„ყველამ ვიცოდით, რომ პატრიარქი ხალხს უყვარდა, მაგრამ ასეთ რამეს ხომ არ მოველოდით ...“ - თეოდორე გიგნაძე

mamao

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე სტუმრად ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში იმყოფებოდა, სადაც უწმინდესზე, ილია მეორეზე და სამოქალაქო პანაშვიდზე ისაუბრა:

„რასაც ახლა ვხედავთ, ეს ხომ საოცრებაა, ყველამ ვიცოდით, რომ პატრიარქი ხალხს უყვარდა, მაგრამ ასეთ რამეს ხომ არ მოველოდით - მან გზა გაკვალა ადამიანების გულებში, ცხოვრების წესში, თავმდაბლობაში და სიმშვიდეში“, - ამბობს თეოდორე გიგნაძე.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.