1774085816
„ყველა მეზღვაური დღეს არის გლოვაში - ისინი, ვინც გემზე იმყოფებიან და ისინი, ვინც დღეს ხმელეთზე არიან, ყველას სახელით ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს" - შორეული ნაოსნობის კაპიტანი
სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორის ხსოვნას მეზღვაურებმა პატივი მიაგეს.
"ჩვენი ვალი იყო დღეს მოვსულიყავით და პატივი მიგვეგო უწმინდესისთვის. ყველა მეზღვაური დღეს არის გლოვაში - ისინი, ვინც გემზე იმყოფებიან და ისინი, ვინც დღეს ხმელეთზე არიან, ყველას სახელით ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს," - აღნიშნა გივი ციცქიშვილმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ტაძარში მგლოვიარე მრევლის ნაკადი არ წყდება.
ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღიაა 24 საათის განმავლობაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.











