანაც“ ვითანამშრომლე. არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო! ვენესუელაში მსოფლიოს ბოროტი დიქტატორი ნიკოლას მადურო ხელისუფლებას ჩამოვაშორე და ახლა ვენესუელის მდიდარ, წარმატებულ დემოკრატიად გარდაქმნაზე ვმუშაობ. ანალოგიურად, ირანს ისრაელის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის განადგურების საშუალება არ მივეცი. ასევე, მუდმივად ვუშლი ხელს სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის, აგრეთვე იაპონიასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ომის დაწყებას. ამას დაუმატეთ ჩინეთი და ტაივანი და მსოფლიოს სხვა მრავალი დაძაბული კერა, სადაც ომები არ დაწყებულა მხოლოდ დონალდ ჯ. ტრამპისა და ამერიკის შეერთებული შტატების დამსახურებით.ჩემი დამსახურებაა ისიც, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-დან 5%-მდე გაზარდეს, რითაც უფრო ძლიერი ალიანსი და თავდაცვა შეიქმნა. ესეც ისეთი რამ იყო, რომლის გაკეთებაც, ყველას აზრით, შეუძლებელი გახლდათ. აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან 900-ზე მეტი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებაზე მოვილაპარაკე და მათი დაბრუნება უზრუნველვყავი. გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ტყვეობიდან 196 მძევალი დავაბრუნე შინ ისე, რომ გამოსასყიდი არ გადამიხდია – განსხვავებით ბაიდენისა და ობამასგან, რომლებიც მილიარდობით დოლარს იხდიდნენ. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ მე შევქმენი პირობები არქტიკისთვის, რომელიც მალე ძალიან აყვავებული გახდება.მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეს ნობელის პრემია ლიბერალ ადამიანს მიანიჭეს, რომელიც გაერო-ში მუშაობს და რომლის შესახებაც არავის არასდროს სმენია. ყველა იმ ომის დროს, რომლებიც მოვაგვარე, გაერო-სთან ერთხელაც არ მისაუბრია – მათ არანაირი დახმარება არ გაუწევიათ. ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც მე, როგორც თქვენი პრეზიდენტი, წარმოვადგენ, მშვიდობის ნობელის პრემია უნდა მიეღო, მაგრამ არ მიანიჭეს. ეს არის წარუშლელი ლაქა ნორვეგიისთვის, რaც არასოდეს იქნება დავიწყებული. ნობელის „მშვიდობის“ პრემიამ სამუდამოდ დაკარგა სანდოობა რამდენიმე რადიკალი იდეოლოგის გამო, რომლებიც დემოკრატიის წინააღმდეგ გამოდიან და ცივილიზაციის მტრები არიან!“ – წერს ტრამპი.ცნობისთვის, მშვიდობის 2026 წლის ნობელის პრემია სამხრეთაფრიკელ იურისტს, ნავი პილაის გადაეცა.

დიოსკურია

საზოგადოება • 1791626105

ქართული კომპანიის კუთვნილი გემის, „დიოსკურია“-ს ეკიპაჟმა შავ ზღვაში განვითარებული ინციდენტის დროს 18 მეზღვაური გადაარჩინა

ქართული კომპანიის „საზღვაო ხაზი E60“ კუთვნილი გემის, „დიოსკურია“-ს ეკიპაჟმა შავ ზღვაში განვითარებული ინციდენტის დროს 18 მეზღვაური გადაარჩინა. ინფორმაციას ბულგარული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, ბულგარეთის სანაპიროდან დაახლოებით 70 საზღვაო მილის დაშორებით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი სავაჭრო გემი დაზიანდა - ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით ჩაიძირა, ხოლო მეორე - სერიოზულად დაზიანდა და ბორტზე ხანძარი გაჩნდა.ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილთან ახლოს იმყოფებოდა გემი „დიოსკურია“, რომელიც ქართული კომპანიის მფლობელობაშია. „დიოსკურია“-ს ეკიპაჟმა დაზიანებული გემის ბორტიდან 18 მეზღვაური, მათ შორის დაშავებული პირები, საკუთარ გემზე უსაფრთხოდ გადაიყვანა, დაშავებულებს ბორტზე პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.მოგვიანებით გადარჩენილი მეზღვაურების სანაპიროზე გადაყვანა ბულგარეთის სასაზღვრო პოლიციამ კატერით უზრუნველყო, ხოლო დაშავებული პირები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.ქართულმა კომპანიამ „საზღვაო ხაზი E60“-მა გემი „დიოსკურია“ 2024 წელს შეიძინა და განაახლა, ის დღესდღეობით საქართველოსა და რუმინეთს შორის საზღვაო სატვირთო-სამგზავრო გადაზიდვებს აწარმოებს.

