გიორგი სუხიტაშვილი

საზოგადოება 1778266722

„ბევრმა არ იცის ჩემი საქმიანობები, რომელიც სიმღერას არ უკავშირდება, არადა ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურში ვმუშაობ...“ - გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ პირადი ცხოვრების დეტალებზე, შემოქმედებით საქმიანობაზე და სოციალურ ქსელში, მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკოსებზე საუბრობს და ამბობს, რომ კნინობითი ფორმითაც წამიკითხავს მისი მისამართით უკმეხი და უტაქტო დამოკიდებულება სოფლელობასთან დაკავშირებით.– სოფელში გაიზარდე, შემდეგ დედაქალაქში გააგრძელე ცხოვრება, მუშაობა და მღერა. თუმცა, გული ისევ სოფლისკენ გიწევდა. დამოუკიდებლად ააშენე პატარა კოტეჯი და ხშირად დებ ვიდეოებს ამ ულამაზესი ადგილიდან. საიდან გაგიჩნდა იდეა, სოფლად, საკუთარ ეზოში, სახლის გვერდით აგეშენებინა კოტეჯი და იქ გაგეტარებინა დიდი დრო?– დიახ, ერთ ეზოში დგას ჩემი მშობლების სახლი და ჩემი კოტეჯი. ბევრმა არ იცის ჩემი საქმიანობები, რომელიც სიმღერას არ უკავშირდება, არადა ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურში ვმუშაობ, კერძო სექტორში, რომელიც მოითხოვს ბევრ სამუშაოს, კონცენტრაციას, ბევრ შრომას, წერას და ასე შემდეგ. ამიტომ, მჭირდება სიმშვიდე, ბევრი რამის ანალიზი, სამუშაოდ – ბევრი სივრცე და აქედან გამომდინარე, ადგილი, სადაც მე ჩემთვის უნდა ვიყო. ესეც რომ არა, ისედაც გეგმაში მქონდა ამეშენებინა კოტეჯი, რადგან მე ყოველთვის მიყვარდა და მიყვარს სიწყნარე. მიყვარს სიმშვიდე, ფიქრი, ბევრი ინფორმაციის მიღება, კითხვა, მოსმენა, რასაც ბევრ ადამიანთან და ხმაურში ვერ მოახერხებ.ბევრ ადამიანს ჰგონია, მთლიანად აქ გადმოვედი, მაგრამ ასე არ არის. კნინობითი ფორმითაც წამიკითხავს ჩემი მისამართით უკმეხი და უტაქტო დამოკიდებულება სოფლელობასთან დაკავშირებით – თავისი ადგილი იცოდეს ყველამ... სიმღერაში ვერაფერი გააკეთა და ისევ იქ წავიდა საიდანაც წამოვიდაო... ვცდილობ, ასეთი არაადეკვატური შეფასებები და კომენტარები არ დარჩეს საჯარო სივრცეში, არ გაიხსნას ლანძღვის პოლიგონი, რადგან ჩემს გვერდს ჰყავს უამრავი გამომწერი.როცა შენ მიმართ ბევრი ადამიანი დადებითადაა განწყობილი, რთულია, ვისაც პატივს სცემ და გიყვარს, მასზე მსგავს რამეს რომ კითხულობ ან ისმენ. ამას მოჰყვება საპასუხო რეაქცია და იწყება საკმაოდ არასასიამოვნო საუბრები. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობ, გავცხრილო. ხშირად არის ხოლმე სპეციალურად ჩადებული ინტრიგა, რომელსაც თუ ჩანასახშივე არ უპასუხე და აღმოფხვერი, შეიძლება, უმართვი პროცესები მოჰყვეს, რაც მოჰყვა სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანის მიერ დაწერილ კომენტარს.სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანია მოწოდებული, რაღაც „ყურით მოთრეული“ დაიხვიოს ხელზე და მერე დიდი სიამოვნებითა და ენთუზიაზმით ათრიოს წინ და უკან, მიუხედავად იმისა, შეიძლება, არ იცოდეს ადამიანის პროფესია ან გაკეთებული საქმეები. მე წლებია, ვაკვირდები ქართულ სოციალურ მედიას და არცთუ ისე რთული ამოსაცნობია, როგორი მარტივი ფორმულებით ხდება ადამიანების წინააღმდეგ გაშავების, ლანძღვის ან ჩირქის მოცხების ოპერაცია. ნიშნები ყოველთვის ერთნაირია და მისი ამოცნობა – მარტივი. ამიტომ, როგორც კი ამას ვიგრძნობ, არ ვაქრობ, პირიქით, პასუხს ვცემ, რომ სხვა ადამიანებმაც, ვისაც შეიძლება, თავში მსგავსი რამ მოუვიდეს, იცოდეს არასწორ მისამრთზე მოხვდა.

თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა

დედაქალაქი 1777618990

თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა

თბილისის მერიის ბიგ-ბენდის ორგანიზებით, ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა.მსოფლიო ჯაზის დღესთან დაკავშირებით, მუსიკალური საღამოები 29-30 აპრილს გაიმართა. მასში ქართველი, ფრანგი და ამერიკელი მუსიკოსები მონაწილეობდნენ.პირველ საღამოს მსმენელის წინაშე წარდგნენ თბილისის მერიის ბიგ-ბენდი და სპეციალური სტუმარი აშშ-დან კენი ვაშინგტონი, ასევე, ბიგ-ბენდის სოლისტები - მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, ნესტან ჯიბლაძე, ეკა დოლიძე, გიორგი სუხიტაშვილი, თემო საჯაია, ასევე ჯგუფი The Georgian Six. ხოლო 30 აპრილს გამართულ კონცერტში ფრანგი ვოკალისტი მელვინ ტრევისი მონაწილეობდა. შესრულდა ბიგ-ბენდის მუსიკოსების - კახი ჯაგაშვილის, დინი ვირსალაძის, ოთარ მაღრაძის, რომა რცხილაძისა და დავით ქოიავას საავტორო ნაწარმოებები.ჯაზის საერთაშორისო დღე - 30 აპრილი, UNESCO-ს გადაწყვეტილებით 2011 წლიდან აღინიშნება. იგი მიზნად ისახავს ჯაზის, როგორც დიალოგის, თავისუფლებისა და ურთიერთგაგების ხელოვნების პოპულარიზაციას.ამ დღეს, რომელიც 190-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, თბილისის მერიის ბიგ-ბენდი უკვე მეცხრე წელია უერთდება.

