უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთს, სამშობლოს და თითოეულ ჩვენგანს, გვასწავლიდა რწმენას, მოთმინებასა და სიყვარულს მაშინაც კი, როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა - ილია ინჯია

ილია ინჯია

უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთს, სამშობლოს და თითოეულ ჩვენგანს, გვასწავლიდა რწმენას, მოთმინებასა და სიყვარულს მაშინაც კი, როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა, - წერს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ილია ინჯია.

მისი თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიტყვა იყო სიმშვიდე, ლოცვა იყო ძალა და მისი არსებობა იყო ერთიანობის საყრდენი ჩვენი ერისთვის!

„დღეს საქართველო დიდ ტკივილშია…გარდაიცვალა ჩვენი სულიერი მამა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ადამიანი, რომლის სიტყვაც იყო სიმშვიდე, რომლის ლოცვაც იყო ძალა და რომლის არსებობაც ერთიანობის საყრდენი ჩვენი ერისთვის!

უწმინდესმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთს, სამშობლოს და თითოეულ ჩვენგანს. გვასწავლიდა რწმენას, მოთმინებასა და სიყვარულს მაშინაც კი, როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა.

დღეს სიტყვები უძლურია ამ ტკივილის გადმოსაცემად…

მაგრამ გვრჩება მისი მემკვიდრეობა, მისი სიბრძნე და მისი ლოცვა, რომელიც დარწმუნებული ვარ, კვლავ დაგვიფარავს ზეციდან!

მადლობას ვუხდით უწმინდეს თითოეული წუთისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის, მართლმადიდებლობის სამსახურში უდიდესი სიყვარულით გაატარა.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვისთვისაც პატრიარქი იყო იმედი, რწმენა და სიყვარული”, - დაწერა ილია ინჯიამ.