ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1711460100

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2024 წელს განსაკუთრებით გაუმართლებთ

ჩინურ მითოლოგიაში დრაკონი სიძლიერის, პატიოსნების, სიბრძნისა და კეთილშობილების სიმბოლოა. ამიტომაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, მომდევნო წელს ყველა შრომისმოყვარე ადამიანი დაფასდება და წარმატების მიღწევის დიდი შანსი ექნებათ. თუმცა, ამავდროულად, ისინი 3 ნიშანს ასახელებენ, რომლებსაც 2024 წელს განსაკუთრებით გაუმართლებთ და წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობას მოიპოვებენ:ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)ასტროლოგების თქმით, დრაკონის წელი ვერძის ნიშნის წარმომადგენლებს ისეთ პერსპექტივას გაუხსნის, რომელზეც შესაძლოა, ოცნებაც კი გაუჭირდეთ. უამრავი სიახლისთვის უნდა მოემზადოთ! ძლიერი და შეუპოვარი დრაკონი ვერძს ყველაფერს მისცემს, რაც კარიერულ წინსვლასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოხატვაში დაეხმარება. თქვენ წინ ფართო ჰორიზონტი გადაიშლება, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, მთელი წელი იღბალი თქვენ მხარეს იქნება და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პერიოდს გაჩუქებთ. სერიოზული ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაშიც და შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც მიიღოთ. იყავით ღია სიახლეების მიმართ და გამოავლინეთ შრომისმოყვარეობა. ამ შემთხვევაში, 2024 წელი თქვენთვის ბევრი მიმართულებით ხელსაყრელი პერიოდი აღმოჩნდება.ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)ჩინური მითოლოგიის მიხედვით, ლომი დრაკონის "ტყუპისცალია", ამიტომაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს მხარს განსაკუთრებულად უჭერს და არაერთ საინტერესო გზას უხსნის. შეგიძლიათ, ბევრი წარმატების იმედი გქონდეთ როგორც პირად, ასევე პროფესიულ საქმიანობაში. დიდი ხნის ნანატრი დაწინაურება, ოცნებების ასრულება და მიზნების გამართლება გელით. გარდა ამისა, ასტროლოგების თქმით, დრაკონს სურს, დაკარგული კავშირები აღადგინოს. ამიტომაც, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც ადრე ძვირფასები იყვნენ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, მათთან კომუნიკაცია აღარ გქონდათ.ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)ტყუპებისთვის ნამდვილად წარმატებული და ნაყოფიერი წელი იწყება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს დიდი შანსი აქვთ, რომ ყველაზე ამბიციური პროექტები და იდეები განახორციელონ, მოიპოვონ აღიარება და ფინანსური სარგებელი. დრაკონი მოგცემთ საშუალებას, არსებულ სიტუაციებსაც კი განსხვავებული თვალით შეხედოთ და მომგებიანი კუთხე იპოვოთ. ასტროლოგების თქმით, წლის მთავარი მფარველი თქვენს ყველა პრობლემასა და გამოწვევას უხეშ კიდეებს გაუსწორებს და წარმატებით გადაჭრაში დაგეხმარებათ. ბევრი დასაოჯახებელი ტყუპი სწორედ ამ პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ოჯახი შექმნას. 2024 წლის ბოლომდე ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ყველაზე ამბიციური გეგმები დასახონ. უამრავი გამართლება გელით, რაც მოგცემთ მოტივაციას, რომ წინსვლა განაგრძოთ და არსებულ შედეგს არ დაემორჩილოთ... წაიკითხეთ ვრცლად...ასევე ნახეთ:„ვაიმე, ეს რა გავიგე!“ - გურამ შეროზიას ამ ამბავმა გამომწერები აალაპარაკა„უთხარით დემეს მამიკოს...“ - ალექსანდრა პაიჭაძე, ყოფილი მეუღლის კადრებს აქვეყნებს

გურამ შეროზია

ტაბლოიდი 1711095540

„ფურორი! გოგო რომ ასე ლამაზად მღერის, ხომ კარგია, როცა ერთის ნაცვლად ორია, მთლად უკეთესი“ – რა ვიდეოს აქვეყნებს გურამ შეროზია

მომღერლები ნუცა თოფურია და მარიამ შენგელია არაჩვეულებრივი დუეტებით მსმენელს ანებრივრებენ და ექსპრომტად ჩაწერილ ვიდეოებს ხშირად უზიარებენ.ნუცა თოფურიამ ამჯერად მორიგი ვიდეო გაავრცელა – ნუცა და მარიამი, რომლებიც კოლეგებთან ერთად, არაჩვეულებრივი მეგობრებიც არიან, შეუდარებლად მღერიან ლელა წურწუმიას რეპერტუარიდან სიმღერას – „ჩუმად ნათქვამი“. 

