1761143605
„თუ ბავშვი იზრდება ქებაში, ის სწავლობს რომ იყოს მადლიერი" - ფსიქოთერაპევტი, ნინო კანდელაკი მშობლებს მიმართავს

ფსიქოთერაპევტი, ნინო კანდელაკი ბავშვთა აღზრდის ოქროს წესის შესახებ თავის მოსაზრებას გვიზიარებს.
„თუ ბავშვი იზრდება ქებაში, ის სწავლობს რომ იყოს მადლიერი...
მადლიერების ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური თვისებაა, რომ გვაქვს უნარი, სიყვარულისა და მადლიერების...
ამაზე მეტი არაფერი არ არსებობს. ყველაფერი ამისთვის არის.
ეს ერთ-ერთი მთავარი მაგალითი და ძვირფასი განძია, როდესაც ჩვენ გვაქვს მადლიერების უნარი, რომ ვიყოთ მადლიერნი, საკუთარი თავის, ადამიანებისა და სამყაროს მიმართ იმისთვის, რაც მოგვეცა და რაც გვაქვს...
მადლიერებას ბავშვი სწავლობს, როდესაც შევაქებთ, ოღონდ შექება აუცილებლად უნდა იყოს ადეკვატური და რეალური...“ – ამბობს ფსიქოთერაპევტი, ნინო კანდელაკი.