ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სპარსეთის ყურის ქვეყნებში საპრეზენტაციო როუდშოუ გამართა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სპარსეთის ყურის ქვეყნებში საპრეზენტაციო როუდშოუ გამართა

სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში ღონისძიებები გამართა.

დუბაიში, რიადსა და ელ-ქუვეითში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 20-მდე ქართული კომპანია „როუშოუებში“ მონაწილეობდა.

ღონისძიებაზე 50-მდე ადგილობრივი ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი. „როუდშოუების“ ფარგლებში საქართველოს ტურისტული პროდუქტების, ზამთრის კურორტების, ასევე ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები მოეწყო.

B2B ფორმატის ფარგლებში ქართული კომპანიების წარმომადგენლები ადგილობრივ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.უცხოური კომპანიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეთავაზებებსა და პროდუქტებს.