აიშე ანანიძე

რეგიონი • 1791617808

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან ერთად, სოფელ ბობოყვათში მცხოვრებ აიშე ანანიძეს ესტუმრა და 100 წლის იუბილე მიულოცა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მცხოვრებ აიშე ანანიძეს ესტუმრა და 100 წლის იუბილე მიულოცა. აიშე ანანიძეს ხუთი შვილი, ათი შვილიშვილი, ოცი შვილთაშვილი და ოთხი შვილთაშვილის შვილი ჰყავს. იუბილარს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის - „100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების“ ფარგლებში, 5 000 ლარი გადაეცა.აიშე ანანიძეს 100 წლის იუბილე ასევე მიულოცეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ თენიეშვილმა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მინდია რომანაძემ.2026 წელს, 100 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის გათვალისწინებული ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზარდა. პროგრამის მიზანია უხუცესი მოქალაქეების მხარდაჭერა და მათი სოციალური კეთილდღეობის ხელშეწყობა. ამჟამად, აჭარაში 100 წლისა და მეტი ასაკის 23 მოქალაქე ცხოვრობს. წლის ბოლომდე 100 წლის იუბილეს კიდევ სამი მოქალაქე აღნიშნავს.        

ზელენსკი

მსოფლიო • 1791566220

ზელენსკი: აშშ-ს უკრაინის დახმარება არაფერი, აბსოლუტურად არაფერი დაუჯდება - მე ღიად ვთქვი, დაგვეხმარეთ, რომ დავიცვათ ჩვენი ცა და მასზე დომინირება მოვიპოვოთ, ამის შემდეგ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის დახმარება და ცის გაკონტროლებაში ხელშეწყობა პრაქტიკულად არაფერი დაუჯდება, ხოლო ეს ნაბიჯი კი ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს.ზელენსკის თქმით, საჰაერო სივრცეში დომინირება ომის მსვლელობას რადიკალურად შეცვლის.„აშშ-ს უკრაინის დახმარება არაფერი, აბსოლუტურად არაფერი დაუჯდება. მე ღიად ვთქვი: დაგვეხმარეთ, რომ დავიცვათ ჩვენი ცა და მასზე დომინირება მოვიპოვოთ. ამის შემდეგ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება. რატომ? იმიტომ, რომ იგი ყველაფერს დაკარგავს. ყველაფერს დაკარგავს. სამ თვეში, ორ თვეში - იგი ყველაფერს დაკარგავს“, - დასძინა მან.

ეკა კუპატაძე

საზოგადოება • 1791558856

რა სახითაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს დახმარება, იმ ინფორმაციებს იღებდა გიორგი მალანიასგან - ეკა კუპატაძე

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების რამდენიმე მოწმე გამოკითხეს. პროცესს გარდაცვლილი გიგა ავალიანის დედა ესწრებოდა.როგორც ეკა კუპატაძე ამბობს, რომ ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი მალანიამ მიაწოდა."რა სახითაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს დახმარება, იმ ინფორმაციებს იღებდა გიორგი მალანიასგან. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი მალანიასგან ბევრი ისეთი რამე იცოდა, რომელსაც ვერ მიაწოდებდა ნია იმნაძე და სხვა საერთო ნაცნობი მას გიგა ავალიანთან არ ჰყავდა. აქედან გამომდინარე, ეს ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს მიაწოდა გიორგი მალანიამ." - აცხადებს ეკა კუპატაძე.გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბჰ

პოლიტიკა • 1791520524

ბექა ძამაშვილი ტრეფიკინგის შესახებ ანგარიშზე: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნახევარმა ვერ შეძლო ამ სტანდარტის დაკმაყოფილება და საქართველო მეთერთმეტე წელია თანმიმდევრულად აჩვენებს მაღალ შედეგს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ადასტურებს, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლა უმაღლესი სტანდარტებით ხორციელდება", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, უმაღლესი შეფასება შეეხება როგორც დანაშაულის პრევენციას, ისე მის პროაქტიურ გამოვლენას, დამნაშავეთა დასჯას, ასევე, მსხვერპლთა დახმარებასა და მათ მხარდაჭერას."ეს კოორდინირებული სამუშაო ხორციელდება უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და, საბოლოო ჯამში, ყველა სახელმწიფო უწყების ეფექტიანი მუშაობის შედეგია.  ეს შედეგი განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ფონზე, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნახევარმა ვერ შეძლო ამ სტანდარტის დაკმაყოფილება და საქართველო, უკვე მეთერთმეტე წელია, თანმიმდევრულად აჩვენებს მაღალ შედეგს, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს ღონისძიებები არის სისტემური ხასიათის და  კარგად გააზრებული. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია, განხორციელდეს ეფექტიანი ბრძოლა ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულთან, ასევე, ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან", - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

