ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
გენერალურ პროკურატურაში ცოტა ხნის წინ დასრულდა წაღვლის გამგებლის და ჩორჩანას მკვიდრის გამოკითხვა. ვაჟა ლომიძე და მანანა შეყელაშვილი უწყებაში სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
„დიდი ვალდებულება არ იყო ამ [ჩორჩანას] საგუშაგოს გახსნის. მოსახლეობამ ტყის დიდი ნაწილი დაკარგა, რითაც სარგებლობდა. რაიმე რისკი არ ყოფილა მანამდე, რომ ეს საგუშაგო გახსნილიყო“ , - აღნიშნა მანანა შეყელაშვილმა.
პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე. საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, 2019 წელს, ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნას ეხება.