1752581196
ვინც არის დაზარალებული, ყველას მოგვაქციეს ყურადღება - თევდორე მღვდლის ქუჩაზე ავარიული კორპუსის მაცხოვრებელი ფრიდონ შუბითიძე

ბატონმა კახიმ მოგვაქცია ყურადღება და გადმოგვიყვანა, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრიდონ შუბითიძემ, რომელიც თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსში ცხოვრობდა.
მისივე თქმით, მთავრობა მათ გვერდით დაუდგა.
„ბატონმა კახიმ მოგვაქცია ყურადღება და გადმოგვიყვან აქ, მარტო ჩვენ კი არა, ბევრი მცხოვრები, ვინც არის დაზარალებული, მოგვაქციეს ყურადღება“, - განაცხადა ფრიდონ სუბითიძემ.
თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩამონგრეული, ავარიული კორპუსიდან მობინადრეები დიდუბის გამგეობამ წუხელ სასტუმროებში გადაიყვანა. კორპუსში მცხოვრები 55 ოჯახიდან ნაწილმა ახლობლებთან დარჩენა არჩია, ნაწილი კი სასტუმროებში განათავსეს.
მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება ერთმა პირმა მიიღო.