„უკეთესი სამყაროსთვის ბევრი ფერია საჭირო“ - პალერმოში, ქართველი ხელოვანებისა და ემიგრანტების ტრიუმფი შედგა

ფიქრია

 პალერმოში, სასტუმრო „San Paolo Palace“-ში, ასოციაცია „La Via dell’Arte“-ს ორგანიზებით, მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ღონისძიება, რომელიც 25 აპრილიდან 1 მაისამდე გრძელდებოდა, ნიდერლანდელი გენიოსის, ვინსენტ ვან გოგის შემოქმედებას მიეძღვნა.

გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 50-მდე ხელოვანი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა წელს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში საქართველო მოექცა. ნინა დარჩიას ხელმძღვანელობით, ქვეყანა 11 ხელოვანით დაკომპლექტებული დელეგაციით წარდგა.

ქართული კულტურა და ემიგრანტთა წვლილი: გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი ქართული ემიგრაციის მონაწილეობა აღმოჩნდა. ქართველმა მოცეკვავემ, ფიქრია კუჭუხიძემ, რომელიც ასოციაციის ოფიციალურ დელეგატად დასახელდა იტალიაში, მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქა. მისი სამოსის დიზაინი ნანა თოძაძეს, ხოლო ტრადიციული ჩიხტიკოპი როზეტა კიტოვანს ეკუთვნოდა. თავად როზეტა კიტოვანი გამოფენაზე ორ ნომინაციაში - როგორც დიზაინერი და პოეტი - დაჯილდოვდა.

ორგანიზატორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტო გუჩიონემ ხაზი გაუსვა ხელოვნების როლს თანამედროვე რთულ პერიოდში: „ხელოვნება მშვიდობის ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც ტკივილს იმედად გარდაქმნის“.

საემიგრაციო სამსასახურის ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძე: „საერთაშორისო გამოფენა დევიზით: 
რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, რომ არ გვქონოდა გამბედაობა!

და მე გავბედე:

სოციუმში შემთხვევით ვნახე ასოციაციის გვერდი, რომელიც საუბრობდა სამხატვრო გამოფენაზე... მეგობრობა გავაგზავნე და დაველოდე. პასუხი თანხმობით დამიბრუნდა და ახლა, რომ მახსენდება... პირვანდელივით განვიცდი გახსენებას,
რამდენჯერ დავწერე წერილი, მერე წავშალე... ბოლოს  გავბედე:
ვარ ემიგრანტი, ყოფილი მოცეკვავე,
უცხო მიწაზე ყველა განსაცდელს  ცეკვით ვაჯობე, ცეკვა ჩემი თვითგადარჩენაა
ჩემი ოცნებაა კიდევ ერთხელ დავდგე სცენაზე. მომცემთ ამის შესაძლებლობას? 
ვიცი გამოფენის სტერეოტიპს ვარღვევ, მაგრამ გავამრავალფეროვნოთ
სულ სხვა საქართველოს მოვიყვან. 
ვწერდი და ვწერდი უკვე ემოციურად
და პასუხი დამხვდა მეორე დილით: ამ ქვეყნად, ვცხოვრობ რომ ადამიანებს მივანიჭო სიხარული.

გელოდებით 6 დეკემბერს სიცილიაში.
ასე ჩავიდა ქართული ცეკვა სულ სხვა იტალიაში და ლამპედუზების საუკუნოვან სასახლეში ვიცეკვე  მსოფლიოში ყველაზე
ბედნიერმა თვალცრემლიანმა ემიგრანტმა.

ეს ისტორია მრავლისმთქმელია...

შემდეგ დაიგეგმა 2026 წლის 25 აპრილი 
და ისევ ჩემი თხოვნა: 
იცნობთ ქართულ პოეზიას?
მომცემთ საშუალებას გამოფენაზე წარვადგინო ნიჭიერი ქართველი ემიგრანტი 
პოეტი, დიზაინერი, მუსიკოსი?
და ისევ პასუხი: 
რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ღიაა კარები.

ამ პასუხის ავტორი გახლავთ ღონისძიების გენერალური დირექტორი ბატონი რობერტო გუჩიონე.

ასე აღმოვჩნდი სიცილიურ ზღაპარში...

უდიდესი მადლობა  გამოფენის დირექტორს 
ქართული კულტურის უდიდეს პატივისმცემელ ადამიანს  ბატონ
Guccione Roberto Artista Due 
ასეთი დიდი შესაძლებლობის მოცემისთვის 
საპასუხისმგებლო მოვალეობას ვეცდები დიდი პასუხისმგებლობით ვუხელმძღვანელო. მუდამ მადლობა ჟურნალისტს და ღონისძიების უცვლელ წამყვანს  ბატონ Valerio Martorana ქართული ხელოვნების  ლამაზად წარდგენისთვის.

მადლობა 
ბატონ Nugzar-petre Chiaberashvili 
ყურადღებისთვის.

მადლობა თითოეულ იმ ადამიანს ვისაც ქართული საქმე ახარებს უცხოეთის ცის ქვეშ და უყურადღებოდ არ ტოვებს მათ საქმიანობას.

მადლობა თითოეული სიტყვის ლამაზი სურვილების ავტორებს.

გამოფენას ვაფართოებ სამომავლოდ  წარსადგენი ნომინაციებით ,
საზღვარგარეთ მოღვაწე ემიგრანტებით
სხვადასხვა ფორმატში: 
ქართული ჟურნალისტიკა ემიგრაციაში
ქართული  კალეგრაფია
ქართული სიმღერა
ქართული ცეკვა
ქართული პოეზია
ქართული პროზა
საემიგრაციო საქმიანობა ქართველ ემიგრანტებთან
ზღვა ამბების მომავალი გველოდება...

ჩემი ორი სამშობლო
იტალია და საქართველო
მიყვარხართ უკიდეგანოდ.

ჩემი  უცვლელი დამოკიდებულება: ქართული სული ვამზეო ამაყად უცხოეთის ცის ქვეშ“.

ვალერიო მარტორანა, დონ ბოსკოს ყოფილი აღსაზრდელების მსოფლიო პრეზიდენტობის წევრი, აღნიშნავს
„როდესაც ეკონომიკური ძალაუფლება დელუზიურ და ფსიქოპათურ ადამიანთა ხელშია, რთულია დიალოგი და მომავალზე ფიქრი. ერთადერთი, რაც ჩვენ, 
როგორც მოქალაქეებს, შეგვიძლია 
არის იმედი, რომელიც ასეთ კულტურულ მოვლენებში ვლინდება.უნდა შევძლოთ,
ხელოვანთა ნამუშევრებით ვაჩვენოთ უკეთესი რეალობა“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იტალიის კულტურული და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მეწარმეები. ქართული მხრიდან პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები იტალიაში მოღვაწე პოეტები და მთარგმნელები: სოფო ბუკია (მოდენა), სოფიო ნუცუბიძე (ბარი/ალტამურა), პოეტი და დიზაინერი როზეტა კიტოვანი და ასევე, საქართველოდან  სპეციალური მოწვევით ნინო მოდრეკილაძე, რომელმაც საზოგადოებას წიგნი „აღარ მე“ წარუდგინა