რა ახალი დეტალებია ცნობილი ქალზე, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა
1749198939
სუდანში, საომარი მოქმედებების ეპიცენტრში „MYWAY AIRLINES"-ის თვითმფრინავი დაიწვა. ეს ის ბორტია, რომლითაც ქართველი მფრინავები აფრიკაში ჩაფრინდნენ.
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში დაპირისპირებულმა მხარეებმა მორატორიუმი გამოაცხადეს, თუმცა საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეთანხმება დარღვეულია და სროლების ხმა ისმის.
„მორატორიუმი არის გამოცხადებული დღეს, სროლები არ არის. ჩვენ უსაფრთხოდ ვართ ჯერჯერობით, წყალიც გვაქვს, გენერატორიც გვაქვს. დავუკავშირდით ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელობას და უნდა გადაგვიყვანონ უფრო უსაფრთხო ადგილას. დღეს მოხდება ჩვენი გადაყვანა აქვე, უსაფრთხო ადგილზე შემდგომი ევაკუაციისთვის. იყო ინტენსიური სროლები, ავიაციები ბომბავდა, ჭურვებიც ჩამოვარდა“, - ამბობს ავიახომალდის მეთაური მამუკა მარკოზაშვილი.