3000 - 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ვის გადაეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1752226250
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უახლოეს საათებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.
„დღეს, 17 ივნისს, უახლოეს საათებში ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, - წერს სააგენტო.