„თუ ბავშვს ეს სიმპტომები აღენიშნება ოპერაცია 1 წლის ასაკშიც კეთდება...“ - ექიმის რჩევა მშობლებს

ნიკოლოზ ჭეიშვილი

როდის და რა ასაკში უნდა გაუკეთდეს ბავშვს გლანდების ოპერაცია - ამ თემაზე ექიმის რჩევას „ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკა“ სოციალურ ქსელში გვიზიარებს. 

„ოპერაცია აუცილებელია, თუ ბავშვი ხშირად ავადობს, წლის განმავლობაში აქვს ჩირქოვანი ტონზილიტის 5-6 ეპიზოდი, ღამით ხვრინავს, სუნთქვას აჩერებს და
აქვს სმენის პრობლემები. თუ ბავშვს ეს სიმპტომები აღენიშნება, ოპერაცია 1 წლის ასაკშიც შეგვიძლია გავაკეთოთ და 2 წლის ასაკშიც, აქ ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს“ –  ქირურგი, ოტორინოლარინგოლოგი, ნიკოლოზ ჭეიშვილი.