ანრი ჯოხაძე

საზოგადოება 1773000693

“ორთვე-ნახევარი რეანიმაციაში გაატარა, 2-3 დღეში პალატაში უნდა გადაეყვანათ...“ - ანრი ჯოხაძე

 მომღერალ ანრი ჯოხაძის ცხოვრებაში რამდენიმე თვის წინ ტრაგედია დატრიალდა. ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად დედა, მუსიკოსი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა. ანრიმ დედის გარდაცვალების შესახებ პირველად “იმედის კვირაში” ისაუბრა.“ორთვენახევარი რეანიმაციაში გაატარა, 2-3 დღეში პალატაში უნდა გადაეყვანათ და უცებ ყველაფერი მოტრიალდა უკუღმა. წავიდა ჩვენგან. ვერ ვიღებ ამ მოცემულობას, არ იყოს რუსიკო ჩვენს გვერდით წარმოუდგენელია.სახლში არის აბსოლუტური სიცარიელე. ხანდახან ვფიქრობ რატო გახდა ასეთი პოპულარობა ჩვენი დედაშვილობა. ეს იყო ჩვენი ურთიერთობის ფორმა და არ იყო სიყალბე. ეს იყო ქალი რომელიც არასდროს გვზღუდავდა, ყველაფერი გააკეთა რომ ჩვენში ადამიანი აღეზარდა.როცა კონკურსებზე მიწევდა წასვლა, წავიდოდა ისესხებდა პროცენტიან ვალებს მე რომ თვითმფრინავის ბილეთები მეყიდა და მან გააკეთა ყველაფერი ჩემთვის” - განაცხადა მომღერალმა ინტერვიუში.მუსიკოსმა სიუჟეტში გულახდილად ისაუბრა მის განცდებზე და განაცხადა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ ინსტრუმენტთან დაჯდომაც არ შეეძლო.ამის მიუხედავად მან შეძლო და დედის დღეს კონცერტი გამართა, რომელიც დედის რუსუდან ჩხაიძის ხსოვნას მიუძღვნა.

ანრი ჯოხაძე

საზოგადოება 1772609919

VIDEO: ატირებული ანრი ჯოხაძე დედისთვის მიძღვნილ კონცერტზე - „თვალცრემლიანი იყო დარბაზი და ყველა ადამიანი სცენაზე“

რუსთაველის თეატრში ანრი ჯოხაძის ემოციური კონცერტი შედგა. მომღერალმა სცენაზე შესრულებული ყველა სიმღერა თავის გარდაცვლილ დედას მიუძღვნა.„დღევანდელი კონცერტი, ემოციურად ძალიან რთული იყო ანრისთვის, მისი და-ძმისა და ოჯახის წევრებისათვის. თვალცრემლიანი იყო დარბაზი და ყველა ადამიანი სცენაზე, თუ სცენის მიღმა. დღეს, ყველა სიმღერა, ჩვენთვის, თქვენთვის, ყველასათვის საყვარელ რუსუდან ჩხაიძეს მიეძღვნა!“, – წერს ბაბი კირკიტაძე. 

ანრი

საზოგადოება 1772565515

,,ყოველ კონცერტზე დედა იჯდა პირველ რიგში, პირველ სკამზე, დღეს ეს სკამი ცარიელია...“ - ანრი ჯოხაძემ ემოციები ვერ შეიკავა

მომღერალმა ანრი ჯოხაძემ, დედის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონცერტზე რუსთაველის თეატრის სცენაზე ემოციები ვერ შეიკავა.,,ყოველ კონცერტზე დედა იჯდა პირველ რიგში, პირველ სკამზე, დღეს ეს სკამი ცარიელია...“,- თქვა მომღერალმა. ნახეთ კადრები ⇓

ანრი ჯოხაძე

საზოგადოება 1766695736

„ჩამძინებია... შემოვიდა ოთახში და საბანი გამისწორა, ზურგზე არ გეფარაო...“ - რას ამბობდა რუსუდან ჩხაიძე შვილთან ურთიერთობაზე