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1709276527

როგორ ბედს გიწინასწარმეტყველებთ თქვენი დაბადების წლის ბოლო რიცხვი

ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადების წლის ბოლო ციფრი. ის არის ხუთი ელემენტიდან ერთ-ერთი, რომლის დახმარებითაც ბევრი რამის თქმა შეგიძლია ადამიანის ხასიათზე, მის შესაძლებლობებსა და მომავალზე.0 და 1ელემენტი – ლითონიამ ელემენტის წარმომადგენლები ძალიან მიზანდასახულები არიან. მათ ზუსტად იციან რა უნდათ და ყოველთვის მზად არიან დაიცვან თავიანთი თვალსაზრისი. მათ აქვთ ძლიერი ხასიათი და ზოგჯერ ძალიან მაღალი მოთხოვნები საკუთარ თავსა და სხვებზე. ასეთი ადამიანები ისწრაფვიან მატერიალური კეთილდღეობისა და ფუფუნებისკენ. მათ ასევე არ ეშინიათ მარტოობის და რთული ცხოვრების პირობების.2 და 3ელემენტი – წყალიამ ელემენტის წარმომადგენლები ემოციურები და გამჭრიახები არიან. აქვთ კარგი ინტუიცია და ხშირად მიდრეკილნი არიან მანიპულირებისკენ. ასეთი ადამიანები იდუმალები არიან და არ უყვართ სხვებისთვის საიდუმლოების გამხელა. მათ აქვთ კარგი ფანტაზია და დიპლომატიური თვისებები. “წყლის” ადამიანი არა მხოლოდ კარგი ორგანიზატორია, არამედ შემსრულებელიც. თუმცა ის ხშირად პასიურია და მიდრეკილია თავისი ახირებებისკენ.4 და 5ელემენტი – ხეამ ელემენტის ადამიანი ძალიან გულუხვია და ღიაა ყველაფრისთვის. მათ უყვართ სამყაროს შესწავლა და ძალიან შრომისმოყვარეები არიან, ზოგჯერ ზედმეტად შრომისმოყვარეებიც კი, ამიტომ უნდა შეძლონ სათანადო დასვენება. ისინი ხშირად იღებენ საკუთარ თავზე ძალიან ბევრს, საკუთარი ძალების გამოთვლის გარეშე. კარგი მეგობრები არიან, რომლებსაც ყოველთვის შეგიძლიათ დაეყრდნოთ. 6 და 7ელემენტი – ცეცხლი“ცეცხლოვანი” ადამიანები ძალიან ენერგიულები, ქარიზმატულები და ტემპერამენტულები არიან. ასევე, ეს ადამიანები ვერ იტანენ მარტოობას და მოსწონთ მუდმივად წინსვლა. ამიტომ ისინი ხშირად ირჩევენ ლიდერის როლს. კომუნიკაციაში ცეცხლოვანი ადამიანი არის ეგოისტი, ძალიან ემოციური და ხშირად აგრესიულიც კი. ის ხშირად მოუთმენელი და კაპრიზულია. ნახეთ სრულადასევე ნახეთ:რომელი სამი ციფრი იზიდავს წარმატებას და რას გვირჩევენ ასტროლოგებიმარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის „დრო გამოვყავი იმ გოგოსთვის, რომელიც ფოტოებში ვნახე და პაემანზე საერთოდ სხვა მოვიდა. მთელი ლექცია ჩავუტარე…“ - გურამ შეროზია

გურამ შეროზია

ტაბლოიდი 1709229302

„დრო გამოვყავი იმ გოგოსთვის, რომელიც ფოტოებში ვნახე და პაემანზე საერთოდ სხვა მოვიდა. მთელი ლექცია ჩავუტარე…“ - გურამ შეროზია

გურამ შეროზია ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს საინტერესო შემთხვევას, რომელიც „ტინდერზე“ გაცნობილ გოგონასთან გადახდა.პაემანზე სახალისო შემთხვევა გადაგხდენია?კი, ინდოეთში. ტინდერზე ვნახე გოგო კონკრეტული ფოტოებით და პაემანზე მის ნაცვლად საერთოდ სხვა ადამიანი მოვიდა. ვეკითხები, შენ ვინ ხარ-მეთქი. მიხსნის, მე ის ვარ, მაგრამ აქ ცუდი სახელი აქვთ გოგოებს, რომელიც ასე ხვდებიან ბიჭებს, ამიტომ ჩემს ფოტოებს ვმალავ და სხვისი გამოგიგზავნე, თუ მოგწონვარ, მოგწონვარ, აქ ვარო. ძალიან გავბრაზდი.მე დრო გამოვყავი იმ გოგოსთვის, რომელიც ფოტოებში ვნახე და პაემანზე საერთოდ სხვა მოვიდა. მთელი ლექცია ჩავუტარე (იცინის). პაემანი, რა თქმა უნდა, ჩაიშალა. ფაქტობრივად, „მაბოლებდა“. როგორია, ვიღაც ატეხილი კაცი ვგონივარ, რომელიც ნებისმიერ გოგოზე თანახმაა. ვიზუალურად მართლა იმაზე ლამაზი იყო, ვიდრე იმ ფოტოებზე აღბეჭდილი გოგო, მაგრამ მე იმასთან მქონდა პაემანი, ამიტომაც გავბრაზდი და უკან მივაბრძანე.ასევე წაიკითხეთ:ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც 2024 წელს გამდიდრდება„გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენთვის გახდება მთელი სამყარო, თქვენ კი მისთვის“ - ზოდიაქოს ამ ნიშნებს ზამთრის ბოლოს დიდი ბედნიერება ელით

გიორგი ღოღობერიძე

რჩევები 1708965736

დაავადებები, რომლებიც შეიძლება დეპრესიაში აგვერიოს - რომელი პათოლოგიები იწვევს დეპრესიის მსგავს სიმპტომებს?

ადამიანები ხშირად უჩივიან გუნება-განწყობის დაქვეითებას და ამბობენ, რომ დეპრესია აქვთ. "მოთენთილი ვარ", "არაფრის ხალისი არ მაქვს", "რასაც ვაკეთებდი, ვეღარ ვაკეთებ" - ასეათი ჩივილები აქვთ ხოლმე უმეტესად.ასეთ დროს, როგორც წესი, ექიმს არავინ მიმართავს.თუმცა ეს ადამიანები ძალიან ხშირად ცდებიან, რადგან „დეპრესიულ“ ჩივილებს შეიძლება საკმაოდ სახიფათო მიზეზებიც ჰქონდეთ, მათ შორის ონკოლოგიურიც. ამის შესახებ ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გადაცემაში "დილა მშვიდობისა, საქართველო" ისაუბრა. მან რამდენიმე პათოლოგია ჩამოთვალა, რომლებიც შეიძლება დეპრესიის მსგავს სიმპტომებს იწვევდეს.ასევე ნახეთ:„ვარსკვლავები დიდ მოგებასა და კარიერულ ზრდას გიწინასწარმეტყველებენ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი„ეს ფოტო ჩემმა შვილმა გამომიგზავნა, შორს წამიღო… სოხუმში. შვილის მონატრებაში მძვრება სული, დევნილი ლტოლვილი ვარ“ – რას წერს აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი ნინო კვარაცხელია„ფილერგადამსკდარ, წამწამებმიკრულ კრასოტკებს მინიმუმ ჭკვიანი მზერით და ღიმილით სჯობს“ - რას წერს გურამ შეროზია „მის გერმანიაზე“