 ლუხუმ ბაშინურიძე

საზოგადოება • 1791474211

თუშეთში დაკარგული კაცი იპოვეს - მას ოჯახი 5 დღის განმავლობაში ეძებდა

თუშეთში დაკარგულ კაცს სოფელ დიკლოში მიაგნეს.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრები 64 წლის ლუხუმ ბაშინურიძე, რომელსაც ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, სოფელ დიკლოში იპოვეს.ადგილობრივებმა მისი ადგილსამყოფელი დრონის მეშვეობით დააფიქსირეს.თავდაპირველად, მამაკაცი გარდაცვლილი ეგონათ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ლუხუმ ბაშინურიძე ცოცხალია და მას სამედიცინო დახმარება სჭირდება.მამაკაცის შვილი, ვერიკო ბაშინურიძე ამბობს, რომ სოფელ ომალოს ჰყავს ექიმი და სამედიცინო დახმარებისათვის  მას მიმართავენ, რადგან ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება.ლუხუმ ბაშინურიძე თუშეთში მწყემსად მუშაობდა. მამაკაცის გაუჩინარების შესახებ, ოჯახის წევრებს მასთან დასაქმებულმა პირებმა შეატყობინეს.

ზელენსკი

მსოფლიო • 1791474060

ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ნება დართოს უკრაინულ მხარეს, გამოიყენოს Starlink-ის თანამგზავრული სისტემა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ნება დართოს უკრაინულ მხარეს, გამოიყენოს Starlink-ის თანამგზავრული სისტემა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე.უკრაინის ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს აიძულებს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.სახელმწიფოს მეთაურმა აშშ-ს ცის დაცვასა და Starlink-ის საჭირო შესაძლებლობების უზრუნველყოფაში დახმარება სთხოვა. მან მაგალითად ისრაელი მოიყვანა, რომელმაც ირანის საჰაერო სივრცეზე სრული კონტროლი მოიპოვა. ზელენსკის თქმით, ვაშინგტონმა ეს სისტემა ირანზე საპასუხო დარტყმების დროს გახსნა, სადაც მან ეფექტურად იმუშავა, შესაბამისად, იგივე მიდგომა უკრაინის შემთხვევაშიც უნდა გამოიყენონ.ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი Starlink-ის ალტერნატიული სისტემის შექმნას უახლოვდება და მას რუსეთს აწვდის, რაც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს. ზელენსკის განცხადებით, კიევი ამ პრობლემას დასავლელ პარტნიორებთან აქტიურად განიხილავს. თუმცა ევროპელებიც მუშაობენ ანალოგიური ტექნოლოგიების შექმნაზე და ეხმარებიან უკრაინას, ისინი სასურველ შედეგთან ჯერ კიდევ შორს არიან.ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ პარტნიორები უკრაინას ცის დაცვასა და მასზე დომინირებაში დაეხმარებიან, პუტინი იძულებული გახდება, სამშვიდობო დიალოგს დათანხმდეს.

ზელენსკი

მსოფლიო • 1791474008

ზელენსკი: ევროპის დახმარება პუტინს მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს, თუმცა ამერიკელებს უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სგან აქტიური ნაბიჯების გადადგმას ელის. ზელენსკის თქმით, ევროპის დახმარებასთან ერთად, გადამწყვეტი როლი სწორედ ამერიკულ მხარდაჭერასა და პრეზიდენტ ტრამპის ქმედებებს ენიჭება."ევროპელებს შეუძლიათ დაგვეხმარონ, რაც პუტინს მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს, თუმცა ამერიკელებს უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ.მიმაჩნია, რომ ტრამპს მეტის გაკეთება შეუძლია და მას მოუწევს კიდეც მეტის გაკეთება, რადგან დანაკარგი ძალიან დიდია,"- აცხადებს ზელენსკი.

თვის პროგნოზი

ასტროლოგია • 1791459599

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ოქტომბერში გეგმების შეცვლა მოუწევს