ანრი ჯოხაძემ, ცოტა ხნის წინ, სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა - მომღერალს დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე გარდაეცვალა. სოციალურ ქსელში დედა-შვილის ვიდეო გავრცელდა, სადაც ერთმანეთზე საუბრობენ.ანრის თქმით, დედა მის ცხოვრებაში მთავარი ადამიანია, რუსუდან ჩხაიძე კი ამბობდა, რომ შვილი მასზე დედასავით ზრუნავს.ვრცლად ↓ @artgeorgia 💔 ტრაგედია ანრი ჯოხაძის ოჯახში - მომღერალს დედა გარდაეცვალა #anrijokhadze ♬ الصوت الأصلي - 𝑆𝐴𝐿𝐼𝑀❤️‍🩹🎵

რუსუდან ჩხაიძე

საზოგადოება 1766591664

„მის ხელებში ყველაფერი უსაფრთხო იყო... შენს გარეშე ცხოვრება სხვანაირია, ბე“ - ანრი ჯოხაძის დისშვილის ემოციური პოსტი

ცოტა ხნის წინ, მომღერალმა ანრი ჯოხაძემ დედის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. კომპოზიტორ რუსუდან ჩხაიძეს შვილიშვილი ემოციურ პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.„დღეს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დადუმდა… წავიდა ადამიანი, რომელმაც გამზარდა, დამიცვა, მასწავლა როგორ უნდა გიყვარდეს უანგაროდ და როგორ აკეთო სიკეთე ჩუმად, გულით. ჩემი ბებიკონა იყო ჩემი სიმშვიდე, ჩემი სიცილი, ჩემი ბავშვობა და ჩემი ძალა. მის ხელებში ყველაფერი უსაფრთხო იყო, მის ხმაში ნუგეში, მის თვალებში უსაზღვრო სიყვარული. შენს გარეშე ცხოვრება სხვანაირია, ბე, მადლობა, ჩემო ბებიკონა, იმ კეთილი საქმეებისთვის, რომლებიც მხოლოდ შენ შეგეძლო შენებურად გექნა… შენს სიყვარულს დრო ვერასდროს წაიღებს. ნათელში იყოს შენი ლამაზი სული“, - წერს მარიამ ხარაძე.

თამარ გვერდწითელი

კულტურა 1749450906

„ეს სიმღერაა საქართველოსი“ - ამ სახელწოდებით თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერალ თამარ გვერდწითელის სოლო კონცერტი გაიმართა

„ეს სიმღერაა საქართველოსი“ - ამ სახელწოდებით თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერალ თამარ გვერდწითელის სოლო კონცერტი გაიმართა.საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ კონცერტში, რომელსაც თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, მონაწილეობდნენ მომღერალი ანრი ჯოხაძე, ახალგაზრდული კაპელა მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით, დავით მაზანაშვილის ქალთა კამერული ორკესტრი და ბენდი.საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე დაესწრნენ.კონცერტის დასრულების შემდეგ თინათინ რუხაძე თამარ გვერდწითელსა და კონცერტის მონაწილეებს შეხვდა და შემოქმედებითი წარმატებები უსურვა. 

ანრი ჯოხაძე

ტაბლოიდი 1745139551

„დღეიდან ანრი ბაბუა დამიძახეთ...“ - ანრი ჯოხაძე სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს - ფოტო

მომღერალი და ტელეწამყვანი ანრი ჯოხაძე ძალიან ბევრი ადამიანის რჩეული მომღერალია. მის მიერ ჩატარებულ კონცერტებს უამრავი მსმენელი ესწრება.ამჯერად ანრი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზედაც წერს:„დღეიდან ანრი ბაბუა დამიძახეთ! დანიელი დაიბადა, გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს“, - წერს ანრი ჯოხაძე.            View this post on Instagram                       A post shared by Anri Jokhadze (@anrijokhadze)