ვალუტის კურსი

ფინანსები 1708952559

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6525 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6530 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8769 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8708 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა. ასევე ნახეთ:„ფილერგადამსკდარ, წამწამებმიკრულ კრასოტკებს მინიმუმ ჭკვიანი მზერით და ღიმილით სჯობს“ - რას წერს გურამ შეროზია „მის გერმანიაზე“ვინ არის სასულიერო პირი, რომელიც, 21 წელია, ონკო-ჰემატოლოგიის განყოფილების პაციენტებზე ზრუნავს – მამა მიქაელის ისტორია„წადით მთაში, სოფელში, გქონდეთ პატარა ბოსტანი” – ბერი პაისის წინასწარმეტყველება

მის გერმანია

ტაბლოიდი 1708945780

„ფილერგადამსკდარ, წამწამებმიკრულ კრასოტკებს მინიმუმ ჭკვიანი მზერით და ღიმილით სჯობს“ - რას წერს გურამ შეროზია „მის გერმანიაზე“

„მის გერმანია 2024"-ის გამარჯვებული ორი შვილის დედა, 39 წლის არქიტექტორი აპამე შიონაუერი გახდა. შიონაუერი თეირანში დაიბადა და ირანიდან, ექვსი წლის ასაკში ოჯახთან ერთად გაიქცა.„გერმანიაში გადმოვედით, რომ მე და ჩემს დას თავისუფლად გვეცხოვრა. გზა ადვილი არ იყო“, - ამბობს ქალი, რომლის დევიზიც დაბრკოლებებთან შეჯახებისას არის: „განაგრძე სვლა!"ცნობისთვის, „მის გერმანია", რომელიც თავდაპირველად სილამაზის კონკურსი იყო, 2019 წლიდან სხვაგვარი სახის კონკურსი გახდა და კონკურსანტების შეფასება ხდება არა მხოლოდ გარეგნობის, არამედ ხასიათის, მიზანსწრაფულობის, შემოქმედებითI მიღწევების ან რაიმე უნიკალურობის მიხედვით და გამარჯვებული გვირგვინს აღარ იღებს.ორგანიზატორების თქმით, აპამეჰ შიონაუერი - „ქალი-ლიდერი" - 25000 ევროს ოდენობით ფულად ჯილდოს მიიღებს. მიმდინარე შეჯიბრების სიახლე ასაკობრივი ცენზის გაუქმება იყო. ახლა 18 წლის და უფროსი ასაკის ყველა ქალს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. წლევანდელი კონკურსის ყველაზე ხანდაზმული ფინალისტი 42 წლის ჰამბურგელი სექს-კონსულტანტი მინონ კოვოლიკი იყო, ყველაზე ახალგაზრდა კი წარმოშობით განელი 22 წლის ფსიქოლოგი ესენიდან, ადვოა ავუა.კონკურსში სულ  15 ათასი ქალი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებსაც დონორის გული რამდენიმე წლის წინ გადაუნერგეს ან რამდენიმე წელია, რაც იშვიათი ავტოიმუნური დაავადება აქვს და ინვალიდის ეტლით ან ელექტრო ორტეზით გადაადგილდება.სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა „მის გერმანიის“ ფოტოს. ნაწილი ფიქრობს რომ ეს სილამაზის კონკურსი იყო. ბლოგერი გურამ შეროზია ქალის კრიტიკოსებს ასეთი პოსტით ეხმიანება„აპამე შონაუერი - მის გერმანია 2024. შეესია ამ ქალს მთელი ერი, არა და ეს სილამაზის კონკურსი არაა.აპამე არის ირანელი, კი იცით, რა პირობებში უწევთ ქალებს ირანში ცხოვრება, ჰოდა თან აქტივისტია, თან წარმატებული ქალი, გერმანიაში ცხოვრობს წლებია და კონკურსიც სწორედ იმაზეა, თუ ვინ რა წარმატებას მიაღწია და არა სულელურ ცხვირ-ტუჩ-ძუძუ სტანდარტებზე, რომელიც დღეს ყველას შეუძლია პლასტიკური ქირურგიის დახმარებით.თუმცა ჩემი აზრით ვიზუალურადაც საკმაოდ ეშხიანია და ფილერგადამსკდარ, წამწამებმიკრულ კრასოტკებს მინიმუმ ჭკვიანი მზერით და ღიმილით სჯობს.პ.ს. წამწამებით ცაში ღრუბლებს რომ ფანტავთ, ეგ საზოგადოება ნუ შემომესევით, პარალელი იყო უბრალოდ, თქვენ მოგწონდეთ მთავარია“,-წერს გურამ შეროზია.

