ქოჩორა

სპორტი 1748883351

გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ დაემშვიდობა

გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა.ქართველმა ფეხბურთელმა „ეიბართან“ ითამაშა და შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვალენსიური კლუბის გულშემატკივრებს მიმართა.„პირველ რიგში, მინდა, მადლობა ჩემს თანაგუნდელებს გადავუხადო, რადგან ვარჯიშებისას, მათ ჩემი ვარდნები აიტანეს. მადლობას ვუხდი მთავარ მწვრთნელსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს, რომლებიც ბოლო მომენტამდე ჩემ გვერდით იყვნენ. მადლობა ჩემს ოჯახს, რომლის გარეშეც ეს შეუძლებელი იქნებოდა. მადლობა ყველა ადამიანს, რომლებიც „ლევანტეში“ მუშაობენ. აქ 19 წლის მოვედი. ბიჭი ვიყავი, როდესაც გუნდში შემოვაბიჯე და ლევანტეს კაცი ვტოვებ. უღრმესი მადლობა. თქვენ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ეს დამშვიდობება არაა, კიდევ შეხვდებით“-  განაცხადა ფეხბურთელმა.გიორგი მომავალი სეზონიდან ერთ-ერთ გამორჩეულ პორტუგალიურ გუნდში, ლისაბონის „სპორტინგში“ ითამაშებს და ჩემპიონთა ლიგაზეც იქნება წარმოდგენილი.ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ 2019 წლიდან ირიცხებოდა და მთავარ გუნდში ყველა ტურნირზე 66 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გიორგი ქოჩორაშვილი

სპორტი 1745137200

„როცა „ლევანტეს“ დავტოვებ, მინდა მთავარი კარიდან გავიდე, ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა“ - გიორგი ქოჩორაშვილის ინტერვიუ

„ლევანტეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გიორგი ქოჩორაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც „სარაგოსასთან“ მოახლოებულ მატჩსა და მიმდინარე სეზონის მიზნებზე ისაუბრა.„გუნდში, როგორც ყოველთვის კარგი გარემოა, გუნდი ერთიანია, რადგან მოედნის მიღმაც მეგობრები ვართ. როდესაც ვვარჯიშობთ, ვერ გაიგებთ, ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა ან ყველაზე უფროსი, რადგან ისინი ძალიან ჩართულები ვართ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ თამაშობს მეტს და ვინ ნაკლებად. ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა. არსებობს გამოთქმა:„თუ გინდა სწრაფად იმოქმედო, იარე მარტო, მაგრამ თუ გინდა უფრო შორს წახვიდე, იარე ერთად“. მწვრთნელიც იზიარებს ამას და გუნდში მეგობრული გარემოა. ყველა ვარჯიშზე სიამოვნების მისაღებად გავდივართ და ყველაფერს ვაკეთებთ. შედეგი ჩვენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ კარგია ის, რომ ჩვენს ხელშია. შედეგი მხოლოდ ის არ არის, რაც თამაშის ბოლოს დგება, არამედ ის, რასაც ყოველდღე აკეთებ, იქნება ეს ვარჯიშებზე, მატჩებში, გასახდელში თუ მის გარეთ. ისტორიიდან ვიცით, რომ „სარაგოსა“ ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ახლა ცოტა უჭირს, მაგრამ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და რთული თამაში იქნება. თუმცა, სტადიონზე ჩვენი ფანებიც იქნებიან, ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა გულშემატკივარმა ისიამოვნონ და დაინახონ, რომ ბოლომდე ვიხარჯებით, ყველა კომპონენტში ვიბრძვით.ვეცდებით, ძლიერები ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, როგორც ყველა თამაშში. როდესაც გარბიხარ და სუნთქვა გიჭირს, მაგრამ შენი გულშემატკივრების ხმა გესმის, ეს სუფთა ჰაერი გეხმარება ისუნთქო და ენერგიას გმატებს, როგორც ეს მოხდა „რასინგთან“, როცა სტადიონი სავსე იყო. ისინიც ჩართულები არიან თამაშში და გვეხმარებიან. მინდა, მათ ვუთხრა, რომ თამაშში დიდი წვლილი შეაქვთ. ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა, მაგრამ ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანი აწმყოა. საუკეთესო მომავალს გაძლევს ის, რასაც აწმყოში აკეთებ. 2019 წლიდან „ლევანტეში“ ვარ და ეს არა მხოლოდ კლუბის სიყვარულია,„ლევანტეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გიორგი ქოჩორაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც „სარაგოსასთან“ მოახლოებულ მატჩსა და მიმდინარე სეზონის მიზნებზე ისაუბრა. „გუნდში, როგორც ყოველთვის კარგი გარემოა, გუნდი ერთიანია, რადგან მოედნის მიღმაც მეგობრები ვართ. როდესაც ვვარჯიშობთ, ვერ გაიგებთ, ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა ან ყველაზე უფროსი, რადგან ისინი ძალიან ჩართულები ვართ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ თამაშობს მეტს და ვინ ნაკლებად.ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა. არსებობს გამოთქმა: „თუ გინდა სწრაფად იმოქმედო, იარე მარტო, მაგრამ თუ გინდა უფრო შორს წახვიდე, იარე ერთად“. მწვრთნელიც იზიარებს ამას და გუნდში მეგობრული გარემოა. ყველა ვარჯიშზე სიამოვნების მისაღებად გავდივართ და ყველაფერს ვაკეთებთ. შედეგი ჩვენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ კარგია ის, რომ ჩვენს ხელშია. შედეგი მხოლოდ ის არ არის, რაც თამაშის ბოლოს დგება, არამედ ის, რასაც ყოველდღე აკეთებ, იქნება ეს ვარჯიშებზე, მატჩებში, გასახდელში თუ მის გარეთ. ისტორიიდან ვიცით, რომ „სარაგოსა“ ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ახლა ცოტა უჭირს, მაგრამ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და რთული თამაში იქნება. თუმცა, სტადიონზე ჩვენი ფანებიც იქნებიან, ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა გულშემატკივარმა ისიამოვნონ და დაინახონ, რომ ბოლომდე ვიხარჯებით, ყველა კომპონენტში ვიბრძვით. ვეცდებით, ძლიერები ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, როგორც ყველა თამაშში.როდესაც გარბიხარ და სუნთქვა გიჭირს, მაგრამ შენი გულშემატკივრების ხმა გესმის, ეს სუფთა ჰაერი გეხმარება ისუნთქო და ენერგიას გმატებს, როგორც ეს მოხდა „რასინგთან“, როცა სტადიონი სავსე იყო. ისინიც ჩართულები არიან თამაშში და გვეხმარებიან. მინდა, მათ ვუთხრა, რომ თამაშში დიდი წვლილი შეაქვთ. ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა, მაგრამ ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანი აწმყოა. საუკეთესო მომავალს გაძლევს ის, რასაც აწმყოში აკეთებ. 2019 წლიდან „ლევანტეში“ ვარ და ეს არა მხოლოდ კლუბის სიყვარულია,არამედ იმ ადამიანების, რომლებსაც აქ წარსულში შევხვდი. ეს კლუბი ბევრ ღირებულებას ნერგავს. ჩემი მიზანი ყოველთვის აწმყო იქნება, ჩემი თანაგუნდელები ყველანაირად იმუშავებენ და ყველაფერს გააკეთებენ. მინდა, რომ როცა კლუბს დავტოვებ, მთავარი კარიდან გავიდე. იმ კლუბებში, სადაც ვყოფილვარ, მაგალითად, „კასტელონში“, ყოველთვის მინდოდა იქ ჩემი სახელი დამეტოვებინა. სწორედ ამას ვეცდები „ლევანტეში“. იმედია, მივაღწევთ მიზანს, რომელიც დავისახეთ და რომელსაც „ლევანტეს“ გულშემატკივრები იმსახურებენ. როდესაც ცხოვრებაში ბევრს იტანჯები, თუ წინსვლას განაგრძობ, ეს ტანჯვა ყოველთვის ღიმილად გადაიქცევა, ვფიქრობ, ეს ღიმილი ჩვენამდეც მოვა“, - განაცხადა ქოჩორაშვილმა.შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ის ზაფხულიდან კარიერას ლისაბონის „სპორტინგში“ გააგრძელებს

ქოჩორაშვილი

სპორტი 1743496497

ქოჩორაშვილის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა - „სპორტინგში“ ქართველის ტრანსფერის დეტალები ცნობილია

