„ვიცი და მწამს, რომ კარგად ხარ. მიყვარხარ მარო, მიყვარხარ“ – მარიამ შენგელია დაღუპულ მეგობარს ემოციურ პოსტს უძღვნის

მარიამ შენგელია დაღუპულ მეგობარს ემოციურ პოსტს უძღვნის

„დღეს შენი დაბადების დღეა, მარო. ვიცი და მწამს, რომ კარგად ხარ. ისევ ისეთი ლამაზი და მოღიმარი ხარ. მიყვარხარ მარო, მიყვარხარ.“ – წერს მარიამ შენგელია სოციალურ ქსელში და ავარიის შედეგად დაღუპულ მეგობარს ასე ულოცავს დაბადების დღეს.

ცნობისთვის, 2025 წლის 20 აგვისტოს, ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ახალგაზრდები ზუგდიდში ცხოვრობდნენ და ერთმანეთის მეგობრები და მეზობლები იყვნენ.

ერთ-ერთი გარდაცვლილი მარიამ დოხნაძე იყო. დღეს მარიამს 23 წელი შეუსრულდებოდა.