წყვილები

საზოგადოება 1706734785

9 მოულოდნელი მიზეზი, რაც განქორწინებას იწვევს

ყველა წყვილს სურს ხანგრძლივი, სიყვარულით სავსე თანაცხოვრება, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს ხშირად შეუძლებელია და წყვილები ურთიერთობას ძალიან ხშირად განქორწინებით ასრულებენ.სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით, გამოვლინდა 9 მიზეზი, რის გამოც განქორწინება გარდაუვალია.1. ღიმილი ბავშვობის ფოტოებში.ფსიქოლოგებმა ჩაატარეს დაკვირვება, რათა გაეგოთ, შესაძლებელია თუ არა განქორწინების პროგნოზირება ბავშვობის ფოტოებიდან. დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც ფოტოებზე პირქუშად გამოიყურებიან, 5-ჯერ უფრო ხშირად განქორწინდნენ, ვიდრე ისინი, ვინც გულიანად იღიმებოდნენ ფოტოებზე.2. ხმის ემოციური ტონი.მეცნიერებმა გააანალიზეს 100-ზე მეტი წყვილის საუბარი. ის წყვილები, რომლებიც მშრალი და ცივი ტონით საუბრობდნენ ერთმანეთში, ბევრად ხშირად ანგრევდნენ ოჯახებს, ვიდრე ისინი, ვინც თბილ ტონს იყენებდნენ კომუნიკაციის დროს.დადგინდა, რომ: „რას იტყვი არ არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ამბობ“.3. საპირისპირო სქესის კოლეგები.მკვლევრების აზრით, ადამიანები, რომლებიც საპირისპირო სქესის წარმომადგენლების გარემოცვაში მუშაობენ, 15%-ით უფრო ხშირად მიმართავენ განქორწინებას. 4. დედის გავლენა.კვლევებმა აჩვენა, რომ წყვილების უმეტესობა ბაძავს დედების ქცევას და ასეთი ქალები ხშირად ითხოვენ განქორწინებას. სოციოლოგებმა შეისწავლეს 7000 ადამიანის ქცევა და დაადგინეს, რომ თუ დედა ახალ ურთიერთობაშია საკმაოდ ხშირად (იქნება ეს ქორწინება თუ უბრალოდ თანაცხოვრება), მათი ზრდასრული შვილებიც ჰბაძავენ დედას და ასე იქცევიან.5. კონფლიქტების იგნორირება.ჯონ გოტმანმა დაასახელა გარდაუვალი განქორწინების 4 წინაპირობა: ზიზღი, მსხვერპლის პოზიცია, კრიტიკოსობა და კონფლიქტების იგნორირება.„აპოკალიფსის 4 მხედარი" ერთი შეხედვით უდანაშაულო ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ეს პრაქტიკაში ძალიან საშიში ქცევითი სტრატეგიაა.უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ გრძნობთ მზად ხართ მწვავე დებატებისთვის იმ საკითხზე, რომელიც დიდი ხანია გაღიზიანებთ და თქვენი პარტნიორი მოულოდნელად წყვეტს ამ თემაზე კამათს.მიუხედავად იმისა, რომ დებატები და ჩხუბი არ არის კომუნიკაციის საუკეთესო ნაწილი, ის მაინც გეხმარებათ პრობლემების მოგვარებაში და გადაუჭრელი საკითხების გარკვევაში. თუ თქვენი პარტნიორი აგრძელებს ამ სიტუაციების იგნორირებას, უფრო და უფრო მეტი პრობლემა გადაუჭრელი რჩება და ასეთი ურთიერთობა თავისთავად მიდის განქორწინებამდე.6. ქმრის უარყოფითი დამოკიდებულება მეუღლის მეგობრების მიმართ.მეცნიერებმა გააანალიზეს 373 წყვილის ურთიერთობა 16 წლიან ქორწინებაზე. გაირკვა, რომ წყვილების 46% დაშორდა ქორწინების მე-16 წელს და ხშირად ამის მიზეზი მეუღლის სამეგობრო წრე გამხდარა.მეცნიერთა აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ქალებსა და მათ მეგობრებს შორის ურთიერთობა, რომელიც ხასიათდება ემოციური სიახლოვით და მხარდაჭერით, უფრო დიდხანს გრძელდება, რაც მამაკაცისთვის ხშირად უსიამოვნოა.7. სიღარიბე და განქორწინება.აშკარაა, რომ დუხჭირ პირობებში ცხოვრება ადვილი არ არის. ამ ოჯახებში ურთიერთობები უფრო ხშირად განქორწინებით მთავრდება, ვიდრე ფინანსურად სტაბილურ ოჯახებში.9. ვიწრო საწოლი.მეუღლეებს ცალ-ცალკე ან ძალიან განიერ საწოლზე უნდა ეძინოთ ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ხარისხიანი ძილისთვის და ოჯახში ჯანსაღი გარემოსთვის. მეცნიერებმა, რომლებიც სწავლობენ ძილის პრობლემებს, აღმოაჩინეს, რომ წყვილების 30-40%-ს სხვადასხვა საწოლში სძინავს და ეს ცალსახად კარგია, რადგან უხარისხო ძილს, თუ ვიწრო საწოლში ძილს შეუძლია განქორწინება გამოიწვიოს. ამიტომ, თუ გსურთ თქვენი ურთიერთობის შენარჩუნება, დარწმუნდით, რომ კარგად და კომფორტულად გძინავთ.ასევე ნახეთ:„სირცხვილი და ქაჯობაა ნარკოტიკის რომანტიზება... დავიწყოთ საგანგაშო რეალობაზე ლაპარაკი!“ - ნესტან ნენე კვინიკაძეVIDEO: „დედაჩემი იყო მთავარი მხსნელი” - გურამ შეროზიას ემოციური ინტერვიუ დედაზე

