„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
წყლის ჟონვა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემაა როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ შენობებში. მისი დროული აღმოჩენა და პრობლემის აღმოფხვრა აუცილებელია რათა თავიდან აირიდოთ სერიოზული პრობლემები. წყლის ოდნავ შესამჩნევი ჟონვაც კი შეიძლება გადაიზარდოს მასიურ ზიანში, თუ დროულად არ მოხდება მისი აღმოჩენა და აღმოფხვრა.
ამ სტატიაში მიმოვიხილავთ წყლის ჟონვის დადგენის მეთოდებს, გამოვავლენთ წყლის ჟონვის გამომწვევ მიზეზებს, განვიხილავთ, როგორ შეიძლება წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა აპარატით და როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი პრობლემები.
წყალი ჟონავს? – როგორ ვიგებთ პრობლემას
წყლის ჟონვა ყოველთვის არ ჩანს თვალსაჩინოდ. ხშირად მხოლოდ შედეგები გვაფიქრებინებს, რომ პრობლემა არსებობს:
კედლების ტენიანობა და შავ ლაქები
მწვავე სუნი (ძირითადად გოგირდის ან ობის სუნი)
შელახული შპალერი ან გიბსოკარდონი
ჩამოსული ფერები ჭერზე ან კედელზე
გადიდებული კომუნალური გადასახადები (სტანდარტულზე მაღალი წყლის ხარჯი)
წყლის დენის ან წურწურის ხმა როცა მოშვებული არაფერია
თუ შენობაში აღნიშნულ სიმპტომთაგან რომელიმე შეინიშნება, საჭიროა წყლის ჟონვის დადგენა რაც შეიძლება სწრაფად.
წყლის ჟონვა ხდება, როდესაც წყალი გაუკონტროლებლად გადის მილების, ონკანების, ან სხვა სანტექნიკური სისტემის ნაწილებიდან. ეს შეიძლება იყოს როგორც მცირე წვეთოვანი გაჟონვა, ისე ფარული გაჟონვა, რომელიც დიდხანს შეუმჩნეველი რჩება. წყალი ჟონავს ხშირად კედლებში, იატაკის ქვეშ ან ჭერში, რაც ართულებს მის დროულ გამოვლენას.
წყლის ჟონვის გამომწვევი მიზეზები
წყლის გაჟონვას მრავალი შესაძლო მიზეზი აქვს, რომელთა დროული იდენტიფიცირება გადამწყვეტ როლს თამაშობს დიაგნოსტიკაში და სარემონტო სამუშაოებში. ძირითადად, პრობლემის წყაროები შემდეგია:
1. მოძველებული ან დაზიანებული მილები
ძველი შენობებში წყალგაყვანილობის სისტემა ხშირად 30-40 წლის წინ დამონტაჟებულია, რაც ზრდის ჟონვის რისკს. ჟანგი, კოროზია და მექანიკური ზემოქმედება მილებს ასუსტებს.
2. არასწორად დამონტაჟებული მილსადენები
შეცდომები წყალგაყვანილობის სისტემის მონტაჟში, როგორიცაა დაუცველი შეერთებები, არასწორი დახრილობა ან წნევის გამოთვლა, ხელს უწყობს მიკრობზარების გაჩენას და დროთა განმავლობაში ჟონვას.
3. საკანალიზაციო სისტემის გაბერილობა ან დაზიანება
კანალიზაციის სისტემიდან გაჟონილი წყალი არა მხოლოდ კონსტრუქციულ პრობლემებს იწვევს, არამედ ჯანმრთელობის რისკებსაც ქმნის. ხშირ შემთხვევაში, გამომწვევი მიზეზია – დამჭირი მილები, ფეკალური ბლოკირება ან კონდენსატი.
4. სახურავის პრობლემა
შენობის ზედა ნაწილიდან ჟონვის მიზეზი ხშირად არასწორად დამონტაჟებული ან დაზიანებული ჰიდროიზოლაციაა.
5. წყლის წნევის მკვეთრი მატება
მაღალი წყლის წნევა მილსადენებში ხშირადაა მიზეზი მილის ან შეერთების წერტილის დაზიანების რაც იწვევს როგორც წყლის მცირე ჟინვას ასევე დიდი რაოდენობით წყლის გადინებას.
6. გარე ფაქტორები: მიწისძვრა, ტემპრეატურის მკვეთრი ცვლილება...
მცირე მასშტაბის ერთი შეხედვით უწყინარ, სუსტ მიწისძვრასაც კი შეუძლია დააზიანოს წყლის ან საკანალიზაციო მილები რაც იწვევს წყლისა და სხვა სითხეების გაჟონვას.
ამასთანავე, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა ან მატება მნიშვნელოვნად კუმშავს ან აფართოებს მილებსა და სანტექნიკურ გაყვანილობას რაც შეიძლება მიზეზი გახდეს სანტექნიკური სისტემის დაზიანების.
წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა – როგორ ხდება დაზიანების ზუსტი ლოკალიზება
დღესდღეობით ხელმისაწვდომია არაერთი ტექნოლოგიური მეთოდი და აღჟურვილობა, რომელიც საშუალებას იძლევა წყლის ჟონვის დადგენას მაღალი ზუსტად, დაზიანებისა და ნგრევის გარეშე.
1. თერმოკამერის გამოყენება
თერმოვიზორი ადგენს კედლის ან იატაკის შიგნით ტემპერატურულ ცვლილებებს. ტენიანი ადგილები გამოჩნდება როგორც "ცივი ლაქები", რაც ზუსტად აჩვენებს ჟონვის მდებარეობას.
2. აკუსტიკური დეტექტორები
სპეციალური მიკროფონები უსმენენ მილებში წარმოქმნილ ხმებს. აპარატი აფიქსირებს წყლის წნევას, წვეთოვან ხმებს ან უცნაურ ზუზუნს, რაც მიუთითებს გაჟონვაზე.
3. კვამლის გენერატორები
თუ ჟონვის წყარო სავარაუდოდ კანალიზაციის ხაზშია, კვამლის აპარატით შესაძლებელია მილის სექციებში წნევის ქვეშ კვამლის გაშვება – ნებისმიერი გაბზარული ადგილი გამოუშვებს კვამლს და დაუყოვნებლივ გამოჩნდება დაზიანებული წერტილი.
4. ტენიანობის დეტექტორები
დეტექტორი ზომავს მასალის ტენიანობას – მაგალითად, კედლის შიგნით. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა რთულად მისადგომ ადგილებში, სადაც ვიზუალური დათვალიერება შეუძლებელია.
წყლის ჟონვის აპარატით დადგენის უპირატესობები
ზუსტი ლოკალიზაცია – დაზიანების გარეშე კედლის ან იატაკის ჩამონგრევის გარეშე.
სწრაფი რეაგირება – დაზიანება მცირეა, ვიდრე გვიან აღმოჩენის შემთხვევაში.
არასასიამოვნო ხარჯების შემცირება – მიკრო-ჟონვის დროული გამოვლენა თავიდან იცილებს დიდ სარემონტო ხარჯს.
მინიმალური ჩარევა ინტერიერში – დაზიანებული ზონის ლოკალიზაციით, საჭირო ხდება მხოლოდ მიზნობრივი რემონტი.
როგორ ხდება წყლის ჟონვის აღმოფხვრა
დამოკიდებულია პრობლემის მასშტაბზე და ხასიათზე, წყლის ჟონვის აღმოფხვრის გზებიგანსხვავებულია. რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მეთოდი:
მილების გამოცვლა ან შეკეთება
თუ დაზიანება აღმოჩენილია წყალგაყვანილობის სისტემაში, რეკომენდებულია შესაბამისი მილის მონაკვეთის შეცვლა ან სპეციალური მასალებით (მაგ. ეპოქსიდური ხსნარით) ჩახშობა.
ჰიდროიზოლაციის გამაგრება
სახურავზე ან საძირკვლის გარშემო გამოვლენილი ჟონვა საჭიროებს ახალი ჰიდროიზოლაციის ფენის დადებას ან ძველის განახლებას.
ტენიანობის კონტროლი
ინსტალაცია სპეციალური ჰაერის გამწმენდი სისტემების, რომელიც აუმჯობესებს შიდა მიკროკლიმატს და ხელს უშლის ობის გავრცელებას.
პრევენცია – როგორ ავიცილოთ წყლის ჟონვა მომავალში?
წყლის ჟონვის თავიდან აცილება უფრო ეფექტურია, ვიდრე მისი დიაგნოსტიკა და გამოსწორება. აი, როგორ დავიცვათ ჩვენი სახლი ან ოფისი:
დროული ინსპექცია – წელიწადში ერთხელ მაინც შეამოწმეთ მილები, ონკანები და კავშირები.
ძველი სისტემის განახლება – 20 წელზე ძველი მილების გამოცვლა ყოველთვის უკეთესია.
მობილური მონიტორინგი – არსებობს თანამედროვე მოწყობილობები და სენსორები რომლებიც ყენდება მაღალსარისკო ადგილებში და მობილურ ტელეფონზე გაგზავნიან შეტყობინებას წყლის გაჟონვის შემთხვევაში.
საკანალიზაციო სისტემის გაწმენდა – რეგულარული პრევენციული გაწმენდა თავიდან აგაცილებთ ხშირს ბლოკირებებს და უკან ჩამოსულ წყალს.
წყლის ჟონვის დადგენა და დიაგნოსტიკა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელს ხდის დაზიანების ზუსტი ლოკალიზაციას და პრობლემის სწრაფად მოგვარებას. წყალი ჟონავს? – ნუ დაელოდებით გამოუსწორებელ შედეგს. გამოიყენეთ წყლის ჟონვის დადგენის აპარატები, მიმართეთ სპეციალისტებს და იმოქმედეთ დროულად.
დროული რეაგირება დაზოგავს არა მხოლოდ ფულს, არამედ მნიშვნელოვნად შეამცირებს რისკებს თქვენი ჯანმრთელობისა და ქონების უსაფრთხოებისთვის.