„ვთქვი საკუთარ თავზე რომ მელოდა განსაცდელი, მაგრამ ამ გზით არ ველოდი...“ - გოგა მანია

გოგა მანია

ეზოთერიკოსი გოგა მანია, ავარიაში მოჰყვა. როგორც გოგა „პრაიმტაიმთან“ ამბობს, მას სამტრედიის გზაზე, ცხოველმა გადაუჭრა გზა.

„მადლობა სამყაროს. ყველაფერი კარგად არის. ვთქვი საკუთარ თავზე, რომ მელოდა განსაცდელი (მაგრამ ამ გზით არ ველოდებოდი) თუმცა კარგად ვარ მადლობა სამყაროს“,- ამბობს გოგა. 

მან „პრაიმტაიმთან“ 2 კვირის წინ, საკუთარ თავზე ისაუბრა და თქვა, რომ მასაც ელის განსაცდელი.

„მინდა ვთქვა, რომ მეც მელოდება პატარა განსაცდელი უახლოეს მომავალში, რომელსაც ვგრძნობ, რატომ ვამბობ ამას საკუთარ თავზე, რამდენჯერაც რაღაცა მოხდა, ესეც ბოროტ ძალებს უკავშირდება, რომელსაც ჩემს მიმართ უშვებენ. რადგან მე ვაკეთებ ეგზორციზმს და მათგან ადამიანებს ვეხმარები, შემდეგ უკვე ისინი გადმოდიან ჩემზე და კეთდება ენერგეტიკული სხვადასხვა დარტყმა“,- ამბობს ეზოთერიკოსი.