ტირილი

რჩევები 1706734762

რატომ არის ტირილი სასარგებლო

„ნუ ტირი, ნუ აჩვენებ სხვებს რომ სუსტი ხარ“, „დიდი ბიჭები არ ტირიან“, „შენ უკვე დიდი გოგო ხარ, ნუ ტირი“, - დარწმუნებულები ვართ, რომ ხშირად მოგისმენიათ მსგავსი ფრაზები, ან შეიძლება თავადაც გითქვამთ სხვებისთვის.როცა ადამიანს ემოციები ეძალება, ტირილი აბსოლუტურად ჩვეულებრივი რამეა. სამწუხაროდ, ზემოთ ჩამოთვლილი ფრაზების გამო, ადამიანების დიდ ნაწილს საკუთარი ცრემლების სცხვენია და ამიტომაც, ტირიან მაშინ, როცა გარშემო არავინაა.ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ტირილის საშუალებით ადამიანები იცლებიან უარყოფითი ენერგიისგან და ზოგჯერ ჩვენი ცრემლები ყველაზე რთული სიტუაციების დაძლევაში გვეხმარება. მას შეიძლება სიცილზე უკეთესი ეფექტიც კი ჰქონდეს.მთავარია გააანალიზოთ, რომ ცრემლები არ არის სისუსტის ნიშანი, ეს შესაძლებლობაა ნეგატივისგან დაცლის. ეს თქვენს ემოციებზე მეტყველებს. ჩვენ არ ვართ რობოტები, ადამიანები ვართ და ბუნებრივია, რომ გვაქვს ემოციები. ჩვენი ცრემლები აჩვენებენ ჩვენს ემოციებს, იმას, რომ რაღაც გვაწუხებს, გვტკივა, რაიმეზე ვდარდობთ, ან რაღაც ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ ადამიანები ვართ.შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ცრემლები დადებით გავლენას ახდენს როგორც ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ტირილს შეუძლია თავი უკეთ გაგრძნობინოთ, გაგათავისუფლოთ სტრესისგან, მოწყენილობისგან, სიბრაზისგან და ტკივილისგან. ის ადამიანის ჭრილობების მკურნალია.აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა სხვადასხვა კვლევების შედეგად დაადასტურეს ცრემლების დადებითი გავლენა ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც. პირველ რიგში, ცრემლები სასარგებლოა თვალების სიჯანსაღისთვის. ის წმენდს თვალებს მტვრისგან, იცავს ინფექციებისგან. ცრემლები ასევე ამცირებენ ორგანიზმში სტრესის ჰორმონებისა და ტოქსინების დონეს. უმჯობესდება მხედველობა. ტირილი ამშვიდებს და რამდენიმე წუთის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ სამყარო არც ისეთი საშინელია, როგორიც ტირილამდე გეგონათ. ცრემლები ემოციების რეგულირებაში გეხმარებათ.ახალი კვლევის თანახმად ტირილი ააქტიურებს ენდორფინებს, ბედნიერების ჰორმონებს და ადამიანში ახშობს აგრესიას.ასე რომ, შემდეგ ჯერზე თუ ცრემლები მოგადგებათ, ნუ მოგერიდებათ, ნუ შეგრცხვებათ და მიეცით თავს ტირილის უფლება, ნახავთ, როგორ დაგამშვიდებთ ის - შეძლებთ ცხოვრებას პოზიტიური თვალით შეხედოთ. ასევე ნახეთ:„სირცხვილი და ქაჯობაა ნარკოტიკის რომანტიზება... დავიწყოთ საგანგაშო რეალობაზე ლაპარაკი!“ - ნესტან ნენე კვინიკაძეVIDEO: „დედაჩემი იყო მთავარი მხსნელი” - გურამ შეროზიას ემოციური ინტერვიუ დედაზე

დედამთილი

რჩევები 1706717200

როგორ მოვიგოთ დედამთილის გული – 7 წესი, რომელიც დაგეხმარებათ

ზოგჯერ დედამთილთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს დედამთილს დიდი ხანია იცნობთ და ხანგრძლივი ურთიერთობა გაკავშირებთ, თუ ახალბედა ხართ, შეიძლება გაუგებრობებმა იჩინოს თავი.შესაძლოა თქვენი დედამთილი არაჩვეულებრივი ადამიანია, გარშემო ყველას უყვარს, თუმცა მიუხედავად ამისა, მასთან ურთიერთობას ვერ ალაგებთ. მყარი და ჯანსაღი სასიყვარულო კავშირისთვის აუცილებელია ქმრის ნათესავებთან და მათ შორის განსაკუთრებით მის დედასთან კარგი ურთიერთობა გქონდეთ.ფსიქოლოგების განმარტებით, ოჯახების დიდი ნაწილი სწორედ რძალ-დედამთილის უთანხმოების გამო ინგრევა. შესაძლოა, ოჯახი შეინარჩუნოთ, მაგრამ აუცილებლად დაძაბული ურთიერთობა გექნებათ მეუღლესთანაც.ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დედამთილის გულის მოგება არც ისე რთულია. მთავარია მოინდომოთ, თუმცა დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. ისინი დედამთილის გულის მოგების 7 მთავარ მეთოდს გვიზიარებენ.1. ჰკითხეთ მას რჩევა მაგალითად, სახლის საქმეების შესახებ, ბავშვების აღზრდის შესახებ. მოისმინეთ მისი აზრი. როცა დაინახავს, რომ თქვენთვის მისი შეხედულებები მნიშვნელოვანია, რომ დახმარების სათხოვნელად სწორედ მას მიმართავთ, ძალიან ნასიამოვნები დარჩება და თქვენი ურთიერთობა უფრო კომფორტული გახდება. 2. ჩართეთ ის სხვადასხვა აქტივობებში შესაძლოა, არ ჰქონდეს დრო, რომ თქვენს წვეულებებს დაესწროს, ან სადმე წამოვიდეს თქვენთან ერთად, მაგრამ ძალიან გაუხარდება, თუ დაპატიჟებთ. ამით აჩვენებთ, რომ გახსოვთ ის და არ გავიწყდებათ. შეგიძლიათ ბავშვები ერთად გაასეირნოთ, ან ბავშვის საფეხბურთო მატჩს ერთად დაესწროთ. უამრავი რამის გაკეთება შეგიძლიათ ერთობლივად.3. მასთან ერთად გარკვეული დროის გატარება აქციეთ რუტინად მაგალითად, ესტუმრეთ ყოველ შაბათ-კვირას, ან თქვენთან დაპატიჟეთ. თუ თქვენგან ძალიან შორს ცხოვრობს წელიწადში რამდენჯერმე მაინც ესტუმრეთ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ რუტინად ქცეული ოჯახური შეხვედრები საოცრად დადებით გავლენას ახდენს ურთიერთობებზე.4. კარგი იქნება, თუ გამოყოფთ დროს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ თქვენს დედამთილთან ერთად გაატარებთ დაპატიჟეთ ყავაზე, ან ლანჩზე. ამ დროს შესაძლებლობა მოგეცემათ მშვიდად ისაუბროთ, უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი და შესაბამისად, უკეთ შეძლოთ ერთმანეთისთვის გაგება.5. დაძაბული სიტუაციების დროს მაქსიმალურად ეცადეთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ ეცადეთ ისეთი არაფერი თქვათ, რასაც ვეღარასდროს გამოასწორებთ. სჯობს, რთული პერიოდის დროს ცოტა ხნით გაერიდოთ დედამთილს. მარტომ გაიაზროთ მომხდარი და მასაც მისცეთ დაფიქრების საშუალება. კარგი იქნება, თუ მიმართავთ მედიტაციას, დაკავდებით იოგათი. მსგავსი აქტივობები დაგამშვიდებთ და უფრო მარტივად შეძლებთ კონფლიქტის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოგვარებას. 6. გახსოვდეთ, რომ ის ბებიაა, თქვენ დედა  ორივეს განსხვავებული შეხედულებები და განსხვავებული როლი გაქვთ. ის ბებიაა და უნდა რომ შვილიშვილს ნაყინი აჭამოს, ან სხვა რაიმეთი ასიამოვნოს, ბავშვთან უფრო მეტი დრო გაატაროს. ხშირია შემთხვევები, როცა აღნიშნული კონფლიქტის მიზეზი ხდება. მიეცით საშუალება თქვენს დედამთილს, რომ უბრალოდ იყოს ბებია და ნუ ჩაერევით ბებიისა და შვილიშვილის ურთიერთობაში. 7. მნიშვნელოვანია კომპრომისზე წასვლა ისწავლეთ დათმობაზე წასვლა და გაითვალისწინეთ ერთმანეთის ინტერესები, ერთმანეთის ცხოვრების რეჟიმი. თუ თქვენ მხოლოდ შაბათ კვირას გცალიათ, დედამთილს კი მხოლოდ სამუშაო დღეებში, გამოყავით დავუშვათ პარასკევი საღამო მისთვის და ესტუმრეთ, ან თქვენთან დაპატიჟეთ და მიეცით შესაძლებლობა თქვენთან და შვილიშვილებთან ერთად გაატაროს დრო. თქვენს ასეთ მონდომებას ის აუცილებლად დაინახავს, დააფასებს და საპასუხოდაც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იდეალური ურთიერთობა გქონდეთ.ასევე ნახეთ:„სირცხვილი და ქაჯობაა ნარკოტიკის რომანტიზება... დავიწყოთ საგანგაშო რეალობაზე ლაპარაკი!“ - ნესტან ნენე კვინიკაძეVIDEO: „დედაჩემი იყო მთავარი მხსნელი” - გურამ შეროზიას ემოციური ინტერვიუ დედაზე

