1769027328
„ვიყურები კარებისკენ, იქნებ ისე, როგორც მაშინ, შემოხვიდე ოთახში...“ - ლიკა კუჭუხიძე დაღუპულ მეუღლეზე ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს
სამტრედია–აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებულმა 18 წლის ლიკა კუჭუხიძემ რამდენიმე კვირის წინ შეიტყო, რომ მისი მეუღლე ავარიას ემსხვერპლა.
ლიკა სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს, რომელსაც სევდით და ტკივილით სავსე სიტყვები ერთვის.
„ვიყურები კარებისკენ იქნებ ისე როგორც მაშინ, შემოხვიდე ოთახში, გამახარო და დამხვდე ასე ბედნიერი სახით. ეს მე-17 წელი იყო საუკეთესო წელი ჩემს ცხოვრებაში, როგორ გინდოდა რომ სულ გაგაეხარებინე და ამას ახერხებდი კიდევაც.
იცი? უშენოდ ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ცხოვრებაში, არაფერი აღარ მახარებს გარდა ჩვენი ტკბილი მოგონებებისა რომელიც შენ დამიტოვე მოსაგონებლად.
მიყვარხარ უზომოდ, უსაზღვროდ. მენატრები ტკივილამდე, ჩემო ცხოვრებავ“,-წერს ლიკა კუჭუხიძე.












