მიცვალებულის დასიზმრებას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს
1750184615
ლონდონის სამეფო ბალეტის პრიმა-ბალერინა გრიბოედოვის თეატრის სცენაზე იმ საპრემიერო სპექტაკლით წარდგა, რომელიც კლასიკურთან ერთად, თანამედროვე დადგმებს და არტისტის 20-წლიან შემოქმედებას აერთიანებს.
„ნატალია ოსიპოვა - ბუნების ძალა“ - სოლისტის ყველაზე გახმაურებული ექსტრავაგანზაა და მის მრავალფეროვნებასა და შემოქმედებით თავისუფლებას უსვამს ხაზს.
სცენაზე ყოფნის ყოველი წუთი აუდიტორიისთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მაყურებელი ყველა დროში, მაღალი დონის საბალეტო შესრულების ხილვით განებივრებულია.
ნატალია ოსიპოვა თბილისს "სოსო ლაღიძის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის,"თბილისი რიტმი"-ის ფარგლებში ეწვია.
ფესტივალი დაარსების დღიდან მსოფლიო სახელოვნებო სივრცეებში აღიარებულ არტისტებს მასპინძლობს.
ნატალია ოსიპოვა მსოფლიოს სხვადასხვა საბალეტო დასის წამყვან მოცეკვავეებთან ერთად ჩამოვიდა, მათ შორის არის ვენის ოპერის წამყვანი სოლისტი ვიქტორ კაიშეტა, რომელიც თბილისს პირველად ესტუმრა და ქართველი მაყურებლით მოხიბლული დარჩა.
ფესტივალი „თბილისი რიტმი“ გრძელდება, 2025 წლის სეზონი 9 სექტემბერს, გრიბოედოვის თეატრში, ლეგენდარული ფრანგი აკორდეონისტის რიშარ გალიანოს საპრემიერო ალბომის პრეზენტაციით დაიხურება.