საჭმლის მომნელებელ სისტემა

მეცნიერება 1706709180

საჭმლის მომნელებელ სისტემაში სიცოცხლის სრულიად ახალი ფორმა აღმოაჩინეს

ჩვენს შიგნით მცხოვრები მიკრობების შესწავლისას, მკვლევრები ვირუსის მსგავსი ობიექტების სრულიად ახალ კლასს წააწყდნენ.„ეს გადასარევია. რაც უფრო ღრმად ვიხედებით, მით უფრო მეტ უცნაურობას ვხედავთ", — თქვა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის უჯრედულმა ბიოლოგმა, მარკ პეიფერმა.გენეტიკური მასალის ამ იდუმალ ნაწილებს არ აქვთ შესამჩნევი თანმიმდევრობა ან თუნდაც სტრუქტურული მსგავსება, რომელიც ცნობილია სხვა ბიოლოგიური ორგანიზმებისთვის.შესაბამისად, სტენფორდის უნივერსიტეტის ბიოლოგი ივან ჟელუდევი და მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ მათი აღმოჩენა შესაძლოა სულაც არ იყოს ვირუსი. მათ მიაჩნიათ, რომ ეს სრულიად ახალი ჯგუფია.„ობელისკები რნმ-ების მრავალფეროვან კლასს მოიცავს. ისინი ამდენი ხანი შეუმჩნეველი იყვნენ", — წერენ მკვლევრები ნაშრომში.სიცოცხლის ამ ფორმას ეს სახელი (ობელისკები) უაღრესად სიმეტრიული, ღეროს მსგავსი სტრუქტურების გამო დაერქვა. ობელისკების გენეტიკური თანმიმდევრობა მხოლოდ 1 000 სიმბოლოს (ნუკლეოტიდების) მოიცავს. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს არის იმის მიზეზი თუ რატომ ვერ შენიშნეს აქამდე ისინი.კვლევაში ჟელუდევმა და მისმა ჯგუფმა აქამდე გამოქვეყნებული გენეტიკური თანმიმდევრობების 5,4 მილიონი მონაცემთა ნაკრები გააანალიზეს. შედეგად გამოავლინეს თითქმის 30 000 განსხვავებული ობელისკი. ისინი გამოჩნდნენ ადამიანის მიკრობიომების დაახლოებით 10-პროცენტში.ერთ შემთხვევაში ობელისკები პაციენტის ორალური ნიმუშების 50-პროცენტში აღმოჩნდა. უფრო მეტიც, სხვადასხვა ტიპის ობელისკები, როგორც ჩანს, გვხვდება ჩვენი სხეულის სხვადასხვა უბნებში.„ეს ნიშნავს, რომ ობელსიკებს ადამიანის მიკრობიომში მნიშვნელოვანი როლი აქვთ. სავარაუდოა, რომ ისინი ბაქტერიებშიც ფართოდაა გავრცელებული", — აღნიშნულია კვლევაში.თუმცა, ჟელუდევმა და მისმა გუნდმა ვერ დაადგინეს ობელისკების რაიმე გავლენა მათ ბაქტერიულ მასპინძლებზე. მკვლევრებმა ჯერ ისიც არ იციან თუ როგორ ვრცელდებიან ისინი უჯრედებს შორის.„ეს ელემენტები, შესაძლოა, არ იყოს ვირუსული ბუნების და უფრო დაკავშირებული იყოს რნმ-ის პლაზმიდებთან", — აღნიშნულია კვლევაში.ასევე ნახეთ:„სირცხვილი და ქაჯობაა ნარკოტიკის რომანტიზება... დავიწყოთ საგანგაშო რეალობაზე ლაპარაკი!“ - ნესტან ნენე კვინიკაძეVIDEO: „დედაჩემი იყო მთავარი მხსნელი” - გურამ შეროზიას ემოციური ინტერვიუ დედაზე