ჯოხაძე

ტაბლოიდი 1730976860

„როცა E 44 th Street-ზე 44 წლის გახდი“ - ანრი ჯოხაძე იუბილარია

მომღერალი, ანრი ჯოხაძე 44 წლის გახდა.  მან იუბილე ნიუ იორკში აღნიშნა.ახლახან მან გამოაქვეყნა ფოტოები და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დაბადების დღეც მიულოცა:„როცა E 44 th Street-ზე 44 წლის გახდი!.. მადლობა ყველა, ვინც მომილოცეთ!!!…“- წერს ანრი.  

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი 1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და გალა

ტაბლოიდი 1713187260

VIDEO: „ანრი, როგორ გიხდება“ - გალა გასვიანი ანრი ჯოხაძეს არ შორდება – უსაყვარლესი ვიდეო

ანრი ჯოხაძე გიორგი გასვიანის ვაჟთან, თავის ნათლულთან, გალასთან ერთად გადაღებულ უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს, სადაც გალა მას ეხუტება.ანრისა და გალას თბილი დამოკიდებულება ამ ერთი ვიდეოთიც კარგად ჩანს.„ანრი, როგორ გიხდება“, - წერენ კომენტარებში.             View this post on Instagram                       A post shared by Anri Jokhadze (@anrijokhadze)

ანრი ჯოხაძე და ბაბი კირკიტაძე

ტაბლოიდი 1711910878

VIDEO: „სიხარულით დაფრინავს...“ - ანრი ჯოხაძე ბაბი კირკიტაძის კადრებს აქვეყნებს

საქართველო-საბერძნეთის ისტორიულ მატჩს მომღერალი ანრი ჯოხაძე და ბაბი კირკიტაძე მეგობრებთან ერთად ადევნებდნენ თვალს. გამარჯვების შემდეგ, ანრიმ ბაბის ემოცია და რეაქცია გაგვიზიარა.ნახეთ კადრები ↓           View this post on Instagram                       A post shared by Anri Jokhadze (@anrijokhadze)

თვითმფრინავი

საზოგადოება 1711905688

ინციდენტი თბილისი-მოსკოვის რეისზე - მთვრალმა ქალმა სტრიპტიზი იცეკვა და პოლიციის განყოფილებაში მოხვდა

თბილისი-მოსკოვის რეისზე ბორტზე ინციდენტი მოხდა, როგორც რუსული მედია წერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მგზავრმა ბორტზე სტრიპტიზი იცეკვა, და გვერდით მყოფი მამაკაცი ისე შეაწუხა, რომ კაცმა საბოლოოდ,  ბორტ გამცილებელთან ერთად სალონში გადაინაცვლა და რეისის ბოლომდე იქ დარჩა.მედიის ცნობით, ქალი თბილისიდან დღეს 13:50 საათზე Azimut-ის რეისით გაფრინდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალმა ძალიან ბევრი ჯინი დალია, შემდეგ ცეკვა დაიწყო, გაიხადა და არაადეკვატური ქცევით ყველაზე მეტად გვერდით მჯდომი მამაკაცი შეაწუხა. ბორტ გამცილებელი და კაპიტანი ცდილობდნენ მგზავრის დამშვიდებას, მაგრამ უშედეგოდ.საბოლოოდ, ქალს ვნუკოვოს აეროპორტში პოლიცია დახვდა და სასაუბროდ განყოფილებაში გადაიყვანეს.ასევე ნახეთ:1-ელი აპრილიდან მერკური რეტროგრადულია - რა უნდა გაითვალისწინოთ ამ პერიოდშიVIDEO: „სიხარულით დაფრინავს...“ - ანრი ჯოხაძე ბაბი კირკიტაძის კადრებს აქვეყნებსგაღვიძებისთანავე ხმამაღლა ვტიროდი, მოვთქვამდი, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო... - დიანა ღურწკაიას მძიმე ბავშვობა თბილისის ინტერნატში