 ოქტომბერი ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის ცვლილებებით დატვირთული პერიოდი იქნება. ასტროლოგების პროგნოზით, ვერძებს, კუროებსა და ტყუპებს შესაძლოა, ადრე დაგეგმილი საკითხების გადახედვა და ახალი გადაწყვეტილებების მიღება მოუწიოთ. ცვლილებები სხვადასხვა მიმართულებას - პირად ურთიერთობებს, სამსახურს, ფინანსებსა და ოჯახურ ცხოვრებას შეეხება:ვერძი - მოულოდნელი გარემოებები გეგმებს შეცვლისვერძებისთვის ოქტომბერში ერთ-ერთი მთავარი თემა პირადი ცხოვრება იქნება. ახალი ნაცნობობა ან მოულოდნელი გარემოებები შესაძლოა, ურთიერთობებისა და სამომავლო გეგმების მიმართ შეხედულების შეცვლის მიზეზი გახდეს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ახლო გარემოცვასაც ექნება.ასტროლოგების თქმით, ვერძებს ფინანსური თვალსაზრისით ახალი შესაძლებლობებიც გამოუჩნდებათ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რეალისტურად შეაფასონ საკუთარი იდეები და მიზნის მისაღწევად საეჭვო გზებს მოერიდონ. ოქტომბერი ხელსაყრელი პერიოდი იქნება შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სპორტისა და დასვენებისთვის. ამასთან, ვერძებს განსაკუთრებული ყურადღების დათმობა მოუწევთ როგორც ოჯახისთვის, ისე სამსახურისთვის, ამიტომ შესაძლოა, მათ სხვადასხვა სფეროს შორის ბალანსის პოვნა დასჭირდეთ. კურო - ცვლილებები სახლსა და ურთიერთობებს შეეხებაკუროებისთვის ოქტომბრის ცვლილებები, უპირველესად, სახლსა და საცხოვრებელთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება. შესაძლოა, საჭირო გახდეს რემონტი, საცხოვრებელი სივრცის გადაკეთება ან სხვა სახის ცვლილება, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება.ასევე მნიშვნელოვანი იქნება სამსახურისა და ჯანმრთელობის საკითხები. თვის პირველ ნახევარში კუროებს ახლობლებისგან მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.პირად ურთიერთობებში კი მეტი ყურადღება და თავშეკავება იქნება საჭირო. ასტროლოგები კუროებს ურჩევენ, ყურადღებით მოუსმინონ გარშემომყოფებს და საკუთარ სიტყვებსაც მეტი ყურადღება მიაქციონ. პარტნიორებსა და ახლობლებთან ურთიერთობების გადაფასების პროცესი შესაძლოა, თვის ბოლომდე გაგრძელდეს.სიფრთხილე იქნება საჭირო მოგზაურობის დროსაც, განსაკუთრებით ოქტომბრის მეორე ნახევარში. ყურადღებას მოითხოვს ბავშვებთან დაკავშირებული საკითხებიც.ტყუპები - ძველი გამოცდილება ახალ შესაძლებლობად იქცევატყუპებისთვის ოქტომბერში მნიშვნელოვანი აღმოჩნდება წარსულში მიღებული გამოცდილება. შესაძლოა, ახლობლებმა, მეგობრებმა ან ნაცნობებმა ახალი საქმიანობა შესთავაზონ, რომელიც მათთვის უკვე ნაცნობ და წარმატებულ მიმართულებას დაეფუძნება.ასტროლოგების პროგნოზით, ამ პერიოდში პერსპექტიული იქნება შემოქმედებითი პროექტები, საჯარო გამოსვლები და ლიტერატურული საქმიანობა. სამუშაოს მხრივ კი სასარგებლო შეიძლება, აღმოჩნდეს მგზავრობები და მივლინებები.თვის შუა პერიოდში ფინანსურ სფეროში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი. საჭიროების შემთხვევაში, ფინანსურ საკითხებში დახმარება შესაძლოა, ახლო გარემოცვისგანაც მიიღოთ.მიუხედავად პროფესიული აქტიურობისა, ტყუპებს ოქტომბერში მნიშვნელოვანი ყურადღების დათმობა მოუწევთ სახლის, შვილებისა და პირადი ურთიერთობებისთვის. ამასთან, სასურველია, დრო მეგობრებისთვისაც გამონახოთ და გარშემომყოფთა რჩევებიც გაითვალისწინოთ.

მეწყერი

მსოფლიო • 1791454369

მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან - არის მსხვერპლი

თურქეთში, ქალაქ ხოფაში სატვირთოების ავტოსადგომზე მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.გამოცემის ცნობით, შავი ზღვის სანაპირო გზაზე მდებარე „ესენკიის“ სატვირთოების ავტოსადგომზე, დილის დაახლოებით 06:00 საათზე ფერდობიდან ჩამოშლილი კლდის დიდი მასები გაჩერებულ მანქანებს დაეცა.ხოფის სამძებრო-სამაშველო სამსახურის, სახანძრო, პოლიციის, ჟანდარმერიისა და სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები გაიგზავნა. უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შემდეგ, მაშველებმა რეგიონში სამძებრო-სამაშველო და ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყეს.45 წლის ქასიმ თოფალოღლუ, რომელმაც ინციდენტის დროს საკუთარი მანქანა გადაარჩინა და შემდეგ მეგობრების დახმარებას ცდილობდა, მეორე (განმეორებითი) მეწყრის დროს ის ადგილზე დაიღუპა. 

✕