გიორგი სუხიტაშვილი

ტაბლოიდი 1777058945

„ხშირად სარკეში ჩახედვა (გადატანითი მნიშვნელობით) ძალიან მძიმე ასატანია...“ - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალი და კომპოზიტორი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საკუთარ ცხოვრებასა და  შეხედულებებზე საუბრობს. მისი თქმით, ხშირად სარკეში ჩახედვა (გადატანითი მნიშვნელობით) ძალიან მძიმე ასატანია:„როცა პატარა ვიყავი, სულ სხვაგვარად წარმომედგინა ჩემი ცხოვრება, ბევრი ვიშრომე, ბევრი ვეძებე, ვცადე, ვიბრძოლე, ბევრ რამეში გამიმართლა, ბევრიც ვოზარმაცე, ბევრიც გადავდე, ბევრი დრო გავფლანგე, არარაციონალურად დავახარჯე დრო ბევრ ურთიერთობას (ეს უკანასკნელი დღემდე ვერ მოვიშალე), ბევრჯერ გამჩენია სურვილი რომ სიმღერის ნიჭი საერთოდ არ მქონოდა, ხმამაღლა მიყვირია - " რა ჩემს ფეხებად მინდოდა"-მეთქი.ხმა საიდანღაც - "ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული"არასოდეს არავისთვის არ დამიბრალებია ის რაც არ გამომსვლია, რაც ვერ მივიღე,ალბათ გადაწყვეტილებები დავაგვიანე, ალბათ ძალიან მიყვარს ჩემი ის პატარა ნიჭი რომელიც მაქვს, ალბათ მე დიდი ნიჭი მეგონა და არც ისე დიდი არ აღმოჩნდა.ალბათ ჩემი გონება რა მასშტაბითაც უყურებს ყველაფერს ის არის ილუზიაა და ამიტომ რეალობა მეპატარავება?დიდი ხნის მანძილზე ადამიანებში სამართლიანობას, სინდისს, ღირსებას და გულწრფელობას ვეძებდი, ამიტომ ძალიან მინდოდა მათთან "უიარაღოდ" ეჭვების გარეშე მემეგობრა, მეცინა, მეთანამშრომლა, მეხუმრა და ა.შ. მაგრამ აქაც "მოვცურდი".ეს პოსტი არ არის არც დეპრესიული, არც თვითგვემა,ყველაფერი ამის (კიდევ ბევრი რამის) გააზრების შემდეგ ხშირად ვამოწმებ ჩემს სენსორებს, სიფხიზლეს, ჩემს გულწრფელობას, პირველ რიგში საკუთარ თავთან, მეც ხომ არ შევიცვალე, მეც ხომ არ გავექეცი ჩემს თავს.ვერიდები მოგონილი სტატუსების მქონე ხალხს, საკუთარ თავზე მითებით შექმნილ აღიარება მოხვეჭილ ხალხს, გეოგრაფიული მდებარეობით ადამიანების დამყოფებს.ვერიდები ზედმეტად გაუნათლებელ, ხეპრეობაში გადაზრდილ უტაქტო ხალხს.(თავში არაფერი მაქვს ავარდნილი უბრალოდ არის ძალიან სამსუხარო რეალობა რომელსაც ხშირად ვაწყდებით და რომლებიც რიგ შემთხვევებში ჩვენს მომავალზეც ახდენენ დიდ, ნეგატიურ გავლენას.ასევე ვერიდები ნებისმიერი მიმართულებით ფანატიკოსებს, ესენი ზედმეტად საშიში ხალხია.ვერიდები "გამტარ" ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრი ჰგონიათ ის რასაც ძალიან ჭკვიანური სახითა და შემეცნებითი ხმით საუბრობენ, არა და ისინი უბრალოდ "გამტარები" არიან.ძალიან ვრცელია ჩემი ყოველდღიური ფიქრების მიდი-მოდი.ბევრი აქაც დაწერს "დაიკიდე"-ო, ასეთი ადამიანების მესმის, ისინი პასუხისმგებლობას ხშირად გაურბიან, ამიტონახვა პასუხისმგებლიანი ადამიანების არსსბობა ხშირად ახსენებთ საკუთარ თავს, ან არ ახენებთ მაგრამ მაიც უსიამოვნო შეგრძნება აქვთ ასეთი ადამიანების გამო.ხო და ვინც ამბობს "დაიკიდე"-ო მინდა რომ გშირად არ იკიდებდნენ, ყველა დაკიდება მათ აშორებთ საკუთარ თავს.ხშირად სარკეში ჩახედვა (გადატანითი მნიშვნელობით) ძალიან მძიმე ასატანია.ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ, ჩემზე ბევრად კარგ ადამიანებს უცხოვრიათ და ცხოვრობენ, ჩემზე მეტიც იცდიათ, უსწავლიათ, არც უზარმაციათ, არც გაუბლანგავთ და ყველაფერი იდეალურთან ახლოსაც გაუკეთებიათ მაგრამ ალბათ მათ ათასჯერ უფრო მეტად დასწყვეტიათ გული.ისევ ის ხმა - "სამწუხაროდ ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული..."თუმცა ჩვენს უახლეს ისტორიაში (არამხოლოდ უახლესში) ხალხმა ისეთი ცხოვრება გაიარა ჩემი საუბარი რა მოსატანია.გთხოვთ არ დამამშვიდოთ, არ ვღელავ, არც დეპრესიაში ვარ.უბრალოდ მორიგი ფიქრიანი საღამო იყო...“,- წერს გიორგი სუხიტაშვილი. 