პორტუგალიურმა გამოცემა „ა ბოლამ“ გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგში“ გადასვლის დეტალებზე საინტერესო წერილი გამოაქვეყნა.„ქოჩორაშვილი „ლომების“ ნახევარდაცვას გააძლიერებს. გაფორმებული კონტრაქტი გრძელვადიანია და 2030 წლამდე იმოქმედებს. ქოჩორაშვილი „ლომების“ გაძლიერებაა.ფინანსური გარიგება „სპორტინგმა“ დაადასტურა. ქართველ ფეხბურთელში „ლევანტე“ 5,5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო დამატებით 2 მილიონ ევროს „სპორტინგი“ ბონუსების სახით გადაიხდის.რაც შეეხება ქოჩორაშვილის გამოსასყიდ თანხას – ხელშეკრულება დაცულია 80 მილიონი ევროს გამოსასყიდი თანხით. ესპანური კლუბი ქოჩორაშვილის სამომავლო ტრანსფერიდან მიიღებს მოგების 12,5%-ს, რაც შეიძლება შემცირდეს 10%-მდე „სპორტინგის“ შეხედულებისამებრ.ეს ამბავი უკვე დაადასტურა ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებულმა კლუბმა „ლევანტემ“ და დღეს საღამოს „ლომებმაც“, რომლებმაც განცხადება გაავრცელეს, სადაც დეტალურად აღწერეს გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს განხორციელებული ყველა ნაბიჯი.ქოჩორაშვილის გარდა, „სპორტინგმა“ დაადასტურა ბრაზილიელი გარემარბის, ალისონ სანტოსის ტრანსფერი, რომელიც „ვიტორია და ბაიამ“ (ბრაზილია) „ლეირიაში“ იჯარით გაუშვა. ასევე განხორციელდა კიდევ სამი მოთამაშის ტრანსფერი. ბრაზილიელი გარემარბის, ბიელმას ტრანსფერი კლუბს 6,425 მილიონი ევრო დაუჯდა (პლუს 2 მილიონი ევრო ბონუსები),„სპორტინგმა“ დაიმატა ორი ​​ახალგაზრდა მოთამაშე – 18 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ერიკ ინგერბრეცენი და ბრატისლავის „სლოვანის“ 17 წლის სერბი მეკარე ლუკა პეტრიჩი“.

ქოჩორაშვილი

Crystalsport 1742584440

სომხეთთან აჩვენა, რა შეუძლია | Record-ი ქოჩორაშვილსა და სპორტინგის ინტერესზე

ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა Record-ი გიორგი ქოჩორაშვილის სომხეთთან ჩატარებულ მატჩს ეხმაურება. აღნიშნულმა წყარომ გასულ ზამთარში დაწერა, რომ ქართველი ფეხბურთელი სეზონის შემდეგ „ლევანტედან'' „სპორტინგში'' გადავიდოდა. აქედან გამომდინარე, პორტუგალიური გამოცემა ქოჩორაშვილის თამაშს ყურადღებას უთმობს.Record: „სპორტინგის’’ ერთ-ერთმა სამიზნემ, გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონური კლუბის ქომაგებს სომხეთთან მატჩში მცირე დემონსტრაციით აჩვენა, თუ რისი გაკეთება შეუძლია მოედანზე. 25 წლის ნახევარმცველი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ანგარიში გახსნა''.განაგრძე კითხვა

ნო

სპორტი 1742537760

“გოლი დედაჩემს ეკუთვნის…” - გიორგი ქოჩორაშვილის კომენტარი

საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა. მატჩის ერთ-ერთი გმირი, ჯვაროსნების ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი გახდა, რომელმაც ოტარ კიტეიშვილი პასით 33-ე წუთზე ანგარიში გახსნა და საკუთაი გუნდი დააწინაურა.როგორც ქოჩორაშვილმა თქვა, გოლი, რომელიც მან  გაიტანა, საკუთარ დედას მიუძღვნა, რადგან ის დღეს იუბილარია.მან ასევე მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს.“რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ისინი ყოველთვის მოდიან და მხარს გვიჭერენ“, - თქვა ქოჩორაშვილმა.