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1706708100

როგორი პროფესია შეეფერება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

თუ ფიქრობთ: „მეზიზღება ეს სამსახური“, ეს შეიძლება იყოს თქვენი ზოდიაქოს გავლენა, რომელი ნიშნითაც დაიბადეთ და სულაც არა სიზარმაცე, როგორც ამას დედა, უფროსი და ან სხვა ოჯახის წევრი გეუბნებათ.ვერძივერძი დაბადებულია ლიდერად, მათ უყვართ დებატები, რადგან იმარჯვებენ, ურყევად იცავენ საკუთარ აზრს. ვერძისთვის იდეალური სიტუაციაა ახალი პროექტის დაწყება და პირველი მნიშვნელოვანი მიღწევების შემდეგ მისი გადაცემა სხვა ადამიანებზე, რადგან რუტინა კლავს ვერძს.იდეალური კარიერა: ყველაფერი, რაც გულისხმობს კონკურენციას და ფიზიკურ აქტივობას. საოფისე გარემოში - ინდივიდუალურ პროექტზე მუშაობა. გუნდში მხოლოდ მაშინ იქნებით, თუ დაიწყებთ სხვა ადამიანების აზრების პატივისცემას. როგორი კარდინალური ცვლილებები ელის ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს 2024 წლის პირველ ნახევარშიკუროკურო უკიდურესად პრაქტიკული და თანმიმდევრულია მიზნების მიღწევაში. ისინი კარგად ასრულებენ ხელმძღვანელის მოვალეობებს, შეუფერხებლად და მეთოდურად, მაგრამ ასევე კარგად შეუძლიათ გუნდური მუშაობა, როგორც ჩვეულებრივ თანამშრომელს. მათი ჯიუტი და თავშეკავებული ბუნება შეიძლება ოდნავ შემაძრწუნებელი იყოს, მაგრამ მათ ყოველთვის აფასებენ მათი საიმედოობისა და შრომისმოყვარეობის გამო.იდეალური კარიერა: კურო ბედნიერია ისეთ ადგილებში, სადაც ფასდება შეუპოვრობა და თავდადება. კუროს ახასიათებს სილამაზისადმი ლტოლვა, ამიტომ ისინი კარგად გრძნობენ თავს ესთეტიკის სფეროში. ფლორისტები, საკონდიტრო მზარეულები, ინტერფეისის დიზაინერები - ეს პროფესიები კუროს რუტინისა და სილამაზის სრულყოფილ კომბინაციას აძლევს. ასევე, კუროებს შორის ბევრი შესანიშნავი ფინანსისტია, რაც გასაკვირი არ არის მათი მენტალიტეტის გათვალისწინებით.  ტყუპებიტყუპებს მრავალფეროვნება სჭირდებათ. მათი მოწოდებაა სწრაფად მზარდი კომპანიები, სტარტაპები ან პროექტებზე მუშაობა. ტყუპ ბუღალტერზე სევდიანი არავინაა, ეს დანგრეული ოცნების განსახიერებაა. თქვენ ყველაფერს სწრაფად აგვარებთ, ეს ხშირად იწვევს იმას, რომ თქვენ არაფერი გაქვთ გასაკეთებელი, რადგან უკვე გააკეთეთ ყველაფერი.იდეალური კარიერა: მრავალფეროვნება. ყველაფერი, რაც საჭიროებს ინფორმაციის გადაცემას, ამიტომ სწავლება და კომუნიკაცია იდეალურია თქვენთვის. ძალიან აქტიური გონება გაქვთ, ამიტომ თქვენთვისაა ჟურნალისტიკა, პიარი და რეკლამა. პროექტის მენეჯერობაც ასევე კარგი არჩევანია. კირჩხიბიკირჩხიბი ყველაზე კონსერვატიული, ტრადიციული ნიშანია. ამიტომ ისინი ყველაფერს, რაც ეხება კონტროლსა და აღრიცხვას, მარტივად და სიამოვნებით აკეთებენ. თქვენთვის საუკეთესო სამუშაო გარემო არის ის, სადაც რეგულარულად აწვდით პროგრესის ანგარიშებს და მიიღებთ უკუკავშირს.იდეალური კარიერა: კირჩხიბებისთვის შესაფერისია აღმზრდელად ან მენტორად მუშაობა. მაგრამ ამავე დროს, ისინი შესანიშნავად უმკლავდებიან სამართლიანობის, კონტროლისა და ლიდერობის ფუნქციებს. როგორც სამყაროს გამართული ფუნქციონირების ზედამხედველი, კირჩხიბი ძალიან კარგი ექიმიცაა.ლომილომებს დიდება და ყურადღება სჭირდებათ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ყოველთვის აწუხებთ ფრაზა „შემომხედე“. არა, ლომები შესანიშნავი შთამაგონებლები არიან. მათ უბრალოდ უყვართ ყურადღება.იდეალური კარიერა: ყველაფერი, რაც დაკავშირებულია მხატვრულობასთან და საჯარო გამოსვლებთან, მსახიობობიდან პოლიტიკამდე და სწავლებამდე. ლომებისთვის მნიშვნელოვანია თავი შეუცვლელად იგრძნონ, ამიტომ კარიერა სამედიცინო სფეროში ასევე შესაფერისია მათთვის. ქალწულიქალწული ყველა ნიშანს შორის ყველაზე აუტანელი პერფექციონისტია. ამავდროულად, თანამგრძნობი, ამიტომ თვისებების ეს კომბინაცია ქალწულს საუკეთესო ლიდერად აქცევს. სხვა საკითხებთან ერთად, თქვენ ხართ იდეალური მუშაკი იმ სფეროში, რაც მოითხოვს ყურადღებას და ადამიანებთან კომუნიკაციას.