გიორგი სუხიტაშვილი

ტაბლოიდი 1732206841

„ჩემი პატარა ცმაცუნა დისშვილი დაიბადა“ - რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალ გიორგი სუხიტაშვილის და, ნინი სუხიტაშვილი დედა გახდა. სასიამოვნო სიახლე მან და მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ახალშობილს ანდრია დაარქვეს.გახარებული ბიძა დისა და დისშვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს შემდეგი წარწერით: „ჩემი პატარა ცმაცუნა დისშვილი დაიბადა“მომღერალ ნინი სუხიტაშვილის რჩეული ჭიათურის მერობის ყოფილი კანდიდატი, ნოდარ ჩაჩანიძეა.

ნო

საზოგადოება 1728661832

“ჩემმა ვიდეოებმა არა მხოლოდ მოწონება დაიმსახურეს, არამედ უამრავი ადამიანი დააბრუნეს სოფელში და აიძულეს საკუთარ მოხუცებზე ზრუნვა…“ - გიორგი სუხიტაშვილი

გადაცემაში „არტ ფმ“ გიორგი სუხიტაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რატომ დაინტერესდა სოფლის ცხოვრებით, ასევე გაიხსენა, როგორ დაიწყო პაპასთან ერთად ვიდეოების გადაღება.გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან."2018 წელს, სოფელში პაპასთან ერთად გადავიღე რამდენიმე ვიდეო, რომელთაც მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს. რა თქმა უნდა, არც მიცდია მოხუცი პაპის ხარჯზე რეკლამის კეთება, მაგრამ ჩემმა ვიდეოებმა არა მხოლოდ მოწონება დაიმსახურეს, არამედ უამრავი ადამიანი დააბრუნეს სოფელში და აიძულეს საკუთარ მოხუცებზე ზრუნვა. ყველას ძალიან გვინდა ევროპელობა, ამიტომ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპისგან განსხვავებით, საქართველოში ძალიან ბევრი მოუვლელი და უყურადღებოდ მიტოვებული მოხუცია. ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ჩემი საყვარელი პაპისთვის ბოლო წლების გალამაზება.მართალია, პაპა 2022 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მე მანამდე დავინტერესდი სოფლის ცხოვრებით, დავიწყე რაღაცების დარგვა, რათა კავშირი შემენარჩუნებინა მშობლიურ მიწასთან. ახლაც ძალიან ხშირად ჩავდივარ სოფელში და ზოგჯერ რამდენიმე დღით, ზოგჯერ დიდი ხნით ვრჩები, რადგან ძალიან მსიამოვნებს ბავშვობის გახსენება და წინაპრების მიწის პატრონობა. ჩვენმა რეგიონმა ორი ომი გამოიარა, ამიტომ განსაკუთრებით სჭირდება მოვლა და პატრონობა. სხვათა შორის, ქართლელების ჩაკეტილობა არა გენეტიკური ხასიათი, არამედ იმ სიდუხჭირის, ყაჩაღობების და ომების შედეგია, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. ვფიქრობ, საჯარო ფიგურებს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი რესურსი და პოპულარიზაცია გავუწიოთ მშობლიურ რეგიონებს. თქმა უნდა, ძალიან კარგია აგარაკი თბილისთან ახლოს, თუმცა ბევრად ფასეულია მამა-პაპის მიწა, რომლის შენარჩუნება ყველას ვალია.წლების წინ სოფელში პატარა ხის სახლი ავაშენე, რადგან ძალიან მინდოდა მცირე საფესტივალო სივრცის მოწყობა, სადაც მუსიკაც იქნებოდა, შეხვედრებიც და რეპეტიციებიც. პრაქტიკულად ახალი სიცოცხლე დაიწყო სახლის აშენებით, რადგან ყოველდღე ახალი იდეა, ინიციატივა და მუსიკა იბადება. იმედი მაქვს ერთ დღეს უცილობლად განვახორციელებ ჩანაფიქრს, თუმცა არ ვჩქარობ. არ მაქვს მკაცრად განსაზღვრული დრო და ვადები, რადგან არ მინდა გავხდე საკუთარი თავისთვის მიცემული პირობის ტყვე. მირჩევნია ყველაფერი ნელა ვაკეთო და კეთების პროცესითაც  მივიღო სიამოვნება".