ვილი სანიოლი

სპორტი 1742528695

როგორ შეაფასა ვილი სანიოლმა გუშინდელი მატჩი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე სომხეთთან დამაჯერებლად მოგებული მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა. მან ლოჩოშვილის ტრავმაზეც ისაუბრა."რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილის ტრავმას, როგორც ვიცი, მძიმე დაზიანება არ არის. თუმცა, არა მგონია, საპასუხო მატჩში მონაწილეობა მიიღოს. ლუკა ბოლო დროს იტალიაში კარგად თამაშობს და დღესაც კმაყოფილი ვარ მისი გამოსვლით. ჩვენ მომავალშიც მისი დიდი იმედი გვაქვს.გავაანალიზეთ სომხეთის თამაში და მივხვდით, რომ მიქაუტაძეს შეტევებისთვის დიდი სივრცეები ექნებოდა. სასიხარულოა, რომ გიორგიმ შანსებით ისარგებლა და წარმატებული თამაში ჩაატარა.დღეს აქცენტი იმაზე გავაკეთეთ, რომ უშეცდომოდ გვეთამაშა და საგოლე მომენტები გამოგვეყენებინა, ეს ჩვენს გუნდს თავდაჯერებას მატებს.იქიდან გამომდინარე, რომ კაშია დისკვალიფიცირებული იყო, შემადგენლობის უნდა გადაგვეხალისებინა. დაცვით კმაყოფილი ვარ, ლოჩოშვილმა და გოგლიჩიძემ დამაჯერებლად ითამაშეს".ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.0:3 - ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე, სომხეთი-საქართველოს მატჩი, ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველი შეხვედრა, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.პირველი გოლის ავტორი გიორგი ქოჩორაშვილი იყო, მან ნაკრები მატჩის 33-ე წუთზე დააწინაურა. მეორე და მესამე გოლი კი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა

გიორგი მიქაუტაძე

სპორტი 1742503289

გიორგი მიქაუტაძის პირველი კომენტარი სომხეთთან მატჩის შემდეგ

გიორგი მიქაუტაძის პირველი კომენტარი სომხეთთან მატჩის შემდეგ ↓ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად სომხეთში გამართა. ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.სომხეთი-საქართველოს მატჩს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.ანგარიში 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილის გოლით გაიხსნა, 37-ე წუთზე კი სომხეთის კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. პირველი ტაიმი ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ ანგარიშით 2:0 დასრულდა. მეორე ტაიმში 37-წუთზე მიქაუტაძემ დუბლი გაიფორმა. საბოლოოდ შეხვედრა ქართველების გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა.საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2024-25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის B1 ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელი პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი 23 მარტს თბილისში გაიმართება და ორი მატჩის შედეგად გამარჯვებული ნაკრები ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონზე B ლიგაში ითამაშებს.

ქოჩორა

სპორტი 1742501658

გიორგი ქოჩორაშვილის პირველი კომენტარი სომხეთთან მატჩის შემდეგ

სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან ერევანში მოგებული შეხვედრის (3:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა პირველ არხთან კომენტარი გააკეთა.„ლევანტეს“ ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის გადაცემით გახსნა.„რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, მოვახერხეთ და პირველ თამაშში გამარჯვება მოვიპოვეთ. იმის თქმაც მინდა, რომ ჯერ არაფერი არაა დამთავრებული, მეორე მატჩი სახლში გველოდება, უნდა დავისვენოთ და მოვემზადოთ. გუნდის გამარჯვებით და თამაშით ბედნიერი ვარ, ასევე გოლით, რომელიც დედაჩემს ეკუთვნის, იმიტომ, რომ მისი დაბადების დღეა.ჩემმა მეგობარმა, რომელიც სომხეთის ნაკრებში თამაშობს, მითხრა, რომ ამდენ ქართველს სტადიონზე არ ელოდებოდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ისინი ყოველთვის მოდიან და მხარს გვიჭერენ.ყოველთვის ძალიან წყანარად ვარ, როცა გვერდზე კიტეიშვილი, კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი მიდგას. ყველა ჩემი თანაგუნდელი ძალიან მაღალი დონისაა, კიტეიშვილის კაპიტნობა კაშიას შემდეგ დამსახურებულია“, – განაცხადა ქოჩორაშვილმა.

