VIDEO: „მთელი გულით მიყვარს, ნეტა ცოცხალი იყოს...“ - მოქალაქე პატრიარქზე ემოციურად საუბრობს

მოქალაქე

22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს. მას უამრავი ადამიანი დაემშვიდობა.

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღებ გუნდთან ერთ-ერთი მოქალაქე პატრიარქზე საუბრობს.

„მთელი გულით მიყვარს. ნეტა ცოცხალი იყოს.... ჩემთვის პატრიარქი იყო მამა, ჩემი ცხოვრება და ყველაფერი იყო პატრიარქი. ყველა ქრისტიანები რომ ვართ და ღმერთის რომ გვჯერა, გვწამს პატრიარქის დამსახურებით არის ეს“, - ამბობს მოქალაქე.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.