გიორგი სუხიტაშვილი

ტაბლოიდი 1716444780

VIDEO: „დააფასეთ დედები, სანამ გყავთ“ – გიორგი სუხიტაშვილის სიმღერამ დედაზე მაყურებელი აღაფრთოვანა

გიორგი სუხიტაშვილი „ავტოგრაფში“ გამოჩნდა და ტკბილი შესრულება შემოგვთავაზა, რომელიც დედას მიუძღვნა.ვაჟა აზარაშვილის სიმღერა დედაზე მან ორკესტრის თანხლებით შეასრულა.„ამატირა, გულიანი ნამღერია, დააფასეთ დედები, სანამ გყავთ…“; „დედა ყველას ცხოვრებაში შეუცვლელია ცოცხალიც და გარდაცვლილიც…. უფალმა დაგლოცოს…. დედა-შვილობის მადლი და ძალა გფარავდეს, სადაც უნდა იყოთ, საამაყო შვილი ბრძანდებით…“,-წერს მაყურებელი. 

სუხიტა და დედა

faceამბები 1712007839

VIDEO: გიორგი სუხიტაშვილის ემოციური ნამღერი დედაზე: „მაფორიაქებს და სულ მეტირება…“

გიორი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში დედაზე სიმღერას აზიარებს და აღნიშნავს, რომ ამ შესრულებას ემოციების გარეშე ვერ ისმენს.„ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი და ძვირფასი სიმღერაა, რომელსაც მალე სრულად მოისმენთ.დედა ემოციის გარეშე ვერც ვიმღერე და ვერც ვისმენ.მაფორიაქებს და სულ მეტირება…როცა სრული ვერსია იქნება, იქ ვრცლად ვისაუბრებ ჩემი და ამ სიმღერის ისტორიაზე.დიდი მადლობა ამ გენიალური ვერსიისთვის ნიკა ნიკვაშვილს და ორკესტრს.ჩვენი ვაჟა ძია (ვაჟა აზარაშვილი), ის აქ არის.სამწუხაროდ, ვერ მოესწრო ამ სიმღერის ახალ ვერსიას, ამაზე ძალიან მწყდება გული…“ 

tamta megrelishvili

საზოგადოება 1706204031

თამთა მეგრელიშვილი გამოსახლებისას განვითარებულ მოვლენებზე - აპელირება იმაზე, რომ მევახშეობა დიდი პრობლემაა, არ გვათავისუფლებს კანონისადმი პატივისცემისა და მისი დაცვის აუცილებლობისაგან “

ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გამოსახლების დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.მისი თქმით, მორალურად მძიმე მდგომარეობა არ ამართლებს კანონის უგულებელყოფას, ვინაიდან, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი ყველასთვის ერთია.“აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინაში მყოფთ ბინის დატოვებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ისინი ბინიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. ბინის ახალი მფლობელის, დარეჯან დვალის ადვოკატი გიორგი სუხიტაშვილი აცხადებს, რომ ყოფილ მფლობელთან, მარინა ხატიაშვილთან შეთანხმება შედგა და მას უძრავ ქონება გარკვეული პირობების სანაცვლოდ დაუბრუნდება. შეთანხმებაზე ხელმოწერა დაადასტურა ბინის ყოფილმა მფლობელმა მარინა ხატიაშვილმა. დოკუმენტი რომელიც მხარეებმა 24 იანვარს გააფორმეს ადასტურებს, რომ დარეჯან დვალი ქონებას ერთი თვის განმავლობაში არ გადაყიდის და ქონება იქნება დალუქული. კარგია, რომ მხარეთა შორის შეთანხმება ცივილური ფორმით მოხდა და იმედია ორივე მხარე საკითხის სრულად გადასაწყვეტად შეთანხმებისამებრ იმოქმედებს. საქართველოს პროკურატურამ გამოსახლების დროს ორ პირს, გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება ჯგუფურად) მე-2 ნაწილით წარუდგინეს.ორივე მათგანს ედავებიან აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს გამართულ პროცესზე მოსამართლემ პატიმრობასთან დაკავშირებით, პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა. კითხვა რამდენად სამართლიანია ეს ყოველივე, უადგილოა, რადგან მორალურად მძიმე მდგომარეობა არ ამართლებს კანონის უგულებელყოფას. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში სადაც კანონი ყველასთვის ერთი დავალებაა. კანონთან დაპირისპირება და აპელირება იმაზე, რომ მევახშეობა დიდი პრობლემაა (ეს საკითხი მართლაც მოსაწესრიგებელია) არ გვათავისუფლებს კანონისადმი პატივისცემისა და მისი დაცვის აუცილებლობისაგან. სამწუხაროდ სამართალი არ ცნობს ემოციებს! კანონი კრძალავს სხვისი ქონების დაზიანებას, ხელყოფას. კანონის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას განურჩევლად პირისა.” - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.  

გამოსახლება

საზოგადოება 1706162837

შეთანხმება გარკვეული პირობებით - კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინის ახალი პატრონი თანახმაა 90 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში ხატიაშვილებს უძრავი ქონება დაუბრუნოს

შეთანხმება შედგა - კეკელიძის პირველ ნომერში მდებარე ბინის ახალი პატრონი, დარეჯან დვალი თანახმაა, 90 000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, ხატიაშვილებს უძრავი ქონება დაუბრუნოს, იმ პირობით თუ - "ანგაჟირებული, აგრესიული ჯგუფები" შეწყვეტენ მის წინააღმდეგ მოქმედებას.ადვოკატის განმარტებით, არსებობს კიდევ ერთი პირობა - დარეჯან დვალს ერთი თვის განმავლობაში უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება უნდა ჰქონდეს."ქალბატონი დარეჯან დვალი, ახლანდელი მესაკუთრე და ყოფილი მესაკუთრე - მარინა ხატიაშვილი შეთანხმდნენ, რომ მარინა ხატიაშვილს ეძლევა 1 თვის ვადა, რომ გამოისყიდოს ეს უძრავი ქონება 90 000 აშშ დოლარად იმ პირობით, რომ ქალბატონი მარინა ხატიაშვილი და მისი მხარდამჭერები შეწყვეტენ მუქარას, ზეწოლას, ფსიქოლოგიურ შანტაჟს და ზემოქმედებას ქალბატონ დარეჯან დვალზე და, ასევე, თუ ამ ერთი თვის განმავლობაში ისინი მისცემენ დარეჯან დვალს საშუალებას, რომ თავისუფლად და დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი უძრავი ქონებით,"-აცხადებს ბინის ახალი მფლობელის ადვოკატი გიორგი სუხიტაშვილი.კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ორი დღის წინ მოექცა, როდესაც გამოსახლების ხმაურიანი პროცესი მიმდინარეობდა. დააკავეს 20 ადამიანი. ამ ყველაფერს კი წინ მრავალწლიანი დავა უძღოდა. ხატიაშვილები უარს აცხადებდნენ დარეჯან დვალის შეთავაზებაზე ქავთარაძის ქუჩაზე არსებული უძრავი ქონება საჩუქრად მიეღოთ და ირწმუნებოდნენ, რომ მსგავსი გარიგება რისკებს შეიცავს. დვალმა ბინა 2018 წელს საჯარო აუქციონზე შეიძინა.