იდეალური კარიერა: მომსახურების ინდუსტრია, გაყიდვები. ქალწულის საფუძვლიანობა და ზედმიწევნითობა მათ საშუალებას აძლევს გახდნენ რედაქტორები, თარჯიმნები ან გამომძიებლები.სასწორისასწორი წონასწორობის ნიშანია. მათ ხშირად მიიჩნევენ ზედმეტად მერყევ ნიშნებად. ისინი მუდმივად აანალიზებენ შედეგებს. არიან შუამავლები, ესმით სხვა ადამიანების გრძნობები და მოტივები და ცდილობენ მიიღონ რაც შეიძლება სამართლიანი გადაწყვეტილება.იდეალური კარიერა: მართლმსაჯული, სამართალდამცავი ან დიპლომატი. რადგან კარგი დამოკიდებულება გაქვთ ხალხის მიმართ, ნებისმიერი პროფესია, რომელიც დაკავშირებულია მომსახურებასთან, თქვენთვის კარგი იქნება.მორიელისაიდუმლოებებით აღსავსე ნიშანი. უყვარს ანალიზი და გამოკვლევა. იდეალური დაზვერვის ოფიცრები, გამომძიებლები და დიაგნოსტიკური ექიმები არიან. ასევე, ჰაკერებიც.იდეალური კარიერა: გარდა აღნიშნული პროფესიებისა, მორიელები შესანიშნავად ახერხებენ კრიზისის მართვას ან რთული პროცესების ორგანიზებას. ყველაფერში ჩაღრმავების უნარის წყალობით, სხვებზე უკეთ ესმით რა ხდება. ამიტომ ფინანსური დირექტორების, რესურსების მენეჯერების თუ ლოგისტიკის მენეჯერების კარიერაც მათთვის ძალიან კარგია.  მშვილდოსანიმშვილდოსნები შესანიშნავად ეგუებიან ახალ პირობებს და ბევრ საერთოს პოულობენ ადამიანებთან.იდეალური კარიერა: მშვილდოსნებისთვის საუკეთესო სამუშაო იქნება ის, რაც საჭიროებს ხშირ მოგზაურობას ან მივლინებებს. არ გიყვართ ერთფეროვნება, ამიტომ უფრო დაინტერესებული ხართ საპროექტო აქტივობებით ან კონსულტაციებით.თხის რქათხის რქა სერიოზული და პრაგმატული, ორგანიზებული. თქვენ გაქვთ ქარიზმა და ენთუზიაზმი, დაიკავოთ ლიდერული პოზიციები და წარმატება მოუტანოთ გუნდს.იდეალური კარიერა: მსხვილი მწარმოებელი კომპანიები სამუშაოს განსაზღვრული ტემპით და იერარქიით. მნიშვნელოვანია თხის რქებმა იცოდნენ, რომ მოვალეობების სწორად შესრულებით ადრე თუ გვიან გადავლენ ლიდერობის შემდეგ საფეხურზე. ისინი ასევე არიან შესანიშნავი ინჟინრები და არქიტექტორები.მერწყულიმერწყულები ზოდიაქოს ჰიპები არიან. მათ აქვთ თავისუფალი გონება და მოულოდნელი იდეები. მერწყულებს შეუძლიათ იმუშაონ ძილისა და დასვენების გარეშე, თუ საქმე ამას მოითხოვს. თქვენი იდეები, როგორც წესი, შეუძლებლად აღიქმება, ამიტომ მოთმინებით იმოქმედეთ თქვენი იდეების განხორციელებისას.იდეალური კარიერა: მეცნიერება ან ტექნოლოგია, განსაკუთრებით თუ ის მოიცავს კვლევას. გრაფიკული დიზაინი ან ფოტოგრაფია. პროექტების მენეჯმენტშიც კი, მერწყულები იდეალურები არიან, რადგან ხედავენ პრობლემის გადაჭრის გზებს იქ, სადაც ყველა ხედავს დაბრკოლებებს. მათ არ შეუძლიათ ბიუროკრატიისა და მკაცრი იერარქიის პირობებში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობა. ეს თრგუნავს მათ თავისუფლებისმოყვარე სულს და იდეებს. სწორედ ამიტომ არის მერწყულებს შორის ამდენი მარტოხელა ხელოვანი, მეწარმე და ფრილანსერი.თევზებითევზები ძალიან მოქნილები არიან პროფესიის არჩევისას. თქვენ ადვილად ცვლით ერთს მეორით, რადგან ადაპტაციის უნიკალური უნარი გაგაჩნიათ. თანამგრძნობი და მგრძნობიარე ხართ ადამიანების მიმართ. თქვენი ინტუიცია ძალიან განვითარებულია.იდეალური კარიერა: ყველაფერი, რაც დაკავშირებულია მედიცინასთან და ადამიანების დახმარებასთან. დახვეწილი გონებრივი ორგანიზაცია ეხმარება თევზებს მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევაში ხელოვნების სფეროში: ცეკვაში, მუსიკასა და თეატრში.ასევე ნახეთ:„სირცხვილი და ქაჯობაა ნარკოტიკის რომანტიზება... დავიწყოთ საგანგაშო რეალობაზე ლაპარაკი!“ - ნესტან ნენე კვინიკაძეVIDEO: „დედაჩემი იყო მთავარი მხსნელი” - გურამ შეროზიას ემოციური ინტერვიუ დედაზე