VIDEO: როგორ გამოიყურება სოციალურ ქსელებში ყველასთვის ცნობილი „ქუთაისელი სერგია“ დღეს - კადრები

სერგია

Dantesi Photography-მა სოციალურ ქსელში ყველასთვის ცნობილი „ქუთაისელი სერგიას“ კადრები გამოაქვეყნა. მისმა ხილვამ ბევრი გაახარა, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ძალიან სევდიანი თვალები აქვს და ძველ სერგოს არ ჰგავს.

სერგო ბაბუნაშვილის ვიდეოები ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად ვრცელდებოდა, ერთ დღესაც კი გაქრა და მისი ასავალ-დასავლის შესახებ არავინ იცოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, მკურნალობის კურსს გადიოდა.

კადრები, რომელიც რამდენიმე საათის წინ გავრცელდა, სწორედ სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული.

ვრცლად ↓