კეკელიძე

სამართალი 1706040215

ადვოკატი - კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სახლის ნაცვლად ახალი მესაკუთრე მარინე ხატიაშვილს სთავაზობს ქავთარაძის ქუჩაზე გატემონტებულ, კეთილმოწყობილ სახლს

„საჭიროდ ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია კეკელიძის ქუჩაზე დღეს ჩატარებული იძულებითი აღსრულების, ე.წ. გამოსახლების შესახებ.ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, ქალბატონმა დარეჯან დვალმა ზ.აღნიშნული ბინა საჯარო აუქციონზე შეიძინა 2018 წლის 19 თებერვალს. აღსანიშნავია, რომ დარეჯან დვალს წინა მესაკუთრის, მარინე ხატიაშვილის მიერ კერძო იპოთეკარისგან ნასესხები თანხა, 15 000 აშშ დოლარი გადმოჰყვა ვალდებულების სახით, რომელიც მან დამატებით გადაიხადა იმავე წლის მარტის თვეში.აღნიშნულის შემდგომ, ვინაიდან მარინე ხატიაშვილი ყოველგვარ მოლაპარაკებაზე სასტიკ უარს გვიცხადებდა, მივმართეთ სასამართლოს, მისი გამოსახლებისა და კანონიერი მესაკუთრისთვის სახლის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით.მოცემული პერიოდიდან დღევანდელ დღემდე დარეჯან დვალის და ასევე ჩემი, როგორც მისი ადვოკატის მიმართ, გამუდმებით მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური და მორალური ტერორი და მუქარა მარინე ხატიაშვილისა და მისი ე.წ. დამცველების მხრიდან, საზოგადოებას გამუდმებით აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციებს, თითქოს და მარინე ხატიაშვილს გადახდილი ჰქონდა თანხები დარეჯან დვალისთვის, თითქოს ის უსახლკაროდ რჩებოდა და ზ. აღნიშნული ბინა ვითომ წარმოადგენდა მის უკანასკნელ საცხოვრისს, რაც არის მცდარი ინფორმაცია.2018 წლიდან დღემდე აღსრულების ბიუროს მიერ 5-ჯერ მოხდა გამოსახლების გადადება და გადავადება, ჩვენ მიერ საბოლოო შეთავაზებას წარმოადგენდა, მარინე ხატიაშვილისთვის, იმ პირობით რომ ის ნებაყოფლობით გამოვიდოდა ბინიდან, მაშინ დარეჯან დვალი მას საკუთრებაში ჩუქების სახით აძლევდა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე გარემონტებულ, კეთილმოწყობილ საცხოვრებელ სახლს, რაზედაც მან კვლავ უარი განაცხადა.და ბოლოს, ჩვენს მიერ კიდევ ერთხელ ხდება კეთილი ნების გამოვლენა და მარინე ხატიაშვილს ვთავაზობთ ზ. აღნიშნული სახლის ჩუქების საფუძველზე საკუთრებაში გადაცემას, იმ პირობით, თუ ის აიღებას პასუხისმგებლობას, რომ ის და მისი დამცველები მოგვცემენ პირობას, რომ სამომავლოდ არავითარი დაპირისპირება მხარეებს შორის აღარ იქნება. - დარეჯან დვალის ადვოკატის, გიორგი სუხიტაშვუილის განცხადებაში, ფეისბუკის გვერდზე.  