ნაკრები

სპორტი 1742499773

ცნობილია, რა შეფასება მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა

ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად გამართული პლეიოფის პირველ მატჩში, საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად სომხეთს დაუპირისპირდა.„ჯვაროსნებმა“ ბრწყინვალედ ითამაშეს, მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 3:0 იმარჯვეს.შეხვედრაში ანგარიში გიორგი ქოჩორაშვილმა გახსნა, რომელმაც საკუთარი გუნდი 32-ე წუთზე დააწინაურა.37-ე და 59-ე წუთებზე, გიორგი მიქაუტაძე გამოირჩა. „ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და Sofascore-მა და Whoscored-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.Sofascore-ის შეფასებები: გიორგი მამარდაშვილი (8.0), საბა გოგლიჩიძე (7.1), ოთარ კაკაბაძე (7.2), ლუკა ლოჩოშვილი (6.9), ირაკლი აზაროვი (7.6), გიორგი ქოჩორაშვილი (8.1), ნიკა კვეკვესკირი (6.5), ზურიკო დავითაშვილი (6.8), გიორგი ჩაკვეტაძე (7.5), ოთარ კიტეიშვილი (7.2), გიორგი მიქაუტაძე (8.7), ანზორ მექვაბიშვილი (6.7), გიორგი წიტაიშვილი (6.9), ბუდუ ზივზივაძე (6.7), ლაშა დვალი (6.9), გიორგი გოჩოლეიშვილი (6.7). Whoscored-ის შეფასებები: გიორგი მამარდაშვილი (7.9), საბა გოგლიჩიძე (7.3), ოთარ კაკაბაძე (7.1), ლუკა ლოჩოშვილი (7.0), ირაკლი აზაროვი (7.8), გიორგი ქოჩორაშვილი (7.8), ნიკა კვეკვესკირი (6.7), ზურიკო დავითაშვილი (7.2), გიორგი ჩაკვეტაძე (7.5), ოთარ კიტეიშვილი (7.5), გიორგი მიქაუტაძე (8.8), ანზორ მექვაბიშვილი (6.2), გიორგი წიტაიშვილი (6.0), ბუდუ ზივზივაძე (6.6), ლაშა დვალი (6.3), გიორგი გოჩოლეიშვილი (6.4).ცნობისთვის, ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა თბილისში გაიმართება და მატჩი 23 მარტს, „დინამო არენაზეა“ ჩანიშნული.

ქომაგები

სპორტი 1742497748

VIDEO: რა ხდება საქართველო-სომხეთის მატჩის შემდეგ სტადიონზე

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად სომხეთში გამართა. ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.სომხეთი-საქართველოს მატჩს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.ანგარიში 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილის გოლით გაიხსნა, 37-ე წუთზე კი სომხეთის კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. პირველი ტაიმი ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ ანგარიშით 2:0 დასრულდა. მეორე ტაიმში 37-წუთზე მიქაუტაძემ დუბლი გაიფორმა. საბოლოოდ შეხვედრა ქართველების გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა.საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2024-25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის B1 ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელი პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი 23 მარტს თბილისში გაიმართება და ორი მატჩის შედეგად გამარჯვებული ნაკრები ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონზე B ლიგაში ითამაშებს.კადრები თამაშის დასრულების შემდეგ ↓ 

ნაკრები

სპორტი 1742497441

საქართველოს ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად სომხეთში გამართა. ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.სომხეთი-საქართველოს მატჩს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.ანგარიში 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილის გოლით გაიხსნა, 37-ე წუთზე კი სომხეთის კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. პირველი ტაიმი ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ ანგარიშით 2:0 დასრულდა. მეორე ტაიმში 37-წუთზე მიქაუტაძემ დუბლი გაიფორმა. საბოლოოდ შეხვედრა ქართველების გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა.საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2024-25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის B1 ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელი პლეი-ოფის განმეორებითი მატჩი 23 მარტს თბილისში გაიმართება და ორი მატჩის შედეგად გამარჯვებული ნაკრები ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონზე B ლიგაში ითამაშებს.

ნაკრები

სპორტი 1742487969

ცნობილია, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სომხეთთან მატჩისთვის

ერთა ლიგის პლეიოფში, საქართველოს ნაკრების მეტოქე სომხეთი გახლავთ. „ჯვაროსნები“ პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავენ და ცნობილია, თერთმეტეული, რომელიც ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში გაამწესა.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, ირაკლი აზაროვი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე.ცნობისთვის, ორმატჩიანი პლეიოფის განმეორებითი მატჩი, თბილისში, 23 მარტს გაიმართება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.