ოზურგეთი

რეგიონი 1703429997

ოზურგეთში ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ოზურგეთში ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საახალწლო ღონისძიება, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენით დაიწყო. მუსიკალური და გასართობი პროგრამის შემდეგ ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ზვიად ბოლქვაძემ, სოფო გელოვანმა, გიორგი სუხიტაშვილმა, ნეკა სებისკვერაძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, ანი კეკუამ და ჯგუფმა „ირიაომ“ მიიღო.ღონისძიებას გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოქალაქეებთან ერთად დაესწრნენ.ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ადამიანებს დამდეგი შობა-ახალი წელი ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მიულოცა.“უამინდობის მიუხედავად მადლობა ყველას, რომ მიიღეთ ჩვენი მოწვევა და მობრძანდით. მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და წარმატებები! ჩვენმა ქვეყანამ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას, რომელიც „ქართული ოცნების“ ძლიერი გუნდის და თქვენი, თითოეული მოქალაქის, დამსახურებაა. საკმაოდ დატვირთული წელი გვქონდა ოზურგეთში - ქალაქსა და სოფლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მომავალი წელი იქნება კიდევ უფრო მეტი აღმშენებლობის და კეთილდღეობის მომტანი. გპირდებით, კვლავ გვექნება პოზიტიური სიახლეები და განვაგრძობთ ოზურგეთის განვითარებას და განახლებას. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს, მთავრობას და საქართველოს პარლამენტს, ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის! გილოცავთ დამდეგ 2024 წელს!,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

რუსთავქალაქობა

რეგიონი 1696751400

რუსთავში „რუსთავქალაქობისთვის“ მზადება მიმდინარეობს

რუსთავში, დღეს ,,რუსთავქალაქობას“ აღნიშნავენ. ქალაქის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღამო 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება, სადაც მზადება დილიდან მიმდინარეობს.„რუსთავქალაქობა 2023“-ის მთავარი თემა, უძველესი და მე-20 საუკუნის რუსთავის ისტორიაა.„დღეს რუსთავში აღვნიშნავთ ჩვენი ქალაქის დღეს. საღამოს 7 საათზე, ქალაქის მთავარ მოედანზე ძალიან სასიამოვნო კონცერტი დაიწყება. ველოდებით ყველას, მთელ რუსთავს, ღონისძიებაზე არ გვაქვს არცერთი პერსონალური მოსაწვევი. მე დარწმუნებული ვარ, დღევანდელი საღამო თითოეული რუსთაველისთვის იქნება დაუვიწყარი“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.საზეიმო კონცერტში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი და ნიკა ნიკვაშვილი, ანსამბლი ,,ქართული ხმები", ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე, ზვიად ბოლქვაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი და მიხეილ ჯავახიშვილი მიიღებენ მონაწილეობას.„რუსთავქალაქობის" საზეიმო საღამოს მუსიკოსი და რეჟისორი ლაშა ნოზაძე წარუძღვება.„სამზადისი აქტიურ ფაზაშია, წელს აქცენტს ვაკეთებთ ქალაქის ორ სიცოცხლეზე, ძველ და განახლებულ რუსთავზე, რაღა თქმა უნდა, იმ ადამიანებზე, ვინც ეს ქალაქი შექმნა და ვინც ფაქტობრივად ამ ქალაქის ბედი დაწერა. ვინც ჩვენი თანამედროვეა და ჩვენს გვერდითაა, დღეს სტუმრად გვეყოლება და მოვეფერებით, ვინც სამწუხაროდ დაგვტოვა, მათ ღვაწლს გავაცნობთ ახალ თაობას და გავიხსენებთ. ველით ყველას, ვისთვისაც ეს ქალაქი ძალიან მნიშვნელოვანია და უყვარს“, - განაცხადა ლაშა ნოზაძემ.ქალაქის დღესასწაულს, რუსთაველები ყოველი წლის შემოდგომაზე, ტრადიციულად უკვე 25 წელია, რაც აღნიშნავენ.